სოუსი არის ინგრედიენტების ნაზავი, რომელიც აგემრიელებს ნებისმიერ კერძს და ხშირად, სრულიად უცვლის მას გემოს. სამწუხაროდ, მარკეტების დახლებზე ჩამორიგებული მზა სოუსების უდიდესი ნაწილი არაჯანსაღია და გაჯერებულია უამრავი გემოს გამაძლიერებლითა და სხვა ქიმიკატებით. ამიტომ სასურველია, რომ სოუსები სახლში თავად დაამზადოთ. დამიჯერეთ, ამ ბლოგში ჩამოთვლილი სოუსებიდან, ყველა მოვსინჯე და ნამდვილად უმარტივესი მოსაზმადებელია ?
სანამ უშუალოდ რეცეპტებს გადახედავთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ მათგანს შეგიძლიათ დაუმატოთ გემოვნებით მარილი და პილპილი.
ჰიმალაის ვარდისფერ მარილი და
ახლადდაფქვილი პილპილი, საუკეთესო ვარიანტებია.
ასევე, თუ ინგრედიენტებში შეგხვდათ ზეითუნის ზეთი, გამოიყენეთ ცივი გამოწურვის გზით მიღებული (ე.წ. extra virgin oil).
თუ გაურბიხართ კალორიულობას,
თაფლისა ან/და ნეკერჩხლის სიროფის აღმოჩენისას, ჩაანაცვლეთ ის 0 კალორიის მქონე, სტევიას მცენარისგან დამზადებული
სტევიას ფხვნილით, თუმცა შეამოწმეთ მოგწონთ თუ არა მისი გემო.
ასევე, თუ კალორიულობას ითვლით, სოუსებში შეამცირეთ ზეთისა და ყველის ოდენობა (რეცეპტში არსებობის შემთხვევაში).
თითოეული სოუსი შეგიძლიათ შეინახოთ კარგად დახურულ ქილაში 2-3 დღით მაცივარში, თუმცა სალსას გარდა, სასურველია სოუსი უშუალოდ კერძამდე მოამზადოთ.
პოსტის ბოლოში იხილავთ სიას, თუ სად შეიძინოთ “რთულად საშოვნელი” ინგრედიენტები.
სოუსების უმეტესობა კოვზის მორევითა და ქილის შენჯღრევით შემოიფარგლება, თუმცა ზოგიერთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ბლენდერი,
- სამზარეულოს კომბაინი (რომელიც შეგიძლიათ ჩოპერით ჩაანაცვლოთ)
- ყავის საფქვავი
პომიდვრის სალსა
ინგრედიენტები:
- დაჭრილი პომიდორი – 500 გრამი
- პილპილი – გემოვნებით *
- ხახვი (ყვითელი) – 1 დიდი
- ქინძი – 1 ჭიქა (დაჭრილი)
- ლაიმის წვენი – 1 ცალი *
- ჰალაპენიო * – 1 ცალი
- ნიორი – 3 კბილი
- კვლიავი – ½ ჩ.კ.
- ნეკერჩხლის სიროფი * – 1 ჩ.კ.
- ორეგანო – ½ ჩ.კ.
- მარილი
ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინში და მსუბუქად დაატრიალეთ (ისე, რომ ფაფად არ იქცეს). შეინახეთ მაცივარში, რომ გემოები კარგად გაუჯდეს.
- * წითელი პილპილი შეგიძლიათ კაიენის პილპილით ჩაანაცვლოთ.
- *ლაიმი შეგიძლიათ ლიმნის წვენით ჩაანაცვლოთ.
- *ჰალაპენიო სამწუხაროდ ჩვენთან მხოლოდ ქილით იყიდება.
მანგოს სალსა (უხდება თევზს)
ინგრედიენტები:
- მწიფე მანგო -1 ცალი
- წითელი ხახვი – ½ ცალი
- წითელი ბულგარული წიწაკა – ½ ცალი
- კიტრი – 1 ცალი (პატარა)
- მწვანე მწარე წიწაკა -1 ცალი (პატარა)
- ლაიმის წვენი – 2 ჩ.კ.*
- დაჭრილი ნედლი ქინძი – 3 ჩ.კ.
დაჭერით, ერთმანეთში აურიეთ და შეაზავეთ. შეგიძლიათ სამზარეულოს კომბაინშიც სცადოთ.
* ლაიმი შეგიძლიათ ლიმნის წვენით ჩაანაცვლოთ.
გუაკამოლე
ინგრედიენტები:
- მწიფე ავოკადო – 1 ცალი
- პომიდორი – 1 ცალი (მოზრდილი)
- ლაიმის წვენი – 1 ცალი *
- ახლად დაკეპილი ქინძი (გემოვნებით)
ჩანგლით კარგად დასრისეთ ავოკადო და დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები.
* ლაიმი შეგიძლიათ ლიმნის წვენით ჩაანაცვლოთ.
პესტო
ინგრედიენტები:
- ბაზილიკი- 2 ჭიქა (დაჭრილი)*
- კედრის კაკალი – 300 გრ *
- რომანოს / პარმეზანი ან რომელიმე მაგარი ყველი – 60 გრ.
- ცივი გამოწურვის ზეითუნის ზეთი – ნახევარი ჭიქა (ან გემოვნებით)*
- ნიორი – 3 კბილი
- მარილი
- პილპილი
ჩაყარეთ ბაზილიკი და კედრის კაკალი სამზარეულოს კომბაინში* და რამდენიმეჯერ დაატრიალეთ. დაამატეთ ნიორი და ყველი. კოვზით ეცადეთ კედლებიდან ჩამოფხიკოთ მასა. ისევ ჩართეთ კომბაინი და მისი მუშაობის პროცესში, ნელ-ნელა ამატეთ ზეითუნის ზეთი, რომ არ აიჭრას. დაამატეთ მარილი და პილპილი.
- * ბაზილიკის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისპანახი, ან წითელი რეჰანი, ან წიწმატი, ან კალე (ხუჭუჭა კომბოსტო), ან ბაბუაწვერას და ჭინჭრის ფოთლები, რომლებიც ძალიან სასარგებლოა და მიკრო მწვანილის სახით იყიდება გუდვილსა და კარფურში, ან ყველაფრის მიქსი. მე პირადად რეჰანი ისპანახი და წიწმატი ვცადე – ძალიან გემრიელი გამოვიდა.
- ზეითუნის ზეთის მაგივრად შეგიძლიათ ნიგვზის ზეთიც იხმაროთ. ალბათ ყურძნის წიბწის ზეთიც კარგი იქნება.
- კედრის კაკალი ნიგვზით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.
- სამზარეულოს კომბაინი გადასარევი რამეა, თუმცა თუ ის არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ ჩოპერით, ხოლო ზეთი გამორთულ ჩოპერზე, ხელით ამატეთ და სწრაფად ურიეთ პარალელურად.
ცეზარის სოუსი
ინგრედიენტები:
- ნიორი – 5 კბილი
- დიჟონის მდოგვი – 2 ჩ.კ.
- კვერცხის გული – 1 ცალი
- ლიმნის წვენი – 1 ცალი
- ვუსტერშირის სოუსი – 2 გადმოსხმა
- ზეითუნის ზეთი – ¼ ჭიქა
- პარმეზანი – ¼ ჭიქა (სურვილისამებრ)
დაჭყლიტეთ ნიორი, დაამატეთ ლიმნის წვენი, დიჟონის მდოგვი, ვუსტერშირის სოუსი და კაარგად გახსენით ერთმანეთში, დაუმატეთ კვერცხის გული და განაგრძეთ თქვეფა, დაიწყეთ ნელ-ნელა ზეითუნის ზეთის დამატება, ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ ყველი და კვლავ ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
*ვუსტერშირის სოუსი იყიდება კარფურში
ზესთი (იტალიური სოუსი)
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი – ½ ჭიქა
- წითელი ღვინის ძმარი – ¼ ჭიქა *
- წყალი – 2 ს. კ.
- 1 კბილი ნიორი – 1 კბილი
- დიჟონის მდოგვი – 1 ჩ.კ.
- დანაყინი ბაჰარდი -1 ჩ.კ.
- ხახვის პუდრი – ¼ ჩ.კ.
- თაფლი – ¼ ჩ.კ.
- გამხმარი ბაზილიკი – ¼ ჩ.კ.
- გამხმარი ორეგანო – ½ ს.კ.
- გამხმარი როზმარინი – ¼ ჩ.კ.
- გამხმარი ბეგქონდარა (Thyme) – ¼ ჩ.კ.
- გამხმარი მაიორანი – ¼ ჩ.კ.
- მარილი – ½ ჩ.კ.
წყალს დაუმატეთ ძმარი, ზეთი და შემდეგ სუნელები. აურიეთ კარგად ერთმანეთში.
*წითელი ღვინის მაგივრად, შეგიძლიათ ვაშლის ძმარიც გამოიყენოთ.
ტაკოს სოუსი
- პომიდვრის პიურე 470 მლ.
- წყალი – 2/3 ჭიქა
- ვაშლის ძმარი – 2 ს,კ.
- კვლიავი – 1 ს,კ.
- გამხმარი ხახვი – 2 ჩ,კ.
- ნივრის პუდრი – 1 ½ ჩ,კ.
- მარილი – 1 ½ ჩ,კ.
- ჩილის პუდრი – ½ჩ,კ.
- პაპრიკა – ½ ჩ,კ.
- კაიენის პილპილი – 1 ჩ,კ.
- შაქარი – ¼ ჩ,კ.
ყველაფერი ერთად გადაიტანეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე 10-12 წუთი თუშეთ. სოუსი მზადაა.
პასტას სოუსი
ინგრედიენტები:
- პომიდორი
- მდოგვის ფოთლები *
- კედრის კაკალი *
- თხის ყველი
- ზეითუნის ზეთი
გამომდინარე იქიდან, რომ ინგრედიენტების დოზირება არ ვიცი, თქვენი გემოვნება გამოიყენეთ. ჩაყარეთ ყველაფერი სამზარეულოს კომბაინში ან ჩოპერში, ზეთი ნელ-ნელა დაამატეთ.
- *კედრის კაკალი შეგიძლიათ ჩაანაცვლთ ნიგვზით.
- *მდოგვის ფოთლებს მიკრომწვანილებში მიაგნებთ.
კიტრის სოუსი
ინგრედიენტები:
- კიტრი – 1 ცალი
- მაწონი – ¼ ჭიქა
- ნიორი – 2 კბილი
- ლიმნის წვენი – 1 ცალი
- ზეითუნის ზეთი – (გემოვნებით)
- ქორფა პიტნის ფოთლები
- მარილი
- პილპილი
გახეხეთ კიტრი, შეურიეთ მაწონი, დაჭყლეტილი ნიორი და სხვა ინგრედიენტები.მე პირადად მაკარონის სოუსად გამომიყენებია და არის ძალიან გემრიელი.
თაფლისა და მდოგვის ცხარე სოუსი
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი – ½ ჭიქა
- თეთრი ღვინის ძმარი – 3 ს.კ.*
- დიჟონის მარცვლოვანი მდოგვი – 1 ს.კ.
- თაფლი – 2 ს.კ.
- ნიორი – 1 კბილი
- მარილი
- პილპილი
- კაიენის პილპილი – გემოვნებით
კაარგად დაჭყლიტეთ ნიორი, თეთრი ღვინის მაგივრად ვაშლის ძმარიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და უბრალოდ კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს.
ბერძნული სოუსი
ინგრედიენტები:
- ბერძნული იოგურტი – ¼ ჭიქა
- ზეითუნის ზეთი – ¼ ჭიქა
- ყველი ფეტა – 1 სუფრის კოვზი
- ნიორი – 1 კბილი
- ლიმნის წვენი – 2 სუფრის კოვზი
- გამხმარი ორეგანო – ¼ ჩაის კოვზი
- მარილი
- პილპილი
დაჭყლიტეთ ნიორი, დასრისეთ ფეტა, გამოიყენეთ ბერძნული იოგურტი გაწურული მაწონი და კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთს.
ცისფერი ყველის სოუსი
ინგრედიენტები:
- ცისფერი ყველი – ¼ ჭიქა
- იოგურტი – ½ ჭიქა
- ვუსტერშირის სოუსი – ¼ჩ.კ.
- მარილი
- პილპილი
ჩაყარეთ ქილაში ან თასში როკფორის (ან სხვა) ცისფერი ყველი, დაამატეთ იოგურტი, ვუსტერშირის სოუსი და აურიეთ კარგად. თუ უფრო თხევადი სოუსი მოგწონთ შეგიძლიათ ცოტა რძეც დაუმატოთ.
*ვუსტერშირის სოუსი იყიდება კარფურში
მაყვლის სოუსი
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი – ½ ჭიქა
- ლიმონის წვენი – 1 ს.კ.
- ბალზამიკოს ძმარი – 3 ს.კ.
- დიჟონის მდოგვი – 1 ჩ.კ.
- მარილი
- პილპილი
- მაყვლის ხილფაფა * – 1 სუფრის კოვზი (გემოვნებით)
კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს.
- მაყვლის ხილფაფა შეგიძლიათ ჟოლოს, მოცვის, მოცხარის და სხვა ნებისმიერი კენკრის ხილფაფით ჩაანაცვლთ და გექნებათ სხვადასხვა გემოების სოუსი.
- მზა ხილფაფებს აქვთ შაქარი. ამიტომ მე პირადად ცოცხალ კენკრას დავჭყლეტდი, დავამატებდი ნეკერჩხლის სიროფს (ან სტევიას), ლიმნის წვენს და წამოვადუღებდი (ან უმადაც დავამატებდი). თუ ცოცხალს ვეღარ შოულობთ და გაყინვაც ვერ მოასწარით, გაყინული კენკრის შეძენაც შეგიძლიათ.
ციტრუსისა და ავოკადოს სოუსი
ინგრედიენტები:
- მწიფე ავოკადო – 1 ცალი
- ფორთოხლის ახლად დაწურული წვენი – ½ ჭიქა *
- ჯინჯერი – 1 ჩ.კ.
- ნიორი – 1 კბილი
- იოგურტი – 1 ს.კ.*
- თაფლი – გემოვნებით *
- მარილი
- პილპილი
ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ.
- * ფორთოხლის წვენი შეგიძლიათ პირდაპირ საკუთარი ხელით გამოწუროთ.
- ჯინჯერი უნდა გახეხოთ და ისე დაამატოთ ბლენდერში.
- მე გირჩევთ გამოიყენოთ ულაქტოზო თურქული იოგურტი, საოცარი გემო აქვს 10% ცხიმიანობით, ან ბერძნული უცხიმო იოგურტი.
მარწყვისა და ბაზილიკის სოუსი
ინგრედიენტები:
- მარწყვი – 1 ჭიქა
- ბაზილიკის ფოთლები – 3-4 ცალი
- ლიმონის წვენი – ½ ლიმონი
- თაფლი – 1 ჩაის კოვზი
- ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
- მარილი
- პილპილი
ჩაყარეთ ყველაფერი ბლენდერში და დააბლენდერეთ. ბაზილიკის ფოთლები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ რეჰანით და დაუმატოთ გამხმარი ბაზილიკი.
მანგოსა და ლაიმის სოუსი
ინგრედიენტები:
- მანგო – 1ჭიქა (დაჭრილი) *
- ლაიმის წვენი – 2 ცალი
- თაფლი – ½ ჩ.კ.
- ცოცხალი ქინძი – 2 ს.კ.
- ავოკადოს ზეთი – 2 ს.კ. *
- მარილი
- პილპილი
ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში და აურიეთ.
ორიგინალ რეცეპტში მანგო არის გათლილი, თუმცა რადგან მის კანში ასევე ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა თავმოყრილი, თუ არ გაწუხებთ, არ გათალოთ.
- ავოკადოს ზეთი შეგიძლიათ სხვა თქვენთვის სასურველი ზეთით ჩაანაცვლოთ.
ნეკერჩხლისა და ბალზამიკოს სოუსი
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი – ¼ ჭიქა
- ბალზამიკოს ძმარი – 3 ს.კ.
- ნეკერჩხლის სიროფი – 1 ს.კ.
- დიჟონის მდოგვი – 1 ჩ.კ.
- მარილი
- პილპილი
ყველაფერი კაარგად აურიეთ ერთმანეთში
შემწვარი წითელი წიწაკის სოუსი
ინგრედიენტები:
- წითელი ბულგარული წიწაკა – ½ ჭიქა
- ზეითუნის ზეთი – ¼ ჭიქა
- თეთრი ღვინის ძმარი – 4 სუფრის კოვზი
- ნიორი – 1 კბილი
- დიჟონის მდოგვი – 1 სუფრის კოვზი
- მარილი
- პილპილი
ღუმელში გამოაცხვეთ გასუფთავებული ბულგარული წიწაკა, ხახვთან და ნიორთან ერთად, 25 წუთის განმავლობაში, გააგრილეთ და შემდეგ ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ.
ვფიქრობ, საკმარისად გემრიელი ალტერნატივები გაქვთ იმისათვის, რომ მაიონეზი, კეტჩუპი და სხვა მზა დ არაჯანსაღი სოუსები აღარ გამოიყენოთ.
არ დაივიწყოთ ქართული ტყემალი და აჯიკაც, რომლის სახლში მომზადებაც ყველა ოჯახში იციან და ჰკითხეთ უფროს თაობას. ☺️ მთავარია ტყემასლ არ დაუმატოთ შაქარი და გამოიყენოთ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი.
აქვე იხილეთ იმ ინგრედიენტების ჩამონათვალი, რომლებიც სავარაუდოდ არ იცით სად შეიძინოთ: ?
- ჰიმალაის ვარდისფერი მარილი – კარფური, გუდვილი, ევროპროდუქტი, ჯორჯიტა.
- ბაჰარდის/ თეთრი/ მწვანე და სხვ. პილპილი – კარფური, გუდვილი, ევროპროდუქტი.
- კაიენის პილპილი – მხოლოდ გუდვილი
- ნებისმიერი სუნელი (მათ შორის გამხმარი ხახვი, დაფქვილი ნიორი და სხვ.) – კარფურში ყველაზე დაბალი ფასი აქვს. თუ რაიმე არ დაგხვათ შემდეგ ნახეთ გუდვილში, ჯორჯიტაში, ევროროპროდუქტში… მე ვერიდები ქართული წარმოების სუნელებს (ტყვიის შემცველობის გამო)
- მანგო – კარფური, გუდვილი
- ლაიმი – კარფური, გუდვილი
- ავოკადო – კარფური, გუდვილი, ევროპროდუქტი
- კედრის კაკალი – organika.ge
- პარმეზანი, როფორი, ფეტა და სხვა ყველი – კარფური, გუდვილი, ევროპროდუქტი… ( კარფურში ყველაზე მწირი არჩევანია)
- ცივი გამოწურვის ზეითუნის ზეთი – მე ჯორჯიტაში ვყიდულობ ზეთს.
- ჰალაპენიო – მხოლოდ ევროპროდუქტი
- ნეკერჩხლის სიროფი – კარფური, გუდვილი, ჯორჯიტა
- სტევია – ევროპროდუქტი
- ორგანული თაფლი – ევროპროდუქტი, ჯორჯიტა
- ბაბუაწვერას, ჭინჭრის, მდოგვის ფოთლები – მიკრო მწვანილის სახით, გუდვილში, soplidan.ge
- თხის ყველი – ევროპროდუქტი, გუდვილი
- კენკრის ორგანული ხილფაფები – ევროპროდუქტი, ჯორჯიტა
- გაყინული კენკრა – კარფური, გუდვილი, ევროპროდუქტი.
- ჯინჯერი – კარფური, გუდვილი
- თურქული ულაქტოზო იოგურტი – ევროპროდუქტი
- უცხიმო ბერძნული იოგურტი – კარფური
- დიჟონის მარცვლოვანი ან სხვა მდოგვი, მათ შორის ბიო – კარფური, გუდვილი, ევროპროდუქტი, ჯორჯიტა.
- ავოკადოს ზეთი – ჯორჯიტა
- ვუსტერშირის სოუსი – კარფური
ბევრი გემრიელი და ჯანსაღი კერძის მომზადებას გისურვებთ ამ სოუსებით, მე პირადად ძალიან მომშივდა☺️☺️☺️
XO XO, N