დღეს ჩემი პოსტი განსხვავებული იქნება… ის შეეხება ადამიანების საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებით ზეგავლენას ახდენენ. 💛
თუ გყავთ სახლში ფისო, ან აპირებთ მის აყვანას, სასურველია ამ ბლოგს თავიდან ბოლომდე და ყურადღებით გაეცნოთ. თუ ამის დრო არ გაქვთ, ამ შემთხვევაში მიჰყევით სარჩევს, რომელიც დალაგებულია თემების მიხედვით, აირჩიეთ თქვენთვის, კონკრეტულ სიტუაციაში, სასურველი თემა, დააკლიკეთ მასზე და საიტი ავტომატურად “გადაგახტუნებთ” ამ თემაზე. სასურველია, კონკრეტულად ეს თემა მაინც ამოწუროთ ბოლომდე, წაიკითხოთ და გაეცნოთ ყურადღებით (ბლოგი უკეთესად იხსნება ლეპტოპში, რა თქმა უნდა მობილურშიც შეძლებთ წაკითხვას, თუმცა ფოტოები და ტექსტი ამ შემთხვევაში, ცუდად ლაგდება).
სარჩევი: ⇓
რწყილებსა და მკბენარებზე დამუშავება
ჰელმითებზე დამუშავება
დაბანა
ვაქცინები
კასტრაცია-სტერილიზაცია
კვება
ფისოს-ტუალეტი
გარეთ გაშვება/სეირნობა/დაჩიპვა
თმა და ფრჩხილები
ფისოს ზოგადი ჯანმრთელობა
ჩვევები და ხასიათი
ცხოველის აქსესუარები
საჭირო ნივთები
კლინიკები და ვეტერინარები
ჩემს მიერ რეკომენდებული ზოომაღაზიები
მედიკამენტები და მკურნალობის ხერხები
როგორ ვიპოვოთ დაკარგული ფისო
მიუსაფარი ფისოს გაჩუქების ხერხები
კანონი ცხოველების შესახებ
როგორ ავიყვანოთ ფისო
პოსტის ბოლო აფდეითი: 01.03.2021


კომპანიონი ცხოველები (ძაღლები და კატები) ადამიანებმა საუკუნეების წინ მოიშინაურეს. მათი ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანთან ერთად ცხოვრება და სოციალიზაციაა. ამ ცხოველებისთვის ქუჩაში ცხოვრება ზუსტად ისეთივე ტანჯვაა, როგორიც ადამიანისთვის.
ინფორმაციისა და ინტერესის ნაკლებობის გამო, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ქუჩის ცხოველების პრობლემები უცნობია.
სამწუხაროდ, 26 წლის განმავლობაში, მეც მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა მათ შესახებ. თუმცა, ჩვენს სადარბაზოს მოჩვეულმა ფისომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა..
დღეს, სოციალურ ქსელებში ქუჩის ცხოველების დასახმარებლად შექმნილი ბევრი ჯგუფი არსებობს. ამ ჯგუფების საშუალებით, ადამიანები მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან, ცდილობენ მათ გადარჩენას და მსურველ ოჯახებში გაჩუქებას. სამწუხაროდ, მიუხედავად მცდელობისა, ათასობით ძაღლი და კატა ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება, რადგან ცხოველების მოყვარულების რესურსები ამოწურვადია. სახელმწიფოს ნება და გამოყოფილი რესურსები კი საკმარისზე ბევრად ნაკლები.
ამ პრობლემის დასაძლევად რამდენიმე სტრატეგიული ცვლილებაა საჭირო:
- მისუაფარი ცხოველების მასიური სტერილიზაცია-კასტრაცია
- ცხოველის დაჩიპვის ვალდებულება
- სახლის პირობებში ცხოველის გამრავლების აკრძალვა (მხოლოდ ლიცენზირებულ საშენები და მხოლოდ წესების დაცვით)
- ცხოველის სახლიდან გამოგდების/არასათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში – მაღალი ჯარიმა
- ცხოველის მოვლის კულტურისა და მეტისების შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტიური კამპანიები
ასე დაძლიეს განვითარებულმა ქვეყნებმა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. დღეს ვერც ერთ მსგავს ქვეყანაში ქუჩაში უპატრონო ცხოველს ვერ ნახავთ.
საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქუჩიდან ცხოველის აყვანის მსურველებმა იმატა, თუმცა ზოგადად, ცხოველის მოვლის კულტურა და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მწირია.
ამ პოსტის საშუალებით ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი სრული გამოცდილება ფისოს მოვლის შესახებ <3
1: რწყილებსა და მკბენარებზე დამუშავება
რწყილები შინაგანი ჭიებისა და ცხოველების სხვა დაავადებების მატარებლები არიან, ამიტომ აუცილებელია მათი მოშორება. ოფიციალური რეკომენდაციით ცხოველი მკბენარებზე მუშავდებამაქსიმუმ თვეში ერთხელ. უფრო ხშირად დამუშავება აკრძალულია. პირადი გამოცდილებით, შემიძლია გითხრათ, რომ თუ ცხოვრობთ ბინაში (რწყილები სახლში მცხოვრები ფისოსთვის შეგვაქვს ჩვენი ფეხსაცმლიდან), წელიწადში 2-3 დამუშავება საკმარისი იქნება (ძირითადად ზაფხულში).
ეს წამლები საკმაოდ ტოქსიკურია და მისი ხშირი გამოყენება ასუსტებს ცხოველს.
ჩემი გამოცდილი რწყილის წამლები:

Advantage https://mypetandi.bayer.com/uk/advantage/cat-advantage-cats/ – გაეცანით დეტალებს ოფიციალურ საიტზე.

Advocate – კანის ან ყურის ტკიპების დროს- https://www.advocate-spot-on.com/en/for-cats/ – გაეცანით დეტალებს ოფიციალურ საიტზე.
Advocate -ს საინტერესო ფუნქცია აქვს საკუთარ საიტზე, შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა ბრენდის პრეპარატებს, რომელ პარაზიტებს უმკლავდება თითოეული მათგანი: https://www.advocate-spot-on.com/en/compare/dog.php – გაეცანით დეტალებს ბმულზე.
ორივე პრეპარატი განკუთვნილია მინიმუმ 8 კვირის და მინიმუმ 1 კილო კატისთვის. კნუტებისთვის, რომლებიც 1 კილოზე ნაკლები არიან, უნდა დაასხათ დოზის მაქსიმუმ 1/3 ან კიდევ უფრო ნაკლები.
კნუტებისთვის და ორსულებისთვის ყველაზე შესაფერისი წამალია :
http://solano.co.il/en/dogs/flea-tick-control/solpreme-spray/ – გაეცანით დეტალებს ბმულზე.
პრეპარატების საიტებზე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას ( ვიდეოებსა და გაიდლაინებს) თუ როგორ უნდა დაასხათ წამალი, რა სიხშირით და სხვა.
Advantage და Advocate-ის ოფიციალური შემომტანია ზოოსითის ქსელი.
Solpreme-ის შეძენა შეგიძლიათ ვეტერინარულ კლინიკაში “Lucky paw”
ბაზარზე არის სხვა ბრენდის პრეპარატებიც, თუმცა მე ამ სამს ვუწევ რეკომენდაციას.
გაითვალისწინეთ:
- შეიძინეთ აუცილებლად კატის და არა ძაღლის წამალი. ძაღლის წამლის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია
- უმნიშნველოვანესია წამლის დოზირება. არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოველის სიკვდილიც (იყიდება ორი სხვადასხვა დოზა: 4 კილომდე და 4 კილო /მეტი წონის კატებისთვის, 1 კილო კნუტისთვის გამოიყენეთ 4 კილომდე დოზის მაქსიმუმ 1/3)
- ფრთხილად გახსენით და ფრთხილად დაასხით მინდაოზე (ყურების ქვემოთ, უკან თავზე, ხერხემლის დასაწყისამდე) დაასხით ისე, რომ ცხოველმა ვერ შეძლოს წამლის მოლოკვა, რომ არ მოიწამლოს. მკბენარები იხოცებიან რამდენიმე საათში
- წამლის დასხმამდე 3 დღით ადრე და წამლის დასხმიდან 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება ცხოველის დაბანა, ან დასველება
2: ჰელმითებზე, ანუ ჭიებზე დამუშავება

თქვენს ფისოს წამალი უნდა გაუმეოროთ მე-10-14 დღეს., რათა მოხდეს სისხლში დარჩენილი კვერცხებიდან გაჩენილი ჭიების საბოლოო განადგურება.
ბაზარზე სულ ორი სანდო წამალია: Drontal და Caniverm. მე უპირატესობას Drontal-ს ვანიჭებ, რადგან მისი ჭამის შემდეგ მიცემაც შესაძლებელია.

Drontal https://mypetandi.bayer.com/uk/drontal/cat-drontal-cats/ – გაეცანით დეტალებს ბმულზე.
გაითვალისწინეთ:
- შეიძინეთ აუცილებლად კატის და არა ძაღლის წამალი. ძაღლის წამლის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია
- ჰელმითებზე დამუშავებისასაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზუსტი დოზირება.
- დამუშავებისას ზუსტად უნდა იცოდეთ ფისოს წონა. დრონტალის 1 აბი განკუთვნილია 4 კილო კატისთვის. დოზირება უნდა მოხდეს წონის პროპორციულად (მაგალითად: 2 კილო კატას უნდა მისცეთ აბის ნახევარი და ა.შ.)
- კნუტების შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალ ვეტერინართან, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით 1 კილომდე წონის კნუტებთან.
- ჭიებზე დამუშავების შემდეგ, 24 საათში ფისო აუცილებლად უნდა გავიდეს კუჭში, რომ არ მოხდეს ცხოველის მკვდარი ჭიებით ინტოქსიკაცია. მკვდარი ჰელმითები გამოჰყვება განავალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალ ვეტერინართან
წამლის მიცემის გაიდლაინი ⬇
3: ფისოს დაბანა

კატები თავს თავად ისუფთავებენ (ილოკავენ ბეწვს) და კანის აგებულებიდან გამომდინარე მათი ხშირი დაბანა არ შეიძლება. 6 თვიდან 1 წლამდე შუალედის დაცვით შეგიძლიათ აბანაოთ თქვენი ფისო.
კატების უმეტესობისათვის დაბანა ძალიან დიდი სტრესია, არ არის რეკომენდებული დაბანა თუ:
- ფისოს წყლის ისტერიული ფორმით ეშინია (ყოფილა შიშისგან გამოწვეული ინფარქტის შემთხვევები)
- თუ აქვს ვირუსი, სოკო ან სხვა დაავადება, ან არის სუსტად
- თუ ძალიან პატარაა

ცხოველის პერიოდულად გასაწმენდად შეგიძლიათ იხმაროთ სპეციალური სველი ხელსახოცები (იყიდება ზოომაღაზიებში), ან უფრო ბიუჯეტური ალტერნატივაა ბავშვის სველი ხელსახოცი (რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს და სხვა დამატებით ქიმიკატებს).
არ გაწმინდოთ კატა ყოველდღიურად!
კატის დაბანისთვის გამოიყენეთ კონკრეტულად კატის ან კნუტის შამპუნი. არ იხმაროთ არც ძაღლის და არც ადამიანის არც ერთი დასაბანი საშუალება = აზიანებს კანს, ბეწვს, გაუჩენს სოკოს და სხვა პრობლემებს. ა
ჩემი გამოცდლი ბრენდები:

Animology https://www.animology.co.uk/product-category/cat/ – გაეცანით დეტალებს ბმულზე.
Bio Petactive https://en.biopetactive.com/avada_portfolio/natural-honey-shampoo-cat/ – გაეცანით დეტალებს ბმულზე.
დაბანის შემდეგ ფისო აუცილებლად კარგად უნდა გაშრეს, რომ არ გაცივდეს. გადააფარეთ ცხოველს თავზე პირსახოცი და ნელ-ნელა შეაჩვიეთ საშრობის ხმასა და სითბოს. აკონტროლეთ მხურვალების დისტანცია. თუ საშრობი გამოსავალი არ არის ( ძლიერი შიშის გამო) უბრალოდ მოგიწევთ კატა მხოლოდ ზაფხულობით დაბანოთ ☺️
ყურადღება მიაქციეთ, რომ ფისოს ყურში წყალი არ ჩაუვიდეს. ყურები გაწმინდეთ მხოლოდ ზედაპირულად – ბამბით, ყურის საფუძვლიანი გაწმენდა მხოლოდ გამოცდილ ვეტერინარს მიანდეთ.
4: ვაქცინები

ადამიანის მსგავსად, სხვადასხვა ვირუსებისგან თავის დასაცავად, ცხოველსაც სჭირდება ვაქცინები. ცხოველების დაავადებების უმრავლესობა ადამიანზე გადამდები არ არის, თუმცა ძალიან საშიშია თავად ცხოველისათვის.
არსებობს ორი სახის სავალდებულო ვაქცინა:
- კომპლექსური აცრა ( კატის რამდენიმე ვირუსის კომპლექსი)
- ცოფის აცრა
ჩემს მიერ რეკომენდებული ვაქცინების ბრენდები:

Defensor – ამერიკა, ცოფის ვაქცინა, ვადა 3 წელი – https://www.zoetisus.com/products/dogs/defensor/დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ გვერდზე.

PureVax – საფრანგეთი, შედის 4 ვირუსი, ვადა 1 წელი ქლამიდიოსისთვის, 3 წელი სხვა ვირუსებისთვის https://www.ema.europa.eu/en/medicines/veterinary/EPAR/purevax-rcpch – დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ გვერდზე.
PureVax RCPCh -კომპლექსურ აცრა მოიცავს შემდეგ ვირუსებს:
რინოტრაქეიტი
კალცივირუსი
ქლამიდიოსი
პორვოვირუსი
ოთხივე ვირუსი დამახასიათებელია მხოლოდ კატისთვის და სამწუხაროდ გავრცელებულია საქართველოში, ამიტომ ცხოველი აცრა მკაცრად რეკომენდებულია.
თუ აღნიშნული ვაქცინები არ დაგხვდათ ბაზარზე (გადაამოწმეთ სხვადასხვა კლინიკაში) მოითხოვეთ მაქსიმალურად ხარისხსიანი ალტერნატივა, არ დაზოგოთ ფული აცრებზე.
აცრები უნდა დაიწყოს ჭიებსა და რწყილებზე დამუშავების დასრულებიდან 7-10 დღეში. დაუმუშავებელი ცხოველის აცრა საშიშია ცხოველის ჯანმრთელობისთვის.
ცხოველისთვის პირველი ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 2 თვიდან, ან, თუ კნუტს დედისგან აქვს მიღებული ძლიერი ანტისხეულები – 3 თვიდან.
პირველი კომპლექსური ვაქცინიდან 21-ე დღეს. ხდება კომპლექსური ვაქცინის ხელმეორედ გადამეორება. ეს ხდება ერთჯერადად, მხოლოდ პირველად აცრის შემთხვევაში. ამის შემდეგ პერიოდული აცრა კომპლექსური ვაქცინით, მხოლოდ ერთხელ მოხდება
ცხოველს აცრა უნდა გაუკეთოს მხოლოდ გამოცდილმა, ლიცენზირებულმა ვეტერინარმა და მხოლოდ ლიცენზირებული ბრენდის წამლით.
კლინიკაშივე შეიძინეთ ცხოველის საერთაშორისო პასპორტი და აღნიშნეთ მასში ცხოველის ყველა სამედიცინო მანიპულაცია – ბრენდის სტიკერითა და ვეტ. კლინიკის ბეჭდით.
კომპლექსური აცრების დასრულებიდან 10-14 დღის შემდგომ, შეგიძლიათ ცხოველი აცრათ ცოფზე. შესაძლოა კლინიკაში შემოგთავაზონ მეორედ გადამეოერებული კომპლექსური აცრისა და ცოფის აცრის ერთად გაკეთება – მე არ გირჩევთ ასეე მოქცევას, ერთდროულად ამდენი ვირუსის შეყვანა მაინც სარისკოა ორგანიზმისთვის.

კატის ვირუსები (გარდა ცოფისა) საკმაოდ მარტივად, ჰაერ-წვეთოვნი გზით ვრცელდება, რომლებიც შესაძლოა საკუთარი ფეხსაცმლიდან შევუტანოთ ჩვენს ფისოს – სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ვაქცინაცია.
5: კასტრაცია-სტერილიზაცია

კატებისა და ადამიანების სექსუალობა თავისი არსით აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია.
კატებს ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი სახეობის გადარჩენის ინსტიქტი – რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც გამრავლებაა. კონკრეტულ პერიოდებში, ცხოველების რეპროდუქციული ჰორმონები განიცდის ცვლილებებს, (ადამიანისგან განსხვავებით) რაც იწვევს გამრავლებისთვის საჭირო აქტის განხორციელების სურვილს – არა სიამოვნებისთვის, არამედ სახეობის გადარჩენისთვის. ადამიანის გარდა, ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელსაც გააზრებულად და საკუთარი სიამოვნებისთვის აქვს სექსი – არის დელფინი.
კატებისთვის სექსუალური აქტი არის ფიზიკურად ძალიან მტკივნეული და ფსიქოლოგიურად სტრესული პროცესი.
განსხვავებით ადამიანებისგან, კატებს არ შეუძლიათ კონტრაცეპტივებისა და სხვადასხვა თავდაცვის საშუალების გამოყენება, შესაბამისად, თითქმის ყოველი აქტის შემდეგ მდედრები ორსულდებიან და იძულებულები არიან გააჩინონ შთამომავლობა. 1 ორსულობიდან ჩნდება საშუალოდ 3-5 კნუტი. წელიწადში მინიმუმ 4 ორსულობა..
თითოეული ორსულობა/მშობიარობა/ლაქტაცია ასუსტებს ცხოველს, (დაორსულებასა და პოპულაციის გამრავლებაზე კი კატის ორივე სქესია პასუხისმგებელი).
ჩვენს ქვეყანაში, არ კონტროლდება შინაური ცხოველების პოპულაცია. შესაბამისად, საქართველოში კატების რაოდენობა უკონტროლოდაა გაზრდილი. ამის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პრევენცია (საერთაშორისო პრაქტიკებით) სტერილიზაციაა.
სტერილურ/კასტრირებულ ცხოველებში საშვილოსნოს, სარძევე ჯირკვლების, პროსტატის, საშარდე გზების სიმსივნეების რისკები მინიმუმამდე ( ზოგ შემთხვევაში ნულამდე) დადის.
სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციის შემდეგ ცხოველის ხასიათი არ იცვლება. მისი პერსონალური თვისებები რჩევა უცვლელი. ცხოველს ამ ოპერაციის შედეგად არ უქვეითდება თამაშის, კომუნიკაციის თუ სხვა სურვილები. ერთადერთი შედეგი რაც ამ ოპერაციის შედეგად დგება არის ის, რომ ორგანიზმი აღარ განიცდის ჰორმონალურ ცვლილებებს და აღარ უჩნდება გამრავლების ინსტიქტი.
განვითარებულ ქვეყნებში ცხოველების სახლის პირობებში გამრავლება და მით უმეტეს გაყიდვა იკრძალება. ძაღლებსა და კატებს ამრავლებენ მხოლოდ ლიცენზირებული საშენები, ყველა წესისა და ცხოველის უფლებების დაცვით. ისინი ასევე აკონტროლებენ ჯიშების სწორად შეჯვარებას და მინიმუმამდე დაჰყავთ გენეტიკური თუ სხვა სახის ანომალიების განვითარების რისკები. სახლში ცხოვრების დროს კი ცხოველი სტერილდება.
ნებისმიერი ოპერაცია ძალიან საპასუხისმგებლო პროცედურაა და მნიშვნელოვანი როგორც ნარკოზის, ასევე თავად ოპერაციის მაღალი ხარისხის უზრუნველჰყოფა. ამიტომ, შეარჩიეთ სანდო და პროფესიონალი ვეტერინარი!
ოპერაციის წინ აუცილებელია ცხოველის ორგანიზმის მომზადება, იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოზით, ან ცხოველის ორგანიზმის სისუსტით გამოწვეული რისკები რეკომენდებულია შემდეგი პროცედურები:
სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი
კარდიოგრამა
ალერგიულობის გამორიცხვა
ექოსკოპია
ოპერაციის დღეს სრული გარეგანი შემოწმება ( ფილტვების მოსმენა, სიცხის გაზომვა, ჯირკვლების შემოწმება, ცხვირში, თვალში, ყურსა და პირის ღრუში გამონადენების შემოწმება)
თუ არ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევების ფინანსური შესაძლებლობა, შეასრულეთ მინიმუმ სამი პროცედურა: 👇
ოპერაციამდე წყილებზე და ჭიებზე დამუშავება (დამუშავებიდან 2 კვირის შემდეგ ჩანიშნეთ ოპერაცია)
ოპერაციის დღესთან მაქსიმალურად ახლოს სისხლის საერთო ანალიზის აღება
ცხოველის გარეგნული დათვალიერება ოპერაციის დღეს
თუ ნარკოზის მიცემის შემდეგ, ცხოველს გაუძნელდება სუნთქვა, ან მისცემს ალერგიულ რეაქციას – ოპერაცია არ უნდა ჩატარდეს და ცხოველი სასწრაფოდ გამოვიდეს ნარკოზიდან. ეს პროტოკოლი, წესით და რიგით, იცის ყველა პროფესიონალმა ვეტერინარმა, თუმცა ჩემი გამოცდილებით, გირჩევთ თავადაც მოითხოვოთ მისი დაცვა.
ვეტერინარების უმეტესობა ზემოთ აღნიშნულ პროცედურებს საქართველოში ნიშნავს ორი მიზეზის გამო:
1. იცის საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოველის მოვლის კულტურის დონე,
2. არ სურს ზედმეტი პროცედურებით დააშინოს პატრონი/არ თვლის საჭიროდ დაბალი რისკის მქონე ოპერაციისთვის ამდენი ანალიზის ჩატარებას.
შესაბამისად, ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაში, თავად მოითხოვეთ ყველა პრეოპერაციული გამოკვლევის დანიშვნა.
ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია 5-6 თვიდან.
თავად ოპერაცია მარტივია. სტერილიზაცია 15 წუთი გრძელდება და თანამედროვე მიდგომით გვერდიდან, ბარძაყიდან კეთდება. მოითხოვეთ პლასტიკური ნაკერები. კასტრაცია კი 5-7 წუთში კეთდება და ნაკერებს არ საჭიროებს.
პოსტოპერაციული მოვლაც საკმაოდ იოლია:
- 2-4 პოსტოპერაციული საყელო – ან კონტროლი, რომ არ გაიღიზიანოს ნაოპერაციები
- 2-3 დღე ქვიშის დაქუცმაცებული ქაღალდებით ჩანაცვლება მამრი ფისოების შემთხვევაში (ინფექციის შეჭრის თავიდან აცილების მიზნით.
აკრძალულია მდედრი კატის სტერილიზაცია გამრავლების აქტიურ ფაზაში (ე.წ. ატეხვის დროს). მხოლოდ ამ ფაზის გავლის შემდეგ ჩანიშნეთ ოპერაცია.
ატეხვის ნიშნები მდედრებსა და მამრებშიც საკმაოდ გამოხატულია.
- გარეთ გაპარვის აქტიური სურვილი
- არაბუნებრივი კნავილი
- აღზნებული ხასიათი
- გაღიზიანება, მამრების შემთხვევაში სახლში მოშარდვა ე.წ. ადგილის მონიშვნის მიზნით.
კასტრაციის ოპერაციის შემდეგ 10% შემთხვევაში შესაძლოა მამრ ფისოს განუვითარდეს საშარდე გზების პრობლემა. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, დაახლოებით 3 თვეში ერთხელ, შეუცვალეთ თქვენს კასტრირებულ ფისოს საჭმელი და მიეცით Urinary Care Dry Cat Food – საკვები საშარდე გზების მოვლისათვის ( ამ ინფორმაციას სავარაუდოდ არ მოგაწვდით ვეტერინარი).
აღნიშნული საკვები (საქართველოს ბაზარზე) აქვს შემდეგ ბრენდებს:

Royal Canin https://www.royalcanin.com/ca/en_ca/cats/products/retail-products/urinary-care-dry-cat-food – დეტალები იხილეთ მათ გვერდზე.
Hills – https://www.hillspet.com/health-conditions/cat/cat-urinary -დეტალები იხილეთ მათ გვერდზე
სტერილიზაციის შემდეგ ცხოველი მიდრეკილი ხდება სიმსუქნისადმი. ამიტომ უნდა გააკონტროლოთ საკვების დოზირება. თითქმის ყველა ხარისხიან ბრენდს აქვს სპეციალური კვება სტერილური ცხოველებისთვის, სადაც ცხიმის შემცველობა უფრო დაბალია. თუ არ გსურთ ამ პოზიციის შეძენა, აკონტროლეთ საკვების ულუფები და ცხოველის წონა. ჭარბწონიანობა ძალიან საზიანოა ცხოველისთვის!
ზემოთ ჩამოთვლილი 5-ვე პროცედურა (რწყილებზე დამუშავება, ჰელმითებზე დამუშავება, დაბანა, ვაქცინები და სტერილიზაცია/კასტრაცია) უნდა ჩატარდეს მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველზე შესაბამისი თანმიმდევრობითა და დროის შუალედების დაცვით.
დაავადებული ან დასუსტებული ფისო ჯერ უნდა მოძლიერდეს და შემდეგ დაიწყოს სტანდარტული პროცედურები. თითოეულ ცხოველზე ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს ( იქნება ეს ვიტამინები, იმუნოსტიმულატორები, შრატი თუ სხვა მანიპულაციები) – გადაწყვეტს პროფესიონალი ვეტერინარი.
6: კვება
ცხოველებისთვის სამი სახის კვება არსებობს: 👇
მშრალი კვება – ე.წ. კორმი
სველი კვება – არ აგერიოთ ე.წ. ჟელეებში, რომლის ხშირი მიცემაც არ შეიძლება. სველი კვება, საკმაოდ დაბალანსებული და კარგი კვების ტიპია, მაგრამ საქართველოში მაღალი ხარისხის ბრენდების სველი კვება არ შემოდის, მაღალი ფასის გამო.
ბუნებრივი კვება – ადამიანის საკვები, რომელიც ცხოველსაც ეჭმევა,. ასეთი კვების არჩევისას საჭიროა საჭირო ნივთიერებების ზუსტად განსაზღვრა, დოზირება და კოტროლი, რომელიც ვეტერინარ-ნუტრიციონისტმა უნდა შეგირჩიოთ. სამწუხაროდ საქართველოში ასეთი სპეციალისტი არ გვყავს.
შესაბამისად, არჩვენი მშრალ კორმზე უნდა გააკეთოთ.
მშრალი კვება იყოფა 4 კატეგორიად:
ეკონომი ( ვისკასი, ფრისკასი, კიტი კეტი, პედიგრი და სხვა ბევრი უბედურება)
პრემიუმი (Brekkies და სხვ.)
სუპერ პრემიუმი (Purina Pro Plan, Advance, Royal Canin, Senabelle, Hills, Happy Cat და სხვ.)
ჰაი კლასი ( Acana, Orijen, True Instinct და სხვ. )
ეკონომ და პრემიუმ კლასის საკვები იწვევს სხვადასხვა ორგანოების დაზიანებას, რადგან მათში ბუნებრივი საკვები ძალიან ცოტაა, სავსეა ქიმიკატებით და სხვა საშიში დანამატებით. სტაბილურად ასეთი საკვების მიცემა ცხოველისთვის საზიანოა და სიცოცხლის ხანგრძლივობას ძირითად შემთხვევებში საკმაოდ ამცირებს.
ჰაი კლასის კვება საკმაოდ მაღალბიუჯეტურია, თუმცა, ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაში, იდეალური არჩევანია.
Acana კანადური ბრენდია – ძალიან დაბალანსებული და მაღალი ხარისხის საკვებით.
იშვიათ შემთხვევევებში, კატის ორგანიზმი ვერ იღებს ამ საკვებს , მასში შემავალი ძალიან მრავალფეროვანი იგრედიენტების გამო – შესაძლოა რომელიმე მათგანზე აღმოაჩნდეს ცხოველს ალერგია, მიუღებლობა მალე გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში Acana იდეალური ვარიანტია და ჩემთვის ნომერ პირველია.
Acana-ს ოფიციალური შემომტანი საქართველოში არის “ზოომარტი” და კატებისთვის მხოლოდ ორი პოზიცი აქვთ გაყიდვაში. ორივე დასაშვებია ნებისმიერი ასაკის ფისოსთვის.
https://acana.com/our-foods/cat-foods/regionals-cats/wild-prairie/ – დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საკვების შესახებ იხილეთ მათ გვერდზე.

Acana-ს ალტერნატივად (საქართველოს ბაზარზე) შეგიძლიათ გამოიყენოთ True Instinct. მისი შემომტანიც ზოომარტია და რამდენიმე პოზიციაა გაყიდვაში.
https://www.trueinstinct.com/en/natural-cat-food/dry – დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საკვების შესახებ იხილეთ მათ ოფიციალურ გვერდზე.
ნებისმიერი საკვების შეძენამდე, შეამოწმეთ მისი შემადგენლობა, რომელიც ტომრის უკან არის მოცემული. ასევე, შეგიძლიათ მოძებნოთ ამ ბრენდის ონლაინ საიტიც და იქ გაეცნოთ ინფორმაციას. კატებისთვის (ძაღლებზე უფრო მეტად) სასურველია მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ცილა (პროტეინი), ცხიმი და ძალიან ცოტა ნახშირწყალი ბოსტნეულისა და ხილის სახით . თუ საკვებში არ შედის მარცვლეული, ის საუკეთესო ვარიანტია.
ყველაზე მაღალი ხარისხის საკვებად ე.წ. ჰოლისტიკური (holistic) საკვები ითვლება – საკვები დამზადებულია ჯანსაღი და თავის ნატურალურ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული პროდუქტებით, ცხოველის ოპტიმალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ჰოლისტიკურ საკვები არ შეიცავს ქიმიური დანამატები, მზადდება გაუყინავი ხორცისგან და აქვს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ბენეფიტები.
Acana და Orijen (ორივე ერთ ქარხანაში მზადდება) – ჰოლისტიკურის მსგავსი საკვებია, თუმცა მათ კიდევ განსხვავებული მიდგომა აქვთ. ეს ბრენდები საკუთარ პროდუქტს ბიოლოგიურად შესაბამის საკვებს უწოდებენ.
სუპერ პრემიუმ ბრენდებიდან საქართველოში შესაძლებელია შეიძინოთ:
Hills – ოფიციალური შემომტანი “ზოოლაიფის” ქსელი.
https://www.hillspet.com/cat-food– გაეცანით საკვებს და მის შემადგენლობას მათ გვერდზე
Advance – ოფიციალური შემომტანი „ზოომარტის“ ქსელი. https://www.advancepet.com.au/products/cat/ – გაეცანით საკვებს და მის შემადგენლობას მათ გვერდზე.
Happy Cat – ოფიციალური შემომთანი “Happy dog” საქართველო
https://happycat.de/ – გაეცანით საკვებს და მის შემადგენლობას მათ გვერდზე.
Royal Canin – ოფიციალური შემომტანი „ზოოსითის“ ქსელი https://www.royalcanin.com/us/cats – გაეცანით Royal Canin -ის საკვებს და მის შემადგენლობას მათ გვერდზე.
Purina Pro Plan -ბევრ ზოომაღაზიაში შეხვდებით, ოფიციალური შემომტანი როგორც ვიცი “ზოოპლაზას” ქსელია.
https://www.proplan.com/cat – – გაეცანით Purina Pro Plan-ის საკვებს და მის შემადგენლობას მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თითოეულ ბრენდს აქვს სხვადასხვა პოზიციები, სხვადასხვა დანიშნულებისთვის. მათ შორის კნუტებისთვის, ხანში შესული კატებისთვის, სტერილიზებული კატებისთვის და სხვ. ყველა პოზიცია საქართველოს ბაზარზე არ იყიდება, თუმცა მწირი არჩევანი მაინც არის
სუპერ პრემიუმ ბრენდებიდან მე Hills-სა და Advance ვანიჭებ უპირატესობას. Royal Canin -ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი პარტია შემოდის და შესაბამისად არ არის ის ხარისხი, რაც მის ორიგინალ შემადგენლობას. Pro Plan -კი ყველაზე დაბალი ხარისხის ბრენდია სუპერ პრემიუმის ხაზიდან.
ჟელეები – დროდადრო, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ დააჯილდოვოთ თქვენი ფისოები ამ არც ისე ჯანსაღი პროდუქტით. ძირითადად ძალიან უყვართ.
ნორმალური ხარისხის ჟელე შეგიძლიათ შეიძინოთ ზოომარტის ქსელში (Miglior Gatto)
ცხოველებისათვის სხვადასხვა სასუსნავებიც არსებობს, თუმცა უმეტეს მათგანში არაჯანსაღი საკვები დანამატებია. ამიტომ, სჯობს თქვენი ფისო თინუსის ნაჭრით, ან ქათმის ფილით გაანებივრთ და მსგავსი სნექები არ გაასინჯოთ.
რაც შეეხება ვიტამინებს – გამოიყენეთ მხოლოდ კვალიფიციური ვეტერინარის მიერ დანიშნული კონკრეტული პრეპარატები და გაითვალისწინეთ, თუ ვიტამინების შემადგენლობა ემთხვევა საკვების შემადგენლობას, თქვენ უბრალოდ აორმაგებთ ნივთიერებებს კატის ორგანიზმში. ნუ შეიძენთ სხვადსხვა წამლებსა თუ დანამატებს თქვენი ან ზოომაღაზიის კონსულტანტის ინიციატივით.
კატისთვის აკრძალული პროდუქტები:
ხახვი და ნიორი ( ნებისმიერ ფორმაში, მათ შორის საკვებში)
ყურძენი და ქიშმიში
ალკოჰოლი
შაქარი, (ნებისმიერ ფორმაში), შაქრის შემცვლელები და შოკოლადი ( ტკბილის რეცეპტორები კატებს საერთოდ არ აქვთ. იწვევს სიბრმავეს)
დიდი რაოდენობით მარილი ( აგროვებს თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭებს )
შემწვარი და ნებისმიერი ძალიან ცხიმიანი საკვები ( იწვევს ლიპიდოზს)
რძის ნაწარმი და ლაქტოზა ( ლაქტოზას კატების უმრავლესობა ვერ ამუშავებს). კნუტებისთვის უნდა შეიძინოთ სპეციალური კატის რძე.
საფუარიანი პური და ცომეული
ავოკადო
ისპანახი (თუ ცხოველს აქვს საშარდე გზების პრობლემა, სხვა შემთხვევაში დაშვებულია)
უმი ხორცი და თევზი, მათ შორის სუში ( საერთაშორისო გაიდლაინები ძალიან მკაცრად კრძალავენ უმ საკვებს კატისათვის).
უმი კვერცხი
მაკადემიის თხილი
საკვები, რომელიც შეგიძლიათ უწილადოთ თქვენს ცხოველს მცირე რაოდენობით, მრავალფეროვნებისთვის:
მოხარშული ქათმის, ან ინდაურის მკერდი, მოხარშული მჭლე საქონლის ხორცი
დაბალცხიმიანი ხაჭო და მაწონი ( ლაქტოზა მათში ძალიან ცოტა რაოდენობითაა)
ძალიან მაგარი ყველი (მცირე რაოდენობით)
მოხარშული თევზის ფილე, ან საკუთარ წვენში (და არა ცხიმში) დაკონსერვებული თევზის ფილე, საუკეთესო ვარიანტია თინუსი (აუცილებლად უფხო, პატარა ფხამაც შეიძლება დაახრჩოს ცხოველი)
მოხარშული, ან მცირედ ზეითუნის ზეთში შემწვარი კვერცხი
ქინოა, ბრინჯი, ფეტვი, კუსკუსი, შვრია, მაკარონი – მოხარშული, უცხიმო ან ზეითუნის ზეთით
კიტრი, მოთუშული ბროკოლი, მოთუშული სატაცური
გოგრა, ბანანი და მოცვი
მშრალი საკვების ყველა ხარისხიან ბრენდს, ტომრის უკანა მხარეს მითითებული აქვს კვების ულუფები ცხოველის წონის მიხედვით. ეს ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მათ ოფიციალურ გვერდებზეც. სასურველია, თუ ამ რეკომენდაციებს მეტნაკლებად მაინც გაითვალისწინებთ, იმისათვის, რომ არ შეაწუხოს ჭარბმა წონამ თქვენი ცხოველი.
ცხოველისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია წყალი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს სუფთა. სასურველია დღეში ორჯერ მაინც გამოცვალოთ წყალი მათ ჯამში.
არ შეუძინოთ თქვენს ცხოველს პლასტმასის ან მეტალის ჯამები. დროთა განმავლობაში, ისინი არასასურველ ნივთიერებებს გამოჰყოფენ, რომლებსაც საკვებთან ერთად მიიღებს ფისო. საუკეთესო არჩევანია კერამიკის ჯამები, რომლებიც საკმაოდ იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო ნივთების სხვადასხვა მაღაზიებში (მაგალითად სუპერში). არსებობს მოსაზრებაც, რომ ფისოებს ურჩევნიათ სხვადასხვა ადგილას ედგათ წყალი და საკვები და ორივე აუცილებლად (!) უნდა იდგეს ტუალეტისგან მოშორებით.
ფისოს საკვების სწორად შენახვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. არ დატოვოთ მშრალი საკვები პარკში. მოათავსეთ ის დახურულ კონტეინერში, აუცილებლად მშრალ, მზისგან დაცულ და გრილ ადგილას. თუ ოთახში ტემპერატურამ 38 გრადუსს გადააჭარბა, საკვები გაფუჭდება. ყიდვის წინ (თუ არ ყიდულობთ საკვებს ტომრით) შეამოწმეთ იმ ტომრის ვადა, რომლიდანაც გიყრიან საკვებს. არ შეინახოთ საკვები მაცივარში და ზაფხულში არ დაგრჩეთ ის მანქანაში.
რაც შეეხება სველ კვებას და ჟელეებს, მაცივრის გარეშე ისინი 4 საათში ფუჭდება. გახსნილი პაკეტი შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ 3 დღე.
https://www.wikihow.com/Store-Cat-Food-Properly – მოცემულ ლინკზე იხილეთ დეტალურად ფისოს საკვების შენახვის წესები.
7: ფისოს ტუალეტი
ტუალეტის ყუთები განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს დახურული, ღია და ავტომატური წმენდის ფუნქციის ყუთებიც, არსებობს ყუთის ქვეშ დასაფენი საფენიც, რომელიც ამცირებს თათებიდან აკრული ქვიშის მიმოფანტვას ოთახში.
ღია და დახურული ყუთები ზოომაღაზიებში მოიძიეთ, ან უფრო განსხვავებული ალტერნატივები შეგიძლიათ გამოიწეროთ ამაზონიდან – https://www.amazon.com/s?k=cat+litter+box&ref=nb_sb_noss_2

სილიკონის გრანულები უფრო ძვირი და არაეკონომიურია, მაგრამ უფრო ჰიგიენური, რადგან თათებზე მისი გრანულები ნაკლებად ეკრობა. როგორც ყუთზეა მითითებული – ერთი ცალი 5 ლიტრიანი სილიკონის პაკეტი ერთ ფისოს ერთი თვე ჰყოფნის, თუმცა რეალურად, თუ ფისოს სისუფთავე უყვარს, სილიკონი უფრო ხშირად უნდა ცვალოთ, შესაბამისად 1 პაკეტი 10-14 დღეში იცლება.
ქვიშა სილიკონის ალტერნატივაა. ერთი 5 ლიტრიანი პაკეტი ერთ ფისოს ერთი თვე თავისუფლად ჰქოფნის. ქვიშა ყოველდღიურად უნდა გაწმინდოთ.
ფოსოები ძალიან აფასებენ სისუფთავეს, თუ ქვიშას რეგულარულად არ გამოუცვლით, მოისაქმებენ სხვაგან, იატაკზე, ტახტზე, ყვავილების მიწაში და სხვ. ამ ქცევას ისინი მიმართავენ გამოუვალ მდგომარეობაში, ან პროტესტის ნიშნად.
ჩემთვის ყველაზე კომფორტული ქვიშის ბრენდები:
Lindocat – მე უპირატესობას სუნის დანამატის გარეშე ვანიჭებ. შეიძინეთ საბითუმო მაღაზიაში, მეგალაინის პირდაპირ (შალვა: 557245568) -10 ლიტრიანის ღირებულება 12 ლარია და ხარისხით Catzone – ის მსგავსია.
Catzone–ამ ბრენდსაც უპირატესობას სუნის დანამატის გარეშე ვანიჭებ. შემომტანი „ზოომარტის“ ქსელი. 5 ლიტრიანის ღირებულება 14 ლარია.
Van Cat – მე უპირატესობას სუნის დანამატის გარეშე ვანიჭებ, ან სხვა შემთხვევაში, ლავანდას. ყველაზე ნაკლებ ფასად, შეიძინეთ საბითუმო მაღაზიაში, მეგალაინის პირდაპირ, შალვას გვერდით. (599218722) – დაახლოებით 20 ლიტრიანის (10კგ) ღირებულება 18 ლარია
მესამე ალტერნატივაა ფისოსთვის უნიტაზის გამოყენების სწავლება. არსებობს სპეციალური საწვრთნელი ნივთები და ვიდეო გაიდლაინები, როგორ მიაჩვიოთ თქვენი ფისო საკუთარ ტუალეტს. მე ვფიქრობ, რომ ქვიშასთან კონტაქტი, ამოთხრა და დამალვა მათი ბუნებრივი ინსტიქტია და მხოლოდ ჩემი კომფორტისთვის მეცოდება ამის გადასაჩვევად, თუმცა, არჩევანი არსებობს.
https://www.amazon.com/Wishwin-Toilet-Training-System-Trainer/dp/B07STCRF9C/ref=sr_1_15?keywords=cat+toilet&qid=1560952676&s=gateway&sr=8-15 – ტუალეტის მისაჩვევი საწრთვნელი ნივთი
ვიდეო გაიდლაინი კნუტებისთვის 👆
– უფრო სახალისო გაიდლაინი გაზრდილი კატებისთვის 👆
შეგიძლიათ ფისო ნელ-ნელა და პერიოდულად მიაჩვიოთ სეირნობას საბელით, მაგრამ ყველა კატა ინდივიდუალურია. შესაძლოა თქვენი ცხოველისთვის სეირნობა არასდროს გახდეს სასიამოვნო პროცესი.
ვიდეო გაიდლაინი თუ როგორ უნდა მიაჩვიოთ ფისო გარეთ სეირნობას საბელით. 👆

შეიძინეთ მხოლოდ სპეციალურად კატისთვის განკუთვნილი წელზე გასაკეთებელი საბელი. იყიდება სხვადასხვა ზოომაღაზიებში, ან შეგიძლიათ გამოიწეროთ ამაზონიდან.
ყურადღება მიაქციეთ სახლის კარს, კატებმა ხშირად იციან გაპარვა, უკან კი შესაძლოა ვეღარ დაბრუნდნენ.

ასევე, ფრთხილად იყავით აივანსა და ფანჯრებთან. – ფისოებმა იციან ზღურბლზე ჯდომა – ჩიტის, მწერის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი ობიექტის დანახვისას კი, კონცენტრაციას ახდენენ ობიექტზე, ავიწყდებათ ბალანსი და ვარდებიან. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კატები იღებენ მძიმე დაზიანებებს ან კვდებიან აივნიდან გადავარდნის გამო. ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას. საუკეთესო გამოსავალი ფანჯრებსა და აივნის კარზე მყარი, მოძრავი ბადეებია. (577925582 / 593652790 ლევან ქერქაძე – ამზადებს ბადეებს ძალიან მისაღებ ფასად. მეორე ალტერნატივაა “დიო”).
კატა საუკუნეების წინ თავად მოვიდა ადამიანთან, რადგან იგრძნო, რომ მარტო ცხოვრება მისთვის უსაფრთხო არ იყო. ურბანიზაციის პირობებში კი კატებისთვის ქუჩაში უამრავი საფრთხე არსებობს:
საფრთხეები ქუჩაში:
მანქანები, რომლებიც ეზოებშიც კი ძალიან სწრაფად დადიან და უამრავ (!) ცხოველს კლავენ ყოველდღიურად.
მოძალადე ადამიანები და ბავშვები. (ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფიქსირდება ცხოველების წამების ფაქტები. ჩემი აყვანილი ფისოც, ფეხის ამორტყმის შედეგად, მენჯმოტეხილი იპოვეს).
სხვა აგრესიული კატები და ძაღლები ( მათ შორის პატრონიანი ძაღლები, რომლებსაც არავინ უშლის „გაეკიდოს კატას“)
მუტირებული ვირუსები (კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი ანუ კატის შიდსი, კატის ჭირი, რინოტრაქეიტი და სხვ. ისეთი ვირუსები, რომლებსაც აცრითაც ვერ დაიცავთ)

ფისოებს ძალიან უყვართ ფანჯრიდან გარემოს თვალიერება და საათობით შეუძლიათ აკეთონ ეს. შეუქმენით თქვენს ცხოველს ისეთი გარემო, რომ შეძლოს სურვილის შემთხვევაში ფანჯრის რაფაზე ან ფანჯარასთან ჯდომა. მე ამისთვის საბოლოოდ მაგიდის კედელთან მიდგმა დამჭირდა 🙂
დაჩიპვა:

კომპანიონი ცხოველის მიკროჩიპირება ყველა განვითარებული ქვეყნის სავალდებულო პრაქტიკაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არ მოგემსახურებათ არც ერთი ვეტერინარული კლინიკა.
ჩიპირების საშუალებით ხდება დაკარგული ან პატრონისგან გამოგდებული ცხოველის იდენთიფიკაცია – დაკარგული ცხოველი პატრონს უბრუნდება, ხოლო გამოგდებული ცხოველი მიდის თავშესაფარში და თავიდან ხდება მის სხვა ოჯახში გაშვილებაზე ზრუნვა. პარალელურად,პატრონი ჯარიმდება მაღალი გადასახადით და ეკრძალება მომავალში სხვა ცხოველის აყვანა.
საქართველოში, ჩიპირების ვალდებულება მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია, თუმცა ეს კანონიც მკვდარია და აღსრულება სამწუხაროდ არ ხდება.
გირჩევთ, გაითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკები და დაჩოთ თქვენი ცხოველი. საზღვარგარეთ წაყვანის სურვილის შემთხვევაში, დაუჩიპავ ცხოველს ვერც საზღვარზე გადაიყვანთ.
თავად მიკროჩიპი, ზომით დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ხელაა და ცხოველის კანქვეშ, მხრების კუნთებს შორის თავსდება.
აუცილებელია, რომ დაჩიპვის პროცედურა ჩაატაროს გამოცდილმა ვეტერინარმა, რადგან არასწორი ინექციით შესაძლოა დაზიანდეს ცხოველი, მისი ზურგის ტვინი და სხვ. თუ ჩიპი სწორად არის მოთავსებული ცხოველის ორგანიზმში, ის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.
მიკროჩიპით ცხოველის მოძიება ხდება GPRS ფუნქციით, ან სკანირებით. სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარზე არსებულ ჩიპებს მხოლოდ სკანირების საშუალება აქვთ.
9: თ
თუ კატა მოვლილია და იკვებება კარგი ხარისხის საკვებით, მას თმა ყოველდღიურად არ სცვივა. კატებისთვის თმისც ცვენას სეზონური ხასიათი აქვს. თუმცა, არსებობს ინდივიდუალური შემთხვევებიც.
თმის ცვენის პრევენციისთვის, დავარცხნეთ ფისო ყოველდღიურად, ან კვირაში 3-ჯერ მაინც. კატების სავარცხელი, ბეწვის ზომისა და დანიშნულების მიხედვით, იყიდება ზოომაღაზიებში.
ფურმინატორი – სპეციალური სავარცხელია ღრმა ვარცხნისთვის, რომლის გამოყენებაც შეიძლება მხოლოდ კვირაში ერთხელ. იყიდება ზოომაღაზიებში და ძლიერი ცვენის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს ალტერნატივაც გამოიყენოთ.
https://purringpal.com/best-cat-brushes/ – აქვე მშვენიერი სტატია თქვენთვის ოპტიმალური სავარცხლის ასარჩევად, რომლებიც ამაზონიდანაც შეგიძლიათ გამოიწეროთ.

ფისოები ლოკვისას (საკუთარი თავის დაბანისას) ყლაპავენ დიდი რაოდენობით ბეწვს. იმისათვის, რომ ამ ბეწვის მარტივად გადამუშავება შეძლონ, საჭიროა ე.წ. მალ პასტის გამოყენება. მალ პასტა კბილის პასტის მსგავს ტუბში მოთავსებული მასაა, რომელიც პრევენციისთვის უნდა გამოიყენოთ კვირაში 2-3 ჯერ (აალოკინოთ 1-2 სანტიმეტრის სიგრძის მასა). ძლიერი ცვენის შემთხვევაში, შეგიძლიათ მისცეთ ყოველ დღეც.
მალ პასტის ალტერნატივაა სახლში ჯეჯილის დარვა, რომელსაც თავად მიირთმევს ფისოების უმეტესობა.
ჩემი გამოცდილი ბრენდები:
Bio PetActive – შეიძენთ 4pets.ge -ს მაღაზიაში ან ვეტექსში. http://en.biopetactive.com/avada_portfolio/biopet-active-cati-malt/ – დეტალური ინფორმაცია იხილეთ მათ გვერდზე.
Oropharma – შეიძნეთ ზოომარტში. https://www.versele-laga.com/en/lara/products/oropharma-anti-hairball – დეტალური ინფორმაცია იხილეთ მათ გვერდზე.
Trexie – ამ სამიდან ყველაზე ნაკლებ ხარისხიანი, შეიძენთ ზოოსითიში. https://www.trixie.de/heimtierbedarf/en/shop/Cat/FoodRewards2/SupplementaryFood2/?card=24958 – დეტალური ინფორმაცია იხილეთ მათ გვერდზე.
საკვების მწარმოებელი ზოგიერთი ბრენდი მშრალ საკვების კორმის ერთ-ერთ პოზიციად ბეწვის გადამუშავების ხელშემწყობ საკვებსაც აწარმოებს. სჭირდება თუ არა კონკრეტულად ასეთი საკვები თქვენს ფისოს, ეს ვეტერინარმა უნდა გადაწყვიტოს.
https://reviewtiful.com/best-cat-food-cats-throw-up/ – ძალიან კარგი სტატია საუკეთესო საკვებზე ბეწვის გადასამუშავებლად და ზოგადად კატებში ამ ფენომენზე. ზოგჯერ ფისოები გულს ირევენ, იმისათვის რომ ბეწვი ამოიღონ და არ შეშინდეთ, თუმცა ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გულის რევის სიხშირესა და მიზეზებს.

ფისოებს აქვთ ბრჭყალები, რომლებსაც დღეში რამდენჯერმე თავად „იქლიბავენ“. არსებოს ე.წ. კატის საჩხაპნები, კატის “ხეები”, სახლები რომლებიც შეგიძლიათ შეიძნოთ ზოომაღაზიებში. თუ გაგიმართლათ და მოწეონათ, ძირითადად ამ სათამაშოზე კონცენტრირდებიან და სხვა ავეჯის გაფუჭების შანსი დაიკლებს.

თუ როგორ იქცევა კატა სახლში – ინდივიდუალურია. ზოგს უყვარს სიმაღლეებზე ძრომა, შპალერზე ფრჩხილების დაჩხაპვნა, ფარდაზე ასვლა. ზოგს კი ნაკლებად. მაგალითად, ჩემი ფისო ამ მხრივ ძალიან მოწესრიგებულია, უყვარს მხოლოდ ქაღალდების ხევა და შიგადაშიგ ქაღალდის პარკების დახევის უფლებასაც ვაძლევ.

ბრჭყალი ფისოს სხეულის ნაწილია. მათ ბრჭყალები ხეზე ასაძრომად, ბალანსისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარემოებებიოსათვის სჭირდებათ. რა თქმა უნდა მათთვის დიდი დისკომფორტია, როდესაც ბრჭყალებს ვაჭრით, თუმცა სახლის პირობებში რთულია ფისოსთან თამაში და მისი მოფერება, როდესაც მას ძალიან ალესილი ბრჭყალები აქვს. ამიტომ მე მხოლოდ ალესილ ნაწილს, ე.წ. კაუჭის სუუულ პატარა ბოლოს ვაჭრი, ისიც ხანდახან, რომ ფისოსაც ნაკლები სტრესი მივაყენო.

ბრჭყალების დაჭრას საკუთარი წესი აქვს: აუცილებელია გაითვალისწინოთ ბრჭყალის ბოლოში არსებული ვარდისფერი ნაწილი, რომელსაც არ უნდა შეეხოთ. ამ ნაწილში გადის კაპილარები და ნერვული დაბოლოებები. მისი მოჭრა ფისოს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
ზოომაღაზიებში იყიდება სპეციალური მაკრატლები, რომლითაც მარტივად დააჭრით ფისოს ბრჭყალებს. მე ყველაზე მეტად ფოტოზე წარმოდგენილი მაკრატელი მომწონს, რომელიც ზოომარტში შევიძინე.
გაეცანით ბრჭყალების დაჭრის ვიდეო გაიდლაინს 👆
10:ფისოს ზოგადი ჯანმრთელობა
ფისოს ნორმალური სიცხე მერყეობს 38 დან 39.2 გრადუსამდე. კნუტებში სიცხე კიდევ ცოტა უფრო მაღალია.
როგორც დაბალი და ასევე მაღალი სიცხეც საშიშია ცხოველის ჯანმრთელობისთვის და ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სანდო ვეგტერინარულ კლინიკას.
არსებობს იშვიათი გამონაკლისები, როდესაც კატა ბუნებრივად არის დაბალ ან მაღალსიცხიანი. თუმცა, ამ დასკვნამდე ვეტერინარი სხვა ყველა რისკის გამორიცხვის მეთოდით უნდა მივიდეს. მაგალითად ჩემი ფისო დავალსიცხიანია.
ვიდეო გაიდლაინი სიცხის გასაზომად (ელექტრო საზომის შემთხვევაში, გამოცდილი გქონდეთ, რომ სწორად მუშაობს) 👆

ფაღარათი (კუჭის აშლა) და ყაბზობა (კუჭში შეკრულობა) ძალიან საფრთხილოა ცხოველების შემთხვევაში. ორივე მათგანი შეიძლება გამოიწვიოს ჭიებმაც, მოწამლვამ, ინტოკსიკაციამ, სხვადსხვა ვირუსებმა, რაიმე არასასურველი ნივთის/საკვების ჭამამ და სხვა მიზეზებმა.
თუ ფისოს 48 საათის განმავლობაში, ვერ გადის კუჭში, ან პირიქით ფაღარათი აქვს – მიმართეთ კონსულტაციისთვის ვეტერინარს. ფაღარათის შემთხვევაში ფისო კარგავს ბევრ სითხეს, გაუწყლოვნებისა და საჭირო მინერალების თავიდან ასაცილებლად დაალევინეთ მას Humana Elektrolyt ან რეჰიდრონიანი წყალი, პარალელურად მიმართეთ ვეტერინარს, რომელმაც შესაძლოა დანიშნოს გადასხმა და სხვა მკურნალობა.

თუ ფისო ვერ შარდავს, ან სისხლს აყოლებს შარდს/განავალს,, სასწრაფოდ მიიყვანეთ ვეტერინართან!
https://healthypets.mercola.com/sites/healthypets/archive/2016/03/03/feline-lower-urinary-tract-disease-signs.aspx – კარგი სტატია კატებში საშარდე გზების პრობლემების შესახებ.

ფისოს ყურები ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ორგანოა. ყურები მას ყოველთვის სუფთა უნდა ჰქონდეს. ჩახედეთ ნიჟარებში პერიოდულად, თუ აღმოაჩენთ სისველეს, ან ზედმეტად ბევრ ჭუჭყს ( რომელიც არა მხოლოდ ზედაპირზეა, არამედ შიგნითაც ჩანს), მიმართეთ ვეტერინარს. გააკონტროლეთ ყურის ტკიპაც. არ გამოუწმინდოთ ფისოს ყურები ღრმად სახლის პირობებში. ცხოველის ყურში წყლის მოხვედრაც პრობლემატურია, ამიტომ ნუ დაასველებთ ბამბას წყალში, ამისთვის იხმარეთ ქლორჰექსიდინის ხსნარი (იყიდება აფთიაქში) და ისიც მცირე რაოდენობით.

თუ ფისოს აქვს თვალიდან ცრემლის, ან სხვა სახის გამონადენი, შეგიძლიათ ქლორჰექსიდინში, თბილ წყალში, ან გვირილის თბილ ნაყენში დასველებული ბამბით ფრთხილად გაუწმინდოთ თვალები, თითო თვალი სხვადსხვა ბამბით, თუ გამონადენი ხშირია და დიდ ხანს გაგრძელდა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.
პერიოდულად შეამოწმეთ თქვენი ცხოველის პირის ღრუ. ფისოები 4-5 თვის ასაკიდან იწყებენ კბილების მოცვლას, ამ პერიოდში პირის ღრუში შესაძლოა არასასიამოვნო სუნი ჰქონდეთ. დააკვირდით ღრძილებს, თუ ზედმეტად წითელი ან დასიებულია, სავარაუდოდ ანთებაა (რასაც ხშირად უხარისხო კვება იწვევს) და მიმართეთ ვეტერინარს. ზედმეტად თეთრი ღრძილები ჰემოგლობინის ნაკლებობის ნიშანია და სისხლის ანალიზით უნდა გადამოწმდეს. შესაძლოა ფისოს ჰქონდეს დაჩირქებული, ან გასაწმენდი კბილები. პირის ღრუში უსიამოვნო სუნი იცის ჭიებმაც.

ჯანმრთელი ფისო :
- ჭამს საკვებს და სვამს წყალს სტაბილურად,
- კუჭში გადის დღეში ერთხელ მაინც,
- არ უჭირს კოორდინაცია,
- არ აქვს გახშირებული სუნთქვა.
ზოგადად, ფისოებს დღის განმავლობაში უმეტესად სძინავთ და ღამე უფრო აქტიურობენ, მაგრამ ცხოველი არ უნდა იყოს ზედმეტად მოდუნებული. ცუდად ყოფნის დროს ფისოებმა ხშირად იციან დამალვაც

ზედმეტი ბეწვის ამოღების მიზნით, კატები ხანდახან გულს ირევენ. ნორმალურ შემთხვევაში, ცხოველმა უნდა შეძლოს საკუთარი ბეწვის გადამუშავება, თუ მას ეს უჭირს და რეგულარულად იღებს ბეწვს, დაეხმარეთ მალ პასტით, ან საჭიროების შემთხვევაში ბეწვის გადამამუშავებელი მშრალი საკვებით.
ბეწვის რეგულარული ამოღება ხშირად ნაწლავების ანთებითი დაავადების ნიშანია, რომელიც თავის მხრივ კიბოსაც იწვევს.
გულის რევა არის ჭიების სიმპტომიც, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს მოწამლვა, ინტოქსიკაცია, უბრალოდ არასასურველი საკვების უკან ამოღება, ვირუსი და ა.შ. თუ გულის რევა ბევრჯერ განმეორდა, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.

კატებში ხშირია თრომბის (სისხლძარღვების პრობლემების) პრობლემები. თრომბის ჩამოყალიბებას სამწუხაროდ ხელს უწყობს ნარკოზი (ამიტომ, ეცადეთ მაქსიმალურად იშვიათად დაგჭირდეთ ის).
ნარკოზის წინ გადაიღეთ გულის კარდიოგრამა.
თრომბის პრობლემის პირველი ნიშანი, არის ცივი თათები (ბალიშები) და გალურჯებული ფრჩხილები.
მაქვს რუსი ვეტერინარების დანიშნულებაზე წვდომა, საჭიროებისამებრ, შემიძლია მისი ნებისმიერი მსურველისთვის გაზიარება.

ფისოებში ხშირია გულის პრობლემები. ამიტომ თამაშისას მათი ძალით შეშინება ან რაიმე გამღიზიანებლის გამოყენება დაუშვებელია.
არ შეიძლება გრძელვადიანად რაიმე დააძალოთ კატას. მაგალითად, ნემსი, როდესაც ის ისტერიკაშია. მათი ფსიქიკა ძალიან მყიფეა და შეიძლება ამ პროცესში ინფარქტი გამოიწვიოთ. იპოვეთ ალტერნატიული გამოსავალი, როგორ დაეხმაროთ თქვენს ფისოს ისე, რომ არ ზედმეტად არ გააღიზიანოთ/ანერვიულოთ.
დაყრილი ყურები შიშის (ან თამაშის, “ნადირობისთვის მზადების”) ნიშანია.

მიუხედავად იმისა, რომ კატებს მარტო ყოფნა და დღის განმავლობაში ძილი უყვართ, მათ მაინც სჭირდებათ ადამიანთან კომუნიკაცია. რეკომენდებულია, საკუთარ ცხოველს დღეში მინიუმ 10 წუთი მაინც ეთამაშოთ. ეს არა მხოლოდ დაგაახლოვებთ მასთან, არამედ გაუმრავალფეროვნებთ დღეს და ფიზიკური აქტივობითაც დატვირთავთ. ჩემი ფისოს საყვარელი სათამაშოა თოკზე წამოცმული ბეწვის თაგვი, რომელსაც მე „ვმართავ“, თვითონ კი დასდევს 🙂

კატებს ძალიან არ უყვართ ტანსაცმელი. ნუ დააძალებთ მათ რაიმე აქსესუარის ან ჩასაცმელის ტარებას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე მოგწონთ.
ჩემს ფისოს ჟილეტი ერთადერთხელ ჩავაცვი, ოპერაციის შემდეგ, რადგან პოსტოპერაციულ საყელოში უბრალოდ ძალიან მეცოდებოდა. საბედნიეროდ ჟილეტმა გაამართლა. მხოლოდ ორი კვირა ატარა და ახლა კვლავ “თავისუფალია” 🙂 <3

11: ჩვევები და ხასიათი
განსხვავებით ძაღლებისაგან, კატებისთვის კუდის ქიცინი უკმაყოფილების, გაღიზიანების, ან თავდასხმაზე მზადების ნიშანია. თუ თქვენი ფისო კუდს აქტიურად აქნევს, დააკვირდით რა შეიძლება აწუხებდეს მას.
ე.წ აფხორვა და აფუებული კუდი, გაბრაზების გარდა შიშის ნიშანიცაა.
განსხვავებით ძაღლებისაგან, როდესაც ფისო ზურგზე წვება და მუცელს „გაჩვენებთ“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუცელზე მოფერებას გთხოვთ. ეს მათი მხრიდან თქვენდამი ნდობის გამომხატველი ჟესტია. ამ დროს შეგიძლიათ მას სტანდარტულად თავზე, ყურების უკან და კუდის მიდამოებში – ზურგზე მოეფეროთ. ფისოებს მუცელზე ხელის მოკიდება არ უყვართ.
ფისოები იმ იშვიათ არსებებს წარმოადგენენ, რომლებიც კრუტუნებენ ( კატისებრთა ოჯახიდან, კატის გარდა კრუტუნებს პუმა 🙂 ). კრუტუნი ერთ-ერთი ამოუცნობი ფენომენია, რომელსაც მრავალი მიზეზით ხსნიან. ერთ-ერთი ვერსიით ფისო ამ დროს საკუთარ თავს მკრუნალობს (და მათ შორის თქვენც). კატა ძირითადად მაშინ კრუტუნებს როდესაც ბედნიერია, როდესაც გეფერებათ, ან როდესაც რაღაცაზე ძალიან ნერვიულობს.
როდესაც ფისო თამაშის დროს მსუბუქად გკბენთ, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ გეთამაშებათ, ხანდახან უბრალოდ განიშნებთ, რომ თავი დაანებოთ. ამიტომ კარგად დააკვირდით, კონკრეტულ შემთხვევაში ხომ არ აწვალებთ ფისოს.

ფისოებმა ხანდახან იციან ოთახში თავქუდმოგლეჯილი სირბილი წინ და უკან. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ფისო ნადირობისთვის ვარჯიშობს და არ დაუშალოთ მას სირბილი. ფიზიკური აქტივობა ცხოველისთვის აუცილებელია.

ფისოები ხშირად იმალებიან, თუ მათ ვიღაცის ან რაღაცის ეშინიათ.
მოძებნისას გაითვალისწინეთ, რომ უნდა ეძებოთ ისეთ ადგილებში, სადაც არ წარმოგიდგენიათ, ან ისეთ პატარა სივრცეეებში, სადაც გგონიათ, რომ წესით ვერ შეეტევა. ზოგმა ფისომ დამალვა იცის მაშინაც, როდესაც რაღაც ტკივა.

ფისოები, ძაღლებისგან განსხვავებით სახლში მარტო უპრობლემოდ რჩებიან და ძალიან სტრესულად გადააქთ გარემოს ცვლილება. ამიტომ, თუ მხოლოდ რამდენიმე დღით ან მაქსიმუმ ორი კვირით მიდიხართ სადმე, სჯობს თქვენი ფისო სახლში დატოვოთ და ან მის მოსავლელად თქვენს სახლში გადმოვიდეს თქვენი ახლობელი ადამიანი, ან ყოველდღიურად ვინმემ ააკითხოს წყლის, საკვებისა და ქვიშის გამოსაცვლელად.
გამოუვალ მდგომარეობაში, შეგიძლიათ თან წაიყვანოთ თქვენი ცხოველი, მაგრამ გმართებთ დიდი ყურადღება. ცხოველების სასტუმროები უკანასკნელი გამოსავალია და მე პირადად არ გირჩევთ, გარდა იმისა, რომ ყველგან შესაბამისი პირობები არ არის, ცხოველი ძალიან დაისტრესება.
მანქანის დაძვრამდე, ყოველთვის შეიხედეთ მანქანის ქვეშ ( არ აქვს მნიშნველობა მანქანა თქვენია თუ სხვისი) , ფისოებს უყვართ ზაფხულში ჩრდილში, ხოლო ზამთარში მანქანის ძრავის სითბოთი გათბობა.

თუ თქვენ ფისოში რაიმე უცნაური ჩვევა აღმოაჩინეთ და მასზე პასუხს ეძებთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ Google და Youtube თქვენი კარგი მეგობარია 🙂
მაგალითისთვის, ერთ-ერთი კარგი ვიდეო👆
კიდევ ერთი :)👆
ფისოებისთვის ბრძანებების სწავლება 👆

კატებმა იციან კონკრეტული მცენარის ამოჩემება და მისი ჭამა. მაგალითად,, დედაჩემის ფისო ერჩის ჭაობის პალმას, ხოლო ჩემს სახლში გვიმრას ებრძვიან 🙂
ზოგიერთი მცენარე კატებისთვის ტოქსიკურია, ამიტომ ყურადღებით იყავით.
არსებობს სპეციალური სპრეი, რომელსაც მიასხამთ მცენარის სიახლოვეს იატაკსა და ქოთანზე ( არ დაასხათ თავად მცენარეს), მისი სუნი არ სიამოვნებს კატების ნაწილს და შესაძლოა თავიდან აგაცილოთ მსგავსი პრობლემები. ყველა ცხოველზე არ მოქმედებს, თუმცა, გამოუვალ სიტუაციაში ცდად ღირს.
ამ ბრენდის სფრეის ზოომარტის ქსელში აღმაოჩენთ.
Jackson Galaxy– ის კატებთან მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით. მისი Youtube არხი დაგეხმარებათ და გაგარკვევთ უამრავ საკითხში. სხვადასხვა თემაზე შეგიძლიათ მოუსმინოთ მის ვიდეო გაიდებს.
https://www.youtube.com/user/TheCatDaddy66/videos – ესეც ლინკი 💛
12: ცხოველის აქსესუარები:
ყელსაბამი და კულონი ტელეფონის ნომრით:

ფისოები, იმას, თუ როგორ გაძვრებიან/გაივლიან ამა თუ იმ სივრცეში ზომავენ საკუთარი კისრის მიხედვით. რადგან ყელსაბამი მათთვის არაბუნებრივი დანამატია, მას გაბარიტების განსაღვრისას ვერ ითვალისწინებენ, ამიტომ შესაძლოა სადმე გამოედონ, ჩამოეკიდონ და დაიხრჩონ. არსებობს ამის ძალიან ბევრი სამწუხარო მაგალითი, ამიტომ შეარჩიეთ ისეთი ყელსაბამი, რომელიც მარტივად სძვრება.
ყელსაბამზე შეგიძლიათ დაუმაგროთ ფისოს კულონი, თქვენი ტელეფონის ნომრით, სახლიდან გაპარვის შემთხვევაში.
კულონი შეგიძლიათ შეუკვეთოთ ზოომაღაზია „4pets.ge” ან, ვეტ კლინიკაში „აიბო“ . იმისათვის რომ კულონმა ძალიან არ შეაწუხოს, შეგიძლიათ წვრილი რეზინით დაამაგროთ ზედ ყელსაბამზე, ან უკეთესი ალტერნატივაა გამოიწეროთ ყელსაბამი ჩამაგრებული კულონით (გახსოვდეთ, ყელსაბამი მარტივად უნდა სძვრებოდეს კისრიდან).
https://www.aliexpress.com/item/Personalized-Dog-Cat-ID-Tag-Customized-Engraved-Cats-Stainless-Steel-Tags-Rubber-Slide-On-Kitten-Puppy/32903690877.html?spm=2114.search0204.3.310.50bb5407P8dQPh&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_2_10065_10068_319_10546_10059_10884_317_10548_10887_10696_321_322_10084_453_10083_454_10103_10618_10307_537_536,searchweb201603_53,ppcSwitch_0&algo_expid=55684692-f4bb-4bab-b365-6b3a3e86d1f7-37&algo_pvid=55684692-f4bb-4bab-b365-6b3a3e86d1f7 – ალი ექსპრესიდან (დაიხმარეთ ნაცნობი, რომლემაც იცის ამ საიტიდან გამოწერა)
https://www.amazon.com/s?k=cat+collars+names&ref=nb_sb_noss_2 – ამაზონიდან
სათამაშოები:

ნუ შეუძენთ თქვენს ფისოს სათამაშოებს „საეჭვო მაღაზიებში“ ისევე როგორც ბავშვის სათამაშოები, ცხოველის სათამაშოც შეიძლება იყოს დამზადებული ტოქსიკური ნივთიერებებისგან და დააზიანოს თქვენი ცხოველის ჯანმრთელობა. მოერიდეთ (❗) ისეთ სათამაშოებსაც, რომლებსაც მოჰყვება ვალერიანის ფხვნილი.
13: ნივთები და პროდუქტები, რომლებიც დაგჭირდებათ ფისოსთვის

- ტუალეტის ყუთი და ქვიშა (ქვიშა ყოველთვიურად)
- საკვები და ჯამები (საკვები ყოველთვიურად)
- სათამაშოები (მათ შორის ბრჭყალების საჩხაპნი)
- სავარცხელი
- ბრჭყალების მაკრატელი
- გასასეირნებელი საბელი
- გადასაყვანი ჩანთა ( მე მხოლოდ მიუსაფრებისთვის ვხმარობ, ჩემებს მხოლოდ საბელს ვუკეთებ დაზღვევისთვის)
- პასპორტი ( რომელსაც აიღებთ ვეტ კლინიკაში და აღირცხავთ ჰელმითებზე დამუშავებასა და ვაქცინებს, ასევე საჭიროა საზღვარგარეთ გადაყვანის დროსაც)
პერიოდულად:
- ჭიების წამალი
- რწყილების წამალი
- ბეწვის გადასამუშავებელი მალპასტა
- სველი ხელსახოცი
- ჟელე-სასუსნავად
- შამპუნი
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უკვე განვიხილეთ დეტალურად.
14: ჩემს მიერ რეკომენდებული ვეტერინარული კლინიკები და ვეტერინარები
https://www.facebook.com/vetexclinic – ვეტექსი
- მისამართი: ე. მინდელის 4ა (საბურთალო, რუსთავი 2-ის ჩასახვევთან)
- ტელეფონი: (+995) 597 12 73 12
- თერაპევტი და ქირურგი – მარიკა ჩხიკვიშვილი (ჩემი ფისოების ძირითადი ვეტერინარი) და მაო გალუაშვილი
https://www.facebook.com/Abvet.clinic/ – აბ ვეტ ბუნება
- მისამართი: ოთარ ჭილაძის 166/5 (საბურთალო, შესასვლელი იონა ვაკელის ქუჩიდან, რესპუბლიკური საავადმყოფოს პირდაპირ).
- ტელეფონი: (+995 ) 593 55 79 79
- თერაპევტი – დათო ნანობაშვილი,
- ქირურგი – გიორგი ჩიკვატია – (+995) 555 94 78 63
დათოს (რიგების მენეჯმენტის მოუგვარებლობის გამო) აქვს ყურადღებისა და საკმარისი დროის დათმობის პრობლემა – ამიტომ მკაცრად მოითხოვეთ მისგან საკმარისი ყურადღება.
გიორგი განსაკუთრებით კარგია ძვლებზე და რთული ოპერაციების საჭიროების შემთხვევაში.
https://www.facebook.com/veterinary.Clinic.aibo/ – აიბო
- მისამართი: ცინცაძის ქუჩა #45
- ტელეფონი: (+995 32 ) 2 91 12 53
- ლაბორატორია – ეკა ღვალაძე,
- რენდგენი და კარდიოგრამა – ნინო გაბეჩავა
- ოფთალმოლოგია – ლუბა ტიუხი
აღნიშნულ კლინიკაში აქვთ კარგი ხარისხის აპარატურა და ჰყავთ ზემოთ ჩამოთვლილი კარგი სპეციალისტები.
ამ კლინიკაში არ ისარგებლოთ თერაპევტებით ან ქირურგიით. მიაკითხეთ მხოლოდ გამოკვლევებისთვის.
https://www.facebook.com/luckypaw.geo/ – ლაქი ფაუ
- მისამართი: ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #71ბ
- ტელეფონი: (+995) 551 00 55 81
- თერაპევტი და ქირურგი – ირაკლი ნარჩემაშვილი / მაშო შუბლაძე
აღნიშნული კლინიკა გამორჩეულად დაბალ ფასად ეხმარება მიუსაფარ ცხოველებს, ირაკლის ქირურგიაში აქვს კარგი გამოცდილება.
https://www.facebook.com/vetlife.ge/ – ვეტ ლაიფი
- მისამართი: გ. ფანჯიკიძის 3ბ (ყოფილი ბუდაპეშტი)
- ტელეფონი: (+995 32 ) 2 30 50 59
- ქირურგი და თერაპევტი – სერგო ოსიპოვი
პაატა ჩხეიძის პირადი პრაქტიკა
- მისამართი: წერეთლის გამზირი #15
- ტელეფონი: (+995) 577 47 62 97
- თერაპევტი და ქირურგი – პაატა ჩხეიძე
ამ კლინიკას მიმართეთ ონკოლოგიური პრობლემების, ან კუჭ-ნაწლავის/ინტოქსიკაციის პრობლემების შემთხვევებში.
https://www.facebook.com/AgrUniVeterinaryClinic -აგრარული უნივერსტეტის ვეტერინარული კლინიკა
- მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი 240
- ტელეფონი: (+995)577 32 09 00
- თერაპევტი – ანა ლუკიანოვა
სტანდარტული პროცედურებისთვის შეგიძლიათ მიაკითხოთ ამ კლინიკასაც. ამავე კლინიკაში დამატებით მუშაობს “აიბოს” ლაბორანტი ეკატერინე ღვალაძე
https://www.facebook.com/newvetclinic2017/ – ნიუ ვეტი
- მისამართი: ხომლელის ქუჩა #7
- ტელეფონი: (+995 32) 2 763386
- თერაპევტი და ქირურგი – დავით ომარაშვილი
თუ ცხოვრობთ ამ უბანში და გსურთ სტანდარტული პროცედურები, აღნიშნული კლინიკა ნორმალური ალტერნატივაა. დავითს აქვს უფასო სტერილიზაცია/კასტრაციის კერძო პროგრამის ფარგლებში გავლილი ტრენინგი და სერთიფიცირება.
კლინიკები, რომლებსაც არ უნდა მიმართოთ:
- ვეტჰაუსი
- ბალტო
- ზოოპლაზა
- ვეტ ფოინთი
- ვეტ ექსპრესი
- ზარავეტი
- ნებისმიერი სხვა გაურკვეველი კლინიკა
სამწუხაროდ ქვეყანაში 24 საათიანი მხოლოდ ორი კლინიკა გვაქვს: ზოოპლაზა და ბალტო. თუმცა, მათი პროფესიონალიზმი იმდენად დაბალია, მხოლოდ უკიდურესი და გამოუვალი სიტუაციის შემთხვევაში გამოიყენეთ ეს ალტერნატივები.
გადაუდებელი შემთხვევებისთვის გირჩევთ ვეტერინარს გამოძახებით – თაკო ჭუმბურიძე (+995 598 222 190)
გაითვალისწინეთ, საქართველოში ვეტერინარია მაღალ დონეზე არ არის განვითარებული, რადგან განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის არ არსებობს საკმარისი რესურსი.
ასევე, ქვეყანაში ცხოველის მოვლის დაბალი კულტურის გამო, არ არის შესაბამისი მოთხოვნა ბაზარზე. არ გვაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა და სერვისები.
ამიტომ იყავით თავად ყურადღებით, გადაამოწმეთ ინფორმაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერინარებთან (თუ გაქვთ ამის საშუალება), ეძებეთ ვიდეო გაიდლაინები, იკითხეთ სტატიები და სხვ.
https://www.petcoach.co – ამერიკელი სერთიფიცირებული ვეტერინარების ონლაინ საკონსულტაციო საიტი
აღნიშნულ საიტზე შესაძლებელია დასვათ კითხვა $5-ად, ატვირთოთ სამი ფოტო და პასუხს მიიღებთ საშუალოდ 24 -48 საათის განმავლობაში.
ამავე საიტზე შესაძლებელია გაიაროთ ფასიანი კონსულტაცია ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ვეტერინართან. საუბრის დრო არის ულიმიტო (საუბარი მიმდინარეობს ჩეთის საშუალებით), და არის ფოტოების გაგზავნის შესაძლებლობაც. ერთი კონსულტაციის ფასი საშუალოდ არის $30. კრიტიკულ სიტუაციებში, გამოიყენეთ მათი რჩევებიც (თუ გაქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა).
https://www.justanswer.com – მსგავსი ტიპის საიტი, სადაც შეგიძლიათ თვეში $28 გადახდის შემდეგ, ულიმიტოდ ესაუბროთ ამერიკელ ვეტერინარებს მთელი თვის განმავლობაში და გაიაროთ ონლაინ კონსულტაცია სხვადასხვა თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ.
https://www.facebook.com/zoovision.expert– გამოცდილი ოფთალმოლოგი სანქტ პეტერბურგიდან –Олег Ястребов. სამწუხაროდ საკონტაქტო ნომერი არ მაქვს, თუმცა დალინკულია მისი Facebook გვერდი.
შეგიძლიათ საჭიროებისამებრ მისწეროთ Facebook გვერდზე და გაგიწევთ ფასიან კონსულტაციას.
15: ჩემს მიერ რეკომენდებული ზოომაღაზიები
https://www.facebook.com/zoomart.ge/ – ზოომარტი ( აქვს ბევრი ფილიალი)
ძალიან ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე. <3
https://www.facebook.com/ZooCityGeo/ – ზოო სითი ( ყოფილი “ბუნება”, აქვს ბევრი ფილიალი, მათ შორის სხვა ქალაქებშიც)-
https://www.facebook.com/4pets.ge/ – 4pets.ge ზოოგალერეა
მისამართი: ფალიაშვილის #52
ტელ: (+995 32 ) 2 42 05 55
ზრუნავენ მიუსაფრებზეც.
https://www.facebook.com/Zooplaza-ზოოპლაზა-ზოომაღაზია-და-ვეტ-კლინიკა-325397181243685/ – ზოოპლაზა ( აქვს რამდენიმე ფილიალი)
https://www.invet.ge/products?filter=1&direction=1663 – ინვეტი (აქვს რამდენიმე ფილიალი, მათ შორის სხვა ქალაქებშიც)
აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ცხოველების აქსესუარები და ვეტერინარული წამლები. სხვა ზოომაღაზიებში ამ წამლების უმეტესი ნაწილი სამწუხაროდ არ იყიდება.

დიდუბე, ე.წ. ოკრიბის ტერიტორია (იკითხეთ ადგილზე) – სპეციალური ზოო აფთიაქები, სადაც იყიდება სხვადასხვა ვეტერინარული დანიშნულების წამლები (ინვეტის მსგავსად)
გაითვალისწინეთ, რომ როგორც ადამიანებისთვის არსებობს კარგი და ცუდი ხარისხის ნივთები, ასეა ცხოველებისთვისაც. შეგიძლიათ ნაკლებ ფასად ნახოთ გადამყვანი, მაგრამ ნუ დაზოგავთ ფულს საკვებში, ვიტამინში, ან წამალში და ნუ შეუძენთ მათ საეჭვო მაღაზიებში.
16: მედიკამენტები და მკურნალობის ხერხები:
ცხოველებისთვის ადამიანებისთვის განკუთვნილი წამლები როგორც წესი არ არის რეკომენდებული. არსებობს წამლების კატეგორია, რომლებიც სასიკვდილოა ცხოველისთვის ( მაგალითად იბუპროფენი) ამიტომ ბრმად ვეტერინარებსაც კი ნუ ენდობით, მოიძიეთ ინფორმაცია ალტერნატიული წყაროებით
.მაგალითი: ჩემს ფისოს დანიშნული ჰქონდა აციკლოვირის ტაბლეტები, სავარაუდოდ დასმული ჰერპეს ვირუსის დიაგნოზის სამკურნალოდ, როგორც შემდეგ დავაზუსტე, აციკლოვირის გამოყენება კატებისთვის აკრძალულია, იწვევს თავის ტვინის ქერქის დაზიანებას და სიკვდილს.
ასევე, მაქსიტროლი, რომელსაც ჩვენი ვეტერინარები აქტიურად იყენებენ, საზღვარგარეთ აკრძალულია ცხოველებისათვის. იცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიტროლის 2 კვირაზე დიდხანს გამოყენება ძალიან საშიშია. მაქსიტროლი იწვევს გლაუკომას კატებში.

ასევე, ტკივილგამაყუჩებლები საკმაოდ ცუდად გადააქვს ცხოველის ორგანიზმს. მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში მიეცით ტკივილგამაყუჩებელი (ვეტერინართან შეთანხმებით).
https://www.petpoisonhelpline.com/pet-owners/basics/top-10-human-medications-poisonous-to-pets/ – კარგი სტატია წამლების შესახებ, რომლებიც ტოქსიკურია ცხოველისთვის + რჩევები
სუსტი გაუწყლოვნებისას (კუჭის აშლა, ღებინება, არა გრძელვადიანი) შეგიძლიათ გამოიყენოთ Rehydron (რეჰიდრონი) ან Humana Elektrolyt (ჰუმანა ელექტროლიტი), წყალში გახსნილი.
კუჭში გასვლაში დასახმარებლად, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფისოს დაალევინოთ Duphalac – ის სიროფი (რომლებსაც ბავშვებზეც იყენებენ), დოზირება შეათანხმეთ წონის მიხედვით ვეტთან.
Bifoform (ბიფოფორმი, იგივე ლინექსი) – ის წვეთები დაეხმარება თქვენს ფისოს ფაღარათის დამარცხებაში 🙂
ძლიერი გაუწყლოვნების დროს ქართველი ვეტარინარები იყენებენ გადასხმას, ძირითადად ხდება ფიზიოლოგიურის, რინგერის და გლუკოზის ინტრავენურად გადასხმა. თუ ვენის მოძებნა რთულია, ამ შემთხვევაში ხდება კან ქვეშ 3-3 საათში ერთხელ სითხის შეყვანა. არ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილებები თავად

ერთ-ერთი ძლიერი იმუნოსტიმულატორი – რონკოლეიკინი, რომლის მოპოვებაც საქართველოში რთულია, წამლის გახსნიდან ვადა აქვს 1 თვე. ყოველთვის იკითხეთ ჯგუფებში, ჰკითხეთ ვეტერინარებს და შესაძლოა იპოვოთ. კარგი სტიმულატორია კატოზალიც.

სტომორჯილი – ღრძილების ანთების საწინააღმდეგო ძალიან კარგი პრეპარატია. იყიდება სხვადასხვა დოზებით ზოომაღაზიებში. ოფიციალური გაიდლაინით მისი გატეხვა ან დაფხშვნა არ შეიძლება. სჯობს იყიდოთ პატარა დოზა და წონის მიხედვით მისცეთ რამდენიმე ( მაგალითად 2 მილიგრამიანი აბი 4 კილო ფისოს მისცეთ 2 ცალი) არ ჩააყაროთ დაფხშვნილი, დაალევინეთ მთლიანი წამალი ჩვეულებრივ.
17: როგორ ვიპოვოთ დაკარგული ფისო:
როგორც ზემოთ აღვნიშნე კატის გარეთ გაშვება გაუმართლებელია. მათი ცნობისმოყვარეობა კი შეგიძლიათ სხვადასხვა ხერხებით გაამრავალფეროვნოთ (საბელით სეირნობის მიჩვევა, თამაში, ფანჯარასთან წვდომა და სხვ.)
მაგალითად, ჩემს ფისოს უყვარს სადარბაზოში სიარული, ამიტომ როდესაც დრო მაქვს, მასთან ერთად გავდივარ და ერთად “ვათვალიერებთ” სადარბაზოს 🙂
სამწუხაროდ, ცხოველები ხანდახან მაინც იკარგებიან. სახლიდან გაქცევის მიზეზი შეიძლება იყოს ცნობისმოყვარეობა, ან შიში ( ჭექა-ქუხილი, ფოიერვერკი, სტუმარი..)
ასეთ დროს, კარგია თუ ფისო დაჩიპულია, რაც ოდნავ ზრდის თქვენს შანსებს, – თუ ვინმე შეამჩნევს და შეამოწმებს კლინიკაში.
ასევე ძალიან გამოსადეგია ნომრიანი ყელსაბამი. (მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყელსაბამი მარტივად უნდა სძვრებოდეს კატას, რომ რამეს არ გამოედოს და არ დაიხრჩოს)
კატები, როგორც წესი, გაქცევის შემდეგ კიდევ უფრო შეშინებულები რაიმე ბნელ და მშვიდ გარემოში იმალებიან (ეს შეიძლება იყოს სხვენი, სარდაფი, მეზობლის მანქანის ბორბალი და სხვ.)
მას შემდეგ, რაც ნამდვილად დარწმუნედებით, რომ ფისო სახლში არ არის, დაიწყეთ ძებნა თქვენი სადარბაზოსა და სახლის სიახლოვეს.
იყიდეთ ყველაზე დაბალი ხარისხის და მძაფრი სუნის მქონე კატის საკვები ჟელე (მაგალითად ვისკასი), ან თინუსის კონსერვი (რომელიც გახსნილი უნდა გეჭიროთ ხელში), შეამოწმეთ სადარბაზოში, სხვენში, სარდაფში, გადაიხედეთ აივნიდან. აუცილელებლად განაახლეთ ძებნა ღამე, სიბნელესა და მაქსიმალურ სიმშვიდეში, გამთენიაც კარგი დროა.
არის კიდევ ერთი ვარიანტი: ფისოებისთვის ნარკოტიკული ხასიათის ზეგავლენა აქვს ვალერიანს. შეგიძლიათ დაასხათ ვალერიანის წვეთები (მთელი ბოთლი დაასხით თუ საჭირო გახდა) თქვენი სახლის კართან.
კატები (განსაკუთრებით კნუტები) ხშირად რეაგირებენ სხვა კატების კნავილზე. მე ყოველთვის ერთ კონკრეტულ ვიდეოს ვიყენებ, დამალული კნუტის საპოვნელად და თითქმის ყოველთვის ამართლებს. https://www.youtube.com/watch?v=BgIgKcqPd4k – ვიდეოს ამ ლინკზე იპოვით.

პარალელურად, შეგიძლიათ დაბეჭდოთ თქვენი ცხოველის ფოტო (სასურველია ჩანდეს კარგად და იყოს ფერად პრინტერზე დაბეჭდილი), თუ აქვს რაიმე დამახასიათებელი ვიზუალური ნიშანი მიუთითოთ ტექსტში და გამოაკრათ თქვენს უბანში. სასურველია თუ მიუთითებთ ჯილდოს, რადგან ადამიანები ასეთ დროს უფრო მოტივირებულები ხდებიან 🙂
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სოციალური გვერდები, როგორც თქვენი ასევე სპეციალური ჯგუფები, დადოთ პოსტებიც და აკონტროლოთ სხვების პოსტები, ხშირად მპოვნელებიც დებენ ინფორმაციას და მათ შორის თქვენს ცხოველზეც შესაძლოა დადოს ვინმემ პოსტი.
- https://www.facebook.com/groups/petfinder.georgia/ – დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები ( ყველაზე დიდი ჯგუფი)
- https://www.facebook.com/groups/1475140792707291/ – დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები ( შედარებით პატარა ჯგუფი)
- https://www.facebook.com/groups/174023823370970/ – დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები ( შედარებით პატარა ჯგუფი)
- https://www.facebook.com/dakarguli.da.napovni/?ref=br_rs – დაკარგული და ნაპოვნი ცხოველები ( შედარებით პატარა ჯგუფი)
- https://www.facebook.com/groups/268260543219958/ – ფისომოყვარულთა კლუბი ( საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის ოფიციალური ჯგუფი)
- https://www.facebook.com/groups/1555729811412107/?ref=br_rs – ფისომოყვარულთა კლუბი ( შედარებით პატარა ჯგუფი)
- https://www.facebook.com/groups/859601097400867/?ref=br_rs – ფისომოყვარულთა კლუბი ( შედარებით პატარა ჯგუფი)
- https://www.facebook.com/groups/100228776728277/ – კატების მოყვარულთა კლუბი ( პატარა ჯგუფი)
- https://www.facebook.com/groups/214670729490/ – ცხოველთა უფლებების კომიტეტი
- https://www.facebook.com/groups/513588562350836/ – მიუსაფარ ცხოველთა კლუბი
- https://www.facebook.com/groups/1963746493954871/ – ოთხი თათი და მე
- https://www.facebook.com/groups/1364443957015728/ – მომეცი თათი
https://www.facebook.com/AdminAMA/ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ( სახელმწიფო სტრუქტურა), რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ პოსტის გავრცელებით, ასევე ხშირად უნდა დარეკოთ და ამოწმოთ, ხომ არ შეიყვანეს თქვენი დაკარგული ფისო მათ სააგენტოში
https://www.facebook.com/geocatclub/ – საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი (კერძო თავშესაფარი) შესაძლოა დაგეხმაროთ პოსტის გავრცელებით, ასევე ხშირად უნდა დარეკოთ და ამოწმოთ, ხომ არ შეიყვანეს თქვენი დაკარგული ფისო მათ თავშესაფარში.
არსებობს კიდევ უამრავი ჯგუფი, რომელიც კონცენტრირდება ცხოველებზე – მოძებნეთ სოციალურ მედიაში, ჰკითხეთ ცხოველმოყვარულ მეგობრებს და ყველგან გაავრცელეთ ინფორმაცია.
-
მიუსაფარი ფისოს გაჩუქების ხერხები:
ფისოს აყვანის შემდეგ, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და თქვენთვის მიუსაფრების პრობლემები ბევრად უფრო „ხილული“ გახდება. შესაბამისად, შესაძლოა აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ დაგჭირდეთ მიუსაფარი ცხოველის გაჩუქება
იმისათვის, რომ უფრო მარტივად მოახერხოთ ცხოველის გაჩუქება, სასურველია თუ დაბანთ და დაამუშავებთ მკბენარებზე (თუ სუსტად არ არის და შესაძლებელია),
ნათლად, ლაკონურად და საინტერესოდ დაწერეთ ფისოს პოვნის ისტორია (აუცილებლად ქართული შრიფტით) და გაავრცელეთ თქვენს სოციალურ ქსელსა და ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებში.
არ გაგაღიზიანოთ რეაქციებმა და უმნიშვნელო კომენტარებმა თქვენს პოსტზე, ნებისმიერი აქტივობა და ჩართულობა გამოიწვევს პოსტის უფრო ხშირად და უფრო მეტ ადამიანთან გამოჩენას, შესაბამისად გაჩუქების შანსიც იზრდება.
ძალიან ფრთხილად შეამოწმეთ პოტენციური გამჩუქებელი. არ ენდოთ კომენტარებს „მჰმჰ მე ვიშვილებ“, ან „მომიყვანეთ, მე მოვუვლი“ და მსგავს ზედაპირულ დამოკიდებულებებს. გამოჰკითხეთ პოტენციური პატრონი ყველა დეტალზე:
- ასაკი ( არ გააჩუქოთ არასრულწლოვანებზე თუ თავად მშობელი არ დაგიკავშირდებათ)
- საცხოვრებელი პირობები ( არ გააჩუქოთ ნაქირავებში. კერძო სახლის შემთხვევაში დაკარგვის ალბათობაც ძალიან მაღალია, ამიტომ დარწმუნდით უსაფრთხოებაში.).
- ფინანსური შესაძლებლობა ( დარწმუნდით, რომ პოტენციურ პატრონს აქვს საკმარისი შემოსავალი, რომ ფისოს ელემენტარული საჭიროებები მაინც დააკმაყოფილოს)
- ოჯახის წევრების მზაობა და ინფორმირებულობა (ხშირად ცოლს უნდა და ქმარს არა და ა.შ.)
- სხვა ცხოველების არსებობა სახლში (და მათი დამოკიდებულება ახალი ცხოველის მიმართ)
- თანახმა არიან თუ არა სტერილიზაცია/კასტრაციაზე (წინააღმდეგ შემთხვევაში არ გააჩუქოთ)
გარდა უპასუხისმგებლო მსურველებისა, რომლებმაც შესაძლოა მეორე დღესვე კატა გარეთ გააგდონ და თქვენ არც კი დაგირეკონ, არსებობს უარესი შემთხვევებიც, როდესაც ერთი ადამიანი სხვადასხვა ჯგუფში „აგროვებს“ კნუტებს და შემდეგ ისინი უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ამიტომ იყავით ფრთხილად. სასურველია თუ ფისოს საკუთარი ხელით მიიყვანთ ახალ ოჯახში.

შეგიძლიათ ფისო გააჩუქოთ კონტრაქტით – ხელშეკრულება ცხოველის გაჩუქების შესახებ (გადმოიწერეთ დოკუმენტი), რომელსაც დადებთ ახალ პატრონთან. კონტრაქტი მეტ გარანტიებსა და რისკების შემცირებას ნიშნავს.
ცხოველის მოვლის გამოცდილება არ არის აუცილებელი, მთავარია სურვილი და მონდომება. თუნდაც ამ ბლოგის საშუალებით ნებისმიერი მომავალი პატრონი შეძლებს თავისუფლად მოუაროს საკუთარ ფისოს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არ არის სამკურნალო დაწესებულება და მხოლოდ პოპულაციის მართვის ფუნქცია აქვს! მათ თავშესაფარში არის ვირუსების მუდმივი კერა. ქუჩის ცხოველის რამდენიმე დღით სახელმწიფო თავშესაფარში დატოვება = მის 100%-ან დაინფიცირებას. შესაბამისად, როგორც ჯანმრთელი, ასევე ნებისმიერი მძიმე დაზიანებით, ვირუსით და სხვა პრობლემით ნაპოვნი ფისოს ერთადერთი გადამრჩენელი ხართ თქვენ.
ცხოველების მოყვარულები ერთმანეთს თანხით, ადამიანური და სხვა რესურსებით ვეხმარებით. სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ასეთია. თუმცა ჩვენ ვიბრძვით ამ რეალობის შესაცვლელად და ჩაერთეთ თქვენც !
სხვადასხვა ჯგუფებში შესაძლებელია გააკეთოთ ყოველთვიური, სტაბილური დონაციები მიუსაფრებისთვის.
მაგალითად, ჯგუფი მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის პანდემიის პირველი ტალღის დროს შევქმენით, რომელიც ქუჩის ცხოველების გამოკვებვაზე იყო ორიენტირებული მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღეს უკვე ორგანიზაციად პროქეტი ცხოველებისთვის ჩამოვყალიბდით და ვცდილობთ მიუსაფრების პრობლემას უფრო მასშტაბურად ვებრძოლოთ.
19: კანონი:
გახსოვდეთ, კატისა და ძაღლის გაგდება, არაადამიანურად მოპყრობა, წამება, მოკვლა დანაშაულია !
გაეცანით კანონს და იცოდეთ თქვენი თუ მიუსაფარი ცხოველების უფლებები: ⇓

http://gspsa.org.ge/legislation/ – GSPSA – ს ოფიციალური ვებ-გვერდის ლინკი, სადაც მითითებულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობები ცხოველების შესახებ.

კანონის დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე აუცილებლად დარეკეთ 112 -ში, ან შეეიტანეთ განცხადება კრიმინალური პოლიციის რომელიმე განყოფილებაში. თუ პოლიცია უპასუხისმგებლოდ მოეპყრობა თქვენს საქმეს დარეკეთ გენერალურ ინსპექციაში (126). გენერალურ ინსპექციასთან პრობლემები არ სურს არც ერთ პოლიციელს.

შექმენით სტატისტიკა, შექმენით პრეცენდენტი! პოლიციაში რაც უფრო მეტი ზარი განხორციელდება ცხოველების უფლებების დასაცავად, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად აღსრულდება კანონი.
20: როგორ ავიყვანოთ ფისო:
დაემატეთ ზემოთ ჩამოთვლილ ცხოველების ჯგუფებს, ჩამოსქროლეთ, გადაავლეთ თვალი იმ პოსტებს, რომელთა ავტორებიც აჩუქებენ ფისოებს – აარჩიეთ ისეთი, რომელსაც იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება სახლი და წაიყვანეთ 💛
მიაკითხეთ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის თავშესაფარს – https://www.facebook.com/geocatclub/ და აიყვანეთ ნებისმიერი მათი ფისო, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება ახალ პატრონს
დაუკავშირდით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს – 032 242 14 24 , იკითხეთ ჰყავთ თუ არა გასაჩუქებელი ფისო ( ხანდახან მათ თანამშრომლებს დროებით შეფარებული ჰყავთ მიუსაფრები) და წამოიყვანეთ 💛

ბოლოს, სანამ დავასრულებდე, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ცხოველის მოვლა არც ისეთი დიდი თავის ტკივილია, როგორც ამ დაუსრულებელი ბლოგის კითხვის შემდეგ გგონიათ 🙂 ცხოველის ყოლას უამრავი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში კი ისინი უსაზღვრო სიყვარულსა და ბედნიერებას გვჩუქნიან 💛
ფისო Jn. და ჰიკო აყვანამდე vs აყვანის შემდეგ ⇓
და უამრავი ქუჩიდან აყვანილი ფისო, უკვე თავის ახალი პატრონების სახლში. თითოეული მათგანი მტანჯველ ცხოვრებასა და სიკვდილს გადარჩენილია.





















































ენით გამოუთქმელი მადლობა ჩემს პირველ ფისოს, რომელმაც მასწავლა კატების სიყვარული, გადაარჩინა უამრავი მიუსაფარი და დღემდე მეხმარება ვიყო უკეთესი ადამიანი…
ნუ იყიდი, აიყვანე, შეიფარე და გადაარჩინე !
მზად ვარ ჩემი ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხოთ კითხვებზე ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ, პირველ რიგში, კარგად გადაიკითხეთ ბლოგი, შესაძლოა თქვენს კითხვაზე პასუხი უკვე გაცემული მაქვს 😇
XO XO – N
ყოჩაღ ნათია, ეს ენთუზიაზმი და შრომა, რომელსაც ასეთი სიყვარულით ეკიდები, ძალიან დასაფასებელია <3
პ.ს. ბლოგში ყველაფერი ამოწურულია
Reblogged this on Robotmus.
უღრმესი მადლობა ასეთი საჭირო და დეტალური ინფრომაციისათვის , ძალიან დამეხმარეთ
ძალიან დიდი მადლობა,ისეთი სიამოვნებით ვკითხულობდი და თავს ბედნიერად ვგრძნობ რომ ყველაფერს ზედმიწევნად ვასრულებ.მადლობა ყველაფრისთვის❤️❤️❤️