წითელი სია

2 0

ძალიან ვაცადე „ეს დღე“ მალე არ დამდგარიყო, რომ მე თქვენთვის ყველაფერი გემრიელი და ბედნიერების მომტანი არ ამეკრძალა 🙂 თუმცა, დროა.. პოსტი საკმაოდ გრძელი და მტკივნეულია, მაგრამ ვფიქრობ ამისთვის მორალურად და ფიზიკურადაც უკვე მზად უნდა იყოთ 🙂

მაშ, ასე „წარმოგიდგენთ“ ე.წ. „წითელ სიას“ (ასე დავარქვი რატომღაც), რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ იმ “სანუკვარ” პროდუქტებს, რომელთა მიღებაც, რეალურად, ჩვენთვის არ შეიძლება.

ჩიფსები, კრეკერები, ე.წ. „მარილიანი ჩხირები“ და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი  წესით ცხოვრება სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე, მინდა გითხრათ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი „სასუსნავი“ მრავალი წელია არ მიჭამია. მიზეზი მარტივია – ჩიფსები, დიდი ხნის წინ, ცელულიტის ერთ-ერთ მთავარ „მეგობრად“ დამისახელეს და მას შემდეგ უბრალოდ დავივიწყე მათი არსებობა. არადა ბავშვობაში „ფრინგელსი“ ჩემი ბედნიერების მთავარი წყარო იყო 🙁 მოკლედ დიდი ახსნა-განმარტება იმას არ სჭირდება, რომ ამ პროდუქტებში არის ბევრი ძაალიან ცუდი ცხიმი, ბევრი მარილი და სხვა ბევრი  ქიმიური ნივთიერება, ბუნებრივი კი ფაქტობრივად არაფერი.

ჟელიბონები, ზეფირები, შაქარყინულები, კარამელი და მსგავსი „ფერადი“ ტკბილეული

აი საერთოდ რაზეა საუბარი.. უბრალოდ შეხედვაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რას მიირმთევთ. ახლავე გადაყარეთ თუ სახლში გაქვთ და გთხოოვთ პატარა ბავშვებს ნუ აჭმევთ :(((

კანფეტები, „ლოლიფოფები“, „მამალოები“  და მსგავსი ძააალიან ტკბილი ტკბილეული

აქაც იგივე სიტუაციაა, ძააალიან ბევრი შაქარი, უამრავი გემოს გამაძლიერებელი, საღებავები, ემულგატორები და სხვა ქიმიური დანამატები. სამაგიეროდ თითქმის არაფერი ბუნებრივი.. ანუ ამ პროდუქტებისგან წუთიერი სიამოვნების გარდა სხვა ვერაფერ ჯანსაღს ვერ  ღებულობთ.

ვაფლები, რაღაც მზა შეფუთული „კექსები“, ორცხობილები („პეჩენიები“) და სხვ.

შემიძლია copy-paste ვიხმარო და ტექსტი გადმოვწერო, მაგრამ უკვე თავად ხვდებით ეს ყველაფერი რასაც შეიცავს.

სნიკრსები, ტქვიქსები, კიტ-კეტები, ნუთელები, ე. წ. ბომბონერები (ჩამონათვალი დიდია) და სხვ.

აქ უკვე ნელ-ნელა გზიზღდებით ხო? ან უბრალოდ ხელი ჩაიქნიეთ ალბათ.. ნეტა კიდე თუ კითხულობთ საერთოდ :)) თუ ჯერ კიდევ აქ ხართ და „უძლებთ“, მაშინ გეტყვით, რომ ეს ჩვენი სანუკვარი ტკბილეული შეიცავს უამრავ, მართლა უამრავ შაქარს, ტრანსცხიმებს, პალმის ზეთებს და ათას სხვა უბედურებას, გემოს გამაძლიერებლებს და ა.შ. მესმის, რომ ძალიან ძნელია მათზე უარის თქმა, მაგრამ მე ამ ყველაფერს დიდი ხნის წინ გამოვუცხადე ომი :)) ამ შემთხვევაშიც ცელულიტის შიშმა გადამაწყვეტინა, რომ ეს ტკბილეული აღარ მეჭამა. რა თქმა უნდა გამონაკლისებს მეც ვუშვებ და ხანდახან მეც შეიძლება კიტ-კეტისკენ სულმა წამძლიოს 🙂 მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თავს ვიკავებ!

ნაყინი…

იმ მკითხველებმა, რომლებიც სნიკერსზე წითელი ხაზის გადასმის შემდეგ ჯერ კიდევ შემორჩით, ალბათ სიტყვა ნაყინის წაკითხვის შემდეგ  უკვე თქვენც დახურეთ ჩემი ბლოგის ფანჯარა 🙂 აი რა გავაკეთოო :((( ნაყინიც ძალიან არაჯანსაღი ინგრედიენტებით მზადდება როგორც წესი 🙁 შეიცავს ალბათ კიდევ უფრო მეტ შაქარს ვიდრე სხვა ტკბილეული (რადგან ცივ მდგომარეობაში შაქრის სიტკბო სუსტდება), უამრავ ემულგატორს,  ძალიან ხშირად საღებავს და სხვა არასასარგებლო ნივთიერებებს. სხვათაშორის ნაყინი ცელულიტის ერთ-ერთი პირველი ხელშემწყობია 🙁 მე ვცდილობ ნაყინი თავად დავამზადო სახლში. რძით (ან ნაღებით) და სხვადასხვა ხილით ან შავი შოკოლადით.. რეცეპტებსაც გაგიზიარებთ და დაგპატიჟებთ კიდეც ვისაც სურვილი ექნება 🙂 <3

ბამბის ნაყინი

ალბათ იცით ხომ, რომ ცარიელი შაქარია? საერთოდ როგორ მიირმთევენ ამ ტკბილეულს ვერაფრით ვერ ვხვდები…ბავშვობაშიც კი არ მიყვარდა დიდად.. ბავშვებს ნუ აჭმევთ, გთხოვთ!

ნამცხვრები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი

ბევრი შაქარი, ცუდი ხარისხის ცხიმი, ყველაზე მავნებელი ფქვილი (1 ხარისხის ხორბლის ფქვილი).. თუ გსურთ მიირთვათ გემრიელი ნამცხვრები ჯანსაღად, გააკეთეთ სახლში! მინიმალური შაქრით (ან სხვა, ბუნებრივი დამატკბობელით, მაგალითად ფინიკის ჩირით, ან ბანანით, ან სტევიათი), ახლადდაფქვილი შვრიის (ე.წ. ჰერკულესის) ფქვილით, კარგი ხარისხის ნაღებითა და კარაქით (შეგიძლიათ ქოქოსის ცხიმიც გამოიყენოთ). მართალია ძალიან კალორიული პროდუქტია ნებისმიერი ნამცხვარი (გამონაკლისების გარდა), მაგრამ მისი ჯანსაღად მომზადება ნამდვილად შეიძლება. მე გაგიზიარებთ ნამცხვრების რეცეპტებს, რომლებიც ნაკლებ კალორიული და ბევრად ჯანსაღია.

ცუკატები:

დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, მათ შორის ზოგიერთი ჩირიც. ყიდვისას იკითხეთ, ხომ არ არის დაშაქრული. დაუშაქრავი ჩირი ძირითადად ბაზარში იყიდება.

იოგურტები:

შეიცავს ბევრ შაქარს, სხვადასხვა კონსერვანტებს,  გამასქელებლებს, მათში სასარგებლო თვისებები ფაქტობრივად არ არის. იოგურტები მოამზადეთ მხოლოდ სახლში. მაწვნისგან და ხილისგან. იოგურტი არ არის დიეტური პროდუქტი!

მურაბები, ხილფაფები.

გინახავთ როგორ ხარშავენ მურაბებს? 1 კილო ხილზე 1 კილო შაქარი :O ღრმა ბავშვობაში, სოფელში ვნახე ეს სანახაობა და მას შემდეგ მურაბას არ გავკარებივარ. უბრალოდ წარმოუდგენელია ამდენი რაოდენობის შაქრით როგორ ამზადებენ ადამიანები საკუთარი ნებით დესერტებს..ზოგადად ყველანაირ კონსერვს შეგიძლიათ მოერიდოთ.. ხილი კი მიირთვით ყოველთვის მაქსიმალურად ცოცხალი, ან მყარ, ან დაბლენდერებულ მდგომარეობაში.

ტკბილი, გაზიანი სასმელები

ასევე მრავალი წელია არ დამილევია. კოკა-კოლა, ფანტა თუ რედ-ბული. არ აქვს მნიშვნელობა. ტკბილი+გაზიანი, უბრალოდ დაივიწყეთ მათი არსებობა.. ცელულიტის მთავარი წყარო სწორედ ტკბილი, გაზიანი სასმელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მესმის, რომ „რედბულ-ვოდკას“ დავიწყება რთულია, მაგრამ იცით, რომ ყველა ენერგეტიკულ სასმელზე, „გაბოლდებული“ შრიფტით წერია: „არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ არანაირ ალკოჰოლურ სასმელში“. ადამიანები ყველაფერს უკუღმა ვაკეთებთ :)))) იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც დალევა მინდა, ვცდილობ გაზიანი სასმელი წვენით ჩავანაცვლო.. არც ეს არის ჯანსაღი, მაგრამ უკეთესი ალტერნატივაა.

ცივი ჩაები, ხილის წვენები

ნუ ლიფთონი და მსგავსი „ქარხნული“ ცივი ჩაები, რომ „ცარიელი ქიმიაა“ (როგორც მშობლები გვეუბნებოდნენ ხოლმე  ბავშვობაში) ალბათ თქვენ თვითონაც ხვდებით. ასევე „სანდორას“ მსგავსი წვენები. იმედია „ზუკოს“ და „იუპის“ საერთოდ აღარ სვამთ ხო? :)) მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხილის თუნდაც ე.წ. „ფრეშ“ წვენიც კი არ არის სასარგებლო ჩვენი ჯანრმთელობისათვის. ხილის გამოწურვის შემდეგ, წვენში ფაქტობრივად მხოლოდ ფრუქტოზა რჩება, ყველაფერი ჯანსაღი და კარგი კი ჩენჩოებთან ერთად იყრება. ამიტომ მიირთვით ხილი ცოცხლად ან სმუზებში (დაბლენდერებული წყალთან ან რძესთან ერთად).

საღეჭი რეზინი

ბავშვობაში დედაჩემის მეგობარს საღეჭი რეზინი შევთავაზე და სასტიკი უარი მითხრა. რომ ვკითხე რატომ მეთქი, თუ ძალიან გინდა დაღეჭვა, მაშინ ჯერ დაღეჭე და მერე გეტყვიო. რას მერჩოდა არ ვიცი :)), მაგრამ შემდეგ მომიყვა, თუ როგორ ამზადებენ საღეჭ რეზინს. უამრავი ქიმიური დანამატით, შაქრით და არაფერი სასარგებლოთი. საღეჭი რეზინი აღიზიანებს კუჭს, რადგან ორგანიზმს ჰგონია რომ ჭამს და გამოჰყოფს კუჭის წვენს, სინამდვილეში კი კუჭში არაფერი ჩადის.. მოკლედ თუ ძალიან გესაჭიროებათ, ჭამის შემდეგ სულ რამდენიმე წუთი დაღეჭეთ და შემდეგ გადააგდეთ..

მაიონეზი, კეტჩუპი, სხვა მზა სოუსები

ცნობილი ფაქტია, რომ მაიონეზი ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტია, იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ მზა სოუსზე, რომლებიც სუპერმარკეტებში მრავლად იყიდება და ძალიანაც გემრიელია. გემრიელია ზუსტად იმიტომ, რომ მათში გაზავებულია ბევრი ქიმიური დანამატი და გემოს გამაძლიერებელი, გამასქელებელი და სხვა უბედურებანი. ყველაფრის დამზადება შეიძლება სახლის პირობებში, მაიონეზის და კეჩუპისიც კი, რომლებიც არანაკლებ გემრიელი გამოდის.

კარტოფილი ფრი, დონატები, ბევრ ცხიმში მომზადებული სხვადასხვა პროდუქტი

ის ცხიმი, რომელშიც ეს პროდუქტები მზადდება არის ქოლესტერინის მთავარი წყარო და ძალიან, ძალიან არაჯანსაღი.

ყველანაირი სწრაფი კვების პროდუქტი (ე.წ. ფასთ ფუდი)

მითი ნამდვილად არ არის, რომ „ფასთ-ფუდის“ ხორცი რეალურად ცხიმების, კანის და სხვა ხორცის ყველაზე ცუდი ნაჭრებისგან შედგება + ამას დაუმატეთ ათასგვარი ქიმიური შემდაგნელობის დანამატი, გემოს გამაძლიერებლები და სხვ. ამაზე უარესს ორგანიზმს ვერაფერს მისცემთ.. სჯობს ბურგერები და სენდვიჩები არა სწრაფი- კვების რესტორნებში მიირთვათ ან უკეთეს შემთხვევაში თავად დაამზადოთ სახლში და მეგობრებიც მოიპატიჟოთ

ცომეული

გარდა იმისა, რომ კალორიების ზღვა და ოკეანეა, 1 ხარისხის ფქვილი ძალიან არაჯანსაღი პროდუქტია. ასევე საფუარიც. ეცადეთ მიირთვათ მთლიან ხორბალზე, ცეხვილ ხორბალზე და ზოგადად მთლიან მარცვლებზე დამზადებული პური და სხვა ცომეული. სახლში ცხობისთვის გამოიყენეთ ახლად დაფქვვილი წიწიბურის, შვრიის ფქვილი.

ძეხვები, სოსისები, ლორი და ნებისმიერი სახის სხვა გადამუშავებული ხორცი

ცნობილი ფაქტია, რომ 100% ხორციც კი, გადამუშავებულ მდგომარეობაში ზრდის კიბოს გაჩენის რისკს. თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება მაშინ, როდესაც მსგავს პროდუქტებში ხორცის შემცველობა პროცენტულად ბევრად ნაკლებია.. ხორცის ყველანაირი სასარგებლო თვისება მსგავს პროდუქტებში დაკარგულია, ცილის შემცველობა ფაქტობრივად აღარ გააჩნია და ვიღებთ მხოლოდ დიდი რაოდენობით ცხიმს და სხვა არასასურველ დანამატებს.

მდნარი ყველი

არის ბევრად ცხიმიანი, შეიცავს ბევრ დანამატს და ბევრ ნატრიუმს. მიირთვით ჩვეულებრივი ყველი.

კონსერვები

უმეტეს შემთხვევაში (განსაკუთრებით ქარხნული) შეიცავს ბევრ მარილს, შაქარს, სხვადასხვა კონსერვანტებს და დიდი რაოდენობით ნატრიუმს. ეს ყველაფერი ჩვენ არ გვჭირდება!

გაყინული საკვები

საკვები, რომელსაც მხოლოდ გალღობა სჭირდება და არის მზად, შეიცავს უამრავ ქიმიურ დანამატსა და კონსერვანტებს, ასევე ბევრ მარილს და შაქარს. სასარგებლო ნივთიერებებს ეს პროდუქტები მინიმალური რაოდენობითაც კი არ შეიცავს.

უმი ხორცი და თევზი

100% ით უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ მაგალითად სუშის სადაც მიირთმევთ, ის რესტორანი ისე ამზადებს კერძს, რომ პათოგენური მავნე მიკროორგანიზმები ხორცსა თუ თევზში აღარ რჩება. ცუდი წარმოსადგენია, მაგრამ უმი თევზის მირთმევის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესაბამისად მომზადებული, შეიძლება შეგყვეთ ე.წ. მატლი, რომელიც იცოცხლებს თქვენს ორგანიზმში და ტვინში აღწევის შემთხვევაში ძალიან მალე მოგკლავთ.

ალკოჰოლი

გარდა იმისა, რომ არის კალორიული, იწვევს აკნეს, აჩენს ნაოჭებს, კანის სხვადასხვა პრობლემებს და ხელს უშლის ღვიძლის ფუნქციონირებას. გაითვალისწინეთ, რომ ლუდი გაზიანი სასმელია და ცელულიტს აღვივებს. ასევე ისიც გახსოვდეთ, რომ 1 ჭიქა წითელი ღვინო ნამდვილად სასარგებლოა.

მარილი

ყველაზე მთავარი პრობლემა, რასაც იწვევს მარილი, არის გაუწყლოვნება. ის აკავებს ორგანიზმში სითხეს და ჰიპერტონიის მიზეზი ხდება. უმარილოდ ცხოვრება ძალიან რთულია, თუმცა ნელ-ნელა შეგიძლიათ შეამციროთ დოზები და მარილის მაგივრობა სხვადასხვა სუნელებმა და სახლში მომზადებულმა სოუსებმა გაგიწიოთ.

სიგარეტი

ყველამ ძალიან კარგად იცით თუ რას უშვება სიგარეტი ჩვენს არა ერთ ორგანოს. თუმცა მაინც დავამატე ჩამონათვალში, რომ არ დაგვავიწყდეს :))

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების უმრავლესობა შეიცავს ტრანსცხიმებს (ჩიფსები, ნაყინი, საკონდიტრო ნაწარმი), ზრდის კიბოს რისკს, აჩენს გულის დაავადებებს, ვნებს ღვიძლს, აბერებს კანს, აჩენს კარიესს, ხელოვნურად აღვიძებს მადას, წევს მაღლა ქოლესტერინის დონეს, არ შეიცავს ფაქტობრივად არაფერს ჯანსაღს, სასარგებლოს. გარდა ამისა აბსულოტურად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი იწვევს წონაში მატებას, არასასურველი ცხიმის ხარჯზე. რა თქმა უნდა ასევე აჩენს ცელულიტს, ანელებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის გამართულ მუშაობას.

მე ვიცი, რომ სია ძალიან გრძელია, ყველაფერი გემრიელი კი ამ სიის ქვეშ მოექცა. მაგრამ გითხრათ ამ სასუსნავებისა და არაჯანსაღი საკვების “საიდუმლო”? მწარმოებლები მეცნიერული გამოთვლებით ზომავენ, თუ ზუსტად რამდენი მარილი, შაქარი და ქიმიური დანამატებია საჭირო იმისათვის, რომ თქვენ ამ ყველაფრის ჭამა გააგრძელოთ მუდმივად.. სინამდვილეში თქვენ არ გშიათ, არ გჭირდებათ ეს პროდუქტი, არ იღებთ მათგან არაფერ სასარგებლოს, მაგრამ მაინც აგრძელებთ ცარიელი, უსარგებლო კალორიების მიღებას.

გახსოვდეთ, ცხოვრებაში მთავარია ბალანსი! თუ რომელიმე პროდუქტზე ერთბაშად უარს ვერ ამბობთ, მიიღეთ იგი ზომიერი რაოდენობით. ხანდახან ჯანსაღი კვების დარღვევაც შეიძლება. მთავარია ამან არ მიიღოს სისტემატიური სახე, რაც საბოლოოდ ხელს ჩაგაქნევინებთ ჯანსაღ კვებაზე. გარდა ამისა, დამიჯერეთ, ფაქტობრივად ყველაფრის ჩანაცვლება შეიძლება ჯანსაღი ალტერნატივით და მე ნელ-ნელა გასწავლით როგორ. გადახედეთ ჩემს წინა პოსტსაც – მწვანე სია ცოტას დაგამშვიდებთ 🙂

თუ რაიმე გამომრჩა, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მითითება, ან რჩევა. მზად ვარ ნებისმიერ თქვენს კომენტარს ვუპასუხო.

შეხვედრამდე  <3

Xoxo N

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

5 thoughts on “წითელი სია

  1. დანარჩენი გასაგებია, მაგრამ ვინ თქვა, რომ სუფთა სახით, შაქარი ცუდია? განსაკუთრებით ბავშვებისთვის. განა რამდენი ხილი უნდა აჭამო დღეში, რომ მის სწრაფად განითარებად ტვინს საკვები არ მოაკლო 🙂 აქ მურაბაზე მაწვს ლაპარაკი და არა – შეღებილ სხვადასხვა სახის კანფეტებზე

    1. თამუნა, გამარჯობა, შაქართან დაკავშირებით გავლილი მაქვს კონსულტაცია ჩემს ენდოკრინოლოგთან, მაშინ, როდესაც შაქრის მიღების მინიმუმამდე დაყვანა გადავწყვიტე, რომელმაც ამიხსნა, რომ ჩვენი ორგანიზმი (ღვიძლი) შაქარს თავად გამოიმუშავევს, შესაბამისად შაქრის ხელოვნურად დამატება ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო არ არის. არც შაქრის დონის დაწევა მემუქრება (რა თქმა უნდა თუ დიაბეტის პრობლემები არ მაქვს) და შემიძლია მშვიდად მივირთვა ტკბილეულის მაგივრად მაგალითად ხილი. ფრუქტოზას განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს მაგალითად ბანანი, ფინიკი, ყურძენი. ეს ხილი არა მარტო ფრუქტოზის წყაროა, არამედ სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ხოლო შაქარი ფაქტობრივად არაფერს. თუ გსურთ თქვენი შვილისთვის გააძლიეროთ ისეთი საკვების მიღება,რომელიც უშუალოდ კვებავს ტვინს, მაშინ მოამარაგეთ ის ქსანტოფილის შემცველი პროდუქტებით (წითელი თევზი, კვერცხი, ნარინჯისფერი და ყვითელი ფერის ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა), გონებრივი უნარების დაქვეითების საწინააღმდეგოდ მიეცით ბავშვებს ასევე კენკრა (განსაკუთრებით: შავი მოცხარი, მოცვი). ძალიან კარგად კვებავს ტვინს ასევე ქოქოსი და კურკუმა. სისხლში შაქრის დონის ძალიან კარგი დამბალანსებლებია ასევე: არტიშოკი, ქლიავი,ყურძენი, ბადრიჯანი, ჭინჭარი, ბატატა, ჭვავი, ქერი, დარიჩინი. შაქრის იდეალური შემცვლელია ასევე მცენარე სტევია, რომელიც აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, არის ბუნებრივი დამატკბობელი, არ იწვევს კარიესს. ასევე ხელს უწყოს საჭმლის მონელებას და აქვს ბევრი სხვა სასასრგებლო თვისება. მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა შაქარზე საბოლოოდ უარი.

  2. ნათია !!მომწონს შენი ბლოგი და მიხარია უზომოდ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევ პოპულარიზაციას!!
    პ.ს. სიამოვნებით გავსინჯავდი შენს ნაყინს, ფემინისტური დისკუსიის ფონზე ჰაჰა ))

    1. დიდი მადლობა <3 :))) დიდი სიამოვნებით დაგპატიჟებ ნაყინზე, განსაკუთრებით ფემინისტური დისკუსიის ფონზე :)))

  3. იოგურტი ერთ ერთ საჭირო პროდუქტად არის ექიმების მიერ მოხსენიებული ბავშობის ასაკიდან და თქვენ ვინ გითხრათ რომ მავნეა??? სწორად შეარჩიეთ,არსებობს ისეთებიც რომლებიც არ შეიცავს შაქარს და კონსერვანტებს… მაწონს თავისი დატვირთვა აქვს და იოგურტს თავისი. ისე იქეთაც თუ იღებთ რჩევებს ცოტა მოდუნდით :)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *