გლუტენი!

7 0

გლუტენი 21-ე საუკუნეში სერიოზული საკამათო საკითხია.  ეს არის ნივთირება პროტეინის ოჯახიდან, რომელიც ე.წ. „წებოს“ ფუნქციას ასრულებს პროდუქტების ნაწილში და ეხმარება მათ შეინარჩუნონ საკუთარიფორმა. მაგალითად, როდესაც ხორბალს დაასხამთ წყალს, ის ნელ-ნელა სწორედ გლუტენის წყალობითიკვრება, ცომი კი ელასტიური ხდება. გლუტენს შეიცავს მარცვლეულის დიდი ნაწილი, კერძოდ: ხორბალი, ჭვავი, ქერი, ალაო,სპელტა, ბულგური.

Related image

უკვე რამდენიმე წელია, რაც უამრავი ცნობადისახე აღნიშნავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში, აღნიშნული ნივთიერება სრულიად ამოღებული აქვთ საკუთარი კვების რაციონიდან. შესაბამისად, მეც მუდმივად მაწუხებს კითხვა, მართლაც საზიანოა თუ არა  ეს პროტეინი ჩვენი ჯანმრთელობისათვის და უნდა ვთქვათ თუ არა უარი გლუტენის შემცველ საკვებზე, რაც რეალურად უამრავ პროდუქტზე უარის თქმას გულისხმობს და დიდ ფინანსურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ამიტომ გადავწყვიტე ეს ამბავი უფრო ღრმად შემესწავლა და ინფორმაცია თქვენთვისაც გამეზიარებინა.

გლუტენი ზემოთ უკვე განვმარტეთ, ლაქტოზის მსგავსად  ადამიანების გარკვეული ნაწილი მასაც ვერ ამუშავებს სათანადოდ, თუმცა აქ საქმე უფრო რთულადაა.

Image result for Gluten ataxia

არსებობს გლუტენის აუტანლობის რამდენიმე სხვადასხვა გამოვლინება:

  • ცელიაკის დაავადება
  • არა-ცელიაკური გლუტენისადმი მგრძნობელობა
  • ალერგია ხორბალზე
  • გლუტენის ატაქსია
  • გაღიზიანებული ნაწლავისსინდრომი
Image result for Celiac disease

ცელიაკი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც  ადამიანის ორგანიზმში  გლუტენის მოხვედრისას წვრილი ნაწლავის იმუნურ რეაქციას იწვეს (აღიქვამს გლუტენს როგორც უცხო სხეულს ორგანიზმში და „თავს ესხმის“ მას). დროთა განმავლობაში, აღნიშნული „რეაქცია“ აზიანებს წვრილი ნაწლავის „სარჩულს“ და ის ვეღარახერხებს სხვადასხვა ნივთიერებების შეწოვას. შესაბამისად თქვენი ორგანიზმი ვეღარ იღებსიმ ვიტამინებსა და მინერალებს სრულად, რაც მას სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

 ნაწლავის დაზიანება იწვევს:

  • დიარეა/ ღებინება/ შებერილობა/მუცლის კრუნჩხვებს
  • სახსრებისა და ძვლებისტკივილს,
  •  სისუსტე/გადაღლილობას,
  •  წონის კლებას,
  • სითხის შეკავებას
  • მუდმივი შიმშილის შეგრძნებას
  • რკინის ნაკლებობას/ანემიას
  • თავის ტკივილს
  • დეპრესიას/პანიკურ შეტევებს
  • ღრძილებისა და კბილების პრობლემებს
  •  და შესაძლებელიასხვა სიმპტომებს

ამ დაავადებას შეუძლია უფრო სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.

ცელიაკის დაავადების განკურნება შეუძლებელია. მისი სიმპტომებისა და გართულების მართვა მხოლოდ გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტების მიღებითაა შესაძლებელი.

ცელიაკის დაავადების სიმპტომები საკმაოდ ფართოა და ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ხშირად არც ილინკება. დაავადების მქონე პაციენტების 80% – მა არც იცის, რომ ის დაავადებულია სწორედ ცელიაკის სინდრომით.  ამიტომ თუ მინიმუმ დიარეამ და მუცლის ღრუს დისკომფორტმა 2 კვირაზე მეტ ხანს შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ცელიაკის დაავადება ბავშვებსაც შეიძლება დაემართოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან კონსულტაციამდე, არ ამოიღოთ გლუტენიანი საკვები კვების რაციონიდან, რადგან ამ ქმედებამ შესაძლოა შეცვალოს გამოკვლევის შედეგები.

აღნიშნული დაავადება მემკვიდრეობითია, ამიტომ მოიძიეთ ინფორმაცია ოჯახის წევრებშიც, ცელიაკის დაავადება რისკ ფაქტორია ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც.

აღნიშნულ დაავადებას გენეტიკასთან ერთად იწვევს სხვადასხვა გასტროლოგიური დაავადებები და ბაქტერიები, ასევე შეიძლება გაჩნდეს ოპერაციის, ორსულობის ან მძიმე ემოციური სტრესის შემდეგაც.

მკურნალობის გარეშე, ცელიაკმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • Malnutrition ( საკვები ნივთირებების ნაკლებობა ორგანიზმში)
  • კალციუმის და ძვლის სიმყარის ნაკლებობა
  • უშვილობა და მუცლისმოწყვეტა
  • ლაქტოზის აუტანლობა
  • კიბო
  • ნევროლოგიური პრობლემები

ჩემი პირადი გამოცდილებით დავამატებ, რომ საქართველოში გლუტენის აუტანლობის დაავადებას საკმაოდ არასერიოზულად ეკიდებიან და კლინიკების უმეტესობას მსგავსი ტესტი არც აქვს. ამიტომ მოიძიეთ კარგი ექიმი და გადაამოწმეთ შედეგები რამდენიმე სხვა კლინიკაში. 

დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ცელიაკის დაავადებით მოსახლეობის  1% იტანჯება. ხოლო ამერიკაში ყოველ 133 მოსახლეზე 1 ცელიაკით დაავადებული ადამიანი მოდის (ჯამში დაახლოებით 1.76 მილიონი ადამიანი).

არსებობს ორი გზა, იმისათვის, რომ გაარკვიოთ გაქვთ თუ არა ცელიაკის დაავადება:

კონკრეტული სისხლის ანალიზი –  tTG-IgA  ტესტი (რომლის დადებითი შედეგის შემთხვევაში სასურველია დაზუსტება ბიოფსიით)

წვრილი ნაწლავის ბიოფსია.

გარკვეული კვლევების მიხედვით გლუტენისგან თავისუფალი კვების რეჟიმმა შეიძლება დადებითად იმოქმედოს შიზოფრენიით, ეპილეფსიით ან აუტიზმის სინდრომით დაავადებულ ადამიანებზეც, რადგან ამ დაავადებების მქონე პაციენტებში ცელიაკის დაავადების რისკიც იზრდება, თუმცა კვლევები იმდენად მცირეა, რომ კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები ამ თეორიის დასამტკიცებლად არ არსებობს.

 

Image result for celebrities who are gluten freeარსებობს გლუტენის აუტანლობის ისეთი, შემთხვევებიც, რომლებიც ცელიაკის დაავადებასთან კავშირში არაა. ასეთ მდგომარეობას რა ცელიაკური გლუტენისადმი მგრძნობელობა ან უბრალოდ გლუტენის აუტანლობა ეწოდება.  გლუტენის აუტანლობა გლუტენისგან გამოწვეული უკუჩვენებების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას ახასიათებს ცელიაკის მსგავსი ისეთი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ მისი აღმოჩენა რთულია. ცელიაკისგან განსხვავებით, არაცელიაკური გლუტენის აუტანლობა არ არის დაკავშირებული იმუნური ან/და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანებასთან.

სიმპტომები:

  • დიარეა ან ყაბზობა
  • შებერილობა ( რომელიც არის მუდმივი და არ არის კავშირში ზედმეტი საკვების მიღებასთან)
  • მუცლის ხშირი, უმიზეზო ტკივილი
  • გადაღლილობის შეგრძნება
  • გულისრევა ( გლუტენის შემცველი საკვების მიღების შემდეგ მალევე)
  • რეგულარული თავის ტკივილი
  • სხვა  სიმპტომები (ანემია, დეპრესია, სახსრების, კუნთების ტკივილი )

მსგავსი დიაგნოზით  მოსახლეობის დაახლოებით 0,5 -13% ცხოვრობს.

თუმცა ექსპერტების ნაწილი აღნიშნულ მდგომარეობას არა გლუტენის აუტანლობას, არამედ სხვა გამომწვევ მიზეზს აწერენ, ზუსტად თქმა მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებზეა შესაძლებელი.

არა ცელიაკური გლუტენის აუტანლობის დასადგენად უნდა გამოირიცხოს ცელიაკის დაავადება და ხორბალზე ალერგია, ამიტომ ექიმმა ტესტი ორივე შემთხვევის გამოსარიცხად უნდა დანიშნოს.

ამ ორი დაავადების გამორიცხვის შემდეგ, კონკრეტულად არაცელიაკური გლუტენის აუტანლობის დასადგენად რაიმე ტესტი არ არსებობს.  ერთადერთი ხერხია:

  • გლუტენის  შემცველი პროდუქტების ცოტა ხნით შეზღუდვა,
  • სიმპტომების შემცირებაზე დაკვირვება
  • გლუტენის შემცველი პროდუქტების კვლავ რაციონში დამატება
  • სიმპტომების დაბრუნებაზე კვლავ დაკვირვება.

 

p1ccvu1n7vvrk1ch4j501r1dtd66.pngგლუტენის ატაქსია – ძალიან ახლად აღმოჩენილი და საკმაოდ საშიში დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში გლუტენის გადასამუშავებლად გამოყოფილი ანტისხეულები შეცდომით ტვინის ნაწილს (ცენტრალ ნერვულ სისტემას) ესხმიან თავს. დროთა განმავლობაში გლუტენის ატაქსიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიც არის ცერებრალური ატროფია.

სამწუხაროდ არსებული დაავადება ახალი აღმოჩენილია და ბევრი კვლევა თუ ინფორმაცია მის შესახებ ჯერ არ არსებობს. შესაბამისად მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, განსაკუთრებით საქართველოში ძალიან სათუოა. თუმცა მკვლევარების ჯგუფები მუშაობენ ამ დაავადებაზე და იმედია მალე უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება.

გლუტენის ატაქსია პროგრესირებადი დაავადებაა და სიმპტომები საშუალოდან მძიმეში გადადის.  ნელა ვითარდება, მაგრამ საბოლოო შედეგი სავალალო შეიძლება იყოს. ასეთ დროს ადამიანს  ძირითადად სიარულის, კოორდინირების პრობლემები, გაძნელებული საუბარი თუ ნერვული დაზიანებების სიმპტომები აღინიშნება.

ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს დაავადებული ადამიანების პროცენტულ მაჩვენებელზეც და გლუტენის ატაქსიაზე ტესტიც იშვიათად კეთდება, რადგან მისი სიმპტომები სხვა სახის ატაქსიის მსგავსია.

მკურნალობის მთავარი ფაქტორი გლუტენისადმი თავისუფალი საკვების მიღებაა. ამ დაავადების შემთხვევაში გლუტენის პატარა დოზაც კი დაავადების განვითარების სერიოზული გამამწვავებელი შეიძლება გახდეს.

ადამიანი, რომელსაც ეჭვი აქვს გლუტენის ატაქსიაზე, სასწრაფოდ უნდა გადავიდეს გლუტენისგან თავისუფალი კვების რეჟიმზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი სიმპტომები სხვა არაფრით იხსნება.  თუმცა ექიმთან რეკომენდაცია მაინც აუცილებელია, რომ ასეთი სახის დიეტა არ იყოს საზიანო კონკრეტული ადამიანის ორგანიზმისათვის.

Image result for irritable bowel syndromeგაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – საჭმლის მომნელებელი სისტემის გავრცელებული დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, კრუნჩხვებს, შებერილობას, გაზებსა და დიარეას. 

გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სინდრომის მქონე ადამიანების ნაწილში გლუტენისგან თავისუფალმა დიეტამ, შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების შემცირება.

what is gluten

ხორბლის ალერგია –  მოსახლეობის 1% -ში ხორბლის ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს  გლუტენის გადამუშავებით.  ხორბლის ალერგია სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მან  ალერგიული პროდუქტის მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება და გონების დაკარგვაცი კი.

 

Image result for Importantკიდევ ერთხელ: თუ ფიქრობთ, რომ ცელიაკის დაავადება გაქვთ, არ შეწყვიტოთ გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღება, სანამ არ დაგიდასტურდებათ დაავადება ( რომ ტესტის შედეგები იყოს ზუსტი) სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შემთხვევაში, სცადეთ გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტის მიღება და დააკვირდით შედეგს.  შემდეგ დააბრუნოთ გლუტენის შემცველი საკვები რაციონში და კვლავ დააკვირდეთ სიმპტომების დაბრუნებას ( ფაქტობრივად იგივე მეთოდი, როგორც ლაქტოზის აუტანლობის დადგენის შემთხვევაში). თუმცა, ეს დაკვირვების პროცესი ექიმთან კონსლუტაციის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.

Foodmapმოკლე ჯაჭვის ნახშირწყლების აბრევიატურა ( ფერმენტირებული ოლიგოსახარიდები, დისახარიდები, მონოსახარიდები და პოლიოდები, კი, მეც წარმოდგენა არ მაქვს აქ რა წერია), რომელთა მიმართ ადამიანების ნაწილის მომნელებელი სისტემა საკმაოდ სენსიტიურია. აღნიშნული ნივთიერებებისადმი მგრძნობელობა ხშირად გლუტენის აუტანლობაში ეშლებათ. ამიტომ გლუტენის აუტანლობის გამოსარიცხად ექიმს ეს ალტერნატივაც შეახსენეთ.

Low FoodmapHigh Foodmap

აქვე ვდებ Foodmap –ის მაღალი და დაბალი შემცველობის პროდუქტების სიას. თუ ვინმეს გადათარგმნა დაგჭირდებათ, მომწერეთ და გადაგითარმგნით.

ახლა დავუბრუნდეთ კვლავ გლუტენს.

97624გლუტენს შეიცავს შემდეგი პროდუქტები:

  • პური და სხვა ცომეული
  • ფქვილისგან დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი ( ვაფლები, მაფინები, კრუასანები, ნამცხვრები, ტორტები და სხვ.)
  • მაკარონი (რომელიც დამზადებულია ხორბლისგან)
  • ე.წ. „ხლოპიები“
  • მზა სოუსები და დრესინგები (რომლებიც შემასქელებლად ფქვილს იყენებენ)
  • ლუდი
  • გადამუშავებული ხორცი
  • შვრია ( საინტერესოა, რომ შვრია, თავისთავად გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტია, თუმცა მისი წარმოება, ან/და მოყვანა ხშირად ისეთ ქარხნებში/მდელოზე ხდება, სადაც სხვა, გლუტენის შემცველ მარცვლეულსაც ამუშავებენ და შესაბამისად შვრიაც „ბინძურდება“)ß
  • სხვადასხვა კანფეტები და „ბარები“.

Image result for celebrities who are gluten freeგლუტენს შეიძლება შეიცავდეს ყველაფერი: რესტორანში მორთმეული შემწვარი კვერცხით დაწყებული, პომადით და წამლით დამთავრებული. ხორბალი შეიძლება შეგხვდეთ ისეთ პროდუქტებში, რომ არც კი წარმოგიდგენიათ, ამიტომ ყველაფერზე ეძებეთ წარწერა „გლუტენისგან თავისუფალი“ ( Gluten free) ან წაიკითხეთ ინგრედიენტები, შეიცავს თუ არა აღნიშნული პროდუქტი ხორბლის, ქერის ან ჭვავის ფქვილს. რა თქმა უნდა ე.წ. მთლიანი პროდუქტების ჭამა უფრო უსაფრთხოა, რადგან  ზუსტად არასდროს იცით გადამუშავებულ ან/და მზა პროდუქტში რა შედის.

ახლა, მოდით განვიხილოთ გლუტენის მიღება იმ შემთხვევაში, როდესაც არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება/სიმპტომი არ გვაქვს:

დღეს ამერიკის მოსახლეობის 30% ცდილობს იკვებოს გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტით და აღნიშნული ქცევა უფრო და უფრო ტრენდული ხდება.

funny-ryan-reynolds-tweets-fb__700-png-300x158

მიზეზები:

  • ხალხის აღქმა –  რომ გლუტენისგან თავისუფალი დიეტა უფრო ჯანმრთელია და მას შეუძლია გააუმჯობესოს არასპეციფიური კუჭ-ნაწლავის სიმპტომები
  • გლუტენისგან თავისუფალი პროდუქტები ახლა ფართოდაა გავრცელებული
  • იმ ადამიანების რიცხვის ზრდა, რომლებსაც საკუთარ თავს გლუტენისადმი მგრძნობელობის დიაგნოზი დაუსვეს  (ცელიაკის დაავადებაზე არ არის საუბარი) და შეამჩნიეს, რომ გლუტენის ამოღების შემდეგ გაუუმჯობესდათ კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა
  • ცნობილი ადამიანებისა და მედიის გავლენა, რომლებიც ბოლო დროს ხშირად საუბრობენ საკუთარ, გლუტენისგან თავისუფალ კვების დიეტაზე.

 

Image result for Mayo Clinicთუ დავუჯერებთ ამერიკის ერთ ერთი მსხვილი კლინიკების ქსელის Mayo Clinic-ის სტატიას, არ არსებობს საკმარისი კლინიკური მტკიცებულება იმის განსასაზღვრად, რომ გლუტენის შეზღუდვა დადებითად მოქმედებს შემდეგ პროცესებზე:

  • წონაში კლება
  • გაუმჯობესებული ზოგადი ჯანმრთელობა
  • გაუმჯობესებული კუჭ-ნაწლავის ზოგადი ჯანმრთელობა
  • გაუმჯობესებური ათლეტური პერფორმანსი

downloadდიაბეტის, მომნელებელი სისტემისა და თირკმლის დაავადებების ამერიკის ნაციონალური ინსტიტუტიც იგივეს ამტკიცებს: „ არც ერთი არსებული მონაცემი არ ამტკიცებს, რომ ზოგადმა პოპულაციამ უნდა იკვებოს გლუტენისგან თავისუფალი დიეტით წონაში დასაკლებად ან ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“.

wheat.png

რეალობა ასეთია – გლუტენის შეზღუდვა კუჭ-ნაწლავის პრობლემების არ მქონე პაციენტებისათვის აბსოლუტურად უსაფუძვლო ქცევა.  თუმცა, უამრავი ადამიანი გლუტენისგან თავისუფალი დიეტის დაცვისას ენერგიის მატებას, უკეთეს ხასიათსა და წონაში კლებასაც კი გრძნობს . რეალურად კი,  ხშირად ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ უფრო „ჯანსაღად კვებას“ და რაციონიან იღებენ გლუტენის შემცველ პროდუქტებს,  ასევე ზღუდავენ ტკბილეულს, ცომეულს ( გლუტენი ფაქტობრივად ყველა ცომეულშია), მიირთმევენ მეტ ბოსტნეულსა და სხვა სასარგებლო პროდუქტებს. შედეგიც კომპლექსურად ძალიან კარგია, ყველაფერი კი მხოლოდ გლუტენის შეზღუდვას მიეწერება ხოლმე.

მეორეს მხრივ, გლუტენის შეზღუდვა ორგანიზმზე  არც უარყოფით გავლენას იძლევა, მაგრამ თუ მის შეზღუდვასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი ასევე შეზრუდული რაოდენობით იღებს უჯრედისს და სხვა საჭირო ნივთიერებებს, რომლებსაც აქამდე გლუტენის შემცველი პროდუქტებისგან იღებდა, ამან შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებების რისკი ხელოვნურად გაზარდოს. გარდა ამისა, გლუტენისგან თავისუფალი –  ავტომატურად ჯანსაღს არ ნიშნავს.

გლუტენის შემცველი პროდუქტების შეზღუდვით, ორგანიზმს მიეწოდება ნაკლები:

  • რკინა
  • კალციუმი
  • უჯრედისი
  • B1 ვიტამინი
  • რიბოფლავინი
  • PP ვიტამინი
  • ფოლიუმის მჟავა

 

შეჯამება: 

  • ადამიანების უმეტესობისათვის გლუტენის შეზღუდვა საჭირო არ არის (არ არსებობს სამკარისი კვლევები იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებში გლუტენის შეზღუდვა იწვევს რაიმე დადებით ეფექტებს).
  • გლუტენის არსებობა ან არ არსებობა კვების დიეტაში არ განსაზღვრავს კვების სტილის ხარისხს. გლუტენისგან თავისუფალი უამრავი პროდუქტი უფრო მეტ ცხიმსა და შაქარს შეიცავს, რომ დააბალანსოს პროდუქტის გემო და ტექსტურა. (წაიკითხეთ შემადგნელობები)
  • ადამიანებისთვის კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობით,  გლუტენის შეზღუდვას ( მისი კვების რაციონიდან ამოღებას) მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი  და ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
  • გლუტენისგან თავისუფალი დიეტის დაცვა, ადამიანებისთვის საზიანო არ არის. თუმცა, კვების რეჟიმის კონტროლის გარეშე, შესაძლოა ორგანიზმში სხვადასხვა საჭირო ნივთიერებების ნაკლებობა გამოიწვიოთ, რომლებსაც აქამდე გლუტენის შემცველი პროდუქტები გივსებდნენ.
  • გლუტენისგან თავისუფალი – ავტომატურად არ ნიშნავს ჯანსაღს. ეს ტერმინი დღეს ძალიან პოპულარულია და შეცდომაში არ შეგიყვანოთ.
  • სხვადასხვა პროდუქტები, რომლებსაც აწერიათ გლუტენისგან თავისუფალი და წარმოებულია გლუტენის შემცველ პროდუქტებთან ერთად, შესაძლოა მაინც შეიცავდნენ მცირე რაოდენობის გლუტენს და ეს ოდენობა, მაგალითად ცელიაკის ან გლუტენის ატაქსიის  მქონე პაციენტებისთვის საზიანო იყოს.
  • გლუტენისგან თავისუფალი ჯანქ საკვები, მაინც ჯანქია.
  • სანამ გადაწყვეტთ გლუტენის შეზღუდვას, თქვენი სიმპტომები ( რომლის გამოც მისი შეზღუდვა გადაწყვიტეთ) გააცანით კვალიფიციურ ექიმს, რომ მან გამორიცხოს ამ სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზები.

cindy-crawford-in-allure-magazineდასკვნა:  ნუ გახდებით საკმაოდ ძვირადღირებული ტრენდის მიმდევარი, თუ ასეთი კვების სტილი ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობის გამო არ გჭირდებათ. ჯერ-ჯერობით გლუტენის მავნებლობა ჯანმრთელი პოპულაციისთვის არც ერთი მნიშვნელოვანი კვლევით არ დადასტურებულა.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გლუტენის გარშემო არსებული გაუგებრობა გავარკვიეთ, არჩევანი უკვე თქვენზეა. ნებისმიერი დამატებითი კითხვით მომმართეთ ნებისმიერ ფორმატში.

 

 

XO XO  N

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
75 %
Sad
Sad
25 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

One thought on “გლუტენი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *