ასე ნანატრი რეცეპტები :)))))

სულ მინდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე და განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებზე ვწერო: წითელ და მწვანე სიებზე, მოტივაციაზე და ა.შ. მაგრამ მაინც ბევრი მეგობარი მთხოვს, რომ კონკრეტულ რეცეპტებზეც ვისაუბრო და  გავაზიარო ისინი.. ამიტომ დღეს  ჩემი ორი საყვარელი რეცეპტი შევარჩიე (ერთ-ერთი დღეს დავამზადე პირველად) ერთი კვებიდან და ერთი თავის მოვლის საშუალებებიდან, რომელთა შესახებაც დეტალურად მოგიყვებით…

გემრიელი ბრაუნის რეცეპტი

71vtfxwpil-e1504983755796.jpg

გამომდინარე იქიდან, რომ ტკბილეული უზომოდ მიყვარს და ძალიან მიჭირს მათზე უარის თქმა, (იმიტომაც ჰქვია ჩემს ბლოგს ის, რაც ჰქვია:)) )  სულ ვეძებ ჯანსაღ ალტერნარივებს. აქვე გეტყვით, რომ ხილის სმუზები (მაგალითად: კენკრით, ბანანით და ულაქტოზო ან მცენარეული რძით), თხილეული, სტევიაზე დამზადებული შავი შოკოლადი და სოიოს ნაყინი (თუმცა სოიოს ნაყინს ცოტა შაქარი აქვს, გლუკოზას სახით) ჩემი ჯანსაღი დესერტებია.

მაგრამ დღევანდელ პოსტში  ჩემი  ერთ-ერთი საყვარელი  ტკბილეულის, შოკოლადის ბრაუნის რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ,  რომლის ინგრედიენტებიც  ძალიან მარტივად „გავაჯანსაღე“  <3 (ორიგინალ რეცეპტში ეს დესერტი 360 გრამ შაქარს შეიცავს, რაც კატასტროფული რაოდენობაა იმ ფონზე, როდესაც დღიური „დაშვებული“ ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 31 გრამ შაქარს არ აღემატება. შაქრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ჩემს ერთ-ერთ წინა ბლოგში წაიკითხოთ).

მოგცემთ კიდევ ერთ „ჰინთს“, რომ ეს ნამცხვარი ცივი ბევრად გემრიელია (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის).

ესეც რეცეპტი:

ინგრედიენტები:

ფინიკი (რაოდენობა თქვენი გემოვნების მიხედვით) – იყიდება ბაზარში (თუ დაგაინტერესებთ კონკრეტულად სად, მომწერეთ და აგიხსნით), ასევე კარფურში, მგონი გუდვილშიც და სხვადასხვა ლოკაციებზე ჩირეულის დახლებზე.

Image result for dates

ბანანი (1 ან 2 ცალი, თქვენი გემოვნებით)

Related image

ფინიკის და ბანანის მაგივრად (რომლებიც სიტკბოსთვის გამოიყენება)  შეგიძლიათ სტევიას ფხვნილი ან ექსტრაქტი გამოიყენოთ, თუმცა, არ ვიცი რამდენი, ალბათ ძალიან ცოტა, რადგან სტევია ძალიან ტკბილია. სტევიას ფხვნილი ჯორჯიტაში იყიდება, ექსტრაქტი ჯერ არ შემხვედრია 🙁 (სტევია არის მცენარე, რომელიც შაქრის ალბათ ერთადერთი ჯანსაღი ალტერნატივაა და რომელსაც აქვს 0 კალორია).

1 ჩაის კოვზი სოდა

Image result for bicarb

80 მილიგრამი ადუღებული წყალი

Image result for boiled water in transparent glass

¾ ჩაის ჭიქა კაკაოს ფხვნილი (იყიდეთ ნამდვილი, უშაქრო კაკაოს ფხვნილი. სასურველია რუსული არ იყოს, არ მომწონს რუსული ფხვნილები. მე პირადად ვყიდულობ „პასაჟის“ სავაჭრო ცენტრში 108 ნომერ მაღაზიაში, სადაც იყიდება იტალიური კაკაოს ფხვნილი, ძალიან კარგი და ხარისხიანი).

Related image

¾ ჩაის ჭიქა შვრიის ფქვილი (ან ამარანტის, ან ქოქოსის, ან ჭვავის, ან რომელიმე ჯანსაღი მარცვლეულის, აქედან შვრია ყველაზე ნაკლებ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. თუმცა, მაგალითად ჭვავი და შვრია გლუტენს შეიცავს. ვისაც სუპერ ჯანსაღი ნამცხვარი გინდათ გამოგივიდეთ ან უგლუტენო შვრია შეიძინეთ (ევროპროდუქტში იყიდება და მგონი ევროპროდუქტმა ფულის გადახდა უნდა დაიწყოს ჩემთვის იმდენჯერ ვახსენე უკვე :))) ), ან რომელიმე ბუნებრივად უგლუტენო ფქვილი იხმარეთ.  შეიძლება წიწიბურას ფქვილითაც გამოვიდეს რამე საინტერესო. მე არ მიცდია.  თუ რომელიმე კონკრეტულ ფქვილს აირჩევთ და ვერ იპოვით, მომწერეთ და გეტყვით სად უნდა შეიძინოთ.

Related image

2 ცალი კვერცხი (შეგიძლიათ მხოლოდ ცილა გამოიყენოთ)

Image result for eggs

ცოტა ქოქოსის ზეთი (შეგიძლიათ არც დაამატოთ)

Related image

მოცვი, ან ჟოლო, ან მარწყვი რამდენიც გინდათ (თუ სეზონი არ არის, შეიძინეთ გაყინული გუდვილში, კარფურში, ჯორჯიტაში, ევროპროდუქტში)

Image result for berries

ვანილის ფხვნილი (მე არასდროს დამიმატებია, რადგან ძირითადად სულ შაქართან ერთად იყიდება ვანილი, ერთხელ მგონი ნიკორაში აღმოვაჩინე ვანილი შაქრის გარეშე და ვიყიდე, მაგრამ რატომღაც სულ მეშინია, რომ აქვს შაქარი და მე არ ვიცი :)) ამიტომ თავს ვიკავებ დამატებისგან, მაგრამ, ამბობენ, რომ უხდება 🙂 )

Image result for vanilla

1, 1/8  ჩის ჭიქა რძე (მე ულაქტოზო რძეს, ან ქოქოსის, ან ნუშის რძეს ვხმარობ, მაგრამ ულაქტოზო ძროხის რძე მაინც ყველაზე მეტად მიყვარს. შეგიძლიათ თხილის რძეც იხმაროთ, ან ბრინჯის. ან თუ ნაკლები დანახარჯებით გინდათ ნამცხვრის მომზადება, ჩვეულებრივი რძე გამოიყენეთ. ყველანაირი რძეს ნახავთ ევროპროდუქტში. რაც მთავარია, შეგიძლიათ რძე საერთოდაც არ დაუმატოთ, მაგრამ მე მიყვარს რძიანი ბრაუნები. )

Image result for milk

ჭურჭელი და სხვა მასალა:

ბლენდერი

ყავის საფქვავი (შვრიის ან სხვა მარცვლეულის დასაფქვავად, თუ უკვე ფქვილის მდგომარეობაში არ შეიძენთ)

20 სანტიმეტრის სიღრმის ნამცხვრის ფორმა (მე გონზე არ ვარ რა სიღრმის მაქვს:))) )

საცხობი ქაღალდი (ფორმაში ჩასაფენად)

ღუმელი

მოსარევი კოვზი

მზადების პრცესი:

აიღეთ რამდენიმე ფინიკი, დააყარეთ სოდა, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთით (რომ დარბილდეს კარგად), შემდეგ ჩაყარეთ თავის წვენიანა ბლენდერში, დაამატეთ ბანანი, კაკაოს ფხვნილი, შვრიის ფხვნილი, რძე, ქოქოსის ცხიმი, კვერცხი, ვანილის ფხვნილი და კაარგად დააბლენდერეთ.

დაბლენდერებულ მასას, სურვილისამებრ დაამატეთ მოცვი და აურიეთ (აღარ დააბლენდეროთ), მიღებული მასა (რომელიც რძის გარეშე საკმაოდ სქელი უნდა იყოს და რძითაც არ უნდა იყოს ძალიან თხელი) ჩაასხით საცხობ ფორმაში (რომელშიც ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი) და შედგით დაახლოებით 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით. 25 წუთის შემდეგ დააკვირდით გამოცხვა თუ არა, თუ გერბილებათ, მაქსიმუმ 45 წუთამდე შეგიძლიათ გააჩეროთ.

ნამცხვარს აცადეთ გაგრილება და ზემოდან (თუ მოცვს არ დაუმატებთ) დააყარეთ რომელიმე კენკრა. ვფიქრობ ვალიოს ულაქტოზო ხაჭოს დესერტი, ან სოიოს ნაყინიც ძალიან მოუხდება (ორივეს შეიძენთ ევროპროდუქტში, თუმცა, ამჟამად ვალიოს ულაქოზო ხაჭოს დესერტები აღარ აქვთ).

არსებული ნაცხვრის ინგრედიენტები სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ:

ფინიკის და ბანანის მაგივრად  – სტევია

კვერცხის მაგივრად -კვერცხის ცილა

ულაქტოზო რძის მაგივრად – მცენარეული რძეები ან რძის გარეშე

შვრიის ფქვილის მაგივრად – ნებისმიერი სხვა ფქვილი

ქოქოსის ზეთის მაგივრად – კარაქი ან საერთოდ უცხიმოდ

ვანილის ექსტრაქტი და კენკრა სურვილისამებრ

მაგრამ, თუ ჩემს რეკომენდაციებს ზუსტად გაითვალისწინებთ საბოლოოდ გამოგივათ უგლუტენო, უშაქრო და ულაქტოზო უგემრიელესი დესერტი, რომელიც ძალიან გაგაბედნიერებთ :)) <3

სუპერ ძალების მქონე სახის ბალზამი

beauty balsam

ბრაუნის ფონზე არც ისეთი გემრიელი, თუმცა ძალიან სურნელოვანი, აბსოლუტურად ბუნებრივი და ძალიან ბევრი დადებითი თვისების მქონე კრემის რეცეპტიც მინდა რომ გაგიზიაროთ, რომელიც თქვენი სახის კანის სიჯანსაღეს, ელასტიურობას და ახალგაზრდობას მაქსიმალურად გაახანგრძლივებს.

ნებისმიერი, ძალიან ხარისხიანი და ცნობილი ბრენდის კრემებიც კი უამრავ ქიმიურ დანამატს შეიცავს, ამიტომაც ძლებენ ისინი დიდ ხანს. ამ ბალზამს ვადა სულ 3 თვე აქვს, თუმცა მისი სარგებლიანობის ინდექსი ძალიან მაღალია: უნარჩუნებს კანს სირბილესა და მოქნილობას, იცავს კანს სითხის დაკარგვისგან, წმენდს, აღადგენს და ამდიდრებს მას და რაც მთავარია,  გამოიყენება  ყველანაირი ტიპის კანისთვის.

ინგრედიენტები:

100 გრამის დასამზადებლად საჭიროა:

2 ს.კ. ვარდის თესლის ზეთი (აღადგენს, იცავს, ამშვიდებს, ამკვრივებს და კვებავს კანს, შველის აკნეს და ებრძვის დაბერების ნიშნებს.)

Related image

2 ს.კ. არგანის ზეთი (აჯანსაღებს, ამშვიდებს, აღადგენს და იცავს კანს)

Related image

2 ს. კ. შიის კაკლის კარაქი (აჯანსაღებს, ამშვიდებს, აღადგენს და იცავს კანს, ებრძვის დაბერების ნიშნებს)

Related image

1 ს.კ. თაფლის ცვილი (ამშვიდებს, აღადგენს და იცავს კანს, არის ანტიბაქტერიული და ჭრილობების, ნაკაწრების, სისხლჩაქცევების სამკურნალო)

Related image

5 წვეთი კვიპაროსის ეთერზეთი (არის კანის მატონიზირებელი, გამწმენდი, ტკივილგამაყუჩებელი, ებრძვის სტრესს და აქრობს უსიამოვნო სუნს).

Image result for Cypress Etherse

5 წვეთი საკმევლის ეთერზეთი (აღადგენს და იცავს კანს, ებრძვის დაბერების ნიშნებს, აქვს კანის კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება, არის კანის მატონიზირებელი, ხსნის სტრესს, არის ანტისეპტიკი და ტკივილ გამაყუჩებელი)

Image result for incense

5 წვეთი ბერგამოტის ეთერზეთი (ამშვიდებს კანს, არის მატონიზირებელი, ანტისეპტიკი და განწყობის გამაუმჯობესებელი).

Related image

თაფლის ცვილი შეგიძლიათ შეიძინოთ თაფლის სახლებში, ზეთები, ეთერზეთები და შიის კარაქი კი თამარ მეფის გამზირზე მდებარე ჩვეულებრივ აფთიაქებში.

მზადების პრცესი:

1: ორთქლის ქვაბში ერთად გააცხელეთ ზეთები, კარაქი და ცვილი. როდესაც ცვილი დადნება, გადმოდგით ქვაბი (აიღეთ პატარა ქვაბი, აავსეთ წყლით ნახევრად და აადუღეთ წყალი, შემდეგ დაადგით ზემოდან რაიმე შუშის თასი, რომელიც ცხელ ტემპერატურას უძლებს, წყალსა და თასს შორის აუცილებლად უნდ იყოს ჰაერი. ასე შეძლებთ ორთქლზე დაადნოთ მოცემული ინგრედიენტები).

2: დაუმატეთ ეთერზეთები, კარგად შეურიეთ და გადაიტანეთ სტერილურ ქილაში.

3: დატოვეთგასაგრილებლად 1-2 საათით. შემდეგ შეგიძლიათ პირველად  გამოიყენოთ, ან დაახუროთ თავზე ქილას და შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.

შენახვის ვადა 3 თვე.

გამყენების პრცესი:

ხელის წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანში. თუ იყენებთ როგორც დამცავ დამატენიანებელს, დაიტოვეთ, თუ იყენებთ როგორც გამწმენდს, ნოტიო მარლის ქსოვილით მოიწმინდეთ, ამ შემთხვევაში მოიშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს.

იმედი მაქვს ჩემი რეცეპტები მოგეწონებათ და რაც მთავარია გამოგადგებათ. ნებისმიერი დამატებითი კითხვით, რჩევითა თუ შენიშვნით მომმართეთ ნებისმიერ დროს <3

მორიგ პოსტამდე

XO XO, N

 

 

 

 

 

 

0 0

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleppy
Sleppy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

0 Replies to “ასე ნანატრი რეცეპტები :)))))”

  1. სუპერ გაშიფრული რეცეპტები ??????ვგიჟდები ამ გოგოზე და ვერცერთ პოსტს ვერ ვტოვებ წაუკითხავს ❤️?წარმატებები ყველაფერში?

    1. ვაიჰ, ელენე, დიდი მადლობააა <3 ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, თითოეული მკითხველის <3 <3 <3

  2. ნათია❤️ სახის ბალზამისთვის ინგრედიენტები სად შემიძლია შევიძინო?

    1. გამარჯობა, ზეთები და ეთერზეთები იყიდება შემდეგ აფთიაქებში: “ფარმადეპო” და “ჯითი ფარმა” (კოსტავას #75 ში არის ეს აფთიაქი) ასევე თამარ მეფის ქუჩაზე #17 აფთიაქი “აისი” და მის გვერდზე რაღაც მწვანე აფთიაქი (ეს ორივე აფთიაქი არის ძველი, საბჭოთა სტილის აფთიაქები) აქაც თითქმის ყველა ეთერზეთი აქვთ. ასევე შიის კაკლის კარაქიც ზემოთ ჩამოთვლილ აფთიაქებში იყიდება. რაც შეეხება ფუტკრის ცვილს თამარ მეფის ქუჩაზე, დანიურ სახლს რომ გაცდებით, გზაჯვარედინზე გადადით დანიურის მოპირდაპირე მხარეს და არის პატარა მაღაზია “თაფლის სახლი”, ასევე ძველი და უწესრიგო. სავარაუდოდ სხვა თაფლის სახლებშიც იქნება ცვილი

      1. რა საყვარელი ხარ!!! უდიდესი მადლობა, ვცდი აუცილებლად ❤️

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *