მუდმივად გლუვი, ელასტიური და მკვრივი კანისთვის.. მოკლედ, ებრძოლეთ სიბერეს!

თქვენი ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე სიბერესთან დაკავშირებით პანიკური შიშები მაწუხებს.  ზუსტად 15 წლიდან დეპრესიაში მაგდებს თითოეული მომატებული წელი. ვიცი, არარეალური და სასაცილოა ეს ციფრი, მაგრამ რა დამავიწყებს,  „ზბორებიდან“ ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი მეგობრებთან ერთად, როცა ქუჩაში შემთხვევით შეგვხვდა ჩვენი „ტრენერი“. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, რომ გაიგო  დაბადების დღე მქონდა, რამდენი წლის გახდიო – … მეტის წაკითხვა

პიცა ჩემი ტკივილია

რამდენიმე დღეში რომში მივდივაააარ… დავიწყოთ იქიდან, რომ 5 წელია ევროპა თვალით არ მინახავს და რაც უფრო ახლოვდება ნანატრი წამები, მით უფრო მეტად მიპყრობს ბედნიერების ცქმუტვა, მაგრამ ამ ბედნიერების კვალ და კვალ არ მშორდება ჩემი და  იტალიური სამზარეულოს ღვთაებრივ სიყვარულსა და მასთან დაკავშირებულ ცდუნებებზე მწარე ფიქრები…

იტალიური კულინარიის გემრიელობებისა და ამასთანავე კალორიულობის ამბავი ყველასთვის ცნობილია. თუმცა, კალორიულობას თავი … მეტის წაკითხვა