პიცა ჩემი ტკივილია

რამდენიმე დღეში რომში მივდივაააარ… დავიწყოთ იქიდან, რომ 5 წელია ევროპა თვალით არ მინახავს და რაც უფრო ახლოვდება ნანატრი წამები, მით უფრო მეტად მიპყრობს ბედნიერების ცქმუტვა, მაგრამ ამ ბედნიერების კვალ და კვალ არ მშორდება ჩემი და  იტალიური სამზარეულოს ღვთაებრივ სიყვარულსა და მასთან დაკავშირებულ ცდუნებებზე მწარე ფიქრები…

იტალიური კულინარიის გემრიელობებისა და ამასთანავე კალორიულობის ამბავი ყველასთვის ცნობილია. თუმცა, კალორიულობას თავი რომ დავანებოთ, პიცის, … მეტის წაკითხვა

ჩემი, შენი, ჩვენი ცელულიტი (მოკლე ვერსია )

მოკლე მიმოხილვა ცელულიტის შესახებ, “ბლოგ-ექსპრესი” მათთვის, ვისაც სურს ამ თემას შეჯამების სახით გაეცნოს:

  • ცელულიტი   85% დან 90% ქალების  პრობლემაა განურჩევლად წონისა, აგებულებისა და ასაკისა (ცელულიტი შეიძლება ჰქონდეს თინეიჯერსაც)
  • კაცების 10%-ს ასევე უჩნდებათ ცელულიტი
  • ცელულიტი დაავადება არ არის
  • ცელულიტის გაჩენა შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა მიზეზებმა, მათ შორის :
  1.    ჰორმონალური დარღვევებმა
  2. ასაკმა
  3. ორგანიზმის დეჰიდრაციამ
  4. ზედმეტმა, არაჯანსაღმა წონამ
  5. არასწორი კვების რეჟიმმა და ცხოვრების წესმა
მეტის წაკითხვა

ჩემი, შენი, ჩვენი ცელულიტი <3

ცელულიტი –  ეს სიტყვა ჩემთვის უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია. უკვე რამდენიმე წელია ვებრძვი მის გამომწვევ მიზეზებს და უკვე არსებულთან გამკლავებასაც ვცდილობ. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ სტაბილურად და ჯეროვნად, მაგრამ მაინც ვცდილობ.

ცელულიტი ჩემს გარდა  სხვა, უამრავი ქალის პრობლემაა განურჩევლად წონისა, აგებულებისა და ასაკისა. არსებობს მითი, რომ  კაცებს ცელულიტის პრობლემა არ აქვთ, თუმცა სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ კაცების საერთო რაოდენობის დაახლოებით … მეტის წაკითხვა

ასე ნანატრი რეცეპტები :)))))

სულ მინდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანზე და განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებზე ვწერო: წითელ და მწვანე სიებზე, მოტივაციაზე და ა.შ. მაგრამ მაინც ბევრი მეგობარი მთხოვს, რომ კონკრეტულ რეცეპტებზეც ვისაუბრო და  გავაზიარო ისინი.. ამიტომ დღეს  ჩემი ორი საყვარელი რეცეპტი შევარჩიე (ერთ-ერთი დღეს დავამზადე პირველად) ერთი კვებიდან და ერთი თავის მოვლის საშუალებებიდან, რომელთა შესახებაც დეტალურად მოგიყვებით…

გემრიელი ბრაუნის რეცეპტი

71vtfxwpil-e1504983755796.jpg

გამომდინარე იქიდან, რომ ტკბილეული უზომოდ მიყვარს … მეტის წაკითხვა

SEX!..

ახლა გადავხედე ბოლო თარიღს და შემრცხვა :(( გპირდებით ასეთ დიდ ინტერვალს აღარ გავაკეთებ პოსტებს შორის.. აი რაღაცნაირი „ზლაზნური“ ზაფხული მქონდა, რაც ჩემს მოტივაციაზეც რა თქმა უნდა აისახა.. აუტანელი სიცხე, „უშვებულებობა“, რემონტი სახლში, სხვა პატარ-პატარა სტრესები და შედეგიც სახეზეა! სრულად მოტივაცია დაკარგულმა დღეს გადავწყვიტე თავი ხელში თავიდან ავიყვანო და შესაბამისად თქვენც ჩამოგიწეროთ ჩემი პირადი გამოცდილებიდან ის რამდენიმე პუნქტი, რომელიც მოტივაციაში დაგეხმარებათ … მეტის წაკითხვა