“ToP”-ების და “Face” -ბის კვების სტილი :))))) და სხვა მნიშვნელოვანი რჩევები

ბლოგის დაწერა რომ გადავწყვიტე, პირველ „წესად“ ჩემ თავს დავუდგინე, რომ პირველ რიგში საკუთარ გამოცდილებებს გავუზიარებდი ადამიანებს, რადგან ეს მშრალი, უემოციო ტექსტები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და იდეალური ცხოვრების შესახებ არარეალურად მევჩვენებოდა. ამიტომაც დღევანდელ პოსტს ჩემი გასაჭირით დავიწყებ ::)

როგორც იცით ჩემთვის (და ნუ არა მარტო ჩემთვის, ზოგადად მარტივი ჭეშმარიტებაა) სილამაზის სტანდარტები არ არსებობს, სილამაზე სუბიექტურია, ყველა ადამიანი საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონი თავად არის და ყველა სხვა დანარჩენმა პატივი უნდა სცეს ერთმანეთის არჩევანის თავისუფლებას.

ხოდა ამ არჩევანის თავისუფლების ფარგლებში მინდა გითხრათ, რომ ჩემს სხეულზე  ცელულიტის არსებობას ვერ ვეგუები :(( გარდა იმისა, რომ ცელულიტი ორგანიზმში რაღაცის დარღვევაზე მიუთითებს, ვიზუალურად ძალიან მაღიზიანებს :((( ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერს მხოლოდ მე ვამჩნევ როგორც წესი, მაგრამ მალე, ასე თუ გავაგრძელე, სხვებისთვისაც შემსამჩნევი გახდება..თუმცა თავს ვერც იმით გავიმართლებ, რომ ყველაფერი ვცადე. ხანდახან დილით ისეთი ენთუზიაზმით ვიღვიძებ, რომ მგონია მთებს გადავდგამ.  ჩამოვწერ გეგმებს, დავსახავ მიზნებს, ამას ვიზამ, იმას ვიზამ.. მაგრამ ამ ყველაფერმა ნუ აი 1 თვე მაინც ხომ უნდა გასტანოს, რომ შედეგი გამოიღოს?! არადა გავა 3-4 დღე და უცბად შეიძლება ისეთმა ინერტულმა გავიღვიძო, ისეთმა უმოტივაციომ, რომ ჩემი წინა დღეების მთელი შრომა წყალში ჩავყარო.. ეს ინერტული დღეებიც დაახლოებით 2-3 დღე გრძელდება. მოკლედ ყველა ხერხი ნამდვილად არ მიხმარია ცელულიტის გასაქრობად, მაგრამ ვიცი, რომ არ უნდა დავნებდე არც ცელულიტს და არც ჩემს ინერტულ დღეებს!

ეს ლირიული გადახვევა და რამდენიმე ფაქტი ჩემი პირადი ცხოვრებიდან. ცელულიტის გამომწვევ მიზეზებსა და მისი მკურნალობის საშუალებებზე ბლოგს აუცილებლად დავწერ. ახლა კი მინდა წინა ბლოგის თემა გავაგრძელო და ცოტა გავაფართოვო კიდეც.

როგორც იცით კვებას ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. არა მხოლოდ წონის მატება-კლების ფარგლებში, არამედ სხვა ძალიან ბევრი დაავადების განვითარების, კანის, თმის, ფრჩხილის მდგომარეობის, სხვადასხვა ორგანოების გამართულად მუშაობისა და ფსიქოლოგიური განწყობების ფარგლებშიც კი.

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებიც არიან აზრის ლიდერები ამა თუ იმ საკითხში და მათ მოსაზრებებს, გემოვნებასა თუ ცხოვრების სტილს დიდი გავლენა აქვთ სხვა ადამიანების  დამოკიდებულებებსა და გადაწყვეტილებებზე.

დღეს მინდა ასეთი რამდენიმე ადამიანის კვების რაციონი და რეჟიმი გაგიზიაროთ, რომელთა მაგალითზეც შეიძლება თქვენც შეგეცვალოთ გარკვეული შეხედულებები და დამოკიდებულებები.

პირველ რიგში გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ კვების რაციონში ამოიღეს (ან მინიმუმამდე შეზღუდეს) ე.წ. „თავისუფალი შაქარი“. (ანუ მაგიდის შაქარი და საკონდიტრო თუ სხვა ნაწარმში დამატებული შაქარი, ასევე ხილის გამოწურული წვენები, ახლადდაწურულიც და რა თქმა უნდა ქარხნულიც), თუმცა ამასთან ერთად ისინი ჯანსაღი კვების შესახებ დამატებით ინფორმაციასაც გვაწვდიან და არც ამას დავტოვებ უყურადღებოდ:

Kate Hudson: ომელმაც შაქარზე უარის თქმას „თვალის გახელა“ უწოდა, რადგან მას შემდეგ გააცნობიერა რამდენ ტკბილს ეტანებოდა დღის 4 საათისთვის, როდესაც ადამიანს ყველაზე მეტად უნდება სუსნაობა. ახლა ის  high-alkaline diet-ს იცავს, რაც გულისხობს ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან გარემოს აბალანსებს. მიირთმევს თხილეულს (არახისის და ნიგვზის გარდა), ხილს, ბოსტნეულს და ცილოვან მცენარეებს (ქინოას, ლობიოს, ტოფუს მაგალითად). ამ კვების სტილისთვის მიუღებელია: კვერცხი, რძის ნაწარმი, ხორცი, ხორბალი, ბრინჯი, ძალიან მარილიანი საკვები, გადამუშავებული საკვები, ალკოჰოლი, კოფეინი, და ყველა ტიპის საკვები, რომელიც გლუტენს შეიცავს. ამიტომ პროტეინისა და უფრო კალციუმის დონე  პერიოდულად გასაკონტოლებელია.

Image result for kate hudson and food

ბევრი ცნობილი ჰოლივუდის ვარკსვლავი მისდევს high-alkaline diet-ს, ( Gwyneth Paltrow, Jennifer Aniston ) ერთ-ერთი პირველი კი ამის შესახებ  Victoria Beckham წერდა ჯერ კიდევ 2013 წელს. კვების ეს რაციონი საკმაოდ რთული დასაცავია, თუმცა მისი წყალობით ჭარბი წონის გარდა გულის დაავადებების, მე-2ტიპის დიაბეტის, თირკმლის კენჭებისა და ძვლოვანი დაავადებების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. მე პირადად ამ კვების სტილს ცოტა შევცვლიდი. დავამატებდი ულაქტოზო რძის პროდუქტს, თევზს (არა ფერმაში მოყვანილს) და თეთრ ხორცს.

Rosie Huntington-Whiteley – ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა მოდელმა, ცნობილი ნატუროფატის Dr. Nigma Talib-ის რჩევით, კვების რაციონიდან ამოიღო შაქარი, რძის ნაწარმი, გლუტენი და ალკოჰოლი. Nigma Talib-ს სჯერა, რომ კარგი სახისა და სხეულის კანი და ზოგადი სიჯანსაღე საკვებიდან მოდის. Rosie -ც შესაბამისად მის დარიგებას მიჰყვება. თუმცა ეს ყველაფე. მარტივი არ არისო ამბობს. რა თქმა უნდა ასე ცხოვრებას მუდმივად არ აპირებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს რამდენიმე კვირა ამ პროდუქტების გარეშე უკვე აისახა მის კანზე, ორგანიზმზე, ენერგიასა და ზოგად ფიზიკურ განწყობაზე. ასევე მან უარი თქვა წითელ ხორცზე და მის გარეშე თავს ბევრად მსუბუქად და უკეთესად გრძნობს

Image result for rosie huntington-whiteley and her healthy food

Miranda Kerr – მისი კვების რაციონიდან ამოღებულია შაქარი, რძის ნაწარმი და გლუტენი. იკვებება ბოსტნეულით, ხილით, თხილეულით, ხორცითა და „სუპერფუდით“ (მათ შესახებ დეტალურად არ მისაუბრია, მაგრამ მე თვითონ თითქმის ყოველდღე ვიღებ  „სუპერფუდს“ და თქვენც გაგიზიარებთ აუცილებლად). მირანდას დღე იწყება თბილი ლიმნიანი წყლითა და შემდეგ მწვანე ახლადდაწურული წვენით. შემდეგ მიირთმევს უგლუტენო ტოსტზე დაწყობილ კვერცხსა და ავოკადოს, ხოლო საათნახევრის შემდეგ კი სმუზის ჩიას, გოჯისა და უმი კაკაოს მარცვლებით (ჩემი აზრით, თითქმის იდეალური საუზმეა).

Related image

Kate Bosworthსთვის შაქრის შეზღუდვის პირველი მიზეზი მისი აკნესთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. პირადი გასტრო-ენტომოლოგის რჩევით, რომელიც სილამაზესა და სიჯანსაღეს პირდაპირ საკვებთან აკავშირებს, ის სრულიად უარს ამბობს შაქრის შემცველ პროდუქტებზე მაშინ, როდესაც აქტიურად მუშაობს რომელიმე ფილმზე. Kate ამტკიცებს, რომ შაქარი დაკავშირებულია ჩვენს სახეზე არსებულ ჯირკვლებთან, რომლის „წყალობითაც“ ჩნდება სახის პრობლემები.

Related image

Gwyneth Paltrow რამდენიმე წელია უკვე რაც შაქარსა და უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილზე დამზადებულ საკვებს აღარ მიირთმევს. ზოგადი სისუსტე, შფოთვა, უძილობა და ბევრი დაავადება მისთვის სწორედ ამ პროდუქტებთან ასოცირდება. 2013 წელს Gwyneth -მა სამზარეულო წიგნიც კი გამოუშვა (“It’s all Good” ), სადაც იგი უარს ამბობს როგორც შაქარზე, ასევე რძის ნაწარმსა და გლუტენზე.

Image result for Gwyneth Paltrow and her healthy diet

Megan Fox – მისი კვების რაციონიდან ამოღებულია რძის ნაწარმი. მიირთმევს მხოლოდ ნაკლებ ცხიმიან ცილის (პროტეინის) შემცველ პროდუქტებს, ჯანსაღ ნახშირწყლებს (ხილი, ბოსტნეული), ბოჩკოვანით მდიდარ პროდუქტებს (მარცვლეულის ნაწილი, ხილი, ბოსტნეული, თხილეული, პარკოსნები), ჯანსაღ ცხიმებს (ზეითუნის ზეთი და სხვ.), უშაქრო სასმელებს (სად პოულობს ნეტა?), სმუზებს და ჯანსაღ თხილეულს, მაგალითად ნუშს.

Image result for megan fox and her diet

Zoe Saldana – მისი კვების რაციონის 80% უგლუტენო პროდუქტებისგან შედგება.

Image result for zoe saldana workout routine n diet plan

Natalie Portman  მის კვების რაციონში არ არის ხორცი, რძის ნაწარმი და კვერცხი.

Image result for natalie portman and her diet

ალბათ გიკვირთ ბიჭებს რას ვერჩოდი :))) არც არაფერს, უბრალოდ რადგან მე თვითონ გოგო ვარ, რატომღაც ავტომატურად გოგო ვარკვლავებზე გავაკეთე აქცენტი, თუმცა მინდა გითხრათ რომ ბევრი მამრობითი სქესის ცნობადი სახე ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. მაგალითად: Ryan Gosling, Alec Baldwin, Tom Hanks, Matthew McConaughey, Pete Evans და სხვ.

Related image

რომ შევაჯამოთ ( რა თქმა უნდა არა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავების რჩევები): ჯანსაღი კვება ნამდვილად არ განისაზღვრება მხოლოდ ტკბილეულის, ცომეულისა და სხვა გადამუშავებული ნახშირწყლების შეზღუდვით. ჯანსაღი კვება ბევრად კომპლექსური თემაა, გასათვალისწინებელია უამრავი დეტალი და მოითხოვს ნამდვილად ბევრ დროს, ხარჯებსა და ენერგიას. პირველ რიგში კი ჯანსაღი კვება მოითხოვს ძალიან დიდ  მონდომებასა და მოტივაციას, ნამდვილად გსურდეს იკვებო სწორად, რაც დამიჯერეთ საბოლოოდ ყველაფერზე დადებითად აისახება (ჯანმრთელობაზე, კანის მდგომარეობაზე, სხვადასხვა ორგანოების გამართულ მუშაობაზე, წონასა და ფსიქოლოგიურ განწყობებზე).

მოკლედ, რა პატარა „დეტალები“ უნდა გავითვალისწინოთ კვებისას, რომელებიც დაგვეხმარება ჩვენი ყოველდღიური რაციონი იყოს მაქსიმალურად სასარგებლო:

1: დილა უზმოზე (კბილების გამოხეხვამდეც კი) დაიწყეთ დეტოქს წყლით! 

Image result for detox water

მისი მომზადება მარტივია და რამდენიმე ხერხს გასწავლით: პირველ რიგში შეგიძლიათ დეტოქს წყალი ღამე დააყენოთ: ჩაყაროთ დიიდ ქილაში კიტრი, ლიმონი, ლაიმი, გრეიფრუტი, მარწყვი, ჟოლო, ცოცხალი პიტნა, ჯინჯერი, ალოე ვერას გელი (ალოე ვერას გელი შეგიძლიათ შეიძინოთ „მწვანე აფთიაქში“) , როზმარინი (შეიძლება იყოს „მწვანე აფთიაქში“ ან გამხმარი იყიდეთ სუნელების სექციაში დიდ სუპერმარკეტებში), საზამთრო, „dandelion” (ქართულად არ ვიცი როგორ არის, შეიძლება იყოს „მწვანე აფთიაქში“ ან „ფარმადეპოში“) ეს ინგრედიენტები შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ვარიაცებით, დაამატოთ წყალი და ღამით დატოვოთ. დილით კი ეს წყალი დალიოთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ყინულიც.

ასევე შეგიძლიათ იგივე ნაყენი გააკეთოთ ვაშლითა და დარიჩინით.

თუ ეს ყველაფერი გეზარებათ, უმარტივესი ხერხია და ძალიან ბევრი ჰოლივუდის ვარკვლავი ამას აკეთებს, დილა დაიწყოთ ლიმნიანი ცხელი წყლით, ან 2 კოვზი ვაშლის ძმრიანი წყლით. თქვენი ორგანიზმი დილიდანვე დაიწყებს გაწმენდასა და დანაყრების შეგრძნებასაც კი გაგიჩენთ.

დეტოქს წყლების კონკრეტულ რეცეპტებს ცალკე ბლოგში გაგაცნობთ. მე პირადად არ გირჩევთ ამ წყლების გამზადებულ ყიდვას და ფულის ხარჯვას, როდესაც სახლში მომზადება ასეთი მარტივია.

დეტოქს წყლის მიღებიდან 45 წუთის შემდეგ ისაუზმეთ.

2: მინიმუმამდე შეზღუდეთ წითელი ხორცის  მიღება.

Image result for avoid red meatთუ ლუკას დავუჯერებთ, რომელმაც 1 კვირაა რაც წონაში კლება გადაწყვიტა და ფაქტობრივად მხოლოდ პროტეინს (ცილას) იღებს ვარჯიშის პარალელურად და რომელიც ამ 1 კვირის განმავლობაში მგონი ყველა ცნობილი ტრენერის მასტერ კლასებს გაეცნო, წითელი ხორცის საერთოდ ამოღება არ არის სწორი გადაწყვეტილება. მისი მიღება დაახლოებით 2 კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.

3: ორგანიზმს სჭირდება ომეგა 3 ცხიმები, რომლებიც უუუუამრავ  სასარგებლო თვისებას შეიცავს + წონაში კლებას ეხმარება:

Image result for omega 3 foodsსკუმბრია, ქაშაყი, ტუნა, სარდინები, ორაგული, ორაგულის ცხიმი, Cod ღვიძლის ცხიმი (ამ თევზის სახელს ვერ ვთარგმნი), ნიგოზი (გაითალისწინეთ ნიგოზი გლუტენს შეიცავს), ჩიას მარცვლები (იყიდება პასაჟში, 108 ნომერ მაღაზიაში),  სელის თესლი, კანაფის თესლი  ომეგა 3ის წყაროა.

 

4: ეცადეთ მიიღოთ ულაქტოზო რძის პროდუქტი:

Image result for valio lactose free dairyლაქტოზა, რომელსაც ყველა რძის პროდუქტი შეიცავს, მავნებელია ჯანმრთელობისთვის, გულის დაავადებებისთვის, ასევე ლაქტოზა ხელს უშლის ცხიმის წვას. თუ დააკვირდით ბევრმა ცნობილმა ადამიანმა უარი თქვა რძის პროდუქტზე საერთოდ. მე პირადად ყველის გარეშე ცხოვრება ძალიან მიჭირს და ძალიან გამიხარდა, როდესაც „ევროპროდუქტში“ ულაქტოზო ყველი, რძე და ხაჭო აღმოვაჩინე! რა თქმა უნდა ფასი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ რძის პროდუქტებს, ამიტომ ჩემს რაციონში მაგალითად ყველის რაოდენობა შევზღუდე :))) არაჟნის და კარაქის მიღებას მე საერთოდ არ გირჩევდით, ორივე საკმაოდ ცხიმიანი პროდუქტია, ხოლო ცხოველური ცხიმებიდან, თევზის ცხიმის გარდა, არც ერთი არ არის დიდად სასარგებლო.  რაც შეეხება ულაქტოზო ხაჭოს, ევროპრო 4,5% შაქრის შემცველობის ხილის ხაჭოებს იპოვით, რაც არის მშვენიერი დესერტი, რომელიც ულაქტოზოა და თან 19 გრამ პროტეინს შეიცავს! ულატოზო ძროხის რძე, შეგიძლიათ ხშირად ჩაანაცვლოთ ნუშის, ან თხილის რძითაც, რომლებიც მაინც უფრო სასარგებლოა.

5: მიიღეთ ბევრი ბოსტნეული, მწვანილი

Related imageმიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეული ნაშირწყლებია, მათში ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმისათვის უამრავი დადებითი მოაქვს. ეცადეთ ყველაფერს დაუმატოთ ბოსტნეული გარნირად. მწვანე ბოსტნეული განსაკუთრებით.

 

6: მოამზადეთ სმუზები:

Image result for vegetable and fruit smoothiesსმუზი არის ცოტაოდენ წყალთან ან რძესთან ერთად დაბლენდერებული პროდუქტი, ძირითადად ხილი და ბოსტნეული დამატებული თხილეულით და სხვადასხვა მარცვლებით. დაბლენდერებულ ხილსა და ბოსტნეულში უფრო კარგად არის დაშლილი სასარგებლო უჯრედისი, რომელსაც ორგანიზმი უფრო მარტივად შეითვისებს, თან სმუზი ჩემთვის პირადად ხშირად არის დესერტის ალტერნატივა (მაგალითად კენკრის ბანანის და რძის სმუზი, ულაქტოზო ან თხილეულის რძის). 60% ბოსტნეული და 40% ხილი იდეალური ნაზავია და დამიჯერეთ ძალიან გემრიელია!! განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე სმუზები. სმუზების რეცეპტებს აუცილებლად გაგაცნობთ მორიგ ბლოგებში.

7: შეიტანეთ რაციონში სუპერფუდი.

Image result for superfoodsსპირულინა, მატჩას ჩაი, ჩიას მარცვლები, გოჯის მარცვლები, კაიენის პილპილი. ეს ყველაფერი დაუმატეთ თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებას! მათზე მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებ.

 

 

8: შეზღუდეთ მარილი.

Related imageმარილი ორგანიზმში აკავებს წყალს, შესაბამისად საკმაოდ საშიში პროდუქტია. ნუ დაუმატებთ მარილს ყველაფერს: მაგალითად კიტრსა და პომიდვრის სალათს, კვერცხს, ისეთ საკვებს, რომელსაც ყველთან ერთად მიირთმევთ და სხვ.  ნელ-ნელა თუ შეამცირებთ დოზას, მალე მიხვდებით, რომ ამდენი მარილი უბრალოდ აღარ გჭირდებათ!

 

9: არ გამოტოვოთ საუზმე.

Image result for healthy breakfastსაუზმის გამოტოვება აურევს თქვენს მთელი დღის გეგმას, რომელიც გულისხმობს დღეში რამდენჯერმე და მცირე ულუფებით საკვების მიღებას და უზრუნველყობს იმას, რომ შემდეგ ღამე „მიასკდებით“ ბევრ და თან არასასურველ საჭმელს. ეცადეთ საუზმე იყოს მდიდარი ცილებით (თხილეული, კვერცხის ცილა)  და მაქსიმალურად სასარგებლო (შეიცავდეს ხილს, სმუზებს).

და ბოლოს

10: დალიეთ ბეეეეეევრი წყალი!

Image result for drink waterდღეში 2 ლიტრი წყალი მაინც უზრუნველყობს თქვენი ორგანიზმის წყლის მარაგის შევსებას, გადამამუშავებელი სისტემის გამართულად მუშაობას, ცხიმების დაწვას, დანაყრების შეგრძნებას და შესაბამისად ნაკლები არასასურველი საკვების მიღებას, ჯანსაღ კანს და ა.შ.

წყალი მანამდე უნდა დალიოთ სანამ მოგწყურდებათ. იყიდეთ 1 ლიტრიანი შუშის ბოთლი, დაიდგით სახლში და სამსახურში და შეავსეთ მუდმივად. არ დალიოთ წყალი ჭამამდე ნახევარ საათზე ადრე და ჭამიდან 2 საათი. წყალი მიირთვით უზმოზე და ძილის წინაც. წყლის დალევა კარგი შხაპის მიღებამდეც. არ დალიოთ ერთბაშად ბევრი (დილით დალევის გარდა), დალიეთ ყლუპებად და ცოტა, მაგრამ ხშირად.

Related imageრაც შეეხება გლუტენს, თუ არ გაქვთ გლუტენის აუტანლობა ან ცელიაკის (celiac) დაავადება, მკვლევარები ჯერ კიდევ დაობენ იმაზე, არის თუ არა ეს ნივთიერება არასასურველი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა ბევრმა პოპულარულმა ადამიანმა მასზე უარი თქვა. გლუტენი ძირითადად გვხვდება ხორბალში (შესაბამისად პურში, მაკარონში, საკონდიტრო ნაწარმში და ყველაფერში რაც ხორბლის ფქვილისგან მზადდება), ჭვავში, ქერსა და შვრიაში (თავად შვრია გლუტენს არ შეიცავს, მაგრამ შვრიას ძირითადად აწარომებენ იმ ფაბრიკებში, სადაც ასევე გლუტენის შემცველ მარცვლეულს, ამიტომ თითქმის ყველა შვრია გლუტენს შეიცავს). პრინციპში პურის მაკარონის და საკონდიტრო ნაწარმის შეზღუდვა ნამდვილად არ გვავნებს, თან პარალელურად გლუტენსაც ნაკლებს მივიღებთ ამიტომ რატომაც არა? უგლუტენო შვრია კი შეგიძლიათ „ევროპროდუქტში“ შეიძინოთ.

შაქარზე აღარ ვისაუბრებ, რადგან მთელი ერთი ბლოგი მივუძღვენი მას :))))) ასევე გადახედეთ ჩემს წითელსა და მწვანე სიას.

სავარაუდოდ ბეევრი რამ გამომრჩა, თუმცა ერთ ბლოგში ყველაფერზე საუბარიც ძალიან რთული და დამღლელია თქვენთვისაც და ჩემთვისაც.

ამიტომ მომავალ პოსტამდე და ველოდები კომენტარებს, რჩევებსა და კითხვებს  <3

XO XO, N

 

 

 

 

 

 

1 0

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleppy
Sleppy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *