პოსტი რძის პროდუქტებისა და ლაქტოზის ავკარგიანობის შესახებ

რძესა და ლაქტოზას (რძის პროდუქტებში შემავალი ნივთიერება) მთელი ჰოლივუდი და სრულიად სამოდელო სამყარო უკვე დიდი ხანია ებრძვის.  მეც დიდი ხანია ვაკვირდები ამ ახალ ისტერიკას, თუმცა  ამ  თემაზე მხოლოდ ზედაპირული და არასრული ინფორმაცია მაქვს, ამიტომ ამ ბლოგის საშუალებით თქვენც და მეც ერთდროულად გავნათლდებით 🙂

შესავალი: 

საქმე იმაშია, რომ ათწლეულების განმავლობაში რძე და რძის პროდუქტები ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო საკვებად ითვლებოდა და უამრავი … მეტის წაკითხვა

კოლაგენი და მგონი სუულ ყველაფერი მის შესახებ 😊😊😊

ჯანსაღი კვების ფარგლებში დიდი ხანია მინდა კოლაგენზე დავწერო, რომელიც არა მხოლოდ ჯანსაღი, გლუვი, ნაოჭებისა და ცელულიტისგან თავისუფალი კანის საწინდარია, არამედ პასუხს აგებს ორგანიზმის უამრავი ნაწილის გამართულ მუშაობაზე და რომლის შესახებაც ამ ბედრკულ საქართველოში არავინ არაფერი იცის (მეც მათ რიცხვში ვიყავი რამდენიმე თვის წინ).

ბლოგში ცელულიტის შესახებ და ასევე აკნეს შესახებ, კოლაგენი რამდენჯერმე მაქვს ნახსენები,  მაგრამ დღეს ექსკლუზიურად მხოლოდ მასზე ვისაუბრებ:)… მეტის წაკითხვა

სასწაული სოუსების სასწაული რეცეპტები :)

ბოლო დროინდელი მოვლენების გამო თქვენც ალბათ ძალიან გადაღლილი ხართ და მეც უბრალოდ გონების განტვირთვა და რაიმე ძალიან მარტივის დაწერა მინდოდა. ხოდა მგონი იდეალური დროა სოუსებზე სასაუბროდ :))

dressings-1145x532

ზოგადად, სოუსი  ჩემთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ეს არის ნაწილი, რომელიც აგემრიელებს ნებისმიერ კერძს და უცვლის მას გემოს სრულიად. სამწუხაროდ მარკეტებში არსებული მზა სოუსების უდიდესი ნაწილი არის არაჯანსაღი და გაჯერებულია უამრავი გემოს გამაძლიერებლითა და სხვა … მეტის წაკითხვა

კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტები

სიმსივნე –  ამჟამად ჩემს ირგვლივ ყველაზე გავრცელებული მძიმე დაავადება. გარშემო მყავს ათეულობით ახლობელი, რომელიც ებრძვის კიბოს. დღეს საქართველოში ეს პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბური და სერიოზულია, ვიდრე ამის აღქმა გვაქვს. დაბინძურებული ჰაერი, საკვები, წყალი და ზოგადად გარემო ქმნის სიმსივნის განვითარების უდიდეს რისკებს საქართველოში და ეს ძალიან აშკარა რეალობაა.

დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგის თითოეულ მკითხველს ერთი ახლობელი მაინც ჰყავს გარშემო, რომელიც ებრძვის … მეტის წაკითხვა

ჯანსაღი ტვინისთვის!

„ბებიაჩემს სკლეროზი აქვს“ – ეს ფრაზა ძალიან ხშირად მომისმენია ბავშვობაში და ყოველთვის  რაღაც ძალიან შორეულ და არც ისე სერიოზულ პრობლემასთან ასოცირდებოდა ხოლმე  ჩემთვის. ცოტა სასაცილო და სახალისოც კი იყო  „სკლეროზიანი ბებო“…

პირველად კოგნიტურ უნარებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობაზე „Grey’s Anatomy”-ს ყურებისას  ავნერვიულდი. ვისაც ეს სერიალი ნანახი გაქვთ (SPOILER) გახსოვთ ალბათ, რომ მერედითის (მთავარი გმირის) დედას ალცჰაიმერის დაავადება აქვს, რომლითაც შემდეგ გარდაიცვლება კიდეც … მეტის წაკითხვა