კოლაგენი და მგონი სუულ ყველაფერი მის შესახებ ???

ჯანსაღი კვების ფარგლებში დიდი ხანია მინდა კოლაგენზე დავწერო, რომელიც არა მხოლოდ ჯანსაღი, გლუვი, ნაოჭებისა და ცელულიტისგან თავისუფალი კანის საწინდარია, არამედ პასუხს აგებს ორგანიზმის უამრავი ნაწილის გამართულ მუშაობაზე და რომლის შესახებაც ამ ბედრკულ საქართველოში არავინ არაფერი იცის (მეც მათ რიცხვში ვიყავი რამდენიმე თვის წინ).

ბლოგში ცელულიტის შესახებ და ასევე აკნეს შესახებ, კოლაგენი რამდენჯერმე მაქვს ნახსენები,  მაგრამ დღეს ექსკლუზიურად … მეტის წაკითხვა

მუდმივად გლუვი, ელასტიური და მკვრივი კანისთვის.. მოკლედ, ებრძოლეთ სიბერეს!

თქვენი ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე სიბერესთან დაკავშირებით პანიკური შიშები მაწუხებს.  ზუსტად 15 წლიდან დეპრესიაში მაგდებს თითოეული მომატებული წელი. ვიცი, არარეალური და სასაცილოა ეს ციფრი, მაგრამ რა დამავიწყებს,  „ზბორებიდან“ ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი მეგობრებთან ერთად, როცა ქუჩაში შემთხვევით შეგვხვდა ჩვენი „ტრენერი“. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, რომ გაიგო  დაბადების დღე მქონდა, რამდენი წლის გახდიო – … მეტის წაკითხვა