კოლაგენი და მგონი სუულ ყველაფერი მის შესახებ ???

52 2

ჯანსაღი კვების ფარგლებში დიდი ხანია მინდა კოლაგენზე დავწერო, რომელიც არა მხოლოდ ჯანსაღი, გლუვი, ნაოჭებისა და ცელულიტისგან თავისუფალი კანის საწინდარია, არამედ პასუხს აგებს ორგანიზმის უამრავი ნაწილის გამართულ მუშაობაზე და რომლის შესახებაც ამ ბედრკულ საქართველოში არავინ არაფერი იცის (მეც მათ რიცხვში ვიყავი რამდენიმე თვის წინ).

ბლოგში ცელულიტის შესახებ და ასევე აკნეს შესახებ, კოლაგენი რამდენჯერმე მაქვს ნახსენები,  მაგრამ დღეს ექსკლუზიურად მხოლოდ მასზე ვისაუბრებ:)

კოლაგენი – ეს არის მთავარი ბოჭკოვანი ცილა (ცილა, იგივე პროტეინი),  რომელსაც შეიცავს სხეულის შემაერთებელი ქსოვილი. კოლაგენი არის ჩვენს ძვლებში, სახსრებში და ასევე დიდი რაოდენობით კანში. კოლაგენს შეიცავს ჩვენი თმაც, ფრჩხილები, ღრძილები, კუნთები, იოგები, მყესები, სისხლძარღვები, კბილები, თვალები, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა.

Related image

ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში, სხვა ცილებთან შედარებით, ყველაზე უხვად გვხვდება და საერთო ცილის დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

კოლაგენი შედგება ამონომჟავებისაგან, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება და სარგებელი მოაქვთ ჩვენი ორგანიზმისათვის.

 

აღნიშნული ცილის წარმოებას ორგანიზმი  ბუნებრივად ანელებს ასაკთან ერთად. ძირითადად საუბარია 30 წელზე, თუმცა არსებულ გარემო პირობებში, მე თავისუფლად ვიტყოდი, რომ 20 -25 წლიდანაც ჩვენი სხეული კარგავს ახალგაზრდულ სიჯანსაღეს. ამის გამომხატველი ნიშნებია ნაოჭები, მოშვებული, არაელასტიური კანი, სახსრების ტკივილი და სხვ.

Image result for damaged collagen

კოლაგენის რღვევას ასევე ხელს უწყობს  Image result for unhealthy food icon არასწორი კვების რეჟიმი ,Image result for sugar iconშაქრის მაღალი შემცველობა კვების რაციონში, Image result for tobacco iconთამბაქო,  Related imageმზის დასხივება. კოლაგენის შემცირების ყველაზე გავრცელებული მიზეზები ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან მათი კომბინაციაა:

  • გენეტიკური პრობლემები
  • კოლაგენით მდიდარი საკვების ნაკლებობა
  • ზოგადად არასწორი კვება
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენენ კოლაგენის წარმოებაზე.

დამატებითი მიზეზები, რომლებიც იწვევს კოლაგენის შემცირებას ორგანიზმში:

  • დიდი ოდენობით შაქრიანი კვების სტილი
  • გადაჭარბებული ალკოჰოლი
  • მზის დასხივება (მცხუნვარე მზეზე გარუჯვა და დამწვრობა)
  • თამბაქო
  • თავისუფალი რადიკალები ორგანიზმში (თავისუფალი რადიკალების შესახებ წაიკითხეთ ჩემს ბლოგში – კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტების შესახებ).

 

კოლაგენის ექსპერიმენტალური გამოყენება ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც პოპულარული გახდა საკვებ დანამატებსა და თავის მოვლის საშუალებებში.

Image result for collagen and celluliteკოლაგენი და ცელულიტი:

მაქსიმალურად მარტივად რომ ავხსნათ: კოლაგენის ვერტიკალურ „ძაფებს“ უჭირავს ჩვენი კანის ზედაპირი, როდესაც კოლაგენი იწყებს რღვევას, ეს ძაფები სუსტდება და კარგავს ფორმას – ვეღარ იჭერს  კანის ზედაპირს თანაბრად და ჩნდება ეს ავადსახსენებელი ტალღოვანი კანის (ან ფორთოხლის კანის) ეფექტი. გარდა ამისა, დარღვეულ კოლაგენში მარტივად აღწევს ცხიმოვანი მასაც და თავსდება უშუალოდ კანის ზედაპირის ქვეშ.

 

Related imageკოლაგენი და კანი

კოლაგენის დონის აწევა ეხმარება კანის უჯრედებს განახლებასა და აღდგენაში, კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ელასტიური. მცირდება ნაოჭების წარმოქმნა. კოლაგენი ასევე ეხმარება გამომშრალ კანს გაწყლოვანებისა და ტენიანობის აღდგენაში. ეს ნივთიერება პასუხს აგებს ჯანსაღ, ძლიერ თმასა და ფრჩხილებზეც.

კოლაგენი და შრამები

თუ დავუჯერებთ ართრიტის, ძვალ-კუნთოვანი და კანის დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს (NIAMS) კოლაგენი დადებით შედეგს იძლევა კანის ლაქების, შრამებისა და აკნეს ნაწიბურების ბუნებრივად გაუმჯობესებაში.

 

Image result for collagen and jointsკოლაგენი და ძვალ-სახსართა სისტემა.

ძვლებისა და სახსრების შემთხვევაში კოლაგენი ე.წ. „წებოს“ ფუნქციას ასრულებს, რომელიც  „კრავს“ მთელ სხეულს. მისი  გელის მსგავსი სტრუქტურა, გარს ეკვრის  და უნარჩუნებს ძვლებს გამართულად მუშაობის ფუნქციას.

 

 

არსებობს კვლევები იმაზეც, რომ კოლაგენის ტიპი 2 რეუმატოიდულ ართრიტის დროსაც კი ამსუბუქებს ტკივილის სიმპტომებს.

კოლაგენი ორგანიზმს ეხმრება კუნთის ფორმირებაშიც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკის მატებასთან ერთად. რადგან კუნთი ეხმარება სხეულსა და ძვლებს სიჯანსაღის შენარჩუნებაში და ასევე წვავს მეტ კალორიას, ვიდრე ცხიმი.

 

Image result for collagen and digestive systemკოლაგენი და საჭმლის მომნელებელი სისტემა.

კოლაგენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნაწლავების უკეთ მუშაობას. ამსუბუქებს ქრონიკული და წყლულოვანი კოლიტის დაავადებას, ეხმარება ნაწლავებს წყლის ათვისებაში.

 

 

კოლაგენში შემავალი ამინომჟავა გლაისინი, (Glycine) ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ ანტიოქსიდანტების მეტად გამოყენებას, ასევე მონაწილეობს DNA -სა და RNA- ის ჯანსაღი უჯრედების მშენებლობაში.

კოლაგენს მინიმუმამდე დაჰყავს ღვიძლს მიყენებული ზიანიც, რომელსაც იწვევს ისეთი არასასურველი ნივთიერებებისა და ტოქსინების  გადამუშავება, რომლებსაც ღვიძლი ნორმალურ შემთხვევებში არ უნდა იღებდეს (მაგალითად ალკოჰოლი).

კოლაგენში შემავალი ამინომჟავა არგინინი (Arginine)  ეხმარება ორგანიზმს გამოიმუშაოს ცილა სხვა ამინომჟავებისგან, რაც მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილის აღსაღდგენად, ჭრილობების შესახორცებლად, მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად.

კოლაგენი და სისხლძარღვები.

კოლაგენში შემავალი ამინომჟავა პროლაინი (Proline)  ამცირებს ცხიმს სისხლძარღვებსა და არტერიებში და მინიმუმამდე დაჰყავს ამ ადგილებში ცხიმის დაგროვების რისკი. პროლაინი საჭიროა სახსრებსა და არტერიებს შორის არსებული ქსოვილის აღსაღდგენად. ეს ამინომჟავა აკონტროლებს ასევე სისხლის წნევას და იცავს ორგანიზმს არტერიოსკლეროზისგანაც.

 

კოლაგენის ტიპები:

Image result for Collagen supplements desk

ადამიანის ორგანიზმი  28 ტიპის კოლაგენისგან შედგება. თუმცა მთლიანი მოცულობის 80-90%-ს კოლაგენის 1, 2 და 3 ტიპი შეადგენს.

ტიპი 1 : კოლაგენის ყველაზე ძლიერი ტიპი, რომელსაც შეიცავს იოგები, მყესები, სხვადასხვა ორგანოები და კანი.  ეს ტიპი ასევე ეხმარება ძვლებს ფორმირებაში და შესაძლებელია შეგვხვდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც.  ტიპი 1 მნიშვნელოვანია ჭრილობების შეხორცებისათვის, კანის ელასტიურობისა და სიმკვირვის შენარჩუნებისათვის და ზოგადად შეამაერთეველი ქსოვილის სიჯანსაღისათვის.

ტიპი 2: ეს ტიპი ძირითადად პასუხისმგებელია ხრტილის ფორმირებაზე.რომელიც საბოლოოდ  გვიცავს ასაკთან დაკავშირებული სახსრების ტკივილისა და  სხვადასხვა ართრიტის სიმპტომებისგან.

ტიპის 3: ეს ტიპი ქმნის ჩვენს ორგანოებსა და კანის ნაწილს. კოლაგენის ტიპი 3,  ტიპ 1 თან ერთად კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეზეა პასუხისმგებელი.  ასევე ახდენს სისხლძარღვებისა და ქსოვილის ფორმირებას გულის გარშემო. სწორედ ამის გამო კოლაგენის ტიპი 3 -ის ნაკლებობა ნაადრევ სიკვდილთანაც კი ასოცირდება.

 

Image result for Collagen supplements desk

 

 

კოლაგენის წყარო: ფხვნილები, სითხეები,  კრემები და ინექციები:

 

 

imageservice.jpginline_03-1.jpgსაკვები დანამატები – ფხვნილები და სითხეები:

ბუნებაში კოლაგენის ყველაზე მაღალი შემცველობა აქვთ იმ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენზით ცილას: ძროხა, ქათამი, ღორი, თევზი და კვერცხის ნაჭუჭის გარსი. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი, ინდუსტრიული რევოლუციიდან, განვითარებასთან ერთად აღარ მიირთმევს ცხოველებს „მთლიანად“ (კანიანად, მყესებიანად, ძვლებიანად და ა.შ.) ორგანიზმის მიერ კოლაგენისმიღება შემცირდა, შესაბამისად ჩვენ თავად შევქმენით კოლაგენის დეფიციტი და საჭირო გახდა მისი საკვები დანამატით  შევსება (მაგალითად კოლაგენის ფხვნილის პროტეინი), რომლებიც ცხოველების ზუსტად იმ ნაწილებისგან მზადდება, სადაც კოლაგენია თავმოყრილი.

ძროხის კოლაგენი:  მზადდება ძროხის კანის, ძვლებისა და კუნთებისგან.  ძირითადად შეადგენს ტიპი 1 და ტიპ 3 კოლაგენს, რომლებიც ყველაზე  უხვი ტიპებია იმ კოლაგენისა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი შეიცავს. ძროხის კოლაგენი შეიცავს ასევე ამინომჟავებს – გლაისინსა და პროლაინს, რომლებიც კუნთის ჩამოყალიბების პროცესში იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას და ორგანიზმს საკუთარი კოლაგენის წარმოებაში ეხმარება.

ქათმის კოლაგენი: ქათმის კოლაგენი შედგება დიდი რაოდენობით ტიპი 2 კოლაგენისგან, რომელიც საუკეთესოა ხრტილის წარმოებისათვის. სასარგებლოდ მოქმედებს ძვლების ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ შეიცავს ჰონდროითინ სულფატსა და გლუკოზამინ სულფატს, ორივე მათგანს ანტი დაბერების ეფექტი აქვს.

თევზის კოლაგენი: თევზის კოლაგენი იგივე Marine Collagen ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ასათვისებელი კოლაგენია, რომელიც ძირითადად ტიპი 1 კოლაგენისგან შედგება, გლაისინის, პროლაინისა და ჰიდროქსიპროლაინთან (Hydroxyproline) ერთად.  აღნიშნული კოლაგენი ითვლება ყველაზე მაღალი ხარისხის კოლაგენად. ტიპი 1 კოლაგენი თითქმის მთელს ჩვენს სხეულში მოიპოვება, განსაკუთრებით მეტად კი კანში.  ჰიდროქსიპროლაინი დაბარების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ამინომჟავაა და კოლაგენის სტაბილურობას უწყობს ხელს,  C ვიტამინი კი ამ რეაქციების გამოსაწვევად აუცილებელი კომპონენტია, სწორედ ამიტომ კოლაგენის მიღებისას სასურველია მას დაუმატოთ ვიტამინი C, რომელიც განსაკუთრებით უწყობს ხელს ორგანიზმს, გარდაქმნას კოლაგენის სასარგებლო ცილად.

კვერცხის ნაჭუჭის კოლაგენი: მოიპოვება კვერცხის ნაჭუჭსა და მის ცილაში. შეიცავს ცოტა რაოდენობით 3,4 და 10 ტიპის კოლაგენს და ძირითადად ტიპ 1 კოლაგენს. ასევე შეიცავს სხვადასხვა საჭიროამინომჟავებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი უკავიათ  ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის აგებულებაში, ჭრილობების შეხორცებაში, კუნთის მასის შექმნასა და ტკივილის შემსუბუქებაში.

 

Image result for collagen ampouleკოლაგენის კრემები:

უამრავი კრემი, შრატი, თუ სხეულის მოვლის სხვა  გარეგანი საშუალება, რომლებიც იყენებენ კოლაგენს საკუთარ პროდუქტში, შეიცავენ არასაკმარისი რაოდენობით კოლაგენს ან/და ძირითადად კოლაგენის უფრო დიდ მოლეკულებს, ვიდრე კანს შეუძლია მათი შეწოვა, ისინი არ არიან ჰიდროლიზირებულები,  ამიტომ მათი მიღება ნაკლებ ეფექტურია. შესაბამისად,   უმჯობესია კოლაგენი მიიღოთ ორალურად, ან ინექციების სახით. ნუ დახარჯავთ თქვენს რესურსს ტყუილად.

Related imageკოლაგენის ინექციები:

ნაოჭებთან და კანის სხვა პრობლემებთან საბრძოლველად, ასევე ძვლებისა და სახსრების პრობლემებისათვის ხშირად ინიშნება კოლაგენის ინექციები, უამრავი სტატია და კვლევა ირწმუნება, რომ აღნიშნულ ინექციებს დრამატულად კარგი შედეგი აქვთ ნაოჭების შემცირებაში, თუმცა აღნიშნული მეთოდი (ინექციები) მხოლოდ ექიმის ადმინისტრირებით უნდა ჩატარდეს.

სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია კეთდება თუ არა  თბილისში, რომელიმე კლინიკასა თუ ცენტრში კოლაგენის ინექციები, გთხოვთ, თუ გაქვთ ამის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია,  მომწეროთ ნებისმიერ ფორმატში  <3

კოლაგენის ინექციები იდელაურია ყველა იმ პაციენტისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ „მოქნილი“ კანი აქვს და სიბერის ნიშნების ადრეულ სტადიაზეა –  სურს მიმიკური ნაოჭების, აკნეს შრამებისა და კანის სხვა მსგავსი მდოგმარეობის გაუმჯობესება. მითითებული ასაკია 35-65 წელი, თუმცა ალბათ უფრო ახალგაზრდებისთვისაც დაშვებულია (თუ საუბარია მიმიკურ ნაოჭებსა და მოქნილ კანზე).  კოლაგენს იყენებენ ასევე ტუჩის მოცულობის მცირედ გასაზრდელადაც (ტუჩის კუთხეებში მისი დამატებით).

იდეალურ შემთხვევაში, პროფესიონალმა ექიმმა კოლაგენის დანიშვნამდე უნდა გაგიკეთოთ მხარზე მისი ტესტი და 1 თვის განმავლობაში დააკვირდეს შედეგს (ამ პერიოდში კანზე არ უნდა წარმოიქმნას რაიმე სახის სიწითლე, ქავილი, ალერგია), ამის შემდეგ მან უნდა მოგცეთ კვების ინსტრუქციები საკვებ ნივთიერებებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე, აღნიშული საკითხი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ოპტიმალური ეფექტის მისაღებად.

რა თქმა უნდა ცხადია, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სასურველია ეს პროცედურა გადადოთ, ასევე აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის არ არის მიზანშეწონილი და ლიდოკაინსა და მსგავს ნივთიერებებზე ალერგიული პაციენტებისთვისაც შეზღუდულია აღნიშნული პროცედურა. მოკლედ, ზოგადად უნდა იყოთ ჯანმრთელი და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში.

Image result for speaker iconმნიშვნელოვანი ინფორმაცია:

საკვები დანამატის სახით ნებისმიერი ტიპის კოლაგენის არჩევისას, აუცილებელია გაითვალისწინოთ მისი ხარისხი. ძროხის კოლაგენის შემთხვევაში კოლაგენი უნდა იყოს ე.წ. „ბალახ -ნაჭამი“ ცხოველებისგან მიღებული (grass fed animals), რაც გულისხმობს იმას, რომ საკვებ დანამატში არ იქნება პესტიციდები და სხვა არასასურველი ნივთიერებები მოხვედრილი. სასურველია იყოს არაგენმოდიფიცირებული.

გარდა ამისა, პროდუქტი უნდა იყოს შემოწმებული, რომ არ გახდეს მძიმე მეტალებისა და სხავ საშიში ნივთიერებების წყარო ორგანიზმისათვის (რომელიც ცხოველის ორგანიზმიდან შემოაღწევს).

თევზის კოლაგენის შემთხვევაში დააკვირდით მის შემადგენლობას, რომარ იყოს დამზადებული ხამანცკების ან/და მედუზისაგან (shellfish or jellyfish). თევზი ასევე აუცილებლად უნდა იყოს ბუნებაში, ოკეანეში დაჭერილი (Wild caught).

კოლაგენი, რომელსაც გამოიწერთ უნდა იყოს ჰიდროლიზირებული (hydrolyzed) და შედგებოდეს მინიმუმ 19 ამინომჟავისაგან. სასურველია არ ჰქონდეს არანაირი გემოს დანამატი (შაქრისგან თავის არიდების მიზნით).

ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელ ქვეყანასაც. მაგალითად ჩინური კოლაგენი ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქტად მიიჩნევა. ზოგადად ევროპას მეტი რეგულაცია აქვს საკვები დანამატების მწარმოებელბისათვის, ვიდრე ამერიკას, ესეც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ხილის, თუნდაც ფრეშ წვენებთან ერთად, როგორიც არის მაგალითად ფორთოხალი, ვაშლი, ყურძენი, კოლაგენის ეფექტი მცირდება, ამიტომ ეცადეთ მათში არ გაურიოთ. (მე პირადად ნახევარი ლიმნის წვენის და ცხელი წყლის ნაზავში ვურევ).

 

Related imageკოლაგენის ამინომჟავები

კოლაგენი ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს იმ 19 ამინომჟავის წყალობით, რომლებსაც ის შეიცავს.

 

ამინომჟავები იყოფა არსებით, არააუცილებელ და პირობით ამინომჟავებად, რომლებიც  პასუხს აგებენ ორგანიზმის გამართულად მუშაობაზე, ჯანსაღ კანზე, ძვლებზე, სისხლძარღვებსა და სხვ ორგანოებზე.

არსებითი ამინომჟავებიარის ისეთი მჟავები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად ვერ აწარმოებს და ისინი მან საკვების სახით უნდა მიიღოს.

არსებობს 9 არსებითი ამინომჟავა(მოდი პირდაპირ ინგლისურად დავწეროთ): histidine, isoleucine, leucine, lysine, methionine, phenylalanine, threonine, tryptophan, valine.

არაარსებითი ამინომჟავებს ორგანიზმი თავადაც გამოიმუშავებს, მაშინაც კი, თუ ჩვენ მათ საკვების სახით არ ვაწვდით.

არაარსებით ამინომჟავებში შედის: alanine, asparagine, aspartic acid,  glutamic acid.

პირობითი ამინომჟავები არაარსებითი ამინომჟავებია იმ განსხვავებით, რომ მათი გამომუშავება წყდება, დაავადებების ან/და სტრესის პირობებში.

პირობითი ამინომჟავებია:  arginine, cysteine, glutamine, tyrosine, glycine, ornithine, proline, serine.

ამ მჟავების ორგანიზმისთვის მიწოდება თითოეული კვების დროს რა თქმა უნდა საჭირო არ არის ( და ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა), თუმცა სასურველია მათი ბალანსი მთელი დღის კვების რაციონის განმავლობაში დაცული იყოს.

კოლაგენი სამ შრიანი პროტეინისგან შედგება,  რაცგულისხმობს იმას, რომ კოლაგენი შედგება  სამი ერთმანეთში გადახლართული ძაფისგან შედგება, რომლებიც ერთად ქმნის ძლიერ მოლეკულას – კოლაგენის მთავარი შემადგენელი მჟავებია  – glycine, proline, და Hydroxyproline, თუმცა ის სხვა ამინომჟავებსაც უნდა შეიცავდეს.

collagen-structure_orig.jpg

გამოდინარე იქიდან, რომ ჩვენი კვების რაციონი ძალიან ხშირად დაუბალანსებელია, კოლაგენი ამ ბალანსს იდეალურად აღადგენს.

Image result for Gelatin

კოლაგენი და ჟელატინი

ჟელატინსა და კოლაგენს ხშირად ერთად მოიხსენიებენ ხოლმე, იმიტომ რომ დაშლილი კოლაგენი ჟელატინად გადაიქცევა. ჟელატინი კარგი გამოსავალია მათთვის, ვისაც აქვს გარკვეულ პროდუქტებზე ალერგია და ვერ იღებს სათანადო ამინომჟავებსა და საჭირო ნივთიერებებს. ჟელატინის დამზადება ხდება ძვლის ნახარშისგან, ორი დღის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე მოხარშული ძვლები გამოყოფს კოლაგენს, რომელიც საბოლოოდ ჟელატინად გარდაიქმნება.  მარტივად რომ ვთქვათ, ჟელატინი კოლაგენის სხვაგვარი ფორმაა. თუ დაკვირვებიხართ ხორცის ხარშვისას წყლის ზედაპირზე ჟელესმაგვარი სუბსტანცია რომ იქმნება – ეს ჟელატინია.

ჟელატინი ფხვნილისა თუ ფირფიტების სახით, მზა მდგომარეობაშიც იყიდება, თუმცა აუცილებლად უნდა გქონდეთ ინფორმაცია მისი სისუფთავისა და  მაღალი ხარისხის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უფრო დაიზიანოთ ორგანიზმი  არასასურველი ნივთირებებითა და ტოქსინებით, ისევე როგორც არაჯანსაღი ხორცის ნახარშისგან.

 

Related imageკვლევები:

არსებობს კვლევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომლებიც კოლაგენის ზოგად უსაფრთხოებასა  და ეფექტურობას ირწმუნებიან, განსაკუთრებით ინექციების შემთხვევაში. პარალელურად შესწავლილია მისი გვერდითი მოვლენებიც. რადგან კოლაგენი ნატურალური პროტეინია, მას მინიმალური გვერდითი ეფექტები გააჩნია.

 

თუმცა აღნიშნული კვლევების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რაიმე კონკრეტული თეორია, მაგალითად „ კოლაგენის ორალური მიღება აუცილებლად შეამცირებს ნაოჭებს“ იყოს 100% ით დადასტურებული.

ამერიკის კვებისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ასე გვაფრთხილებს: საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკისთვის, სამკურნალოდ ან ეფექტის შესამსუბუქებლად. ეს ინფორმაცია ნებისმიერი საკვები დანამატის ეტიკეტზეც შეგხვდებათ.

ჩატარებულია ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კვლევები, რომლებიც  საცდელ აუდიტორიაზე კოლაგენის დადებით შედეგებზე მიუთითებს.

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23949208

http://www.jmnn.org/article.asp?issn=2278-1870;year=2015;volume=4;issue=1;spage=47;epage=53;aulast=Borumand

კვლევა, რომლებიც ოსტეოართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის კოლაგენის დადებით შედეგებზე მიუთითებს (საუბარია კოლაგენის ტიპ 2 -ზე, ქათმის კოლაგენზე).

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2764342/

თუმცა, არსებობს კვლევებიც, რომლებიც ამბობს, რომ კოლაგენს, როდესაც ის ხვდება ჩვენს კუჭში, ვერ იწოვს ორგანიზმი, ანუ ვერ ასწრებს მის ათვისებას, მანამ სანამ მისი დადებითი თვისებები ხელმისაწვდომია.

http://europepmc.org/abstract/med/12837047

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი დერმატოლოგი ადამ ფრიდმანი ამბობს, რომ „ კოლაგენი გადამუშავდება ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რადგან ის არ არის აგებული ისე, რომ გაუძლოს კუჭში არსებულ მასიურ PH (მჟავიანობის) ცვლილებებს. თუმცა იგივე კვლევა ამტკიცებს, რომ შესაძლებელია კოლაგენის ტიპი 2  (ხრტილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლი) გაძვრეს  ჩვენი კუჭ-ნაწლავიდან ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი ქიმიური სტრუქტურა.

თუმცა ეს მიდგომა ჩემთვის საეჭვოა, რადგან ამ ლოგიკით კუჭ-ნაწლავი აბსოლოტურად ყველა პროდუქტს ამუშავებს და მაშინ გამოდის, რომ ვერავითარი ბენეფიტის მიღებას ვერც მათგან ვასწრებთ.

კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა კოლაგენმა ნაოჭები შეამციროს და კანი უფრო გააჯანსაღოს.

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4206255/

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4206255/

კვლევა, რომელიც კოლაგენის მიღების შემდეგ ცელულიტის შემცირებას ამტკიცებს.

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4685482/

რამდენიმე დღის წინ თავად ვესაუბრე ამერიკელ პლასტიკურ ქირურგს კოლაგენის შესახებ, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ რთულია იმის დადგენა, თუ სად მიდის ორალურად მიღებული კოლაგენი ჩვენს ორგანიზმში და შესაძლებელია მას არანაირი დადებითი ეფექტიც არ ჰქონდეს. თუმცა, მან საუბარში მირჩია, რომ კოლაგენის დანამატი მივიღო A  ვიტამინთან ერთად და შემდეგ დილის ადრეულ საათებში მივიღო მზის აბაზანა. მისი რჩევით,   ასეთი სახით მიღებულ კოლაგენს ექნება უფრო კარგი შედეგი. აღნიშნულმა  ქირურგმა ასევე დაადასტურა, რომ კოლაგენის ინექციები ბევრად ეფექტურია კონკრეტულ პრობლემებთან საბრძოლველად (მაგალითად ნაოჭები ან ცელულიტი).

კოლაგენის გვერდითი მოვლენებიდან ერთ-ერთი  ალერგიული რეაქციაა, რომელიც შეიძლება ადამინს ფაქტობრივად ნებისმიერ ნივთიერებაზე განუვითარდეს და ძირითადად კოლაგენის კოსმეტიკურ კრემებზეა ორიენტირებული. ასევე შესაძლოა თევზისგან მიღებულ კოლაგენზეც ჰქონდეს მოსახლეობის მცირე პროცენტს ალერგია.  ძროხისა და ღორის კოლაგენისგან გამოწვეული ალერგიულირეაქციების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. ალერგიული რეაქცია ინექციებზეც შეიძლება განვითარდეს.

ადამიანების მცირე ნაწილს შესაძლოა კოლაგენის ხანგრძლივი მიღებისგან გამოუმუშავდეს ე.წ. „ჰიპერკალცემია“, რაც გულისხმობს ადამიანის ორგანიზმში სარისკოდ დიდი რაოდენობით კალციუმის დაგროვებას. დიდი რაოდენობით კალციუმი ორგანიზმში იწვევს  ძვლების ტკივილს, ყაბზობას, გულისრევას და პათოლოგიურ გულის რიტმსაც კი.

ამ ინფორმაციამ არ შეგაშინოთ, მსგავსი გვერდითი ეფექტები აქვს ფაქტობრივად ყველა საკვებ დანამატსა და მედიკამენტებსაც კი და ძირითადად ერთეულ შემთხვევებში ვლინდება, უბრალოდ მთავარია სუპერ უიღბლო არ აღმოჩნდეთ :))

 

როგორ მივიღოთ კოლაგენი:

Related image

  • Related imageდავლიოთ ძვლების ნახარში
  • Image result for collagen peptides iconმივიღოთ კოლაგენის საკვები დანამატები (რომლებიც უნდა იყოს ე.წ. ჰიდროლიზირებლი – hydrolyzed, რომ ორგანიზმმა შეძლოს მისი ათვისება)
  • Image result for injections icon გავიკეთოთ ინექციები

 

Image result for vitamin icons ამასთან ერთად უნდა დავეხმაროთ ორგანიზმს მივიღოთ A ვიტამინით, E ვიტამინით, C ვიტამინით, B ვიტამინით მდიდარი საკვები, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის უკეთ ათვისებაში.

Image result for raspberry iconარსებობს კიდევ  ბევრი ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის ფორმაციასა და მის შენარჩუნებას ორგანიზმში – მიიღეთ მანგანუმი, სპილენძი  და ანთოციანიდების შემცველი პროდუქტები (მაგალითად კენკრა).

 

კურსის ხანგრძლივობა:

ეს იყო ინფორმაცია, რომელსაც სავარაუდოდ ყველაზე დიდ ხანს ვეძებდი. ფაქტობრივად არსად, არც ერთ წყაროში არ ფიქსირდება კონკრეტული დრო, თუ რა ხანგრძლივობით არის შესაძლებელი კოლაგენის მიღება.

კოლაგენის მწარმოებელი ერთ-ერთ ფირმას (Ela Vonne) თუ დავუჯერებთ, როგორც საკვებს ვღებულობთ ყოველ დღე, ასევე შეგვიძლია კოლაგენი მივიღოთ ყოველ დღე. პირველი რეზულტატის მისაღებად სტატიების, მომხმარებლებისა  და მწარმოებლების უმრავლესობა 8 კვირას ასახელებს, თუმცა 4 -6 თვე ასევე ხშირად ნახსენები პერიოდია. აღნიშნული ბრენდი იმასაც ამტკიცებს, რომ ორგანიზმს არაჯანსაღი ქსოვილის „გამოცვლაში“ 4 თვე სჭირდება.

ეს არის ამჟამად ჩემს მიერ მოპოვებული ერთადერთი ინფორმაცია კოლაგენის მიღების ხანგრძლივობაზე, საუკეთესო გამოსავალი ძალიან კვალიფიციური და პროფესიონალი ენდოკრინოლოგია, რომელიც ორგანიზმში არსებული ნივთიერებების შესწავლით ინდივიდუალურად დაადგენს კურსის ხანგრძლივობას და განმეორებითობას.

 

დოზები:

თითოეულ ბრენდს საკუთარი დოზირების სისტემა აქვს და აუცილებლად წერია ამის შესახებ ინფორმაცია ინსტრუქციაში. მე მაგალითად 11გრამ კოლაგენის ფხვნილს ვიღებ ყოველ დილით, სითხეების შემთხვევაში დოზირება სულ სხვანაირია და ძირითადად უკვე გამზადებულ ბოთლებში ასხია დღიური დოზა. ასაკთან ერთად კოლაგენის მიღების დოზებიც იცვლება და იზრდება.

 

მიღების დრო:

არსებობს ორი მიდგომა, თუ დღის რა მომენტში უნდა მიიღოთ კოლაგენი:

1: კოლაგენი აუცილებლად უნდა მიიღოთ უზმოზე (ცარიელ კუჭზე), მაშინ, როდესაც კუჭი არ გამოყოფს წვენს ( ეს მიდგომა იზიარებს ზემოთ გამოთქმულ იმ აზრს, რომ კუჭის მჟავა ანგრევს კოლაგენის ქიმიურ სტრუქტურას ), საუკეთესო დრო, როდესაც კუჭს ყველაზე მეტად „სძინავს“ არის დილა, ჯერ კიდევ კბილების გამოხეხვამდე.

2: კოლაგენი უნდა მიიღოთ ძილის წინ, მაშინ, როდესაც კანი „ახალგაზრდავდება“, როდესაც გძინავთ.

არსებობს მესამე მიდგომაც, რომ პირველი ორი მიდგომა სრული სისულელეა და კოლაგენის მიღება ნებისმიერ დროს შესაძლებელია :))

 

კოლაგენი და მისი დანამატები:

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე კოლაგენი მინიმუმ 19 ამინომჟავისგან უნდა შედგებოდეს (არსებითი, არააუცილებელი და პირობითი მჟავებისგან), თუმცა მას სხვა ნივთიერებებთან სინთეზშიც ხშირად აწარმოებენ.

Image result for hyaluronic acid iconჰიალურონის მჟავა (hyaluronic acid) – ზეთოვანი, გამჭვირვალე ნივთიერება, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს, ყველაზე უხვად გვხვდება კანში, სახსრებში, თვალის ბუდეებში და იმ ნაწილებში, სადაც ეხმარება კოლაგენს შენარჩუნებაში, ზრდის ტენიანობას, ხელს უწყობს მოქნილობასა და ელასტიურობას.  კოლაგენივით 11 გვერდი რომ არ ვწეროთ მოკლედ გეტყვით, რომ აღნიშნულ ნივთიერებას კოლაგენის მსგავსად გამაახალგაზრდავებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო, სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო, კანის ტენიანობის მომნიჭებელი თვისებები აქვს.

იმის გამო, რომ ჰიალურონის მჟავა კოლაგენის შენარჩუნებას უწყობს ხელს ხშირად ამ ნივთიერებას კოლაგენის ფხვნილებსა და სითხეებში ამატებენ.

Related imageC ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა (ascorbic acid ) – აღნიშნული ნივთიერება  ადამიანის ორგანიზმში გვხდება  კანში, ძვლებში, კბილებში, ხრტილებსა და სხვადასხვა ორგანოებში. C ვიტამინი  ხელს უწყობს კოლაგენის ათვისებას და ამ უნიკალური თვისების გამო გადამწყვეტი როლი აქვს კანის სიჯანსაღისათვის. შესაბამისად, ამ ვიტამინსაც ხშირად ნახავთ სხვადასხვა ბრენდების მიერ წარმოებული კოლაგენის შემადგენლობაში, რადგან სწორედ მისი ნაკლებობა იწვევს კოლაგენის წარმოებისა და ათვისების შემცირებას ორგანიზმში.

vitamin-pill-icon-retinol-vitamin-nutrition-treatment-medicine-health-care-natural-supplement-d-symbol-82876926.jpgA ვიტამინი – ისევ და ისევ ჩემი ნაცნობი პლასტიკური ქირურგის რჩევით, ამ ვიტამინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კოლაგენის საუკეთესოდ ათვისებაში.

grape-seeds-vector-565467.jpgყურძნის წიპწის ექსტრაქტი – ყურძენი და ღვინო ცნობილი, ძალიან ძლიერი, სიბერის საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტი  რეზვერატროლით არის ცნობილი. შესაბამისად ეს ნივთიერება კომპლექსურ კოლაგენის საკვებ დანამატში შეგხვდებათ.

Image result for Vitamin E iconE ვიტამინი – C ვიტამინთან ერთად ახდენს კოლაგენის რეკონსტრუქციას, კანის ტენიანობის, ახალგაზრდობისა და სიმკვრივის შესანარჩუნებას უწყობს ხელს. ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების დაზიანებისგან. აღნიშნული ვიტამინი კოლაგენის დანამატი ხშირად ხდება.

treatment-hair-product-icon-set-icons-design-active-ingredients-ceramides-vitamin-e-argan-shea-butter-keratin-oatmeal-honey-50531877.jpgCeramide – ლიპიდური მოლეკულა, რომელიც მაღალი კონცენტრაციით გვხვდება უჯრედულ მემბრანებში.  კანის ყველაზე ზედა ფენაში აღნიშნული ნივთიერება იკავებს კანის უჯრებს (holds together) ქმნის დამცავ ფენას, რომლის საშუალებითაც კვებავს და ატენიანებს კანს. ურბანული და სხვა დაბინძურებისას, არასწორი კვებისას,  ასევე ასაკთან ერთად ეს ნივთიერებაც თანდათანობით იკლებს ორგანიზშმი.

line-icon-style-acupuncture-facial-icon-eps-vector_csp36401289.jpgElsatin – კოლაგენის მსგავსად  არის პროტეინი და გვხვდება შემაერთებელ ქსოვილში. მისი მთავარი დანიშნულებაა იყოს ელასტიური 🙂 ის პასუხს აგებს დაუბრუნოს სხეულს ჩვეული ფორმა გაჭ

main-qimg-018422ab3f8edb3862933517cd581df6.pngHydroxyproline – Proline- ის „წინამორბედი“ , კოლაგენის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი მჟავა.

კოლაგენის საკვებ დანამატებში ასევე შეხვდებით:

ბეტაკაროტინს

შავი მოცხარის თესლის ზეთს

ელ კარნიტინს

თუთიას

სელენს

D ვიტამინს

Image result for Coq10 iconCoQ10 (იგივე Coenzyme Q10) – ანტიოქსიდანტი, რომელსაც ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და იცავს უჯრედებს.  ორგანიზმი მას თავად გამოიმუშავებს, თუმცა  ანტიოქსიდაციური სტრესისა და სხვადასხვა მიზეზების გამო მისი შემცევლობა ორგანიზმი იკლებს და მისი ნაკლებობა ბევრ დაავადებასთან ასოცირდება.

და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც გააჩნიათ დაბერების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური თვისებები.

პირადი გამოცდილება – რომელი კოლაგენია საუკეთესო:

29497082_1845769665442418_3874873920553222144_n.jpgჩემი კოლაგენთან ურთიერთობა ძროხის კოლაგენით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექიმი ამბობს, რომ კოლაგენი კოლაგენია და ნებისმიერი ტიპის მიუხედავად ის ორგანიზმში ყველა ტიპის კოლაგენად გადაიქცევა, მე მაინც საბოლოოდ თევზის კოლაგენზე გავაკეთე არჩევანი, რადგან ბევრი წყარო აღნიშნავს მის საუკეთესო ბიო ამთვისებლურ თვესებას და მის უპირატესობას სხვა კოლაგენთან შედარებით.

ახლა მეორე კითხვაა რომელი კოლაგენი? – ამჟამად გამოწერილი მაქვს Collagen DNA -ის თევზის კოლაგენი, რომელიც 18 ამინომჟავას შეიცავს, აქედან 8 არსებითი ამინომჟავაა, 6 პირობითი და 4-იც არაარსებითი. გარდა ამისა ცალკე ვიღებ ჰიალურონის მჟავას კაფსულების სახით, ხოლო C ვიტამინად ლიმნის წვენს ვამატებ.

მიღების დროდ დილა, უზმოზე მაქვს არჩეული, გამომდინარე იქიდან, რომ უზმოზე, ლიმნიანი ცხელი წყალი ისედაც რეკომდებულია და იმის გამო, რომ ლიმონი C ვიტამინის წყაროა და იმის გამო, რომ ცხელ წყალში კოლაგენი უკეთესად იხსნება, ამ ყველაფრის გამო :))) დილით, ნახევარ ან 1 ლიმონის წვენს, ვუმატებ 11 გრამ კოლაგენს და ვასხამ ცხელ წყალს, ბოლო რამდენიმე ყლუპს კი ჰიალურონის მჟავასაც ვაყოლებ.

თუმცა, აქტიური ძიების პროცესში ვარ, რომ ვიპოვო ისეთი კოლაგენი, რომელიც ყველა არსებით ამინომჟავას და ნაკლებ არაარსებით ამინომჟავას შეიცავს. მაგალითად Acpartic acid -ს,  რომელიც არაარსებითი მჟავააა და რომელსაც თავისი სარისკო გვერდითი მოვლენები აქვს, შეიცავს თითქმის ყველა ბრენდის კოლაგენი. ასევე შეიცავს სხვა უამრავი საკვები დანამატი, პროტეინები და სხვ.

იმისათვის, რომ ორგანიზმში ამ მჟავის ოდენობამ  ნორმას არ გადააჭარბოს, სავარაუდოდ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და ანალიზის კონტროლია საჭირო. ამინომჟავების ანალიზი ლიმბახში (მრჩეველში) კეთდება, მათ შორის Aspartic Acid-იც შედის.

ზოგადად რეკომენდებულია, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე გაესაუბროთ ენდოკრინოლოგს, მაგრამ გახსოვდეთ, საქართველოში პროფესიონალი ენდოკრინოლოგის პოვნა ძალიან რთულია. ამიტომ, თქვენი არჩევანი რამდენჯერმე გადაამოწმეთ. მე კარგი გამოცდილება მაქვს ნინო გაბიძაშვილთან, რომელიც მუშაობს როგორც ლიმბახში, ასევე კარდიო ნეტში.

Related imageImage result for great lake gelatinზოგადად ერთ -ერთ საუკეთესო ბრენდად, რომელსაც აქვს NSF სერთიფიკატი  (ორგანიზაცია, რომელიც იძლევა სპეციალურ სერთიფიკატს, რომელიც ნიშნავს, რომ ბრენდი იცავს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საყოველთაო ჯანმრტელობის სტანდარტებს), არის https://www.vitalproteins.com , რომლის პროდუქტის ყიდვაც შეგიძლიათ ამაზონიდანაც.  ასევე აქებენ  ბრენდს  https://greatlakesgelatin.com/storefront/.

Image result for aspartic acid iconმნიშვნელოვანია ამინომჟავების შემცველობას დააკვირდეთ. პირველ რიგში რაც შეიძლება ცოტა Aspartic Acid და რაც შეიძლება მეტი კოლაგენის მთავარი ამინომჟავები: Proline is the precursor to hydroxyproline, შემდეგ უკვე არსებითი ამინომჟავები და ა.შ. ასევე ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებებიც წაიკითხეთ.

როდესაც მექნება შესაბამისი დრო, აუცილებლად ვიპოვი საუკეთესო კოლაგენს და დავააფდეითებ აღნიშნულ ბლოგს.

pdf_beautychef_yoursupplements_040618.png

ბოლო დეტალები:

გახსოვდეთ, კოლაგენი უკვე არის თქვენს ორგანიზმში, რომელიც საოცარ საქმეს აკეთებს. მთავარი გასაღებია, რომ  მუდმივად მისცეთ მას სტიმულირება, „ღირსეულად“ განაგრძოს საკუთარი საქმის კეთება :))

 

არ დაგავიწყდეთ კოლაგენის მასტიმულირებელი პროდუქტების მიღებაც და კოლაგენის დამაზიანებლებისგან თავის შეზღუდვა.
 

კოლაგენის, პროლაინის, გლისინისა და სხვა ამინომჟავების შემცველი პროდუქტების სია ჩემს ძველ ბლოგებში აკნესა და კანის შესახებ, ასევე დაბერების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ.

კოლაგენის მასტიმულირებელი პროდუქტების ძალიან ლაკონური სია ასეთია:

Related image

  • ცხიმიანი თევზი
  • წითელი ბოსტნეული
  • მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
  • სტაფილოსფერი ბოსტნეული
  • რაღა თქმა უნდა კენკრა კენკრა
  • თეთრი ჩაი
  • ციტრუსი
  • კვერცხი
  • ნიორი
  • მიდიები

 

ვატყობ, რომ ასე თუ გავაგრძელე დისერტაციას დავიცავ, ამიტომ სჯობს აქ შევჩერდე :))) დამატებითი კითხვებით მომმართეთ ნებისმიერ ფორმატში  და ვეცდები კონკრეტულ კითხვებზე უფრო ვფოკუსირდე :))))))

გისურვებთ ახალგაზრდულ, ჯანსაღ, გლუვ, პრიალა, კანს, ჯანსაღ ძვლებს, სახსრებს და ზოგადად უკვდავებას :)))))

 

შემდეგ პოსტამდე XO XO N

 

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
17 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
75 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
8 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

13 thoughts on “კოლაგენი და მგონი სუულ ყველაფერი მის შესახებ ???

  1. გაარჯობა. სად და როგორ შეგეხმიანოთ კოლაგენთან დაკავშირებით რაღაც მაინტერესებს.

    1. გამარჯობა, აღნიშნულ ვებგვერდზე, მარჯვენა მხარეს გვერდით ( როგორც ჩემთან ჩანს) მითითებულია აიქონებად ჩემი Facebook და Instagram გვერდები. შეგიძლიათ პირად შეტყობინებაში მომწეროთ <3

      1. გამარჯობა.სად შევძკებ კოლაგენის შეძენას.ნუ წამლის რომელიც კოლაგენს შეიცავს

        1. გამარჯობა, ამაზონიდან ვიწერ მე. იყიდება პერიოდულად ჰოლანდ და ბარეტის მაღაზიებში თბილისში. სხვაგან არსად შემხვედრია.

  2. გამარჯობა. ძალიან საინტერესო სტატიაა!!! ყოჩაღ! მინდა გაცნობოთ რომ როგორც ესთეტიკი მე ვატარებ კოლაგენოთერაპიას, კანისთვის. დერმაში კოლაგენი 2 ტიპის ინექციით. ესპანური ბრენდის მეშვეობით PB serum.

    1. გამარჯობა, დიდი მადლობა <3 კოლაგონოთერაპია გადასარევია, მაგრამ კოლაგენი ტიპი 2 ( ძირითადად ქათმის ძვლებში რომელიც გვხვდება) არის სახსრების, ხრტილების სამკურნალო. ტიპი 1 უხდება უფრო კანს და არ გაქვთ ტიპი 1 კოლაგენი?

  3. მოგესალმებით…სად შეიძლება ამ.ყველაფრის შეძენა…

  4. მაინტერესებს,L-კარნიტინის და კოლაგენის ერთად მიღება თუ შეიძლება?

    1. გამარჯობა, ელ კარნიტინი მცენარეული დანამატია, რომელიც ცხიმების წვაში ეხმარება ორგანიზმს ( მხოლოდ მაშინ უნდა მიიღოთ, თუ ვარჯიშობთ) კოლაგენი საერთოდ სხვა დანამატია და არამგონია ერთმანეთს ხელს უშლიდეს.

  5. გამარჯობა, კოლაგენის დალევა ლაქტაციის დროს რეკომენდირებულია?? მადლობა!

  6. დღეს დილით შემთხვევით გერმნულ საიტზე ვნახე ვიდეო , ისე საინტერესოდ დაიწყო პლასტიკური ქირურგის ექიმმა საუბარი ამ კოლაგენზე , მაყურებინა ბოლომდე ? იმედნად დამაჯერა ამ
    ვიდეოს ყურებამ რომ შევუკვეთე ეს პროდუქტი ?? ქართულ საიტებზეც
    მობიძიე ბევრი საინტერესო ინფორმაცია , ჯერ არ მაქვს მაგრამ კმაყოფილი ვარ რომ აღმოვაჩინე და თან შევიძინე

  7. კორონას მერე დამემართა რეაქტიული ათრიტი კოლაგენის მიღება შეიძლება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *