ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – ვარჯიში და ყველაფერი ჩემი საყვარელი ვარჯიშის შესახებ!

წინ დიდი შესავალი მქონდა, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის როგორი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია  ვარჯიში და თუ როგორ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ისედაც კარგად იცით და პირდაპირ  მთავარზე გადავალ:  საკუთარ თავთან უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ჩვენი ცხოვრების ზუსტად ისეთი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს, როგორიც ჭამა, ან ძილია.  როგორც კი ამ აზრს … მეტის წაკითხვა

მუდმივად გლუვი, ელასტიური და მკვრივი კანისთვის.. მოკლედ, ებრძოლეთ სიბერეს!

თქვენი ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე სიბერესთან დაკავშირებით პანიკური შიშები მაწუხებს.  ზუსტად 15 წლიდან დეპრესიაში მაგდებს თითოეული მომატებული წელი. ვიცი, არარეალური და სასაცილოა ეს ციფრი, მაგრამ რა დამავიწყებს,  „ზბორებიდან“ ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი მეგობრებთან ერთად, როცა ქუჩაში შემთხვევით შეგვხვდა ჩვენი „ტრენერი“. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, რომ გაიგო  დაბადების დღე მქონდა, რამდენი წლის გახდიო – … მეტის წაკითხვა

ებრძოლეთ აკნეს!

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი მეწვია სტუმრად, საუბარში ახსენა, რომ ამ ბოლო დროს აკნეს პრობლემები დაეწყო და როგორ უშლის ეს ყველაფერი ნერვებს, გულში გავიფიქრე, ჩავუჯდები ერთი აკნეს + კვების თემას კარგად და მივწერ მერეთქო, ცოტა ხანში კიდევ ერთი მეგობარი გამახსენდა იმავე პრობლემებზე წუწუნით, მერე კიდევ ერთი.. და ვიფიქრე, ასე ცალ-ცალე წერას, კიდევ რამდენ ადამიანს აწუხებს ეს საკითხი, … მეტის წაკითხვა

ყველაფერი სმუზების შესახებ + 7 სუპერ რეცეპტი

სმუზებზე მინდა დღეს მოგიყვეთ. ბოლო დროს აღმოვაჩინე ისინი და ძალიან მომეწონა მათი „კონცეფცია“. სმუზების მთავარ „ღირსებას“ მე ასე აღვიქვამ: დღის განმავლობაში მიიღო ისეთი პროდუქტები (და შესაბამისად სასარგებლო ნივთიერებები), რომლებსაც სხვა შემთხვევაში არ მიირთმევ და რომლებიც გარდა ზოგადი სიჯანსაღისა მოგანიჭებთ მბზინავ თმას, გლუვ სახის კანს, ძლიერ კუნთებს, ტვინის  გაუმჯობესებულ  ფუნქციონირებას და აამაღლებს თქვენს ზოგად განწყობას. ამ პოსტში ვეცდები … მეტის წაკითხვა

პოსტი იმაზე, ძაან ცოტა დრო და ნერვები რომ გაქვს, მაგრამ გინდა რაღაც მაინც ჭამო ჯანსაღი, ანუ მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო პროდუქტები (არა “სუპერფუდები”)

 

I am back …

დიდი დრო გავიდა ჩემი ბოლო პოსტის შემდეგ და ძაან ბევრი იდეაც მიტრიალებს თავში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მაინც კვების ზოგადი რაციონია, რომლის დაბალანსებაც დღევანდელ სუპერ დაკავებული ცხოვრების სტილის ფარგლებში ყველას ძალიან გვიჭირს.  ადამიანების ძირითადი ნაწილი ყოველდღიურად უცბად რასაც მაცივარში იპოვის, ან სპონტანურად მოიფიქრებს იმით კმაყოფილდება.  შესაბამისად, ასეთი სწრაფი ცხოვრების რიტმის ფარგლებში, … მეტის წაკითხვა