“ToP”-ების და “Face” -ბის კვების სტილი :))))) და სხვა მნიშვნელოვანი რჩევები

ბლოგის დაწერა რომ გადავწყვიტე, პირველ „წესად“ ჩემ თავს დავუდგინე, რომ პირველ რიგში საკუთარ გამოცდილებებს გავუზიარებდი ადამიანებს, რადგან ეს მშრალი, უემოციო ტექსტები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და იდეალური ცხოვრების შესახებ არარეალურად მევჩვენებოდა. ამიტომაც დღევანდელ პოსტს ჩემი გასაჭირით დავიწყებ ::)

როგორც იცით ჩემთვის (და ნუ არა მარტო ჩემთვის, ზოგადად მარტივი ჭეშმარიტებაა) სილამაზის სტანდარტები არ არსებობს, სილამაზე სუბიექტურია, ყველა ადამიანი საკუთარი … მეტის წაკითხვა

რას გადავეკიდე ამ შაქარს?

 

დღევანდელი ბლოგი  რთული ნახშირწყლებისთვის, კონკრეტულად კი ხილისთვის მინდოდა მიმეძღვნა, თუმცა, პირველივე ბლოგში ვახსენე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველის გამოხმაურება, შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო სტატიების შემდეგ ბევრი ადამიანი დაინტერესდა შაქრით, მისი თვისებებით და ალტერნატივებით, მეც გადავწყვიტე ჩემი გეგმისთვის ოდნავ გადამეხვია და ამჯერად შაქრის შესახებ მომეწოდებინა სასარგებლო ინფორმაცია.

მაშ ასე, პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის … მეტის წაკითხვა

წითელი სია

ძალიან ვაცადე „ეს დღე“ მალე არ დამდგარიყო, რომ მე თქვენთვის ყველაფერი გემრიელი და ბედნიერების მომტანი არ ამეკრძალა 🙂 თუმცა, დროა.. პოსტი საკმაოდ გრძელი და მტკივნეულია, მაგრამ ვფიქრობ ამისთვის მორალურად და ფიზიკურადაც უკვე მზად უნდა იყოთ 🙂

მაშ, ასე „წარმოგიდგენთ“ ე.წ. „წითელ სიას“ (ასე დავარქვი რატომღაც), რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ იმ “სანუკვარ” პროდუქტებს, რომელთა მიღებაც, რეალურად, ჩვენთვის არ შეიძლება.… მეტის წაკითხვა

მწვანე სია

დღევანდელი ბლოგი იმ ჩამონათვალით უნდა დამეწყო, თუ რა პროდუქტების დავიწყებაა აუცილებელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის დაწყება ასე მტკივნეულად არ ღირს 🙂 საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ამ სიის სიმწარე და ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება მსუბუქად მოგაწოდოთ ხოლმე მსგავსი ინფორმაციები. ასე რომ დავიწყებ პირიქით და დაგისახელებთ ყველა იმ სასარგებლო საკვებს, რომლებიც უნდა/შეგიძლიათ მიიღოთ … მეტის წაკითხვა

ნემსის ჩხვლეტის მეც მეშინია :(

იმისათვის, რომ „ახალი ცხოვრება“ დაიწყოთ, პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ ცნობების შეგროვება. ფინანსური რესურსი ვახსენე პირველ ბლოგში და ეს ის ნაწილია, სადაც ფული არ უნდა დაიშუროთ. თუ დაზღვევით სარგებლობთ, მაშინ გაგიმართლათ და დროა თქვენი დაზღვევა გამოიყენოთ 🙂

ჯანსაღი კუჭ-ნაწლავის სისტემა, ფარისებრი ჯირკვლის გამართული მუშაობა, ნივთერებათა ცვლა, ძილის რეჟიმი – ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი წესრიგში უნდა გქონდეთ. … მეტის წაკითხვა