კატის მოვლა (სრული გაიდლაინი)

105 2

თუ გყავთ სახლში ფისო, ან აპირებთ მის აყვანას, სასურველია ამ ბლოგს თავიდან ბოლომდე და ყურადღებით გაეცნოთ.

თუ ამის დრო არ გაქვთ, მაშინ მიჰყევით სარჩევს, რომელიც დალაგებულია თემების მიხედვით. აირჩიეთ სარჩევში თქვენთვის სასურველი თემა, დააკლიკეთ და “გადახტებით” მასზე. სასურველია, კონკრეტულად თქვენთვის საინტერესო ნაწილი მაინც  წაიკითხოთ ბოლომდე და ყურადღებით (ბლოგი უკეთესად იხსნება ლეპტოპში. მობილურშიც შეძლებთ წაკითხვას, უბრალოდ ფოტოები და ტექსტი ცოტა ცუდად “ლაგდება”).

სარჩევი: ⇓

შესავალი  შესავალი (მიუსაფარი ცხოველების პრობლემების შესახებ)
რწყილებსა და მკბენარებზე დამუშავებარწყილებსა და მკბენარებზე დამუშავება
ჰელმითებზე დამუშავება2 ჰელმითებზე (ჭიებზე) დამუშავება
დაბანა3 დაბანა
ვაქცინებივაქცინები
კასტრაცია-სტერილიზაციაკასტრაცია-სტერილიზაცია
კვებაკვება
ფისოს-ტუალეტიფისოს ტუალეტი
გარეთ გაშვება/სეირნობა/დაჩიპვაგარეთ გაშვება/სეირნობა/დაჩიპვა
თმა და ფრჩხილები9 ბეწვი და ბრჭყალები
ხზცვხდცვდსხც10 ზოგადი ჯანმრთელობა
ხზცვხდცვდსხც11 ჩვევები და ხასიათი
ხზცვხდცვდსხც12 საჭირო ნივთები
ხზცვხდცვდსხც13 კლინიკები და ვეტერინარები
ხზცვხდცვდსხც14 ზოომაღაზიები
ხზცვხდცვდსხც15 მედიკამენტები და მკურნალობა
ხზცვხდცვდსხც16 როგორ ვიპოვოთ დაკარგული ფისო
ხზცვხდცვდსხც17 მიუსაფარი ფისოს გაჩუქების ხერხები
ხზცვხდცვდსხც18 კანონი ცხოველების შესახებ
ხზცვხდცვდსხც19 როგორ ავიყვანოთ ფისო

პოსტის ბოლო აფდეითი:  24.07.2021

კომპანიონი ცხოველები (ძაღლები და კატები) ადამიანებმა საუკუნეების წინ მოიშინაურეს. მათი ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანთან ერთად ცხოვრება და სოციალიზაციაა. ამ ცხოველებისთვის ქუჩაში ცხოვრება ზუსტად ისეთივე ტანჯვაა, როგორიც ადამიანისთვის. 

 

ინფორმაციისა და  ინტერესის ნაკლებობის  გამო, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ქუჩის ცხოველების პრობლემები უცნობია.

სამწუხაროდ, 26 წლის განმავლობაში, მეც  მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა მათ შესახებ. თუმცა, ჩვენს სადარბაზოს მოჩვეულმა ფისომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა..

 

დღეს, სოციალურ ქსელებში, მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად შექმნილი ბევრი ჯგუფი არსებობს.  ამ ჯგუფების საშუალებით, ადამიანები ცხოველებს ეხმარებიან, ცდილობენ მათ გადარჩენას და მსურველ ოჯახებში გაჩუქებას. მიუხედავად ამისა,  ათასობით ძაღლი და კატა ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება, რადგან ცხოველების მოყვარულების  რესურსები ამოწურვადია. სახელმწიფოს ნება და გამოყოფილი რესურსები კი საკმარისზე ბევრად ნაკლები.

ამ პრობლემის დასაძლევად რამდენიმე სტრატეგიული ცვლილებაა საჭირო:

  1. მისუაფარი ცხოველების მასიური სტერილიზაცია-კასტრაცია 
  2. ცხოველის დაჩიპვის ვალდებულება
  3. კომპანიონი ცხოველების პოპულაციის ზუსტი და მუდმივი აღრიცხვა (სახლის პირობებში ცხოველის გამრავლების აკრძალვა და მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, ლიცენზირებული საშენების ფუნქციონირების კონტროლი)  
  4. ცხოველის სახლიდან გამოგდების/არასათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში – მაღალი ჯარიმა 
  5. ცხოველის მოვლის კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტიური კამპანია

ასე დაძლიეს განვითარებულმა ქვეყნებმა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. დღეს ვერც ერთ მსგავს ქვეყანაში ქუჩაში უპატრონო ცხოველს ვერ ნახავთ. 

საბედნიეროდ,  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,  ქუჩიდან ცხოველის აყვანის მსურველებმა იმატა, თუმცა ზოგადად, ცხოველის მოვლის კულტურა და ინფორმაცია ამის შესახებ  ჩვენს ქვეყანაში ძალიან მწირია. 

ამ ბლოგის საშუალებით, ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი სრული გამოცდილება ფისოს მოვლის შესახებ <3 

1: მკბენარებზე დამუშავება

advantage_tower_hp_cat_graphic_uk.png

რწყილები  შინაგანი ჭიებისა და ცხოველების სხვა დაავადებების მატარებლები არიან, ამიტომ აუცილებელია მათი მოშორება. ოფიციალური რეკომენდაციით, ცხოველი მკბენარებზე მუშავდება მაქსიმუმ თვეში ერთხელ. უფრო ხშირად დამუშავება აკრძალულია. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ცხოვრობთ ბინაში (რწყილები სახლში მცხოვრები ფისოსთვის შეგვაქვს ჩვენი ფეხსაცმლიდან), წელიწადში 2-3 დამუშავება საკმარისი იქნება (ძირითადად ზაფხულში). ეს წამლები საკმაოდ ტოქსიკურია და მისი ხშირი გამოყენება ასუსტებს ცხოველს.

ჩემი გამოცდილი რწყილის წამლები:

 

Advantage https://mypetandi.bayer.com/uk/advantage/cat-advantage-cats/ – გაეცანით დეტალებს ოფიციალურ საიტზე. 

 

 

 

advocate-small-catAdvocate –  გარდა რწყილებისა, კანის ან ყურის ტკიპების დროს- https://www.advocate-spot-on.com/en/for-cats/ – გაეცანით დეტალებს ოფიციალურ საიტზე. 

Advocate -ს საინტერესო ფუნქცია აქვს საკუთარ საიტზე, შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა ბრენდის პრეპარატებს,  რომელ პარაზიტებს უმკლავდება თითოეული მათგანი: https://www.advocate-spot-on.com/en/compare/dog.php 

ორივე პრეპარატი განკუთვნილია მინიმუმ 8 კვირის და მინიმუმ 1 კილო კატისთვის. კნუტებისთვის, რომლებიც 1 კილოზე ნაკლები არიან, უნდა დაასხათ დოზის მაქსიმუმ 1/3 ან კიდევ უფრო ნაკლები. 

კნუტებისთვის და ორსულებისთვის ყველაზე შესაფერისი წამალია : 

 

Solpreme –http://solano.co.il/en/dogs/flea-tick-control/solpreme-spray/  –  გაეცანით დეტალებს ბმულზე.

 

 

პრეპარატების საიტებზე  იხილავთ დეტალურ ინფორმაციას (ვიდეოებსა და გაიდლაინებს) თუ როგორ უნდა დაასხათ წამალი, რა სიხშირით და სხვა.

Advantage და Advocate-ის ოფიციალური შემომტანია  – ზოოსითის ქსელი.

Solpreme-ის შეძენა შეგიძლიათ ვეტერინარულ კლინიკაში “Lucky paw”

ბაზარზე არის სხვა ბრენდის პრეპარატებიც, თუმცა მე ამ სამს ვუწევ რეკომენდაციას. 

 

გაითვალისწინეთ: 

    •  შეიძინეთ აუცილებლად კატის და არა ძაღლის წამალი. ძაღლის წამლის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!
    • უმნიშნველოვანესია წამლის დოზირება.  არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის სიკვდილიც.
    • ფრთხილად გახსენით და ფრთხილად დაასხით მინდაოზე (ყურების ქვემოთ, უკან თავზე, ხერხემლის დასაწყისამდე) დაასხით ისე, რომ ცხოველმა ვერ შეძლოს წამლის მოლოკვა, რომ არ მოიწამლოს. მკბენარები იხოცებიან რამდენიმე საათში
    • წამლის დასხმამდე 2 დღით ადრე და წამლის დასხმიდან 2 დღის განმავლობაში არ შეიძლება ცხოველის დაბანა, ან დასველება

2: ჰელმითებზე (ჭიებზე) დამუშავება

ოფიციალური რეკომენდაციით,  ჭიებზე ცხოველი უნდა დამუშავდეს 3 თვეში ერთხელ. ზამთარში შეგიძლიათ უფრო იშვიათად. 

თქვენს ფისოს წამალი უნდა გაუმეოროთ მე-10-14 დღეს, რათა მოხდეს სისხლში დარჩენილი კვერცხებიდან გაჩენილი ჭიების საბოლოო განადგურება.

არსებობს რამდენიმე სახეობის ჭიები:

  • Tapeworms ( ფირის ჭიები, ტრემატოდები) 
  • Roundworms (მრგვალი ჭიები, ნემატოდები)
  • Hookworms  (ლენტისებრი ჭიები, ცესტოდები) 

ძალიან იშვიათ შემთხვევებში 

  • Heartworms 
  • Lungworm
  • Eyeworm 

ცხოველების ჭიის წამლებიდან, რომელიც საქართველოში გვხვდება, მე მხოლოდ  ამ 2 წამალს ვენდობი : Drontal და Caniverm და უპირატესობას Drontal-ს ვანიჭებ:

 

Drontal https://drontal.co.uk/dronspot.html– გაეცანით დეტალებს ბმულზე.

დრონტალი კლავს სამივე ძირითადი სახეობის ჭიებს. 

 

 

გაითვალისწინეთ:

  • შეიძინეთ აუცილებლად კატის და არა ძაღლის წამალი. ძაღლის წამლის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!
  • ჰელმითებზე დამუშავებისას,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზუსტი დოზირება.  
  •  დამუშავებისას ზუსტად  უნდა იცოდეთ ფისოს წონა. დრონტალის 1 აბი განკუთვნილია 4 კილო კატისთვის. დოზირება უნდა მოხდეს წონის პროპორციულად (მაგალითად: 2 კილო კატას უნდა მისცეთ აბის ნახევარი)
  • კნუტების შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალ ვეტერინართან, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით 1 კილომდე წონის კნუტებთან. თუ მისცემთ დრონტალს, დარწმუნდით, რომ ჯანმრთელია და ზუსტად გაყავით აბი, წონის მიხედვით – პროპორციულად! 
  • ჭიებზე დამუშავების შემდეგ 24 საათში, ფისო აუცილებლად უნდა გავიდეს კუჭში, რომ არ მოხდეს ცხოველის მკვდარი ჭიებით ინტოქსიკაცია. მკვდარი ჰელმითები გამოჰყვება განავალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალ ვეტერინართან.

https://icatcare.org/advice/how-to-give-your-cat-a-tablet/ –  კარგი სტატია, თუ როგორ დავალევინოთ კატას აბი.

ასევე, ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ მისცეთ კატას აბი ⬇

3: დაბანა

კატები  თავს თავად ისუფთავებენ (ილოკავენ ბეწვს) და კანის აგებულებიდან გამომდინარე მათი ხშირი დაბანა არ შეიძლება. 6 თვიდან 1 წლამდე შუალედის დაცვით შეგიძლიათ აბანაოთ თქვენი ფისო. 

 

 

კატების უმეტესობისათვის დაბანა ძალიან დიდი სტრესია.  დაბანა არ არის რეკომენდებული თუ:

  • თუ ფისოს  წყლის ისტერიული ფორმით ეშინია; 
  • თუ აქვს ვირუსი, სოკო  ან სხვა დაავადება, ან არის სუსტად;
  • თუ ძალიან პატარაა;

ცხოველის პერიოდულად გასაწმენდად შეგიძლიათ იხმაროთ სპეციალური სველი ხელსახოცები (იყიდება ზოომაღაზიებში), ან უფრო ბიუჯეტური ალტერნატივაა ბავშვის სველი ხელსახოცი (რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს და სხვა დამატებით ქიმიკატებს).

არ გაწმინდოთ კატა ყოველდღიურად! 

კატის დაბანისთვის გამოიყენეთ კონკრეტულად კატის ან კნუტის შამპუნი. არ იხმაროთ არც ძაღლის და არც ადამიანის არც ერთი დასაბანი საშუალება –  აზიანებს კანს, ბეწვს, გაუჩენს სოკოს და სხვა პრობლემებს. 

ჩემი გამოცდლი ბრენდები:

Image result for Animology cat shampoo

 

Animology  https://www.animology.co.uk/product-category/cat/ – გაეცანით დეტალებს ბმულზე.  

 

 

Bio Petactive https://en.biopetactive.com/avada_portfolio/natural-honey-shampoo-cat/ – გაეცანით დეტალებს ბმულზე. 

 

Botaniqa
http://botaniqa.eu/Products/2/65/szampon-1.html – გაეცანით დეტალებს ბმულზე. 

 

 

დაბანის შემდეგ ფისო აუცილებლად კარგად უნდა გაშრეს, რომ არ გაცივდეს. გადააფარეთ ცხოველს თავზე  პირსახოცი  და ნელ-ნელა შეაჩვიეთ საშრობის ხმასა და სითბოს.  აკონტროლეთ მხურვალების დისტანცია. თუ საშრობი გამოსავალი არ არის (ძლიერი შიშის გამო), მოგიწევთ კატა მხოლოდ ზაფხულობით დაბანოთ ☺️

ყურადღება მიაქციეთ, რომ ფისოს ყურში წყალი არ ჩაუვიდეს. ყურები გაწმინდეთ მხოლოდ ზედაპირულად – ქლორჰექსიდინში (იყიდება ნებისმიერ აფთიაქში) დასველებული ბამბით ან ყურის ჩხირით, ყურის საფუძვლიანი გაწმენდა მხოლოდ გამოცდილ ვეტერინარს მიანდეთ. 

4: ვაქცინები

Image result for VACCINES CAT

 

 

 

 

 

 

ადამიანის მსგავსად, სხვადასხვა ვირუსებისგან თავის დასაცავად, ცხოველსაც სჭირდება ვაქცინები. ცხოველების დაავადებების უმრავლესობა ადამიანზე გადამდები არ არის, თუმცა ძალიან საშიშია თავად ცხოველისათვის.

არსებობს ორი სახის სავალდებულო ვაქცინა:

  • კომპლექსური აცრა ( კატის რამდენიმე ვირუსის კომპლექსი)
  • ცოფის აცრა

ჩემს მიერ რეკომენდებული ვაქცინების ბრენდები:

Defensor ამერიკა, ცოფის ვაქცინა, ვადა 3 წელი – https://www.zoetisus.com/products/dogs/defensor/დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ გვერდზე.

 

 

Image result for Purevax RCPCh cats

PureVax საფრანგეთი, შედის 4 ვირუსი, ვადა 1 წელი ქლამიდიოსისთვის, 3 წელი სხვა ვირუსებისთვის https://www.ema.europa.eu/en/medicines/veterinary/EPAR/purevax-rcpch – დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ გვერდზე.

 

PureVax RCPCh -კომპლექსურ აცრა მოიცავს შემდეგ ვირუსებს:

  • Image result for check transparent iconრინოტრაქეიტი
  • Image result for check transparent iconკალცივირუსი
  • Image result for check transparent iconქლამიდიოსი
  • Image result for check transparent icon პორვოვირუსი

ოთხივე ვირუსი დამახასიათებელია მხოლოდ კატისთვის და სამწუხაროდ გავრცელებულია საქართველოში, ამიტომ ცხოველის აცრა მკაცრად რეკომენდებულია. 

თუ აღნიშნული ვაქცინები არ დაგხვდათ ბაზარზე (გადაამოწმეთ სხვადასხვა კლინიკაში) მოითხოვეთ მაქსიმალურად ხარისხსიანი ალტერნატივა და იკითხეთ კონკრეტულად რომელ ვირუსებს და რამდენი ხნით ფარავს აღნიშნული ვაქცინა.  არ დაზოგოთ ფული აცრებზე. 

აცრები უნდა დაიწყოს ჭიებსა და რწყილებზე დამუშავების დასრულებიდან 7-10 დღეში. დაუმუშავებელი ცხოველის აცრა  საშიშია ცხოველის ჯანმრთელობისთვის. 

 

ცხოველისთვის პირველი ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 2 თვიდან, ან, თუ კნუტს დედისგან აქვს მიღებული ძლიერი ანტისხეულები – 3 თვიდან. 

პირველი კომპლექსური ვაქცინიდან 21-ე დღეს, ხდება კომპლექსური ვაქცინის ხელმეორედ გადამეორება. ეს ხდება ერთჯერადად, მხოლოდ პირველად აცრის შემთხვევაში. ამის შემდეგ პერიოდული აცრა კომპლექსური ვაქცინით,  მხოლოდ ერთხელ მოხდება.

ცხოველს აცრა უნდა გაუკეთოს მხოლოდ გამოცდილმა, ლიცენზირებულმა ვეტერინარმა და მხოლოდ ლიცენზირებული ბრენდის წამლით.

კლინიკაშივე შეიძინეთ ცხოველის საერთაშორისო პასპორტი და აღნიშნეთ მასში ცხოველის ყველა სამედიცინო მანიპულაცია – ბრენდის სტიკერითა და ვეტ. კლინიკის ბეჭდით.

კომპლექსური აცრების დასრულებიდან 10-14 დღის შემდგომ, შეგიძლიათ ცხოველი აცრათ ცოფზე.  შესაძლოა კლინიკაში შემოგთავაზონ მეორედ გადამეოერებული კომპლექსური აცრისა და ცოფის აცრის ერთად გაკეთება – მე არ გირჩევთ ასეე მოქცევას, ერთდროულად ამდენი ვირუსის შეყვანა  სარისკოა ორგანიზმისთვის.

კატის ვირუსები (გარდა ცოფისა) საკმაოდ მარტივად, ჰაერ-წვეთოვნი გზით ვრცელდება, რომლებიც შესაძლოა საკუთარი ფეხსაცმლიდან შევუტანოთ ჩვენს ფისოს – სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ვაქცინაცია. 

 

5: კასტრაცია-სტერილიზაციაImage result for spay and neuter of a cat

ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანისათვის, ინფორმაციაზე წვდომის ნაკლებობის გამო, შექმნილია არასწორი დამოკიდებულება ამ პროცედურის მიმართ. ამიტომ, ვეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავხსნა თუ რატომ არის საჭირო ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია: ?

კატებისა და ადამიანების სექსუალობა თავისი არსით აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია.

კატებს ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი სახეობის გადარჩენის ინსტინქტი  –  რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც გამრავლებაა.  კონკრეტულ პერიოდებში, ცხოველების რეპროდუქციული ჰორმონები განიცდის ცვლილებებს, (ადამიანისგან განსხვავებით) რაც იწვევს გამრავლებისთვის საჭირო აქტის განხორციელების სურვილს – არა სიამოვნებისთვის, არამედ სახეობის გადარჩენისთვის.  ადამიანის გარდა,  ძუძუმწოვარი, რომელსაც გააზრებულად და საკუთარი სიამოვნებისთვის აქვს სექსი – არის დელფინი და შიმპანზე.

კატებისთვის სექსუალური აქტი არის ფიზიკურად ძალიან მტკივნეული და ფსიქოლოგიურად სტრესული პროცესი.

განსხვავებით ადამიანებისგან, კატებს არ შეუძლიათ კონტრაცეპტივებისა და სხვადასხვა თავდაცვის საშუალების გამოყენება, შესაბამისად, თითქმის ყოველი აქტის შემდეგ მდედრები ორსულდებიან და იძულებულები არიან გააჩინონ შთამომავლობა. 1 ორსულობიდან  ჩნდება საშუალოდ  3-5 კნუტი. წელიწადში მინიმუმ 4 ორსულობა..

თითოეული ორსულობა/მშობიარობა/ლაქტაცია ასუსტებს ცხოველს, (დაორსულებასა და პოპულაციის გამრავლებაზე კი კატის ორივე სქესია პასუხისმგებელი).

ჩვენს ქვეყანაში, არ კონტროლდება შინაური ცხოველების პოპულაცია. შესაბამისად, საქართველოში კატების რაოდენობა უკონტროლოდაა გაზრდილი. ამის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პრევენცია (საერთაშორისო პრაქტიკებით) სტერილიზაციაა. 

სტერილურ/კასტრირებულ ცხოველებში საშვილოსნოს, სარძევე ჯირკვლების, პროსტატის, საშარდე გზების სიმსივნეების რისკები მინიმუმამდე ( ზოგ შემთხვევაში ნულამდე) დადის.

სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციის შემდეგ ,ცხოველის ხასიათი არ იცვლება. მისი პერსონალური თვისებები რჩება უცვლელი. ცხოველს ამ ოპერაციის შედეგად არ უქვეითდება თამაშის, კომუნიკაციის თუ სხვა სურვილები. ერთადერთი შედეგი რაც ამ ოპერაციის შედეგად დგება არის ის, რომ ორგანიზმი აღარ განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს და  აღარ უჩნდება გამრავლების ინსტიქტი. 

ძალიან საშიშია ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც “ამშვიდებს ცხოველს ატეხვის პერიოდში” და იწვევს სხვადასხვა სახის სიმსივნეებს! 

განვითარებულ ქვეყნებში, ცხოველების სახლის პირობებში გამრავლება და მით უმეტეს გაყიდვა იკრძალება. ძაღლებსა და კატებს ამრავლებენ მხოლოდ ლიცენზირებული საშენები, ყველა წესისა და ცხოველის უფლებების დაცვით. ისინი ასევე აკონტროლებენ ჯიშების სწორად შეჯვარებას და მინიმუმამდე დაჰყავთ გენეტიკური თუ სხვა სახის ანომალიების განვითარების რისკები. საშენების ფარგლებში, ხდება ყველა გაჩენილი ცხოველის აღრიცხვა და პოპულაციის მართვაც.  სახლში ცხოვრების დროს კი ცხოველი სტერილდება და ხდება მისი ჩიპირება – პატრონისა და ცხოველის იდენტიფიცირების/აღრიცხვის მიზნით. 

ნებისმიერი ოპერაცია ძალიან საპასუხისმგებლო პროცედურაა და მნიშვნელოვანია როგორც ნარკოზის, ასევე თავად ოპერაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. ამიტომ, შეარჩიეთ სანდო და პროფესიონალი ვეტერინარი! 

ოპერაციის წინ, აუცილებელია ცხოველის ორგანიზმის მომზადება. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოზით, ან ცხოველის ორგანიზმის სისუსტით გამოწვეული რისკები, რეკომენდებულია შემდეგი პროცედურები:

Image result for check transparent iconსისხლის საერთო  და ბიოქიმიური ანალიზი
Image result for check transparent iconკარდიოგრამა 
Image result for check transparent iconალერგიულობის გამორიცხვა
Image result for check transparent icon ექოსკოპია 
Image result for check transparent icon ოპერაციის დღეს სრული გარეგანი შემოწმება ( ფილტვების მოსმენა, სიცხის გაზომვა, ჯირკვლების შემოწმება, ცხვირში, თვალში, ყურსა და პირის ღრუში გამონადენების შემოწმება) 

თუ არ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევების ფინანსური შესაძლებლობა, შეასრულეთ მინიმუმ სამი პროცედურა: ?

 

  • Image result for check transparent iconოპერაციამდე, რწყილებსა და ჭიებზე დამუშავება (დამუშავებიდან 2 კვირის შემდეგ ჩანიშნეთ ოპერაცია)
  • Image result for check transparent iconოპერაციის დღესთან მაქსიმალურად ახლოს – სისხლის საერთო ანალიზის აღება
  • Image result for check transparent iconცხოველის სრული გარეგნული დათვალიერება ოპერაციის დღეს 

თუ ნარკოზის მიცემის შემდეგ, ცხოველს გაუძნელდება სუნთქვა, ან მისცემს ალერგიულ რეაქციას – ოპერაცია არ უნდა ჩატარდეს და ცხოველი სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ნარკოზიდან. ეს პროტოკოლი, წესით და რიგით, იცის ყველა პროფესიონალმა ვეტერინარმა, თუმცა ჩემი გამოცდილებით, გირჩევთ თავადაც მოითხოვოთ მისი დაცვა. 

ვეტერინარების უმეტესობა ზემოთ აღნიშნულ პროცედურებს საქართველოში არ ნიშნავს ორი მიზეზის გამო:

1. იცის საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოველის მოვლის კულტურის დონე,

2. არ სურს ზედმეტი პროცედურებით დააშინოს პატრონი/არ თვლის საჭიროდ დაბალი რისკის მქონე ოპერაციისთვის ამდენი ანალიზის ჩატარებას.

შესაბამისად, ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაში, თავად მოითხოვეთ ყველა პრეოპერაციული გამოკვლევის დანიშვნა. 

ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია 5-6 თვიდან. 

თავად ოპერაცია მარტივია. სტერილიზაცია 15 წუთი გრძელდება და თანამედროვე მიდგომით გვერდიდან, ბარძაყიდან კეთდება. მოითხოვეთ პლასტიკური ნაკერები. კასტრაცია კი 5-7 წუთში კეთდება და ნაკერებს არ საჭიროებს. 

პოსტოპერაციული მოვლაც საკმაოდ იოლია: 

  • 2-4 დღის განმავლობაში პოსტოპერაციული საყელო /ან კონტროლი, რომ არ გაიღიზიანოს ნაოპერაციები
  • 2-3 დღე ქვიშის დაქუცმაცებული ქაღალდებით ჩანაცვლება მამრი ფისოების შემთხვევაში (ინფექციის შეჭრის თავიდან აცილების მიზნით). 

აკრძალულია კატის სტერილიზაცია გამრავლების აქტიურ ფაზაში (ე.წ. ატეხვის დროს). მხოლოდ ამ ფაზის გავლის შემდეგ ჩანიშნეთ ოპერაცია. 

ატეხვის ნიშნები მდედრებსა და მამრებშიც საკმაოდ გამოხატულია.

  • გარეთ გაპარვის აქტიური სურვილი;
  • არაბუნებრივი კნავილი;
  • აღგზნებული ხასიათი;
  • გაღიზიანება, მამრების შემთხვევაში სახლში მოშარდვა ე.წ. ადგილის მონიშვნის მიზნით

კასტრაციის ოპერაციის შემდეგ, 10% შემთხვევაში, შესაძლოა მამრ ფისოს განუვითარდეს საშარდე გზების პრობლემა. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, რამდენიმე თვეში ერთხელ, გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან და (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში),  მიეცით თქვენს კასტრირებულ ფისოს Urinary Care Dry Cat Food – საკვების ერთი კურსი, საშარდე გზების მოვლისათვის.

აღნიშნული საკვები (საქართველოს ბაზარზე) აქვს  შემდეგ ბრენდებს: 

Farmina-ს VetLife-ის ხაზი (იტალიური, ჰიპერპრემიუმ ხარისხის, ნეაპოლის უნივერტეტის სამეცნიერო კათედრასთან ერთად შექმნილი, უნიკალური სამკურნალო ფორმულები.) https://www.farmina.com/it/alimenti-per-cani/farmina-vet-life-canine/67-struvite-management-canine.html – დეტალები იხილეთ ბნულზე: 

5ce3408182a079.13481118.png

 

Royal Canin  https://www.royalcanin.com/ca/en_ca/cats/products/retail-products/urinary-care-dry-cat-food– დეტალები  იხილეთ მათ  გვერდზე.

 

 

Hills   https://www.hillspet.com/health-conditions/cat/cat-urinary -დეტალები იხილეთ მათ გვერდზე

 

 

სტერილიზაციის შემდეგ, ცხოველი მიდრეკილი ხდება სიმსუქნისადმი. ამიტომ უნდა გააკონტროლოთ საკვების დოზირება. თითქმის ყველა ხარისხიან ბრენდს აქვს საკუთარ პოზიციებში, სპეციალური კვება სტერილური ცხოველებისთვისაც, (მაგალითად, Farmina-ს N&D გოგრის ხაზი კატებისთვის – ბატკანი, გოგრა და მოცვი) სადაც ცხიმის შემცველობა უფრო დაბალია.

თუ არ გსურთ მსგავსი პოზიციის საკვების გამოყენება, მაშინ, აკონტროლეთ საკვების ულუფები და  ცხოველის წონა.  ჭარბწონიანობა ძალიან საზიანოა ცხოველისთვის!

ზემოთ ჩამოთვლილი 5-ვე  პროცედურა, უნდა ჩატარდეს მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველზე შესაბამისი თანმიმდევრობითა და დროის შუალედების დაცვით.:

  • რწყილებზე დამუშავება;
  • ჰელმითებზე დამუშავება;
  • დაბანა;
  • ვაქცინები;
  • სტერილიზაცია/კასტრაცია;

დაავადებული ან დასუსტებული ფისო, ჯერ უნდა მოძლიერდეს და შემდეგ დაიწყოს სტანდარტული პროცედურები. თითოეულ ცხოველზე ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს ( იქნება ეს ვიტამინები, იმუნოსტიმულატორები, შრატი თუ სხვა მანიპულაციები) – გადაწყვეტს პროფესიონალი ვეტერინარი.


6: კვება 

ცხოველებისთვის არსებობს სამი სახის კვება : ?

41lGat3ZW6L._SX425_მშრალი კვება 

 

სველი კვება – არ აგერიოთ ე.წ. ჟელეებში. სველი კვება საკმაოდ დაბალანსებული და კარგი კვების ტიპია. ჩვენს ბაზარზე შემოტანილ სველ კვებებს შორის,  100%-ით ნატურალური და სრულფასოვანი სველი კვება აქვს მხოლოდ , Farmina Georgia -ს.

thumb-56a76ba0e8afcბუნებრივი კვება – ადამიანის საკვები, რომელიც ცხოველსაც ეჭმევა. ასეთი კვების არჩევისას,  საჭიროა აუცილებელი საკვები ნივთიერებების ზუსტად განსაზღვრა, დოზირება და კოტროლი, რომელიც ვეტერინარ-ნუტრიციონისტმა უნდა შეგირჩიოთ და მოითხოვს საკმაოდ დიდ დროსა და რესურსს.

იდეალური არჩევანია მაღალი ხარისხის, სველი და მშრალი საკვების კომბინაცია, თუმცა, თუ ეს კომბინაცია თქვენთვის დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამ შემთხვევაში არჩევანი მშრალ კვებაზე უნდა გააკეთოთ.

მშრალი კვება იყოფა 4 კატეგორიად:

Image result for whiskas transparent

 

ეკონომი/Economy

(Whiskas, Friskies, KiteKat, Purina Darling, Lina, Artifact, Pet Cool, Enjoy და სხვ. )

 

 

შედარებით უკეთესი ხარისხის ეკონომი/Economy

(Megabone და Paw Paw)

 

პრემიუმი/ Premium

(Brekkies, Morando,  Purina Cat chow, Purina One, 4 Paws, Bonmascota, Nutribest,  Ownat,  Happy cat Minkas და სხვ.)

 

 

უკეთესი ხარისხის პრემიუმი/Premium

 (Advance, Purina Pro Plan და Bonacibo)

 

 

 

 

სუპერპრემიუმი/Superpremium 

(Matisse,  Belcando, Leonardo, Monge, Royal Canin, Senabelle, Hills, Happy Cat, Josera, Klicker)

 

 

 

ჰიპერპრემიუმი / Hyperpremium 

(Farmina N&D, Farmina Vet Life, Acana, Orijen,  True Instinct )

 

 

ეკონომ და დაბალი ხარისხის პრემიუმ კლასის საკვები, იწვევს სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას, რადგან მათში ბუნებრივი საკვები ძალიან ცოტაა, სავსეა ქიმიკატებით და სხვა საშიში დანამატებით. სტაბილურად ასეთი საკვების მიცემა ცხოველისთვის საზიანოა და  სიცოცხლის ხანგრძლივობას, ძირითად შემთხვევებში, საკმაოდ ამცირებს. 

სულ ახლახანს გავიგე, რომ Advance, რომელიც იყიდება საქართველოს ბაზარზე არის Premium ხარისხის ესპანური ბრენდი და არა ავსტრიული Superpremium ხარისხის კვება, რომლის სახელიც ასევე არი Advance, მაგრამ ლოგოთი და ბრენდ ბუქით განსხვავდება. (იხილეთ ბმულები): 

https://www.affinity-petcare.com/advance/en/cat – ესპანური ბრენდი https://petfood.advancepet.com.au/collections/cats –  ავსტრალიული ბრენდი

საკვების შერჩევისას, ყველაზე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ  კონკრეტული ბრენდისგან, საკუთარი თავისთვის მინიჭებული “კლასი” შესაძლოა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკი და არ შეესაბამებოდეს რეალურად იმ კლასს, რომელსაც რეალურად ეს ბრენდი მიეკუთვნება, ამიტომ, გაეცანით ბრენდის პროდუქტის შემადგენლობებს და მხოლოდ და მხოლოდ ამის მიხედვით აარჩიეთ საკვები – როდესაც თავად დარწმუნდებით, ესა თუ ის ბრენდი ნამდვილად მიეკუთვნება თუ არა მაგალითად – სუპერპრმიუმ კლასს. 

თითოეულ ბრენდს აქვს ცხოველის კვების სხვადასხვა პოზიციები, სხვადასხვა დანიშნულებისთვის. მათ შორის კნუტებისთვის, ზრდასრული და ხნიერი კატებისთვის, სტერილიზებული კატებისთვის და სხვ. ასევე, ზოგიერთ ბრენდს აქვს სამკურნალო ხაზებიც – სხვადასხვა დაავადებებისა და კონდიციებისთვის, მაგალითად Farmina Vet Life  

რას უნდა დააკვირდეთ კვების არჩევისას: ⇓⇓⇓

დააკვირდით, მწარმოებლის მიერ არის თუ არა  დაკონკრეტებული ხორცი რა სახითაა წარმოდგენილი პროდუქტში, მაგალითად Chicken meat კარგია,  Chicken meal – ანუ ფქვილის სახით დამატებული ხორცი, უკვე დაბალი ხარისხის ხორცის შემცველობას ნიშნავს. მნიშვნელოვანია, იყოს აღნიშნული ხორცის რა ნაწილია დამატებული საკვებში, მაგალითად Boneless lamb ნიშნავს, რომ შემცველობის პროცენტულობა მთლიანად ხორცია, ასევე კარგია, თუ ხორცი დეჰიდრირებულია, ესე იგი წყალი, ხორცის შემცველობის პროცენტულობის ნაწილს, არ იკავებს  . 

როდესაც მითითებულია ცხიმი, როგორც Animal fat, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, კონკრეტულად რომელი ცხოველის ცხიმია გამოყენებული, მაგალითად Cod fat, Chicken fat, Lamb fat, Salmon fat და ა.შ.

როდესაც მითითებულია ცხიმი, როგორც Vegetable oil, სასურველია იყოს დაკონკრეტებული Olive oil-ს შეიცავს, თუ Sunflawer oil-ს, შესაძლოა, სულაც corn ან palm oil-ს შეცავდეს, რაც ძალიან დაბალ ხარისხზე მიუთითებს.  
 
ცხიმებთან დაკავშირებული დეტალები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხის დასადგენად, არამედ ალერგიული რეაქციის პრევენციისთვის. თუ ცხოველი ალერგიულია რომელიმე პროდუქტზე და ეს პატრონმა იცის, უნდა შეძლოს შემადგენლობის მიხედვით განსაზღვრა, შეიძლება თუ არა კონკრეტული საკვები მისი ცხოველისთვის.
 
როდესაც ჩამონათვალში მითითებულია Grain, ანუ მარცვლეული, მნიშვნელოვანია იყოს დაკონკრეტებული, რომელ მარცველულს შეიცავს პროდუქტი, wheat – ხორბალი, Corn or Maize – ანუ სიმინდი ყველაზე დაბალხარისხიან საკვებში შეგხვდებათ. Rice – ბრინჯი უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტებშია, ხოლო იფქლი და შვრია მარცვლეულის საუკეთესო ვარიანტია. 
 
 
კნუტები 3 თვემდე, სასურველია ცხოვრობდნენ დედასთან ერთად და ნელ-ნელა გადავიდნენ სხვა კვებაზე, თუმცა, თუ მიუსაფარ პატარა კნუტს აიყვანთ, 1 თვემდე კნუტი უნდა გამოკვებოთ სპეციალური (და არა ძროხის!) კატის რძით. 
ჩვენთან ხელმოსაწვდომია Bio Pet Active-ის Bio Kitten, ხოლო 1 თვიდან, მიეცით 1-4 თვემდე  კნუტებისთვის განკუთვნილი პოზიციის მშრალი კვება –  თუ საჭირო გახდა, კარგად დაულბეთ მარცვლები თბილ წყალში. 
 

ჰიპერპრემიუმ კლასის კვება საკმაოდ მაღალბიუჯეტურია, თუმცა, ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაში, იდეალური არჩევანია.

 

Farmina-N&D-ის ხაზი ერთ-ერთი გამორჩეული, ჰიპერპრემიუმ ხარისხის საკვებია მსოფლიოში და მე თავად ამ საკვებს ვაჭმევ ჩემს ფისოებს.

 

 

 

  • 100% ნატურალური ინგრედიენტები
  • Cruelty Free კვლევები 
  • არა GMO და არანაირი ხელოვნური კონსერვანტები
  • ბიოდეგრადირებადი მასალები 
  • შეფუთვა დაცულ ატმოსფეროში 
  • უნიკალური Cold Infusion Technology -უზრუნველყობს ვიტამინებისა და მინერალების იდეალურ დამატება/შენახვას საკვების თითოეულ მარცვალში
  • ნეაპოლის უნივერსტეტის სამეცნიერო კათედრებთან ერთად შექმნილი უნიკალური სამკურნალო ფორმულები (Vet Life) 
  • ფუნქციური კვება – Quinoas-ს ფუნქციური პოზიციები 

         

 

საქართველოში, ამჟამად წარმოდგენილია (კატისთვის) 4 პოზიცია, თუმცა მალე დაემატება კიდევ რამდენიმე. 

Farmina-ს პროდუქტის ფასი, ხარისხის შესაბამისად, განსხვავდება ბაზარზე არსებული სხვა პროდუქტების ფასისგან, თუმცა, თუ ფინანსურად შეგიძლიათ ამ საკვების თქვენი ფისოსთვის შეძენა, ნამდვილად ვერაფერს აჭმევთ უკეთესს. 

მით უმეტეს, რომ Farmina არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ჰყავს ვეტერინარებისა და ნუტრიციოლოგების მთელი გუნდი და მათი სრული სერვისი (ინდივიდუალური კვების გეგმა, ნუტრიციული მხარდაჭერა) მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვთ მათ მომხმარებლებს – უფასოდ!

ნებისმიერი კითხვით, დანარჩენისთვის, მისწერეთ მათ Facebook გვერდზე: Farmina Georgia ან ვებზე:  www.farmina.ge 

 

Acana კანადური ბრენდია –  ძალიან დაბალანსებული და მაღალი ხარისხის საკვებია, თუმცა, გამომდინარე მათი კლიმატური თავისებურებებიდან, შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით (სხვადასხვა ცხოველური წარმოშობის)  ცხიმს, რაც ჩვენს კლიმატს მიჩვეული ცხოველებისთვის ძალიან ზედმეტია.  გარდა ამისა, Acana სხვადასხვა ცხოველურ ინგრედიენტებს იყენებს, რაც ნიშნავს სხვადასხვაგვარ ცილას პროდუქტში და შესაბამისად ალერგიულობის მაღალ რისკს ( რადგან, ალერგიები ძირითადად ცილის კონკრეტულ შემცველობაზე უვითარდებათ ცხოველებს).

Acana-ს ოფიციალური შემომტანი საქართველოში არის “ზოომარტი” და კატებისთვის მხოლოდ ორი პოზიცია აქვთ გაყიდვაში. ორივე დასაშვებია ნებისმიერი ასაკის ფისოსთვის. (https://acana.com/our-foods/cat-foods/regionals-cats/wild-prairie/ – დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საკვების შესახებ იხილეთ მათ გვერდზე).

Orijen  Acana-ს კომპანიის მეორე ხაზია, ასევე მაღალი ხარისხის, დაბალანსებული კვებაა და ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, თუმცა, მასაც ზუსტად იგივე უარყოფითი თვისებები აქვს, რაც Acana-ს (კლიმატისთვის შეუფერებელი მაღალი ცხიმიანობა, ცილების სიმრავლე და ალერგიულობის მაღალი რისკი) .Orijen-ის შემომტანიც “ზოომარტის” ქსელია.  (https://orijen.ca/en-US/for-cats/cat-and-kitten/ds-ori-cat-kitten.html – დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საკვების შესახებ იხილეთ მათ გვერდზე.)

ყველაზე მაღალი ხარისხის საკვებად ე.წ. ჰოლისტიკური (holistic) საკვები ითვლება –  საკვები, რომელიც დამზადებულია ჯანსაღი და თავის ნატურალურ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული პროდუქტებით,  ცხოველის ოპტიმალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ჰოლისტიკურ საკვები არ შეიცავს ქიმიურ  დანამატებს, მზადდება გაუყინავი ხორცისგან და აქვს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ბენეფიტები.  გაითვალისწინეთ ისიც, რომ კლასების მსგავსად, კომპანიამ საკუთარ პროდუქტსაც შეიძლება უწოდოს Holistic, მაგრამ ეს მხოლოდ მარკეტინგული შეფუთვა იყოს, ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებით, დეტალურად შეისწავლეთ საკვების შემადგენლობა! 

სუპერ პრემიუმ ბრენდებიდან  რეკომენდაციას ვუწევ:

Farmina-ს სუპერპრემიუმ ხაზის კვებას Matisse, რომელიც მზადდება ზუსტად იმავე ქარხანასა და იმავე ტექნოლოგიებით, რომლითაც მათი ჰიპერპრემიუმ ხარისხის ხაზები:  N&D და Vet Life

https://www.farmina.com/it/alimenti-per-gatti/17-matisse.html – გაეცანით საკვებსა და მის შემადგენლობას მათ ოფიციალურ გვერდზე

ოფიციალური შემომტანია: Farmina Georgia 

Monge – ოფიციალური შემომტანია Monge Georgia 

https://monge.ge/monge-natural-superpremium-gatto/ – გაეცანით საკვებსა და მის შემადგენლობას მათ ოფიციალურ გვერდზე

 

 

Hills – ოფიციალური შემომტანი “ზოოლაიფის” ქსელი. 

https://www.hillspet.com/cat-food– გაეცანით საკვებსა და მის შემადგენლობას მათ ოფიციალურ გვერდზე

 

 

Leonardo – ოფიციალური შემომტანი საქართველოში მირკო ფეთ (mirco pet)

https://www.leonardo-catfood.com/ – გაეცანით საკვებსა და მის შემადგენლობას მათ ოფიციალურ გვერდზე

 

 

 

Happy Cat – ოფიციალური შემომტანი “Happy dog” საქართველო 

https://happycat.de/– გაეცანით საკვებსა და მის შემადგენლობას მათ ოფიციალურ გვერდზე.

 

 

Royal Canin – ოფიციალური შემომტანი „ზოოსითის“ ქსელი https://www.royalcanin.com/us/catsგაეცანით საკვებსა და მის შემადგენლობას მათ  ოფიციალურ გვერდზე.

გაითვალისწინეთ! Royal Canin-ის ორიგინალი ფორმულები, რომელიც მზადდება ევროპული ბაზრისთვის, განსხვავდება აზიის და სხვა ნაწილის განვითარებადი ქვეყნებისთვის დამზადებული პროდუქტების ფორმულებისგან. ჩვენთანაც, შესაბამისად, შემოდის  Royal Canin-ის უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტი

პრემიუმ ბრენდების კარგი ვარიანტებიდან  რეკომენდაციას ვუწევ:

 

Advance – ოფიციალური შემომტანი „ზოომარტის“ ქსელი. https://www.advancepet.com.au/products/cat/გაეცანით  საკვებსა და მის შემადგენლობას მათ  ოფიციალურ გვერდზე.

 

Purina Pro Plan –  “ზოოპლაზასა” და სხვა,  არაბრენდირებულ ზოომაღაზიაში შეხვდებით,  ოფიციალური შემომტანია Nestle Georgia 

https://www.proplan.com/cat– – გაეცანით Purina Pro Plan-ის საკვებსა და მის შემადგენლობას მათ ოფიციალურ გვერდზე.

 

ჟელეები – მხოლოდ დროდადრო, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ დააჯილდოვოთ თქვენი ფისოები ამ არც ისე ჯანსაღი პროდუქტით.  ძირითადად  ჟელეები კატებს ძალიან უყვართ.

ნორმალური ხარისხის ჟელე შეგიძლიათ შეიძინოთ ზოომარტის ქსელში (Miglior Gatto) ან Monge-ს ჟელეებიც მისაღები ალტერნატივაა. 

Image result for vitakraft cat snacks transparent photo ცხოველებისათვის სხვადასხვა სასუსნავებიც არსებობს, თუმცა უმეტეს მათგანში არაჯანსაღი საკვები დანამატებია. ამიტომ, სჯობს თქვენი ფისო თინუსის ნაჭრით, ან ქათმის ფილით გაანებივრთ და მსგავსი სნექები არ გაასინჯოთ.

რაც შეეხება ვიტამინებს – გამოიყენეთ მხოლოდ კვალიფიციური ვეტერინარის მიერ დანიშნული კონკრეტული პრეპარატები და გაითვალისწინეთ, თუ ვიტამინების შემადგენლობა ემთხვევა საკვების შემადგენლობას, თქვენ უბრალოდ აორმაგებთ ნივთიერებებს კატის ორგანიზმში.  ნუ შეიძენთ სხვადსხვა წამლებსა თუ დანამატებს თქვენი ან ზოომაღაზიის კონსულტანტის ინიციატივით. მაგალითად, თუ თქვენ, საკუთარ ცხოველს აჭმევთ Farmina N&D-ის ხაზის საკვებს, კატას დამატებით, არანირი საკვები დანამატი, თუ ვიტაინი არ სჭირდება.

 

კატისთვის აკრძალული პროდუქტები: 

 

  • depositphotos_204095992-stock-illustration-garlic-onion-vegetable-clipart-simple  ხახვი და ნიორი ( ნებისმიერ ფორმაში, მათ შორის საკვებში)
  • Image result for grapes and raisins iconყურძენი და ქიშმიში
  • ალკოჰოლი
  • depositphotos_281560330-stock-illustration-chocolate-free-product-color-icon.jpgშაქარი, (ნებისმიერ ფორმაში), შაქრის შემცვლელები და შოკოლადი (ტკბილის რეცეპტორები კატებს საერთოდ არ აქვთ. იწვევს სიბრმავეს)
  • Image result for salt iconდიდი რაოდენობით მარილი ( აგროვებს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭებს )

 

Image result for fried iconშემწვარი და ნებისმიერი ძალიან ცხიმიანი საკვები (იწვევს ლიპიდოზს)

downloadრძე, არაჟანი და ზოგადად ლაქტოზა (ლაქტოზას კატების უმრავლესობა ვერ ამუშავებს). კნუტებისთვის უნდა შეიძინოთ სპეციალური კატის რძე – ჩვენთან ხელმისაწვდომია Bio Pet Acitve-ის Biokitten 

Image result for yeast bread icon

საფუარიანი პური და ცომეული

 

  • Image result for avocado iconავოკადო

 

  • Image result for spinach iconისპანახი (თუ ცხოველს აქვს საშარდე გზების პრობლემა)

 

  • sushi-icon-isometric-3d-style-vector-9291336.jpgუმი ხორცი და თევზი, მათ შორის სუში ( საერთაშორისო გაიდლაინები ძალიან მკაცრად კრძალავენ უმ საკვებს კატისათვის).
  • download (1)უმი კვერცხი

 

  • Image result for macadamia nuts icon მაკადემიის თხილი

 

საკვები, რომელიც შეგიძლიათ უწილდოთ თქვენს ცხოველს მცირე რაოდენობით, მრავალფეროვნებისთვის:

  • Image result for chicken breast iconმოხარშული ქათმის, ან ინდაურის ფილე, მოხარშული მჭლე საქონლის ხორცი

 

  • cottage-cheese-icon-cartoon-style-vector-7994463დაბალცხიმიანი ხაჭო და მაწონი ( ლაქტოზა მათში ძალიან ცოტა რაოდენობითაა)

 

  • Image result for hard cheese iconძალიან მაგარი ყველი (მცირე რაოდენობით)

 

  • Image result for tuna  iconმოხარშული თევზის ფილე, ან საკუთარ წვენში (და არა ცხიმში) დაკონსერვებული თევზის ფილე, საუკეთესო ვარიანტია თინუსი (აუცილებლად უფხო, პატარა ფხამაც შეიძლება დაახრჩოს ცხოველი)

 

  • Image result for boiled egg iconმოხარშული,  ან მცირედ ზეითუნის ზეთში შემწვარი კვერცხი

 

  • Image result for graines iconქინოა, ბრინჯი, ფეტვი, კუსკუსი, შვრია, მაკარონი – მოხარშული, უცხიმო ან  ზეითუნის ზეთით 

 

  • Image result for broccoli iconკიტრი, მოთუშული ბროკოლი, მოთუშული სატაცური

 

  • Image result for banana and blueberry iconგოგრა, ბანანი და მოცვი და სხვა კენკრა

 

მშრალი საკვების  ყველა ხარისხიან ბრენდს,  ტომრის უკანა მხარეს მითითებული აქვს კვების ულუფები ცხოველის წონის მიხედვით. ეს  ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს  მათ ოფიციალურ გვერდებზეც. სასურველია, თუ ამ რეკომენდაციებს მეტნაკლებად მაინც გაითვალისწინებთ,  თუ ჭარბი წონის მიდრეკილება აქვს  თქვენს ცხოველს.  

ცხოველისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია წყალი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს სუფთა. სასურველია დღეში ორჯერ მაინც გამოცვალოთ წყალი მათ ჯამში.

არ შეუძინოთ თქვენს ცხოველს პლასტმასის ან მეტალის ჯამები.  დროთა განმავლობაში, ისინი არასასურველ ნივთიერებებს გამოჰყოფენ, რომლებსაც საკვებთან ერთად მიიღებს ფისო. საუკეთესო არჩევანია კერამიკის ჯამები, რომლებიც საკმაოდ იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ  საყოფაცხოვრებო ნივთების  სხვადასხვა მაღაზიებში (მაგალითად სუპერში, გორგიაში, დანიურ სახლში და სხვ.).  ფისოებს ურჩევნიათ სხვადასხვა ადგილას ედგათ წყალი და საკვები და ორივე აუცილებლად (!) უნდა იდგას მათი ტუალეტისგან მოშორებით.  

images (1)

ფისოს საკვების სწორად შენახვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. არ დატოვოთ მშრალი საკვები პარკში. თუ არ ყიდულობთ საკვებს თავისსავე ტომრით, მოათავსეთ ის დახურულ კონტეინერში, აუცილებლად  მშრალ, მზისგან დაცულ და გრილ ადგილას. თუ ოთახში ტემპერატურამ 38 გრადუსს გადააჭარბა, საკვები გაფუჭდება. ყიდვის წინ (თუ არ ყიდულობთ საკვებს ტომრით) შეამოწმეთ იმ ტომრის ვადა, რომლიდანაც გიყრიან საკვებს. არ შეინახოთ საკვები მაცივარში და ზაფხულში არ დაგრჩეთ ის მანქანაში. 

რაც შეეხება სველ კვებას და ჟელეებს, მაცივრის გარეშე ისინი 4 საათში ფუჭდება.  გახსნილი პაკეტი შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ 3 დღე.

https://www.wikihow.com/Store-Cat-Food-Properly – მოცემულ ლინკზე იხილეთ დეტალურად ფისოს საკვების შენახვის წესები.

7: ფისოს ტუალეტი

ტუალეტის ყუთები განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს დახურული, ღია და ავტომატური წმენდის ფუნქციის ყუთებიც კი.  არსებობს ყუთის ქვეშ დასაფენი საფენიც, რომელიც ამცირებს თათებიდან აკრული ქვიშის მიმოფანტვას ოთახში.

ღია და დახურული ყუთები ზოომაღაზიებში მოიძიეთ, ან უფრო განსხვავებული ალტერნატივები შეგიძლიათ გამოიწეროთ ამაზონიდან – https://www.amazon.com/s?k=cat+litter+box&ref=nb_sb_noss_2

 

ჩემი დახურული ტუალეტი ასე გამოიყურება – ვიყიდე ზოოსითის ქსელში და ორივე ფისო კმაყოფილია. 

 

 

Image result for silica cat litterსილიკონის გრანულები  – ქვიშის უფრო ძვირი და არაეკონომიური ალტერნატივაა, მაგრამ უფრო ჰიგიენური, რადგან თათებზე მისი გრანულები ნაკლებად ეკრობა. როგორც ყუთზეა მითითებული –  ერთი ცალი 5 ლიტრიანი სილიკონის პაკეტი ერთ ფისოს ერთი თვე ჰყოფნის, თუმცა რეალურად, თუ ფისოს სისუფთავე უყვარს,  სილიკონი უფრო ხშირად უნდა ცვალოთ, შესაბამისად 1 პაკეტი 10-14 დღეში იცლება.

ეს კატის ქვიშაა. კატის ქვიშის ერთი 5 ლიტრიანი პაკეტი ერთ ფისოს ერთი თვე თავისუფლად ჰქოფნის. ქვიშა ყოველდღიურად უნდა გაწმინდოთ. 

 

 

ფოსოები ძალიან აფასებენ სისუფთავეს, თუ ქვიშას რეგულარულად არ გამოუცვლით, მოისაქმებენ სხვაგან, იატაკზე, ტახტზე, ყვავილების მიწაში და სხვ. ამ ქცევას ისინი მიმართავენ გამოუვალ მდგომარეობაში, თუ აწუხებთ საშარდე გზების ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემა, ან პროტესტის ნიშნად.

ქვიშა იწმინდება მარტივად – შეიძინეთ სპეციალური აქანდაზი, რომელსაც აქვს საცერის ფუნქცია, ამოიღებთ ქვიშიდან ნარჩენებს, გაცრით და ჩაყრით პარკში. ქვიშა დროდადრო დაცოტავდება (წმენდისგან)  და თვალით ამატეთ პერიოდულად. სასურველია თვეში ერთხელ, მთლიანად გამოცვალოთ ქვიშა და გარეცხოთ ყუთი. 
 
მე ძალიან მომწონს ეს წვრილ საცერიანი აქანდაზი, იყიდება “ზოოსითის” ქსელში.

 
 
 

ჩემთვის ყველაზე კომფორტული ქვიშის ბრენდები:

Original white | Lindocat Lindocat – მე უპირატესობას სუნის დანამატის გარეშე ვანიჭებ. შეიძინეთ საბითუმო მაღაზიაში, მეგალაინის პირდაპირ (შალვა: 557245568) -10 ლიტრიანის ღირებულება 12 ლარია და ხარისხით Catzone – ის მსგავსია. 

 

Image result for catzone

Catzone–ამ ბრენდსაც უპირატესობას სუნის დანამატის გარეშე ვანიჭებ.  შემომტანი „ზოომარტის“ ქსელი. 5 ლიტრიანის ღირებულება 14 ლარია. 

 

 

 

Van Cat –  დანამატის გარეშე, ყველაზე ნაკლებ ფასად,  შეიძინეთ საბითუმო მაღაზიაში, მეგალაინის პირდაპირ, შალვას გვერდით. (599218722 იურა ) – დაახლოებით 20 ლიტრიანის (10კგ) ღირებულება 18 ლარია

 

 

მესამე ალტერნატივა ფისოსთვის უნიტაზის გამოყენების სწავლებაა. არსებობს სპეციალური საწვრთნელი ნივთები და ვიდეო გაიდლაინები, როგორ მიაჩვიოთ თქვენი ფისო საკუთარ ტუალეტს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ  ქვიშასთან კონტაქტი, ამოთხრა და დამალვა მათი ბუნებრივი ინსტიქტია და მხოლოდ ჩემი კომფორტისთვის მეცოდება ამის გადასაჩვევად.

https://www.amazon.com/Wishwin-Toilet-Training-System-Trainer/dp/B07STCRF9C/ref=sr_1_15?keywords=cat+toilet&qid=1560952676&s=gateway&sr=8-15 – ტუალეტის მისაჩვევი საწრთვნელი ნივთი

ვიდეო გაიდლაინი კნუტებისთვის ?

უფრო სახალისო გაიდლაინი გაზრდილი კატებისთვის ?

 

8. გარეთ გაშვება, სეირნობა და ჩიპირება 

კატები, საკუთარი ბუნებით, მტაცებელი არსებები არიან. მათთვის, შესაძლოა გარე სამყარო (განსაკუთრებით სახლში გაზრდილი კატებისთვის) საშიში და უცხო იყოს, მაგრამ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათი სახლში გამოკეტვა ნამდვილად არ არის სწორი და ჯანსაღი გადაწყვეტილება.

განვითარებულ ქვეყნებში, საკმაოდ ჩვეული პრაქტიკაა კატის გასეირნება. შეგიძლიათ ფისო ნელ-ნელა და პერიოდულად მიაჩვიოთ სეირნობას საბელით.

ვიდეო გაიდლაინი თუ როგორ უნდა მიაჩვიოთ ფისო გარეთ სეირნობას საბელით. ?

Image result for Cat leash

images

 

 

 

 

შეიძინეთ  მხოლოდ სპეციალურად კატისთვის განკუთვნილი, წელზე გასაკეთებელი საბელი. იყიდება სხვადასხვა ზოომაღაზიებში, ან შეგიძლიათ გამოიწეროთ ამაზონიდან.

ყურადღება მიაქციეთ სახლის კარს, კატებმა ხშირად იციან გაპარვა, უკან კი შესაძლოა თავისით ვეღარ დაბრუნდნენ.

Processed with VSCO with f2 preset

ასევე, ფრთხილად იყავით  აივანსა და ფანჯრებთან. 

ფისოებმა იციან  ზღურბლზე ჯდომა.  ჩიტის, მწერის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი ობიექტის დანახვისას კი, კონცენტრაციას ახდენენ ობიექტზე, ავიწყდებათ ბალანსი და ვარდებიან.

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კატები იღებენ მძიმე დაზიანებებს ან კვდებიან აივნიდან გადავარდნის გამო. ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას. საუკეთესო გამოსავალი ფანჯრებსა და აივნის კარზე მყარი, მოძრავი ბადეებია (Pvc-wd.at.ua – ამზადებს ბადეებს ძალიან მისაღებ ფასად).

 კატა საუკუნეების წინ თავად მოვიდა ადამიანთან, რადგან იგრძნო, რომ მარტო ცხოვრება მისთვის უსაფრთხო არ იყო. ურბანიზაციის პირობებში კი კატებისთვის ქუჩაში  უამრავი საფრთხე არსებობს:

საფრთხეები ქუჩაში:

car transparent icon-ის სურათის შედეგიმანქანები, რომლებიც ეზოებშიც კი ძალიან სწრაფად დადიან და უამრავ (!)  ცხოველს კლავენ ყოველდღიურად.

 

animal abuser transparent icon-ის სურათის შედეგიმოძალადე ადამიანები და ბავშვები. (ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფიქსირდება ცხოველების წამების ფაქტები. ჩემი აყვანილი ფისოც, ფეხის ამორტყმის შედეგად, მენჯმოტეხილი იპოვეს).

დაკავშირებული სურათისხვა აგრესიული კატები და ძაღლები ( მათ შორის პატრონიანი ძაღლები, რომლებსაც არავინ უშლის „გაეკიდოს კატას“)

 

mutated viruses transparent icon-ის სურათის შედეგიმუტირებული ვირუსები (კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი ანუ კატის შიდსი, კატის ჭირი, რინოტრაქეიტი და სხვ. ისეთი ვირუსები, რომლებსაც აცრითაც ვერ დაიცავთ – ეს ვირუსები არ (!) გადადის ადამიანზე, მაგრამ ძალიან საშიში და მაღალი ლეტალობისაა თავად კატებისთვის)

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ეს რისკები, არ გაუშვათ კატა გარეთ თქვენი მეთვალყურეობის გარეშე! გაასეირნეთ ისინი კვირაში 2-3-ჯერ მაინც, საბელით და თქვენთან ერთად, წყნარ და მშვიდ ადგილებში, პარკებში და მაქსიმალურად სიმწვანეში.  სეირნობას მიაჩვიეთ ნელ-ნელა (გაეცანით ზემოთ მოცემული ვიდეო ტუტორიალს).

IMG_20190216_171751.jpg sdr_soft

ფისოებს ძალიან უყვართ ფანჯრიდან გარემოს თვალიერება და საათობით შეუძლიათ აკეთონ ეს. შეუქმენით თქვენს ცხოველს ისეთი გარემო, რომ შეძლოს სურვილის შემთხვევაში ფანჯრის რაფაზე ან ფანჯარასთან ჯდომა. მე ამისთვის საბოლოოდ მაგიდის კედელთან მიდგმა დამჭირდა 🙂 

ჩიპირება:

კომპანიონი ცხოველის მიკროჩიპირება ყველა განვითარებული ქვეყნის სავალდებულო პრაქტიკაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არ მოგემსახურებათ არც ერთი ვეტერინარული კლინიკა.


ჩიპირების საშუალებით, ხდება დაკარგული ან პატრონისგან გამოგდებული ცხოველის იდენთიფიკაცია: დაკარგული ცხოველი პატრონს უბრუნდება, ხოლო გამოგდებული ცხოველი გადაჰყავთ დროებით თავშესაფარში, სადაც  თავიდან ხდება მის სხვა ოჯახში გაშვილებაზე ზრუნვა. პარალელურად, ძველი პატრონი ჯარიმდება მაღალი გადასახადით და ეკრძალება მომავალში სხვა ცხოველის აყვანა.

საქართველოში, ჩიპირების ვალდებულება მხოლოდ თბილისსა და ბათუმში გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, კანონის აღსრულება არც ამ ქალაქებში ხდება. 

გირჩევთ, გაითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკები და დაჩიპოთ თქვენი ცხოველი. საზღვარგარეთ წაყვანის სურვილის შემთხვევაში, დაუჩიპავ ცხოველს ვერც საზღვარზე გადაიყვანთ. 

microchip

თავად მიკროჩიპი, ზომით დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ხელაა და ცხოველის კანქვეშ, მხრების კუნთებს შორის თავსდება.

აუცილებელია, რომ დაჩიპვის პროცედურა ჩაატაროს გამოცდილმა ვეტერინარმა, რადგან არასწორი ინექციით შესაძლოა დაზიანდეს ცხოველი, მისი ზურგის ტვინი და სხვ. თუ ჩიპი სწორად არის მოთავსებული ცხოველის ორგანიზმში, ის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

მიკროჩიპით ცხოველის მოძიება ხდება GPRS ფუნქციით, ან სკანირებით.  სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარზე არსებულ ჩიპებს მხოლოდ სკანირების საშუალება აქვთ. 

9: ბეწვი და ბრჭყალები

 

თუ კატა მოვლილია და იკვებება კარგი ხარისხის საკვებით, მას თმა ყოველდღიურად დიდი რაოდენობით არ სცვივა. კატებისთვის თმის ცვენას სეზონური ხასიათი აქვს. 

 

 

 

 

თმის ცვენის პრევენციისთვის, დავარცხნეთ ფისო ყოველდღიურად, ან კვირაში 3-ჯერ მაინც.  კატების სავარცხელი, ბეწვის ზომისა და დანიშნულების მიხედვით, იყიდება ზოომაღაზიებში. მე უპირატესობას, ფოტოზე გამოსახულ სავარცხელს ვანიჭებ, რომელიც იყიდება “ზოოსითის” ქსელში. 

 

ფურმინატორი – სპეციალური სავარცხელია ღრმა ვარცხნისთვის, რომლის გამოყენებაც შეიძლება მხოლოდ კვირაში ერთხელ. იყიდება ზოომაღაზიებში და ძლიერი ცვენის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს ალტერნატივაც გამოიყენოთ. 

 

https://purringpal.com/best-cat-brushes/ – აქვე მშვენიერი სტატია თქვენთვის ოპტიმალური სავარცხლის ასარჩევად, რომლებიც ამაზონიდანაც შეგიძლიათ გამოიწეროთ.

ფისოები ლოკვისას (საკუთარი თავის გასუფთავებისას) ყლაპავენ დიდი რაოდენობით ბეწვს. იმისათვის, რომ ამ ბეწვის მარტივად გადამუშავება შეძლონ, საჭიროა ე.წ. მალტ პასტის გამოყენება. მალტ პასტა, კბილის პასტის მსგავს ტუბში მოთავსებული მასაა,  რომელიც პრევენციისთვის უნდა გამოიყენოთ კვირაში 2-3 ჯერ  (აალოკინოთ 1-2 სანტიმეტრის სიგრძის მასა).  ძლიერი ცვენის შემთხვევაში, შეგიძლიათ მისცეთ ყოველ დღეც.  

 

მალ პასტის ალტერნატივაა სახლში  ჯეჯილის დარგვა, რომელსაც თავად მიირთმევს ფისოების უმეტესობა და მისი საშუალებით “უკან ამოაქვს” გადაყლაპული ბეწვის მასა.

მალტ პასტის ჩემი გამოცდილი ბრენდები:

Bio PetActive – შეიძენთ 4pets.ge -ს მაღაზიაში ან ვეტექსში. http://en.biopetactive.com/avada_portfolio/biopet-active-cati-malt/  –  დეტალური ინფორმაცია იხილეთ მათ გვერდზე.

 

 

          Oropharma – შეიძნეთ ზოომარტში. https://www.versele-laga.com/en/lara/products/oropharma-anti-hairball – დეტალური ინფორმაცია იხილეთ მათ გვერდზე.

 

 

Trexie  cat malt paste-ის სურათის შედეგიTrexie – ამ სამიდან ყველაზე ნაკლებ ხარისხიანი, შეიძენთ ზოოსითიში. https://www.trixie.de/heimtierbedarf/en/shop/Cat/FoodRewards2/SupplementaryFood2/?card=24958 – დეტალური ინფორმაცია იხილეთ მათ გვერდზე.

 

საკვების მწარმოებელი ზოგიერთი ბრენდი მშრალი საკვების ერთ-ერთ პოზიციად ბეწვის გადამუშავების ხელშემწყობ საკვებსაც აწარმოებს.  სჭირდება თუ არა კონკრეტულად ასეთი საკვები თქვენს ფისოს, ეს ვეტერინარმა უნდა გადაწყვიტოს.

https://reviewtiful.com/best-cat-food-cats-throw-up/ – ძალიან კარგი სტატია საუკეთესო საკვებზე ბეწვის გადასამუშავებლად და ზოგადად კატებში ამ ფენომენზე. ზოგჯერ ფისოები გულს ირევენ, იმისათვის რომ ბეწვი ამოიღონ და არ შეშინდეთ, თუმცა ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გულის რევის სიხშირესა და მიზეზებს.

cat-claw-8

 

 

ფისოებს აქვთ ბრჭყალები, რომლებსაც  დღეში რამდენჯერმე თავად „იქლიბავენ“. არსებოს ე.წ. კატის საჩხაპნებიკატის “ხეები”, სახლები რომლებიც  შეგიძლიათ შეიძნოთ ზოომაღაზიებში.  თუ გაგიმართლათ და მოწეონათ, ძირითადად ამ სათამაშოზე კონცენტრირდებიან და სხვა ავეჯის გაფუჭების შანსი დაიკლებს. 

 

fdhdfgh

 

თუ როგორ იქცევა კატა სახლში – ინდივიდუალურია. ზოგს უყვარს სიმაღლეებზე ძრომა, შპალერზე ფრჩხილების დაჩხაპვნა, ფარდაზე ასვლა. ზოგს კი ნაკლებად. მაგალითად,  ჩემი ფისოები ამ მხრივ ძალიან მოწესრიგებული არიან,  უყვართ მხოლოდ ქაღალდების ხევა და შიგადაშიგ ქაღალდის პარკების დახევის უფლებასაც ვაძლევ.

 

 

cuting cats claws-ის სურათის შედეგი

 

ბრჭყალი ფისოს სხეულის ნაწილია. მათ ბრჭყალები ხეზე ასაძრომად, ბალანსისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოებებიოსათვის სჭირდებათ.  რა თქმა უნდა მათთვის დიდი დისკომფორტია, როდესაც ბრჭყალებს ვაჭრით, თუმცა სახლის პირობებში რთულია ფისოსთან თამაში და მისი მოფერება, როდესაც მას ძალიან ალესილი ბრჭყალები აქვს. ამიტომ მე მხოლოდ ალესილ ნაწილს, ე.წ. კაუჭის სუუულ პატარა ბოლოს ვაჭრი, ისიც ხანდახან, რომ ფისოსაც ნაკლები სტრესი მივაყენო.

cuting cats claws-ის სურათის შედეგი

 

ბრჭყალების დაჭრას საკუთარი წესი აქვს:  ბრჭყალის ბოლოში არსებულ ვარდისფერი ნაწილს არ უნდა შეეხოთ. ამ ნაწილში გადის კაპილარები და ნერვული დაბოლოებები. მისი მოჭრა ფისოს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

 

 

 

 

ghjkhfjk

ზოომაღაზიებში იყიდება სპეციალური მაკრატლები, რომლითაც მარტივად დააჭრით ფისოს ბრჭყალებს. მე ყველაზე მეტად ფოტოზე წარმოდგენილი მაკრატელი მომწონს, რომელიც ზოომარტში შევიძინე.

გაეცანით ბრჭყალების დაჭრის ვიდეო გაიდლაინს ?

10: ფისოს ზოგადი ჯანმრთელობა

კატის ნორმალური სიცხე 38 დან 39.2 გრადუსამდე მერყეობს. კნუტებში სიცხე კიდევ ცოტა უფრო მაღალია.

როგორც ძალიან დაბალი, ასევე მაღალი სიცხე საშიშია ცხოველის ჯანმრთელობისთვის. ასეთ დროს, დაუყოვნებლივ მიმართეთ სანდო ვეტერინარულ კლინიკას.

არსებობს იშვიათი გამონაკლისები, როდესაც კატა ბუნებრივად არის დაბალ ან მაღალსიცხიანი. თუმცა, ამ დასკვნამდე ვეტერინარი სხვა ყველა რისკის გამორიცხვის მეთოდით უნდა მივიდეს. 

ვიდეო გაიდლაინი სიცხის გასაზომად (ელექტრო საზომის შემთხვევაში, გამოცდილი გქონდეთ, რომ სწორად მუშაობს) ?

ფაღარათი (კუჭის აშლა) და ყაბზობა (კუჭში შეკრულობა) ძალიან საფრთხილოა ცხოველების შემთხვევაში. ორივე მათგანი შეიძლება გამოიწვიოს ჭიებმა, მოწამლვამ, ინტოკსიკაციამ, სხვადსხვა ვირუსებმა, რაიმე არასასურველი ნივთის/საკვების ჭამამ და სხვა მიზეზებმა.

თუ ფისოს 48 საათის განმავლობაში, ვერ გადის კუჭში, ან პირიქით ფაღარათი აქვს –   მიმართეთ კონსულტაციისთვის ვეტერინარს. ფაღარათის შემთხვევაში ცხოველი კარგავს ბევრ სითხეს, გაუწყლოვნებისა და საჭირო მინერალების თავიდან ასაცილებლად დაალევინეთ მას Humana Elektrolyt ან რეჰიდრონიანი წყალი, პარალელურად მიმართეთ ვეტერინარს.

თუ ფისო ვერ შარდავს, ან სისხლს აყოლებს შარდს/განავალს,, სასწრაფოდ მიიყვანეთ ვეტერინართან.

https://healthypets.mercola.com/sites/healthypets/archive/2016/03/03/feline-lower-urinary-tract-disease-signs.aspx – კარგი სტატია კატებში საშარდე გზების პრობლემების შესახებ.

 

ფისოს ყურები ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ორგანოა. ყურები მას ყოველთვის   სუფთა უნდა ჰქონდეს. ჩახედეთ ნიჟარებში პერიოდულად, თუ აღმოაჩენთ სისველეს, ან ზედმეტად ბევრ ჭუჭყს ( რომელიც არა მხოლოდ ზედაპირზეა, არამედ შიგნითაც ჩანს), მიმართეთ ვეტერინარს. გააკონტროლეთ ყურის ტკიპაც (რომლის სიმპტომია ზედმეტად უხვი შავი ან ყავისფერი “გამონადენი” ყურში რომელიც გამოწმენდის შემდეგაც, მეორე დღეს კვლავ შეივსება). არ გამოუწმინდოთ  ფისოს ყურები ღრმად სახლის პირობებში. ცხოველის ყურში წყლის მოხვედრაც პრობლემატურია, ამიტომ ნუ დაასველებთ ბამბას წყალში, ამისთვის იხმარეთ ქლორჰექსიდინის ხსნარი (იყიდება აფთიაქში).

sadgfd

თუ ფისოს აქვს თვალიდან ცრემლის, ან სხვა სახის გამონადენი, შეგიძლიათ ფურაცილინის ხსნარით, ფიზიოლოგიური ხსნარით, ან გვირილის ნაყენით  ფრთხილად გაუწმინდოთ თვალები – თითო თვალი ბინტის სხვადასხვა ნაჭრით. ბამბის მაგივრად, სჯობს გამოიყენოთ ბინტის ნაჭრები. თუ გამონადენი ხშირია და დიდ ხანს გაგრძელდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ Tobrex -ის წვეთები (1 წვეთი დღეში 2-ჯერ) ან კონკრეტულ შემთხვევებში Tetraciklin-ის მალამო (დღეში 2-ჯერ), პარალელურად, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

gjffjhgპერიოდულად შეამოწმეთ თქვენი ცხოველის პირის ღრუ.  ფისოები 4-5 თვის ასაკიდან იწყებენ კბილების მოცვლას, ამ პერიოდში  პირის ღრუში შესაძლოა  არასასიამოვნო სუნი ჰქონდეთ. დააკვირდით ღრძილებს, თუ ზედმეტად წითელი ან დასიებულია, სავარაუდოდ ანთებაა (რასაც ხშირად უხარისხო კვება იწვევს). ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი ვეტერინარული პრეპარატია Stomorgil, რომელიც არის აბი. ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ასევე იყენებენ Metrogeldinta-ს გელს. პარალელურად,  მიმართეთ ვეტერინარს.

ზედმეტად თეთრი ღრძილები ჰემოგლობინის ნაკლებობის ნიშანია და სისხლის ანალიზით უნდა გადამოწმდეს.  შესაძლოა ფისოს ჰქონდეს დაჩირქებული, ან გასაწმენდი კბილები. პირის ღრუში უსიამოვნო სუნი იცის ჭიებმაც.

ზოგადად, ფისოებს დღის განმავლობაში უმეტესად სძინავთ და ღამე უფრო აქტიურობენ, მაგრამ ცხოველი არ უნდა იყოს ზედმეტად მოდუნებული. ცუდად ყოფნის დროს ფისოებმა ხშირად იციან დამალვაც.

 

ზედმეტი ბეწვის ამოღების მიზნით, კატები ხანდახან გულს ირევენ.  ნორმალურ შემთხვევაში, ცხოველმა უნდა შეძლოს საკუთარი ბეწვის გადამუშავება, თუ მას ეს უჭირს და რეგულარულად იღებს ბეწვს, დაეხმარეთ  მალტ პასტით, ან საჭიროების შემთხვევაში ბეწვის გადამამუშავებელი მშრალი საკვებით.

ბეწვის რეგულარული ამოღება ხშირად ნაწლავების ანთებითი დაავადების ნიშანია, რომელიც თავის მხრივ კიბოსაც იწვევს.

გულის რევა არის ჭიების სიმპტომიც, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს მოწამლვა, ინტოქსიკაცია, უბრალოდ არასასურველი საკვების უკან ამოღება, ვირუსი და ა.შ. თუ გულის რევა ბევრჯერ განმეორდა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

 

კატებში ხშირია თრომბის (სისხლძარღვების პრობლემების) პრობლემები. თრომბის ჩამოყალიბებას სამწუხაროდ ხელს უწყობს ნარკოზი (ამიტომ, ეცადეთ მაქსიმალურად იშვიათად დაგჭირდეთ ის).ნარკოზის წინ გადაიღეთ გულის კარდიოგრამა. 

თრომბის პრობლემის პირველი ნიშანი,  არის ცივი თათები (ბალიშები) და გალურჯებული ფრჩხილები.

მაქვს რუსი ვეტერინარების დანიშნულებაზე წვდომა, საჭიროებისამებრ, შემიძლია მისი ნებისმიერი მსურველისთვის გაზიარება.

ფისოებში ხშირია გულის პრობლემები. ამიტომ თამაშისას, მათი ძალით შეშინება ან რაიმე გამღიზიანებლის გამოყენება დაუშვებელია.

არ შეიძლება გრძელვადიანად რაიმე დააძალოთ კატას.  მაგალითად, ნემსი, როდესაც ის ისტერიკაშია. მათი ფსიქიკა ძალიან მყიფეა და შეიძლება ამ პროცესში ინფარქტი გამოიწვიოთ. იპოვეთ ალტერნატიული გამოსავალი, როგორ დაეხმაროთ თქვენს ფისოს ისე, რომ  ზედმეტად არ გააღიზიანოთ/ანერვიულოთ. ძალიან მშვიდი საუბარი და დაყვავება ბევრად ეფექტიანია, ვიდრე მათი გაკავება და ძალით რაიმე ტექნიკური მანიპულაცია. 
დაყრილი ყურები ძირითადად შიშის (ან თამაშის, “ნადირობისთვის მზადების”) ნიშანია. 

 მიუხედავად იმისა, რომ კატებს მარტო ყოფნა და  დღის განმავლობაში ძილი უყვართ, მათ მაინც სჭირდებათ ადამიანთან კომუნიკაცია. რეკომენდებულია, საკუთარ ცხოველს დღეში მინიუმ 10 წუთი მაინც ეთამაშოთ. ეს არა მხოლოდ დაგაახლოვებთ მასთან, არამედ გაუმრავალფეროვნებთ დღეს  და ფიზიკური აქტივობითაც დატვირთავთ.  

fbtmdn

 

კატებს ძალიან არ უყვართ ტანსაცმელი. ნუ დააძალებთ მათ რაიმე აქსესუარის ან ჩასაცმელის ტარებას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე მოგწონთ.

ჩემს  ფისოს ჟილეტი ერთადერთხელ ჩავაცვი, ოპერაციის შემდეგ, რადგან პოსტოპერაციულ საყელოში ძალიან მეცოდებოდა. საბედნიეროდ ჟილეტმა გაამართლა. მხოლოდ ორი კვირა ატარა და ახლა კვლავ “თავისუფალია” 🙂 <3

ფორმა 100 –  სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ცხოველის ჯანმრთელობის ისტორიის შექმნის კულტურა. არსებობს მხოლოდ პასპორტი სადაც აცრები და ჰელმითებზე დამუშავება აღინიშნება. ამიტომ შექმენით ფორმა 100 -ის საკუთარი დოკუმენტი.
ფისოს მოყვანის დღიდან დაათარიღეთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ანალიზები, სიცხე, გულის რევა, ოპერაციები, მკურნალობა, მედიკამენტები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი. ეს ინფორმაცია  დაეხმარება თქვენს ვეტერინარს უკეთ დასვას დიაგნოზი და დანიშნოს მკურნალობა საჭირო დროს + უცხოელ ვეტერინარებთან საკონსულტაციოდაც გამოგადგებათ.

https://www.allfelinehospital.com/blood-work-explanation.pml?fbclid=IwAR1QUB-fO49BYpe5wsAL6ftosKh2ZnBoV-A0Z4TUmfQfxav-9_2P222Zzj4 – კატებზე ორიენტირებული, ამერიკული ვეტერინარული კლინიკის ვებ-გვერდი, სადაც აღმოაჩენთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, მათ შორის აღნიშნულ ლინკზე წაიკითხავთ ფისოს სისხლის საერთოსა და ბიოქიმიური ანალიზის განმარტებას.

ტკივილგამაყუჩებლები ცხოველებისთვის საკმაოდ სარისკო და დამაზიანებელია. შესაბამისად, გამოიყენეთ ისინი, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მხოლოდ გამოცდილი და პროფესიონალი ვეტერინარის  დანიშნულებით. ადამიანის წამლების უმეტესობა კატებისთვის სასიკვდილოა. კეტონალი, ანალგინისა და დიმედროლის ნაზავი – ამ ორი წამლის გამოყენება ნებადართულია, მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში, დოზები დაიცავით ზუსტად – ვეტერინარის მითითებით. 

11: ჩვევები და ხასიათი

განსხვავებით ძაღლებისაგან, კატებისთვის კუდის ქიცინი უკმაყოფილების, გაღიზიანების, ან თავდასხმაზე მზადების ნიშანია. თუ თქვენი ფისო კუდს აქტიურად აქნევს, დააკვირდით რა შეიძლება აწუხებდეს მას.
ე.წ აფხორვა და აფუებული კუდი, გაბრაზების გარდა შიშის ნიშანიცაა.

 

 

IMG_20190829_124324

 

განსხვავებით ძაღლებისაგან, როდესაც ფისო ზურგზე წვება და მუცელს „გაჩვენებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუცელზე მოფერებას გთხოვთ. ეს მათი მხრიდან თქვენდამი ნდობის გამომხატველი ჟესტია. ამ დროს შეგიძლიათ მას სტანდარტულად თავზე, ყურების უკან და კუდის მიდამოებში – ზურგზე მოეფეროთ. ფისოებს მუცელზე ხელის მოკიდება არ უყვართ.

 

hjj

? ფისოები იმ იშვიათ არსებებს წარმოადგენენ, რომლებიც კრუტუნებენ (კატისებრთა ოჯახიდან, კატის გარდა კრუტუნებს მხოლოდ პუმა ☺️). კრუტუნი ერთ-ერთი ამოუცნობი ფენომენია, რომელსაც მრავალი მიზეზით ხსნიან. ერთ-ერთი ვერსიით ფისო ამ დროს საკუთარ თავს მკრუნალობს (და მათ შორის თქვენც). კატა ძირითადად მაშინ კრუტუნებს როდესაც ბედნიერია, როდესაც გეფერებათ, ან როდესაც რაღაცაზე ძალიან ნერვიულობს.

asdsfes.jpg

 

როდესაც ფისო თამაშის დროს მსუბუქად გკბენთ, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ გეთამაშებათ, ხანდახან უბრალოდ განიშნებთ, რომ თავი დაანებოთ. ამიტომ კარგად დააკვირდით, კონკრეტულ შემთხვევაში ხომ არ აწვალებთ ფისოს.

 

 

ფისოებმა ხანდახან  ოთახში წინ და უკან თავქუდმოგლეჯილი სირბილი იციან. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფისო ნადირობისთვის ვარჯიშობს და არ დაუშალოთ.  ფიზიკური აქტივობა ცხოველისთვის აუცილებელია.

 

 

ფისოები ხშირად იმალებიან, თუ მათ ვიღაცის ან რაღაცის ეშინიათ.

მოძებნისას გაითვალისწინეთ, რომ უნდა ეძებოთ ისეთ ადგილებში, სადაც არ წარმოგიდგენიათ, ან ისეთ პატარა სივრცეეებში, სადაც გგონიათ, რომ წესით ვერ შეეტევა. ზოგმა ფისომ დამალვა იცის მაშინაც, როდესაც რაღაც ტკივა.

 

';

ფისოები, ძაღლებისგან განსხვავებით სახლში მარტო უპრობლემოდ რჩებიან და ძალიან სტრესულად გადააქთ გარემოს ცვლილება. ამიტომ, თუ მხოლოდ რამდენიმე დღით მიდიხართ სადმე, სჯობს თქვენი ფისო სახლში დატოვოთ და მის მოსავლელად თქვენს სახლში გადმოვიდეს თქვენი ახლობელი ადამიანი, ან ყოველდღიურად ვინმემ ააკითხოს წყლის, საკვებისა და ქვიშის გამოსაცვლელად.

აგარაკებზე, სოფლებში, თუ დიდი ხნით მიდიხართ, თან წაიყვანეთ ფისოც – რამდენმე დღის შემდეგ, კატა უკვე ეჩვევა გარემოს, მოსწონთ სივრცე და ეზოც, თუმცა ყოველთვის აკონტროლეთ, რომ არ გასცდეს თქვენს ტერიტორიას, არ გაძვრეს სადმე, რაიმეს ან ვინმეს შიშის შედეგად არ დაიკარგოს.

ცხოველების სასტუმროები უკანასკნელი გამოსავალია და მე პირადად არ გირჩევთ, გარდა იმისა, რომ  ყველგან შესაბამისი პირობები არ არის, ცხოველი ძალიან დაისტრესება.

მანქანის დაძვრამდე, ყოველთვის შეიხედეთ მანქანის ქვეშ ( არ აქვს მნიშნველობა მანქანა თქვენია თუ სხვისი) , ფისოებს უყვართ ზაფხულში ჩრდილში, ხოლო ზამთარში მანქანის ძრავის სითბოთი გათბობა.

 

კატებმა იციან კონკრეტული მცენარის ამოჩემება და მისი ჭამა. მაგალითად,, დედაჩემის ფისო ერჩის ჭაობის პალმას, ხოლო ჩემს სახლში გვიმრას ებრძვიან ?‍♀️ზოგიერთი მცენარე კატებისთვის ტოქსიკურია, ამიტომ ყურადღებით იყავით.

 

არსებობს სპეციალური სპრეი, რომელსაც მიასხამთ მცენარის სიახლოვეს იატაკსა და ქოთანზე ( არ დაასხათ თავად მცენარეს), მისი სუნი არ სიამოვნებს კატების ნაწილს და შესაძლოა თავიდან აგაცილოთ მსგავსი პრობლემები. ყველა ცხოველზე არ მოქმედებს, თუმცა, გამოუვალ სიტუაციაში ცდად ღირს.


ამ ბრენდის სფრეის ზოომარტის ქსელში აღმაოჩენთ.

ორი ფისოს ერთმანეთთან შეჩვევა კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევაა,  რომლის გადალახვაც ფისოების ბევრ პატრონს უწევს. ☺️

ძირითადად პროტესტს გამოთქვამს ის ფისო, რომელიც “მასპინძელია” და არ უნდა ახალი ცხოველისთვის ტერიტორიების დათმობა. 

იშვიათ შემთხვევებში, გაცნობის პროცესი მარტივად და უმტკივნეულოდ ხდება, მაგრამ ძირითადად, რამდენიმე დღე და ზოგჯერ 1 თვემდე პერიოდი სჭირდებათ კატებს, ახალი მეგობრის შესაგუებლად. 

ამ დროს, ეცადეთ არ მოაკლოთ ყურადღება თქვენს პირველ ფისოს. ახალი ფისო თავდაპირველად გყავდეთ განცალკევებით და ერთმანეთის სათამაშოებით/სუნებით შეაჩვიეთ ისინი ერთმანეთს. ეცადეთ ჭამის, თამაშის და სხვა მსგავსი სასიამოვნო პროცესები ერთად გაატაროთ.  საჭმელი და წყალი დაუდგით ცალ-ცალკე. თავიდან, სასურველია თუ ტუალეტიც სხვადასხვა ექნებათ.

არ თქვათ უარი ახალი ფისოს აყვანაზე ამ სირთულეების გამო. ყველაფერი მალე დალაგდება ? 

 

თუ თქვენს ფისოს უცნაური ქცევები, ან ხასიათი შეამჩნიეთ და მათი ამოცნობა გსურთ, გახსოვდეთ, რომ Youtube და Google თქვენი მეგობარია ?☺️

 

 

 

მაგალითისთვის, ერთ-ერთი კარგი ვიდეო?

 

კიდევ ერთი :)?

ფისოებისთვის ბრძანებების სწავლება ?

Jackson Galaxy ის კატებთან მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით. მისი Youtube არხი  დაგეხმარებათ და გაგარკვევთ უამრავ საკითხში. სხვადასხვა თემაზე შეგიძლიათ მოუსმინოთ მის ვიდეო გაიდებს (მათ შორის, როგორ შევაჩვიოთ ორი ფისო ერთმანეთს)

 

12: ნივთები და პროდუქტები, რომლებიც დაგჭირდებათ ფისოსთვის

asdf

  • ტუალეტის ყუთი და ქვიშა (ქვიშა ყოველთვიურად)
  • საკვები და ჯამები (საკვები ყოველთვიურად)
  • სათამაშოები  (მათ შორის ბრჭყალების საჩხაპნი)

ნუ შეიძენთ სათამაშოებს „საეჭვო მაღაზიებში“,  ცხოველის სათამაშო შეიძლება იყოს დამზადებული ტოქსიკური ნივთიერებებისგან და დააზიანოს თქვენი ცხოველის ჯანმრთელობა. მოერიდეთ (❗) ისეთ სათამაშოებსაც, რომლებსაც მოჰყვება ვალერიანის ფხვნილი.

  • სავარცხელი
  • ბრჭყალების მაკრატელი
  • ყელსაბამი ტელეფონის ნომრით 

47.jpg

ფისოები, იმას, თუ როგორ გაძვრებიან/გაივლიან ამა თუ იმ სივრცეში, ზომავენ საკუთარი კისრის მიხედვით.  რადგან ყელსაბამი მათთვის არაბუნებრივი დანამატია, მას გაბარიტების განსაღვრისას ვერ ითვალისწინებენ, ამიტომ შესაძლოა სადმე გამოედონ, ჩამოეკიდონ და დაიხრჩონ. არსებობს ამის ძალიან ბევრი სამწუხარო მაგალითი, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი ყელსაბამი, რომელიც მარტივად სძვრება.

ყელსაბამზე შეგიძლიათ დაუმაგროთ ფისოს კულონი, თქვენი ტელეფონის ნომრით, სახლიდან გაპარვის შემთხვევაში.

კულონი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ზოომაღაზია „4pets.ge” ან,  ვეტ კლინიკაში „აიბო“ . იმისათვის რომ კულონმა ძალიან არ შეაწუხოს, შეგიძლიათ  წვრილი რეზინით დაამაგროთ ზედ ყელსაბამზე, ან უკეთესი ალტერნატივაა  გამოიწეროთ  ალიექსპრესიდან, ან ამაზონიდან  ყელსაბამი ჩამაგრებული კულონით (გახსოვდეთ, ყელსაბამი მარტივად უნდა სძვრებოდეს კისრიდან)

  • გასასეირნებელი საბელი
  • გადასაყვანი ჩანთა ( მე მხოლოდ მიუსაფრებისთვის ვხმარობ, ჩემებს მხოლოდ საბელს ვუკეთებ დაზღვევისთვის)
  • პასპორტი ( რომელსაც აიღებთ ვეტ კლინიკაში და აღირცხავთ ჰელმითებზე დამუშავებასა და ვაქცინებს, ასევე საჭიროა საზღვარგარეთ გადაყვანის დროსაც)

პერიოდულად:

  1. ჭიების წამალი
  2. რწყილების წამალი
  3. ბეწვის გადასამუშავებელი მალტ პასტა
  4.  სველი ხელსახოცი (უალკოჰოლო)
  5. შამპუნი

 ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, ზემოთ  უკვე განვიხილეთ დეტალურად.  

13: ვეტკლინიკები და ვეტერინარები

გახსოვდეთ (❗) საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, შესაბამისად, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად  ცხოველის მოვლის კულტურაც ძალიან დაბალია. შესაბამისად, არ გვაქვს არც ერთი გამართული ვეტერინარული კლინიკა, სრულად აღჭურვილი ინფრასტრუქტურითა და სრულყოფილი სერვისით.

არც ერთი ვეტერინარი საქართველოში არ არის 100%-ით სანდო. თქვენ, როგორც ცხოველის პატრონი, თავად უნდა იყოთ მოწოდების სიმაღლეზე. გაეცნოთ საერთაშორისო გამოცდილებებს, იკითხოთ ბევრი მასალა, აღრიცხოთ საკუთარი ცხოველის ყველა სამედიცინო მანიპულაცია, გააკეთოთ ამისთვის მისი ჯანმრთელობის ისტორია და შექმნათ ფორმა 100-ის დოკუმენტი. არასდროს, მოგერიდოთ კითხვების დასმა და პასუხების მოთხოვნა თქვენი ცხოველისთვის ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მკურნალობის სრულ პროცესზე. გახსოვდეთ: თქვენი ცხოველის ჯანმრთელობა თქვენს ხელშია, ამიტომ მოთხოვეთ ვეტერინარს დაგითმოთ საკმარისი დრო და ყურადღება!  ეჭვების შემთხვევაში, გადაამოწმეთ ნებისმიერი ტესტის, დიაგნოზის თუ დანიშნულების სანდოობა ალტერნატიულ წყარეობეთან. 

სახელებში გალინკულია Facebook გვერდები: ?

ლაქი ფაუ

  • მისამართი: ქავთარაძის 44
  • ტელეფონი: (+995) 551 00 55 81
  • თერაპევტი და ქირურგი – ირაკლი ნარჩემაშვილი

 

აღნიშნული კლინიკა გამორჩეულად დაბალ ფასად ეხმარება მიუსაფარ ცხოველებს,  ირაკლის ქირურგიაში აქვს კარგი გამოცდილება.

ვეტექსი 

  • მისამართი: პოლიტკოვსკაიას 50 (ჯიქიას ქუჩა)
  • ტელეფონი: (+995) 597 12 73 12
  • თერაპევტი და ქირურგი – მარიკა ჩხიკვიშვილი და მაო გალუაშვილი 

ამ კლინიკაში არიან სხვა ვეტერინარებიც და მე არც ერთს არ ვუწევ რეკომენდაციას. 

65911520_2356002594647711_5687677421742981120_n აბ ვეტ ბუნება

  • მისამართი: ოთარ ჭილაძის 166/5 (საბურთალო, შესასვლელი იონა ვაკელის ქუჩიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს პირდაპირ).
  • ტელეფონი: (+995 ) 593 55 79 79
  • თერაპევტი –  დათო ნანობაშვილი ( +995 593 39 47 33
  • ქირურგი –  გიორგი ჩიკვატია –  (+995) 555 94 78 63

  • გიორგი განსაკუთრებით კარგია ძვლებზე და რთული ოპერაციების საჭიროების შემთხვევაში. 
  • ამ კლინიკაში არის რიგისა და მენეჯმენტის სერიოზული პრობლემა. გაფრთხილებთ, რომ შეგიძლია მოგიწიოთ საათობით რიგში დგომა და ასევე, მოთხოვეთ თქვენს ვეტერინარს დაგითმოთ ის დრო და ყურადღება, რომელიც გეკუთვნით! 
  • ამ კლინიკაში არიან სხვა ვეტერინარებიც, მარტივ მანიპულაციებზე ვუწევ რეკომენდაციას თინას (ფელინოლოგს, ანუ კატების ვეტერინარს), იზის და ნათიას.

2119bf47d7b87e64cec84a2fa9a92394

აიბო

  • მისამართი: ცინცაძის ქუჩა #45
  • ტელეფონი: (+995 32 ) 2 91 12 53
  • ლაბორატორია  – ეკა ღვალაძე, 
  • რენდგენი და კარდიოგრამა – ნინო გაბეჩავა
  • ოფთალმოლოგია – ლუბა ტიუხი

აღნიშნულ კლინიკაში აქვთ კარგი ხარისხის აპარატურა და ჰყავთ ზემოთ ჩამოთვლილი კარგი სპეციალისტები.  განსაკუთრებით ნინო გაბეჭავა, რომელიც თავის საქმის პროფესიონალია. 

  • ამ კლინიკაში არ ისარგებლოთ თერაპევტებით ან ქირურგიით. მიაკითხეთ მხოლოდ გამოკვლევებისთვის. 

 

24294350_133570824086569_2213378436491887987_n ვეტ ლაიფი

  • მისამართი: გ. ფანჯიკიძის 3ბ  (ყოფილი ბუდაპეშტი)
  • ტელეფონი: (+995 32 ) 2 30 50 59
  • ქირურგი და თერაპევტი – სერგო ოსიპოვი (უზრდელი და აროგანტული კაცია, მაგრამ საქართველოს პირობებში, ბევრი უკეთესი ალტერნატივა სამწუხაროდ არ გვაქვს) 
  • აქვთ გადასხმის სპეციალური აპარატი, რომელიც თავად განსაზღვრავს წვეთოვანის სისწრაფეს სხეულის მდგომარეობის მიხედვით
  • ჰყავთ ახალგაზრდა, ნორმალური ექიმები, მარტივი მანიპულაციებისთვის

 

კლინიკა “ვეტი” პაატა ჩხეიძის პირადი პრაქტიკა 

  • მისამართი: წერეთლის გამზირი #15
  • ტელეფონი: (+995) 577 47 62 97
  • თერაპევტი და ქირურგი –  პაატა ჩხეიძე

ამ კლინიკას მიმართეთ მხოლოდ ონკოლოგიური პრობლემების, ან კუჭ-ნაწლავის/ინტოქსიკაციის პრობლემების შემთხვევებში. 

 აგრარული უნივერსტეტის ვეტერინარული კლინიკა

  • მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი 240
  • ტელეფონი: (+995)577 32 09 00
  • თერაპევტი  –  ანა ლუკიანოვა

სტანდარტული პროცედურებისთვის შეგიძლიათ მიაკითხოთ ამ კლინიკასაც. ამავე კლინიკაში დამატებით მუშაობს “აიბოს”  ლაბორანტი ეკატერინე ღვალაძე 

18119170_107006773199156_1019803670458686356_nhttps://www.facebook.com/newvetclinic2017/  ნიუ ვეტი

  • მისამართი: ხომლელის ქუჩა #7
  • ტელეფონი: (+995 32) 2 763386
  • თერაპევტი და ქირურგი – დავით ომარაშვილი

თუ ცხოვრობთ ამ უბანში და გსურთ სტანდარტული პროცედურები,  აღნიშნული კლინიკა მშვენიერი ალტერნატივაა. დავითს “მეიჰიუს”  სერთიფიცირება და კარგად სპეციალიზირდება სტერილიზაცია/კასტრაციებზეც.

გახსოვდეთ, ზემოთ აღნიშნულ კლინიკებში, მოითხოვეთ, მხოლოდ კონკრეტული (ჩემს მიერ დასახელებული) ვეტერინარები!!! 

 

კლინიკები, რომლებსაც არ უნდა მიმართოთ: 

  • ვეტჰაუსი
  • ბალტო
  • ზოოპლაზა
  • ვეტ ფოინთი 
  • ვეტ ექსპრესი
  • ზარავეტი
  • ნათია ბერიძის კლინიკა 
  • ნებისმიერი სხვა გაურკვეველი კლინიკა

სამწუხაროდ ქვეყანაში 24 საათიანი მხოლოდ 3 კლინიკა გვაქვს: ზოოპლაზა, ვეტჰაუსი და ბალტო. თუმცა, მათი პროფესიონალიზმი იმდენად დაბალია, მხოლოდ უკიდურესი და გამოუვალი სიტუაციის შემთხვევაში გამოიყენეთ ეს ალტერნატივები. 

გადაუდებელი შემთხვევებისთვის გირჩევთ ვეტერინარს გამოძახებით – თაკო ჭუმბურიძე (+995 598 222 190) 

არ დაგავიწყდეთ:  საქართველოში ვეტერინარია მაღალ დონეზე არ არის განვითარებული, რადგან განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის არ არსებობს საკმარისი რესურსი.

 

cql3ygJD.jpghttps://www.petcoach.coამერიკელი სერთიფიცირებული ვეტერინარების ონლაინ საკონსულტაციო საიტი

  • აღნიშნულ საიტზე შესაძლებელია დასვათ კითხვა $5-ად, ატვირთოთ 3 ფოტო და პასუხს მიიღებთ საშუალოდ 24 -48 საათის განმავლობაში. 
  • ამავე საიტზე  შესაძლებელია გაიაროთ ფასიანი კონსულტაცია ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ვეტერინართან. საუბრის დრო არის ულიმიტო (საუბარი მიმდინარეობს ჩეთის საშუალებით), და არის ფოტოების გაგზავნის შესაძლებლობაც.  ერთი კონსულტაციის ფასი საშუალოდ არის $30. კრიტიკულ სიტუაციებში, გამოიყენეთ მათი რჩევებიც (თუ გაქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა).

c41209b48a24a81c0be14243561faa59.pnghttps://www.justanswer.comმსგავსი ტიპის საიტი, სადაც შეგიძლიათ თვეში $28 გადახდის შემდეგ, ულიმიტოდ ესაუბროთ ამერიკელ ვეტერინარებს მთელი თვის განმავლობაში და გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია სხვადასხვა თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ.

58a73fd91771faa60b8b4569_5d492a271285c.jpgგამოცდილი ოფთალმოლოგი სანქტ პეტერბურგიდან  –Олег Ястребов. სამწუხაროდ საკონტაქტო ნომერი არ მაქვს, თუმცა დალინკულია მისი Facebook გვერდი.

შეგიძლიათ საჭიროებისამებრ მისწეროთ Facebook  გვერდზე და გაგიწევთ ფასიან კონსულტაციას.

 

14:  ზოომაღაზიები

სახელებში გალინკულია Facebook გვერდები: ?

ზოომარტი (აქვს ბევრი ფილიალი)

ძალიან ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე. <3

 

 

download (3)

 

ზოო სითი ( ყოფილი “ბუნება”, აქვს ბევრი ფილიალი, მათ შორის სხვა ქალაქებშიც)

 

 

4pets.ge ზოოგალერეა

მისამართი: ფალიაშვილის #52

ტელ: (+995 32 ) 2 42 05 55

ზრუნავენ მიუსაფრებზეც.

ზოოპლაზა ( აქვს რამდენიმე ფილიალი) გამოირჩევა მაღალი ფასებით, სხვა ზოომაღაზიებში არსებული იმავე პროდუქტებთან შედარებით ( აქსესუარები, სათამაშოები და სხვ.)

 

ზოოლაიფი (მე მგონი აქვთ ფილიალებიც)

მისამართი: ყაზბეგის გამზირი 41 

ტელეფონი: 577 12 27 78

შეგიძლიათ შეიძინოთ Hills-ის ბრენდის საკვები, Beaphar-ის ფირმის მოვლის საშუალებები და Vancat-ის ქვიშა. ასევე სათამაშოები შედარებით ნაკლებ ფასად.

ელიავაზე, მეგალაინის შესასვლელის  პირდაპირ  ორი საბითუმო მაღაზიაა: 

  • შალვა: 557245568
  • იურა 599218722 

შეგიძლიათ შეიძინოთ ქვიშა და სხვა მსგავსი ნივთები დაბალ ფასად. 

ინვეტი (აქვს რამდენიმე ფილიალი, მათ შორის სხვა ქალაქებშიც)

ტელეფონი: 032 225 19 66 

მენეჯერი ანა კორსანტია: +995 599 05 06 79 

აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ცხოველების აქსესუარები და ვეტერინარული წამლები. სხვა ზოომაღაზიებში ამ წამლების უმეტესი ნაწილი სამწუხაროდ არ იყიდება.

 
ტელეფონი: 032 234 10 05
 
აქაც შეგიძლიათ შეიძინოთ ცხოველების აქსესუარები და ვეტერინარული წამლები, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავთ. 

 

სუპერვეტი და მათი აფთიაქი ბიოვეტი

ტელეფონი: +995 592 02 91 91

აქაც შეგიძლიათ შეიძინოთ ცხოველების აქსესუარები და ვეტერინარული წამლები, რომლებსაც სხვაგან ვერ ნახავთ. 

ზოომაღაზიები, რომლებსაც არ ვუწევ რეკომენდაციას 

ზოოტოპია – საწამებელი და ყველანაირი საერთაშორისო პროტოკოლის, სტანდარტის და ცხოველის ყველა უფლების დამრღვევი “კონტაქტური ზოოპარკის” პატრონები 

ზოოჰაბი  – ძალიან გაუცნობიერებელი და არაკეთილგანწყობილი მფლობელების მაღაზია 

გაითვალისწინეთ, რომ როგორც ადამიანებისთვის არსებობს კარგი და ცუდი ხარისხის ნივთები, ასეა ცხოველებისთვისაც. შეგიძლიათ ნაკლებ ფასად ნახოთ გადამყვანი, მაგრამ ნუ დაზოგავთ ფულს საკვებში, ვიტამინში, ან წამალში და ნუ შეუძენთ მათ საეჭვო მაღაზიებში.

15: მედიკამენტები და მკურნალობა 

ცხოველებისთვის ადამიანებისთვის განკუთვნილი წამლები როგორც წესი არ არის რეკომენდებული. არსებობს წამლების კატეგორია, რომლებიც სასიკვდილოა ცხოველისთვის ( მაგალითად Iburofen (იბუპროფენი)) ამიტომ ბრმად ვეტერინარებსაც კი ნუ ენდობით, მოიძიეთ ინფორმაცია ალტერნატიული წყაროებით.

.მაგალითი: ჩემს ფისოს დანიშნული ჰქონდა Aciklovir (აციკლოვირის) ტაბლეტები, სავარაუდოდ დასმული ჰერპეს ვირუსის დიაგნოზის სამკურნალოდ, როგორც შემდეგ დავაზუსტე, აციკლოვირის გამოყენება კატებისთვის აკრძალულია, იწვევს თავის ტვინის ქერქის დაზიანებას და სიკვდილს.

ასევე, Maxitrol (მაქსიტროლი) რომელსაც ჩვენი ვეტერინარები აქტიურად იყენებენ, საზღვარგარეთ აკრძალულია ცხოველებისათვის. იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიტროლის 2 კვირაზე დიდხანს გამოყენება ძალიან საშიშია. მაქსიტროლი იწვევს გლაუკომას კატებში.

ასევე, ტკივილგამაყუჩებლები საკმაოდ ცუდად გადააქვს ცხოველის ორგანიზმს. მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში მიეცით ტკივილგამაყუჩებელი (ვეტერინართან შეთანხმებით). 

https://www.petpoisonhelpline.com/pet-owners/basics/top-10-human-medications-poisonous-to-pets/ – კარგი სტატია წამლების შესახებ, რომლებიც ტოქსიკურია ცხოველისთვის + რჩევები

9789ebe571a2da7aa0cdcbf6020c8968a5c7d7cfსუსტი გაუწყლოვნებისას (კუჭის აშლა, ღებინება, არა გრძელვადიანი) შეგიძლიათ გამოიყენოთ Rehydron (რეჰიდრონი) ან Humana Elektrolyt (ჰუმანა ელექტროლიტი), წყალში გახსნილი.

კუჭში გასვლაში დასახმარებლად, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფისოს დაალევინოთ Duphalac (დუფალაკი) – ს სიროფი (რომლებსაც ბავშვებზეც იყენებენ), დოზირება შეათანხმეთ წონის მიხედვით ვეტთან.

დაკავშირებული სურათი

 

Bifoform (ბიფოფორმი, იგივე ლინექსი) – ის წვეთები დაეხმარება თქვენს ფისოს ფაღარათის დამარცხებაში 🙂

 

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირია კატებში გიარდიოზის (Giardiosis) ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს ნაწლავებში და აქვს შემდეგი სიმპტომები:

  •  ფაღარათი
  • ღებინება
  • წონაში კლება
  • ძალიან ცუდი სუნის მქონე განავალი
  • ცხიმიანი (ლაპლაპა) განავალი

თუმცა, შესაძლოა, ეს ბაქტერია უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს ორგანიზმში

გარდიის მკურნალობის პროტოკოლი ასეთია: 

  • Metronidazole (მეტრონიდაზოლი) 25 მგ / 1 კგ-ზე) აბი, დღეში 2-ჯერ, 7 დღის განმავლობაში 
  • ან 
  • Fenbendazole (ფენბენდაზოლი) 50 მგ / 1 კგ-ზე) აბი, დღეში ერთხელ, 7 დღის განმავლობაში 

პარალელურად, წამლის მიცემიდან მე-2, მე-3 დღეს, თლიანად გამოცვალეთ კატის ტუალეტში ქვიშა, დამდუღრეთ, ან გაასტერილეთ ტუალეტი და აქანდაზი და დაბანეთ ფისო (კატის შამპუნით), იმისათვის, რომ ბეწვიდანაც მოშორდეს ლავრები (არსებობის შემთხვევაში) 

მეტრონიდაზოლს შეიძენთ ნებისმიერ მაღაზიაში,  შეიძინეთ მხოლოდ სანდო ქვეტყნის გამოშვება 

ფენბენდაზოლს შეიძენთ ვეტაფთიაქთი “ინვეტი” (იხილეთ ზოომაღაზიების ჩამონათვალში, მაღლა) 

გაითვალისწინეთ, რომ კატებში, გარდიის ბაქტერია, საკმაოდ რეზისტენტულია და შესაძლოა მკურნალობის კურსის გამეორება დაგჭირდეთ. 

იმისათვის, რომ დასვან გარდიის დიაგნოზი, კლინიკებში კეთდება სწრაფი ტესტი – კატის განავლით. პასუხი 10-15 წუთშია. 

 

კატებში ხშირია სხვადასხვა ალერგიული და სოკოვანი დაავადებებიც. 

სტანდარტული მკურნალობა ასე გამოიყურება: 

დაზიანებული ადგილი გაწმინდეთ Chlorhexidin (ქლორჰექსიდინი)-ს ხსნარში დასველებული ბინტით და რამდენიმე წუთში წაუსვით Triderm (ტრიდერმი)-ს კრემი (ცხოველმა კრემი არ უნდა აილოკოს). აღნიშნული პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ. 7-14 დღის განმავლობაში. 

თუ ტრიდერმი ვერ ერევეა სოკოვან დაავადებას, შეგიძლიათ გამოიყენოთ Diflucan (დიფლუკანი)-ს აბები (კატის დოზა: 10 მგ / 1-კგ-ზე) დღეში 2-ჯერ 10-14 დღე. 

სამივე პრეპარატი იყიდება ჩვეულებრივ აფთიაქებში. 

სჯობს ნებისმიერ შემთხვევაში, გაიაროთ კონსულტაცია სანდო ვეტერინართან, თუმცა აღნიშნული კურსი გამომიცდია (ვეტერინარის დანიშნულებით) და ნამდვილად მუშაობს.  

ქლორჰექსიდინის ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს, ალერგიული თუ სხვა დაზიანების დროს კანის გასაწმენდადაც. 

 

 

ჭრილობების დასამუშავებლად, გამოიყენეთ Betadine (ბეტადინი)-ს ხსნარი (დასველებული ბინტი) და Levomekol (ლევომეკოლი) -ს მალამო. 

დღეში 3-4 ჯერ გაიმეორეთ ეს პროცედურა. არ შეახვიოთ ჭრილობა, სჯობს ღიად მოშუშდეს. 

ცხოველმა არ უნდა აილოკოს კრემი

კატის ვირუსების  ნაწილის დიაგნოსტირება ხდება სწრაფი ტესტების საშუალებით, რომლებსაც აკეთებენ ვეტერინარულ კლინიკებში: ?

 

  • კატის ჭირი (იგივე პანლეიკოპენია, Feline Panleukopenia (FP)
  • კატის კორონა (FcoV)
  • კატის შიდსი (იგივე იმუნოდეფიციტური ვირუსი, (FIV) 
  • კატის ლეიკემია (FeLV)

აღნიშნული ვირუსებიდან ზოგეირთი შედის ე.წ. “კომპლექსურ” ვაქცინაშიც. 

სწრაფი ტესტი არ კეთდება, მაგრამ კომპლექსური ვაქცინით დაიცავთ თქვენს ცხოველებს შემდეგი ვირუსებისგან: ?

  • კატის რინოტრაქეიტი ( Rhinotracheitis (FVR)) რომელიც გამოწვეულია feline herpesvirus -ისგან 
  • კატის კალიცივირუსი ((FCV) 

და ბოლოს, სწრაფი ტესტი არ კეთდება, მაგრამ დამატებითი ვაქცინით დაიცავთ თქვენს ცხოველს შემდეგი ვირუსისგან:? 

  • ცოფი (Rabies) 

არც ერთი აღნიშნული ვირუსი, გარდა ცოფისა, არ არის გადამდები ადამიანზე და მეტიც, არ არის გადამდები არც ძაღლზე, ისევე, როგორც ძაღლის ვირუსები არ არის გადამდები კატასა და ადამიანზე. 

https://basepaws.com/blogs/news/most-common-viruses-in-cats – გაიგეთ მეტი კატის ვირუსების შესახებ აღნიშნულ სტატიაში. 

ძლიერი გაუწყლოვნების დროს, ძირითადად კეთდება  ფიზიოლოგიურის, რინგერის და გლუკოზის ინტრავენურად გადასხმა. თუ ვენის მოძებნა რთულია, ამ შემთხვევაში ხდება კანქვეშ 3-3 საათში ერთხელ სითხის შეყვანა. არ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად.

ერთ-ერთი ძლიერი იმუნოსტიმულატორი – რონკოლეიკინი, რომლის მოპოვებაც საქართველოში რთულია,  წამლის გახსნიდან ვადა აქვს 1 თვე.  ყოველთვის იკითხეთ ჯგუფებში, ჰკითხეთ ვეტერინარებს და შესაძლოა იპოვოთ. კარგი სტიმულატორია Catosal (კატოზალი)-ც. 

საქართველოში იყენებენ, ასევე 2 სხვა იმუნოსტიმულატორს: ფელიფერონსა და კამელინს. არც ერთ მათგანზე არ მაქვს მყარი სამეცნიერო დასკვნები, კამელინი – ჰომეოპათიაა. 

Stomorgyl (სტომორჯილი) – ღრძილების ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი პრეპარატია. იყიდება 2 ან 10 მილიგრამიანი, (1მლ / 1 კგ-ზე).  სჯობს იყიდოთ პატარა დოზა და წონის მიხედვით მისცეთ რამდენიმე (მაგალითად, 2 მლ-იანი 2 აბი, მისცეთ 4 კგ წონის ფისოს)  არ ჩააყაროთ დაფხშვნილი, დაალევინეთ მთლიანი წამალი ჩვეულებრივ. 

ოფიციალური გაიდლაინით მისი გატეხვა ან დაფხშვნა არ შეიძლება, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში, მე ვტეხავ. 

სტომორჯილი იყიდება ცალობით კლინიკაში “ვეტექსი” და მთლიანი კოლოფი ზოომაღაზიაში “ზოომარტი”.

მკურნალობის 1 კურსია 5-10 დღე. 

Ceftrixone (ცეფტრიაქსონი): ერთ-ერთი ხშირად გამოყენებადი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელსაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ქართული და რუსული წარმოების ცეფტრიაქსონი ძალიან დაბალი ხარისხისაა და მათ გამოყენებას არ აქვს აზრი. შეიძინეთ რომელიმე ევროპული წარმოება (იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია) 

ასევე, იყენებენ, უფრო სუსტი სიძლიერის, ვეტერინარულ ანტიბიოტიკს Penstrep (პენსტრეპი), რომელსაც 3 დღიანი მოქმედება აქვს. არსებობს კიდევ ერთი ვეტერინარული ანტიბიოიტკი, Riboflox (რიბოფლოქსი), ძლიერი მოქმედი ნივთიერებით “რიბავირინი”. თუმცა მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, თუ კატას თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს (ნებისმიერ შემთხვევაში, რეკომენდებულია ღვიძლის დამცავის დამატება). 

ნებისმიერ მნიშვნელოვან სიტუაციაში,  გადაწყვეტილებები მიიღეთ არა მხოლოდ ვეტერინართან კონსულტაციით, არამედ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციის წაკითხვით და მოპოვებით ნებისმიერი ალტერნატიული წყაროდან (ინტერნეტის სანდო სტატიები, უცხოელი ვეტერინარები, სანდო ფორუმები და სხვ.) 

16: როგორ ვიპოვოთ დაკარგული კატა:

41.jpgროგორც ზემოთ აღვნიშნე კატის გარეთ მეთვალყურეობის გარეშე გაშვება გაუმართლებელია. მათი ცნობისმოყვარეობა  კი შეგიძლიათ სხვადასხვა ხერხებით გაამრავალფეროვნოთ (საბელით სეირნობა ძალიან რეკომენდებულია, თამაში, ფანჯარასთან წვდომა და სხვ.)

მაგალითად, ჩემს ფისოს უყვარს სადარბაზოში სიარული, ამიტომ როდესაც დრო მაქვს, მასთან ერთად გავდივარ და ერთად “ვათვალიერებთ” სადარბაზოს 🙂

სამწუხაროდ, ცხოველები ხანდახან მაინც იკარგებიან. სახლიდან გაქცევის მიზეზი შეიძლება იყოს ცნობისმოყვარეობა, ან შიში ( ჭექა-ქუხილი, ფოიერვერკი, სტუმარი..)

  • Image result for check transparent iconასეთ დროს, კარგია თუ ფისო დაჩიპული გყავთ, ეს ოდნავ ზრდის თქვენს შანსებს, თუ პოვნის შემთხვევაში მას რომელიმე ვეტერინარულ კლინიკაში ჩიპზე შეამოწმებენ.
  • Image result for check transparent icon ასევე, ძალიან გამოსადეგია ნომრიანი ყელსაბამი. (მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყელსაბამი მარტივად უნდა სძვრებოდეს კატას, რომ რამეს არ გამოედოს და არ დაიხრჩოს)

კატები, როგორც წესი, გაქცევის შემდეგ კიდევ უფრო შეშინებულები, სადმე ბნელ და მშვიდ გარემოში იმალებიან (ეს შეიძლება იყოს სხვენი, სარდაფი, მეზობლის მანქანის ბორბალი და სხვ.)

 

მას შემდეგ, რაც ნამდვილად დარწმუნედებით, რომ ფისო სახლში არ არის, დაიწყეთ ძებნა თქვენი სადარბაზოსა და სახლის სიახლოვეს.

იყიდეთ ყველაზე დაბალი ხარისხის და მძაფრი სუნის მქონე კატის საკვები ჟელე (მაგალითად Whiskas), ან თინუსის კონსერვი (რომელიც გახსნილი უნდა გეჭიროთ ხელში), შეამოწმეთ სადარბაზოში, სხვენში, სარდაფში, გადაიხედეთ აივნიდან. აუცილელებლად განაახლეთ ძებნა ღამე, სიბნელესა და მაქსიმალურ სიმშვიდეში, გამთენიაც კარგი დროა.

კიდევ ერთი კარგი საშუალება, თქვენს “ძახილს” გამოეხმაუროს ფისო, არის კნუტის კნავილის ხმა. ამ ვიდეოს წყალობით ? ბევრი დამალული კნუტი მიპოვია ☺️

ფისოებისთვის ნარკოტიკული ხასიათის ზეგავლენა აქვს ვალერიანს. შეგიძლიათ დაასხათ ვალერიანის წვეთები (მთელი ბოთლი დაასხით თუ საჭირო გახდა) თქვენი სახლის კართან. 

 

 

დაკავშირებული სურათი

პარალელურად,  შეგიძლიათ დაბეჭდოთ თქვენი ცხოველის ფოტო (სასურველია ჩანდეს კარგად და იყოს ფერად პრინტერზე დაბეჭდილი), ტექსტში მიუთითეთ, თუ აქვს რაიმე დამახასიათებელი ვიზუალური ნიშანი და გამოაკრათ თქვენს უბანში. სასურველია თუ მიუთითებთ ჯილდოს, რადგან ადამიანები ასეთ დროს უფრო მოტივირებულები ხდებიან ?

 

 

აუცილებლად გამოიყენეთ  სოციალური გვერდები, როგორც თქვენი კედელი, ასევე სპეციალური ჯგუფები, დადეთ პოსტები და აკონტროლოთ სხვების პოსტებიც, ხშირად მპოვნელებიც დებენ  ნაპოვნ ცხოველებზე ინფორმაციას .

 

 

  1. https://www.facebook.com/groups/petfinder.georgia/ – დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები 1 
  2. https://www.facebook.com/groups/1475140792707291/  – დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები 2
  3. https://www.facebook.com/groups/1558884254396767/ – დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები 3 
  4. https://www.facebook.com/dakarguli.da.napovni/?ref=br_rs დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები (ფეიჯი)
  5. https://www.facebook.com/groups/268260543219958/ – ფისომოყვარულთა კლუბი (საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის ოფიციალური ჯგუფი)
  6. https://www.facebook.com/groups/1555729811412107/?ref=br_rs – ფისომოყვარულთა კლუბი 
  7. https://www.facebook.com/groups/485022206044868 – Cat კატების მოყვარულთა ჯგუფი
  8. https://www.facebook.com/groups/1383829941848558 – ცხოველების გაჩუქება და დახმარება
  9. https://www.facebook.com/groups/113861408656109 – უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება
  10. https://www.facebook.com/groups/229999998317609 – ადორის უსახლკარო ცხოველთა დახმარების ფონდი “ფაციკო”
  11. https://www.facebook.com/groups/2334288070131602/ – კატების გასხვისება 
  12. https://www.facebook.com/groups/214670729490/ – ცხოველთა უფლებების კომიტეტი
  13. https://www.facebook.com/groups/513588562350836/ მიუსაფარ ცხოველთა კლუბი
  14. https://www.facebook.com/groups/1963746493954871/ ოთხი თათი და მე
  15. https://www.facebook.com/groups/1364443957015728/ – შინაური ცხოველები
  16. https://www.facebook.com/groups/564324357023507/ – ნუ იყიდი, აიყვანე
  17. https://www.facebook.com/groups/521195519222266/ – ქუჩის კატები
  18. https://www.facebook.com/groups/757807311238012/ – ცხოველთა დახმარების ჯგუფი
  19. https://www.facebook.com/groups/kittensforadoption – კნუტების გაჩუქება
  20. https://www.facebook.com/groups/315242589687286 – მეტისების გაჩუქება
  21.  

download (4)https://www.facebook.com/AdminAMA/ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ( სახელმწიფო სტრუქტურა), რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ პოსტის გავრცელებით, ასევე ხშირად უნდა დარეკოთ და ამოწმოთ, ხომ არ შეიყვანეს თქვენი დაკარგული ფისო მათ სააგენტოში

download (1)https://www.facebook.com/geocatclub/ – საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი (კერძო თავშესაფარი) შესაძლოა დაგეხმაროთ პოსტის გავრცელებით, ასევე ხშირად უნდა დარეკოთ და ამოწმოთ, ხომ არ შეიყვანეს თქვენი დაკარგული ფისო მათ თავშესაფარში.

არსებობს კიდევ უამრავი ჯგუფი, რომელიც კონცენტრირდება ცხოველებზე – მოძებნეთ სოციალურ მედიაში, ჰკითხეთ ცხოველმოყვარულ მეგობრებს და ყველგან გაავრცელეთ ინფორმაცია. 

 

17. მიუსაფარი ფისოს გაჩუქების ხერხები:

70457937_1688528547948552_4042545793066860544_n.jpgფისოს აყვანის შემდეგ, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება  და თქვენთვის მიუსაფრების პრობლემები ბევრად უფრო „ხილული“ გახდება. შესაბამისად, შესაძლოა აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ დაგჭირდეთ მიუსაფარი ცხოველის გაჩუქება 

 

cvbcv-e1568198799427.jpgიმისათვის, რომ უფრო მარტივად მოახერხოთ ცხოველის გაჩუქება, სასურველია თუ დაბანთ და დაამუშავებთ მკბენარებზე (თუ სუსტად არ არის და შესაძლებელია),

ნათლად, ლაკონურად, საინტერესოდ და ცოტა დრამის ელემენტებით დაწერეთ  ფისოს პოვნის ისტორია (აუცილებლად ქართული შრიფტით) და გაავრცელეთ თქვენს სოციალურ ქსელსა და ზემოთ (მე-16 თემაში)  ჩამოთვლილ ჯგუფებში.

uploadscardimage466157af96f0cc-9f78-4bd0-95a8-b614b0d6577a.png950x534__filtersquality80არ გაგაღიზიანოთ რეაქციებმა და უმნიშვნელო კომენტარებმა თქვენს პოსტზე, ნებისმიერი აქტივობა და ჩართულობა გამოიწვევს პოსტის უფრო ხშირად და უფრო მეტ ადამიანთან გამოჩენას, შესაბამისად გაჩუქების შანსიც იზრდება.

ძალიან ფრთხილად შეამოწმეთ პოტენციური გამჩუქებელი. არ ენდოთ კომენტარებს „მჰმჰ მე ვიშვილებ“, ან „მომიყვანეთ, მე მოვუვლი“ და მსგავს ზედაპირულ დამოკიდებულებებს. გამოჰკითხეთ პოტენციური პატრონი ყველა დეტალზე:

  1. ასაკი ( არ გააჩუქოთ არასრულწლოვანებზე თუ თავად მშობელი არ დაგიკავშირდებათ)
  2. საცხოვრებელი პირობები ( მოერიდეთ  ნაქირავებში გაჩუქებას. ასევე, დარწმუნდით საცხოვრებლის უსაფრთხოებაში.).
  3. ფინანსური შესაძლებლობ (დარწმუნდით, რომ პოტენციურ პატრონს აქვს საკმარისი შემოსავალი, რომ ფისოს საჭიროებები დააკმაყოფილოს)
  4. ოჯახის წევრების მზაობა და ინფორმირებულობა (ხშირად ცოლს უნდა და ქმარს არა და ა.შ.)
  5. სხვა ცხოველების არსებობა სახლში (და მათი დამოკიდებულება ახალი ცხოველის მიმართ)
  6. თანახმა არიან თუ არა სტერილიზაცია/კასტრაციაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააჩუქოთ) 
  7. ზოგადი პასუხისმგებლობის გაცნობიერება (რომ კატა ცოცხალი არსებაა, სცვივა ბეწვი, შესაძლოა გატეხოს ჭიქა და ა.შ.)

გარდა უპასუხისმგებლო მსურველებისა, რომლებმაც შესაძლოა მეორე დღესვე კატა გარეთ გააგდონ და თქვენ არც კი დაგირეკონ,  არსებობს უარესი შემთხვევებიც, როდესაც ერთი ადამიანი სხვადასხვა ჯგუფში „აგროვებს“  კნუტებს და შემდეგ ისინი უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ამიტომ იყავით ფრთხილად. სასურველია თუ ფისოს საკუთარი ხელით მიიყვანთ ახალ ოჯახში და ჩაიწერთ პატრონის მონაცემებს ( სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი).

contract icon-ის სურათის შედეგი

 

შეგიძლიათ ფისო გააჩუქოთ კონტრაქტით ხელშეკრულება ცხოველის გაჩუქების შესახებ (გადმოიწერეთ დოკუმენტი), რომელსაც დადებთ ახალ პატრონთან. კონტრაქტი მეტ გარანტიებსა და რისკების შემცირებას ნიშნავს.

ცხოველის მოვლის გამოცდილება არ არის აუცილებელი, მთავარია სურვილი და მონდომება. თუნდაც ამ ბლოგის საშუალებით ნებისმიერი მომავალი პატრონი შეძლებს თავისუფლად მოუაროს საკუთარ ფისოს.

download (4)

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არ არის სამკურნალო დაწესებულება  და  მხოლოდ პოპულაციის მართვის ფუნქცია აქვს!  მათ თავშესაფარში არის ვირუსების მუდმივი კერა. ქუჩის ცხოველის რამდენიმე დღით სახელმწიფო თავშესაფარში დატოვება = მის 100%-იან დაინფიცირებას. შესაბამისად, როგორც ჯანმრთელი, ასევე ნებისმიერი მძიმე დაზიანებით, ვირუსით და სხვა პრობლემით ნაპოვნი ფისოს ერთადერთი გადამრჩენელი ხართ თქვენ.

ცხოველების მოყვარულები  ერთმანეთს  თანხით, ადამიანური და სხვა რესურსებით ვეხმარებით. სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ასეთია. თუმცა ჩვენ ვიბრძვით ამ რეალობის შესაცვლელად და ჩაერთეთ თქვენც !

სხვადასხვა ჯგუფებში შესაძლებელია გააკეთოთ ყოველთვიური, სტაბილური დონაციები  მიუსაფრებისთვის. 

მაგალითად, ჯგუფი მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის პანდემიის პირველი ტალღის დროს შევქმენით, რომელიც ქუჩის ცხოველების გამოკვებვაზე იყო ორიენტირებული მთელი საქართველოს მასშტაბით.

დღეს უკვე ორგანიზაციად პროქეტი ცხოველებისთვის ჩამოვყალიბდით და ვცდილობთ მიუსაფრების  პრობლემას უფრო მასშტაბურად ვებრძოლოთ

18: კანონი

 გახსოვდეთ: კატისა და ძაღლის გაგდება, არაადამიანურად მოპყრობა, წამება, მოკვლა – დანაშაულია !

 

გაეცანით კანონს და იცოდეთ  თქვენი თუ მიუსაფარი ცხოველების უფლებები: ⇓

logo-gspsa-mgeli.jpg

 

http://gspsa.org.ge/legislation/  – GSPSA – ს ოფიციალური ვებ-გვერდის ლინკი, სადაც მითითებულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობები ცხოველების შესახებ. 

კანონის დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე, აუცილებლად დარეკეთ 112 -ში, ან შეეიტანეთ განცხადება კრიმინალური პოლიციის რომელიმე განყოფილებაში. თუ პოლიცია უპასუხისმგებლოდ მოეპყრობა თქვენს საქმეს დარეკეთ გენერალურ ინსპექციაში (126). გენერალურ ინსპექციასთან პრობლემები არ სურს არც ერთ პოლიციელს. 

 

შექმენით სტატისტიკა, შექმენით პრეცენდენტი! პოლიციაში რაც უფრო მეტი ზარი განხორციელდება ცხოველების უფლებების დასაცავად, გრძელვადიან პერსპექტივაში –  მით უფრო სწრაფად და ეფექტურად აღსრულდება კანონი.

 

 

19: როგორ ვიშვილოთ ფისო:

დაემატეთ ზემოთ (მე-17 თემაში) ჩამოთვლილ ცხოველების ჯგუფებს, ჩამოსქროლეთ, გადაავლეთ თვალი იმ პოსტებს, რომელთა ავტორებიც აჩუქებენ ფისოებს – აარჩიეთ ისეთი, რომელსაც იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება სახლი და წაიყვანეთ ?

download (1)მიაკითხეთ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის თავშესაფარს https://www.facebook.com/geocatclub/ და აიყვანეთ ნებისმიერი მათი ფისო, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება ახალ პატრონს

 

download (4)დაუკავშირდით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს – 032 242 14 24 , იკითხეთ ჰყავთ თუ არა გასაჩუქებელი ფისო ( ხანდახან   მათ თანამშრომლებს დროებით შეფარებული ჰყავთ მიუსაფრები) და წამოიყვანეთ ?

 

ან გადით თქვენს ეზოში, თქვენს უბანში. მანქანების ქვეშ, მაღაზიებთან, ბუჩქებში, შესაძლოა უსუსური კნუტი აღმოაჩინოთ თქვენგან სულ ორი ფეხის ნაბიჯზე ?

 

ბოლოს, სანამ დავასრულებდე, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ცხოველის მოვლა არც ისეთი დიდი თავის ტკივილია, როგორც ამ დაუსრულებელი ბლოგის კითხვის შემდეგ გგონიათ ☺️ ცხოველის ყოლას უამრავი  დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში კი, ისინი უსაზღვრო სიყვარულსა და ბედნიერებას გვჩუქნიან ???

ფისო Jn.  და ჰიკო აყვანამდე vs აყვანის შემდეგ ⇓

და უამრავი ქუჩიდან აყვანილი ფისო, უკვე თავის ახალი პატრონების სახლში. თითოეული მათგანი მტანჯველ ცხოვრებასა და სიკვდილს გადარჩენილია. 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
     
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ენით გამოუთქმელი მადლობა ჩემს პირველ ფისოს, რომელმაც მასწავლა კატების სიყვარული, გადაარჩინა უამრავი მიუსაფარი და დღემდე მეხმარება ვიყო უკეთესი ადამიანი..

ნუ იყიდი, აიყვანე, შეიფარე და გადაარჩინე !

 
 
 
 
 
მზად ვარ ჩემი ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხოთ კითხვებზე ნებისმიერ ფორმატში,  მაგრამ, პირველ რიგში, კარგად გადაიკითხეთ ბლოგი, შესაძლოა თქვენს კითხვაზე პასუხი უკვე გაცემული მაქვს ?

XO XO – N 

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
7 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
88 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
5 %

Average Rating

5 Star
100%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

17 thoughts on “კატის მოვლა (სრული გაიდლაინი)

  1. ყოჩაღ ნათია, ეს ენთუზიაზმი და შრომა, რომელსაც ასეთი სიყვარულით ეკიდები, ძალიან დასაფასებელია <3
    პ.ს. ბლოგში ყველაფერი ამოწურულია

    1. უღრმესი მადლობა ნათ! ყველაფერი ძალიან გარკვევით წერია❤️ მეც ახალბედა “შვილობილის” დედა ვარ,
      ნათ,შეგიძლია აცრის,ჭიებზე დამუშავებისა,და კასტრაცია/სტერილიზაციის დაახლოებითი ფასებიც რომ დაამატო ამ ძვირფას ინფორმაციას? მადლობა?

  2. უღრმესი მადლობა ასეთი საჭირო და დეტალური ინფრომაციისათვის , ძალიან დამეხმარეთ

    1. მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ და ზრუნავთ თქვენს ოთხფეხა ოჯახის წევრზე ❤️❤️❤️

  3. ძალიან დიდი მადლობა,ისეთი სიამოვნებით ვკითხულობდი და თავს ბედნიერად ვგრძნობ რომ ყველაფერს ზედმიწევნად ვასრულებ.მადლობა ყველაფრისთვის❤️❤️❤️

    1. პირიქით, მადლობა თქვენ, რომ ცხოველის მოვლას პასუხისმგებლობით ეკიდებით! ❤️❤️❤️

  4. არაჩვეულებრივი სტატია,ზედმიწევნით დეტალური.მადლობა დიდი რომ არ დაიზარეთ ❤❤❤❤

  5. არაჩვეულებრივი ბლოგია – დიდი მადლობა ამისათვის.
    და კიდევ ერთი: დღეს ჩვენს გადარჩენილი ცხოველების ოჯახს ახალი, მეოთხე წევრი შეემატა: პატარა კნუტი ოლივერი. ახლა ოთხი განებივრებული და გაზულუქებული ბავშვი არის სახლში – ბონი (გერმანული პოინტერი), ლაქი (მეტისი ფისო), მია(მეტისი ფისო) და ახლა უკვე ოლი. ნუ ჯერ სქესი ვერ გავარკვიეთ, რადგან ძალიან პატარაა:) თუ ბიჭი აღმოჩნდება, დავუძახებთ ოლის და თუ გოგო – დავუძახებთ ელის. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველა მათგანის სახელით თქვენ ამ საოცრად კარგი და სასარგებლო ბლოგისათვის.

    1. დიდი მადლობა ეკა! ძალიან მიხარია, რომ რამეში გამოგადგათ ჩემი გამოცდილება ❤️❤️❤️ და მიხარია, რომ ამდენ ცხოველს აქვს თბილი სახლი და მზრუნველი პატრონი.

  6. გამარჯობა <3
    დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის.
    ხომ ვერ მირჩევთ თქვენს მიერ ნახსენები ვაქცინები რომელ ვეტ კლინიკებში აქვთ? ასევე მაინტერესებს ჭიებზე დამუშავებიდან ორ კვირაზე მეტი თუ გავიდა, აცრა საშიში ხომ არაა?

  7. მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვი, დღეს გვაჩუქეს ერთი წლის კატა და ძალიან ბევრი კითხვა გვქონდა და ახლა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, მადლობა რომ ასევე რეკომენდაცია გაუწიეთ კლინიკებს და პროდუქტებს

    1. Rating 5 star წინაზე ცოტა ავურიე იმედია არ აისახება წინა

  8. უღრმესი მადლობა! არაჩვეულებრივი ბლოგია!

  9. უღრმესი მადლობა!
    არაჩვეულებრივი ბლოგია!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *