მწვანე სია

დღევანდელი ბლოგი იმ ჩამონათვალით უნდა დამეწყო, თუ რა პროდუქტების დავიწყებაა აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის დაწყება ასე მტკივნეულად არ ღირს 🙂 საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ამ სიის სიმწარე და ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება მსუბუქად მოგაწოდოთ ხოლმე მსგავსი ინფორმაციები. ასე რომ დავიწყებ პირიქით და დაგისახელებთ ყველა იმ სასარგებლო საკვებს, რომლებიც უნდა/შეგიძლიათ მიიღოთ … მეტის წაკითხვა

ნემსის ჩხვლეტის მეც მეშინია :(

იმისათვის, რომ „ახალი ცხოვრება“ დაიწყოთ, პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ ცნობების შეგროვება. ფინანსური რესურსი ვახსენე პირველ ბლოგში და ეს ის ნაწილია, სადაც ფული არ უნდა დაიშუროთ. თუ დაზღვევით სარგებლობთ, მაშინ გაგიმართლათ და დროა თქვენი დაზღვევა გამოიყენოთ 🙂

ჯანსაღი კუჭ-ნაწლავის სისტემა, ფარისებრი ჯირკვლის გამართული მუშაობა, ნივთერებათა ცვლა, ძილის რეჟიმი – ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი წესრიგში უნდა გქონდეთ. … მეტის წაკითხვა

60 პელმენის ისტორია

მაშ ასე, დავიწყოთ ყველაზე მთავრიდან: რატომ უნდა ვთქვათ უარი უამრავ გემრიელ საკვებსა თუ სასუსნავზე, მუდმივად მივაქციოთ ყურადღება თუ რას, როგორ, რამდენს და როდის ვჭამთ  და რატომ უნდა მოვიკლოთ მეტი გართობა, იმისათვის, რომ დავუთმოთ დრო ვარჯიშსა თუ სხვა პროცედურებს.

პასუხი მარტივია: პირველ რიგში იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო ჯანმრთელები, ფიზიკურად და სულიერად მეტად ძლიერები, გვქონდეს ჯანსაღი სხეული, ვიყოთ მუდმივად … მეტის წაკითხვა

პირველი ცდა

ცოტა რამ ჩემს შესახებ:

სახელი: ნათია ჩიქოვანი

ასაკი: 26

პროფესია და მისწრაფებები: მარკეტერი/მოდელი/ფემინისტი

ჰობი: ცეკვა (ჩემი აუხდენელი პროფესია), სიმღერა, თხილამურები, ცურვა, სამაგიდო თამაშები, LOL (League of Legends), კითხვა, ნებისმიერი სახის აქტივობა, რომელიც საჭიროებს სოციალიზაციას 🙂

ხასიათი: ემოციური, ფიცხი, ჯიუტი, სხარტი, მხიარული, ენერგიული, ერთგული, მეგობრული,

სიმაღლე და წონა: 173 სმ. 51.5 კგ. (ამჟამად)

საყვარელი საკვები: ფაქტობრივად ყველაფერი ?

საყვარელი … მეტის წაკითხვა