კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტები

5 0

სიმსივნე –  ამჟამად ჩემს ირგვლივ ყველაზე გავრცელებული მძიმე დაავადება. გარშემო მყავს ათეულობით ახლობელი, რომელიც ებრძვის კიბოს. დღეს საქართველოში ეს პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბური და სერიოზულია, ვიდრე ამის აღქმა გვაქვს. დაბინძურებული ჰაერი, საკვები, წყალი და ზოგადად გარემო ქმნის სიმსივნის განვითარების უდიდეს რისკებს საქართველოში და ეს ძალიან აშკარა რეალობაა.

დარწმუნებული ვარ, ამ ბლოგის თითოეულ მკითხველს ერთი ახლობელი მაინც ჰყავს გარშემო, რომელიც ებრძვის კიბოს, გაუზიარეთ ეს პოსტი მათაც.

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები არ არის 100% სიმსივნის პრევენციის, ან წარმოქმნისა და განვითარების საწინააღმდეგო წამლები. თუმცა, გარკვეულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენეს კარგი შედეგები. შესაბამისად, ვთვლი, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ გააძლიერონ ორგანიზმი, მოგვცენ მეტი შანსი ვიყოთ ჯანმრთელები და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ მას.

პირველ რიგში საბაზისო ინფორმაცია:

თავისუფალი რადიკალები – ეს ატომები ძალიან ბევრჯერ მაქვს ნახსენები სხვადასხსვა პოსტში, მაგრამ ამჯერადაც გავიმეორებ. ყველაფერი იწყება ოქსიდაციური სტრესისგან  – ჟანგბადი ორგანიზმში იყოფა ატომად და მასთან შეუწყვილებელ ელექტრონად. აღნიშნული ატომები, რომლებსაც თავისუფალ რადიკალებს ვუწოდებთ, იწყებენ ორგანიზმში სხვა ელექტრონების ძიებას, რათა შექმნან მათთან წყვილი. ეს პროცესი კი იწვევს დეენემისა და უჯრედების მემბრანების დარღვევას, მათი მოქმედება გავს დომინოს ეფექტს, ქმნის ჯაჭვურ რეაქციას, რასაც საბოლოოდ სიმსივნის, ალცჰაიმერის და სხვა უამრავი დაავადების წარმოქმნამდე მივყავართ. თავისუფალი რადიკალებისგან მიღებულ ზიანს აკავშირებენ დაბერების პროცესთანაც. ის ცვლის დეენემის კოდს (იზრდება ახალი, “არასწორი” დეენემის უჯრედები), რასაც მივყავართ დაბერემადე, განიცდის მუტაციას და იზრდება სიმსივნედ და სხვ.  სამწუხაროდ თავისუფალი რადიკალების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ორგანიზმში ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

ოქსიდაციური სტრესი –  ორგანიზმის დისბალანსი, თავისუფალი რადიკალების წარმოებასა და   ორგანიზმის უნარს შორის, გაუმკლავდეს მათგან მიღებულ ზიანს და მოახდინოს ანტიოქსიდანტების საშუალებით ორგანიზმის დეტოქსიკაცია (მეტი თავისუფალი რადიკალი და ნაკლები ანტიქოსიდანტი ორგანიზმში). ოქსიდაციური სტრესი იქმნება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ბევრი თავისუფალი რადიკალი და დარღვეული უჯრედია. ოქსიდაციური სტრესს გამოხატული სიმპტომები არ გააჩნია.

ანტიოქსიდანტები   მოლეკულები უჯრედებში, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ რადიკალებს ელექტრონებთან დაწყვილებასა და ზიანის მიყენებაში. უფრო ზუსტად, ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ თავისუფალ რადიკალებთან დაწყვილებული ელექტრონების დესტაბილიზირება არ მოახდინონ და ამით შეაჩერონ თავისუფალი რადიკალების ჯაჭვური რეაქცია.

ცნობილი ანტიოქსიდანტებია – C და E ვიტამინი, ბეტა-კაროტინი, ლუტეინი, რესვერატროლი, ლიკოპენი და სხვა ფიტონუტრიენტები. კიბოს რისკს ამცირებენ ასევე რეტინოლი, ა-ტოკოფეროლი და ბოჭკო.

მნიშნველოვანი ფაქტია, რომ ერ-ერთი კვლევის მიხედვით, ფინელ მწეველ კაცებს, რომლებიც იღებდნენ ბეტა კაროტინის დანამატს, ჰქონდათ ფილტვის კიბოს უფრო მაღალი რისკი ვიდრე იმ მწეველ კაცებს, რომლებიც არ იღებდნენ ბეტა კაროტინის დანამატს. მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან ასეთ ფაქტებს და იმას, თუ რა მექანიზმი აქცევს ანტიოქსიდანტს ეფექტურად ან არაფექტურად თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში, თუმცა გარკვეული კვლევები ამბობენ, რომ  ანტიოქსიდანტების ბუნებრივი (საკვები) სახით მიღება უფრო უსაფრთხო და ეფექტურია, ვიდრე მათი დანამატით შევსება.

ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი ფაქტი –  ახალმა დაწყებულმა ინტენსიურმა ვარჯიშმა შესაძლებელია გამოიწვიოს ოქსიდაციური სტრესის მომატება. მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს საწვავის (ენერგიის)  დაწვა იწვევს ქიმიურ რეაქციებს, რომლებიც თავისუფალი რადიკალის მოქმედებებს ასწრაფებენ.

რა თქმა უნდა ეს ვარჯიშის თავის დანებების მიზეზი არ არის, რადგან სტაბილური ფიზიკური დატვირთვა საბოლოოდ, ახლად დაწყებული ვარჯიშისგან გამოწვეულ ოქსიდაციურ სტრესს ამცირებს, რადგან აძლიერებს ანტიოქსიდანტურ დაცვას ორგანიზმში. ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, თუ რამდენად “ჭკვიანია” ჩვენი ორგანიზმი. იმისათვის, რომ მან არ დაკარგოს ვარჯიშისგან მიღებული სხვა ბენეფიტები, გამოიმუშავებს დამცავს მექანიზმს  ვარჯიშისგან გამოწვეულ ოქსიდაციურ სტრესთან საბრძოლველად. თუმცა ამას ორგანიზმი მხოლოდ სტაბილური ვარჯიშისას აღწევს. შესაბამისად არასტაბილური და რეჟიმიდან ამოვარდნილი ინტენსიური ვარჯიშები (მაგალითად მხოლოდ weekend-ზე სხეულის ინტენსიურად დატვირთვა) შესაძლებელია იყოს პირიქით, უარესი ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

კვლევების მიხედვით ანტიოქსიდანტების დანამატის სახით მიღება დაცვის პროცესს უფრო ეფექტურს არ ხდის. თავად სტაბილური ვარჯიში საკმარისია იმ ოქსიდაციური სტრესის შესამცირებლად, რომელსაც ვარჯიშს ჯერ კიდევ შეუჩვეველი ორგანიზმი თავდაპირველად იწვევს.

მოკლედ, დიდი შესავალი გამოვიდა, მაგრამ ეს ინფორმაცია საჭირო იყო ჩვენს ორგანიზმში არსებული პროცესების (მათ შორის კიბოს პრევენციისა თუ წარმოშობის) უკეთ აღსაქმელად.

გადავიდეთ პროდუქტებზე, რომლებიც ამა თუ იმ კვლევების მიხედვით შესაძლებელია იყვნენ სიმსივნის სხვადასხვა სახეობასთან ბრძოლაში ძალიან ეფექტურები.

გაითვალისწინეთ, რომ საუბარია ხელოვნური დანამატების, ქიმიკატებისგან თავისუფალ,  ჯანსაღ პროდუქტებზე:

ძუძუს კიბო: 

fresh-sliced-nectarines-on-blue-260nw-480749680

ატამი – ხანგრძლივი მოხმარების შედეგად, ანადგურებს ძუძუს კიბოს უჯრედებს.

 

 

Image result for KALE on wooden table

 

ხუჭუჭა კომბოსტო – შეიცავს ინდოლებს, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ესტროგენების გავრცელება, რომელიც იწვევს ძუძუს კიბოს.

 

Image result for Tomatoes on blue wooden tableპომიდორი – მასში შემავალი ლიკოპენი ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს. პომიდვრის ყველა სასარგებლო თვისების მაქსიმალურად ასათვისებლად უნდა მიირთვათ ის კანიანად და კერძში მომზადებული.

 

buckwheat-seeds-in-bowl-on-a-blue-wooden-table-stock-photo_csp40985122წიწიბურა – მცენარეული ჰორმონი ლიგნანის ერთ-ერთი სახეობა, ენთეროლაქტონი ორგანიზმს ძუძუს კიბოსა და სხვა ჰორმონებზე დამოკიდებული კიბოს სახეობებისგან იცავს ორგანიზმს.

 

Image result for black white and green  pepper on  wooden table

 

მწვანე, შავი, ან თეთრი პილპილი – პიპერინი, ნაერთი, რომელსაც პილპილის მარცვლები შეიცავს, აჩერებს ძუძუს კიბოს ზრდას.

 

Image result for Wheat grass juiceხორბლის ჯეჯილის წვენი – ჯეჯილის წვენს ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში სისხლიდან გამოაქვს ქიმიოთერაპიის შედეგად წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებები.  შეგიძლიათ დაამზადოთ წვენი ჯეჯილის ფხვნილისგანაც.

 

 

Image result for kefir on blue wooden table

 

კეფირი – კეფირს შეუძლია შეამციროს ძუძუს კიბოს უჯრედის ზრდა.

მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო:

fresh-figs-on-a-blue-wooden-table-stock-images_csp41023857ლეღვი – ფენოლის ანტიოქსიდანტებისა და ბოჭკოს შემცველობა ეფექტურად ებრძვის მსხვილი ნაწლავის კიბოს, რადგან მისი ბოჭკოს ნაწილები ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს უფრო ეფექტურად გადაამუშავოს საკვების ნარჩენები.

 

Image result for Quince on blue wooden table

 

კომში და მისი ფოთლები – მასში შემავალი ნივთიერებები მსხვილი ნაწლავისა და თირკმლის კიბო  უჯრედების ზრდას აჩერებს.
Image result for black raspberries on wooden table

შავი ჟოლო -მასში არსებული ფოტონუტრიენტები საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს უჯრედების განვითარებას აფერხებს. წლის განმავლობაში მისაღებად მე ვყინავ, თუმცა წითელ ჟოლოს.

 

 

Image result for mango fruit on blue  wooden table

მანგო – მისი უჯრედისი ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს  განვითარებას. იყიდება გუდვილსა და კარფურში.

 

 

 

Image result for papaya on blue wooden table

 

პაპაია – მისი ბუნებრივი უჯრედისი ამცირებს სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს. თბილისში ჯერ-ჯერობით ვერ აღმოვაჩინე.

 

Image result for Rice bran on blue wooden tableბრინჯის ქატო და ყავისფერი ბრინჯი (ყავისფერ ბრინჯს არ აქვს მოცილებული ბრინჯის ქერქი) – მიკროელემენტი სელენიუმის შემცველობა მნიშვნელოვნად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს.

 

პროსტატის კიბო:

Image result for blueberries on blue wooden table

 

მოცვი – კონცენტრირებული პროანთოციანიდების შენაერთების წყალობით ანელებს პროსტატის ჯირკვლის კიბოს უჯრედების  ზრდას. (იყიდეთ ეკოლოგიურად სუფთა) წლის განმავლობაში მისაღებად მე ვყინავ.

 

Image result for mango fruit on blue  wooden table

 

მანგო – მასში არსებული ტრიტერპენული შენაერთი ლუპეოლი (მცენარეული ჰორმონი) ეფექტურია პროსტატის ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

Image result for pomegranate on blue wooden table

 

ბროწეული – ყოველ დღე ერთი ჭიქა ბროწეულის მიღება ამცირებს პროსტატის ჯირკვლის ანტიგენის დონეს (რაც უფრო მაღალია ანტიგენის დონე, მით უფრო დიდია პროსტატის კიბოთი გარდაცვალების რისკი)

Image result for broccoli on blue wooden tableბროკოლი – შეიცავს ინდოლ -3 კარბინოლს, ასევე სულფორაფანს (ყლორტები), რომელიც აღადგენს დნმ-ს და აჩერებს პროსტატის და სხვა კიბოს უჯრედების ზრდას. ბროკოლის პომიდორთან ერთად მირთმევა უფრო ანელებს პროსტატის კიბოს განვითარებას, ვიდრე ცალკე.

 

.

Image result for Tomatoes on blue wooden tableპომიდორი – მასში შემავალი ლიკოპენი ამცირებს პროსტატის (ისევე როგორც ძუძუს) კიბოს განვითარებისა და გავრცელების რისკს. პომიდვრის ყველა სასარგებლო თვისების მაქსიმალურად ასათვისებლად უნდა მიირთვათ ის კანიანად და კერძში მომზადებული.

 

Image result for maple syrup on blue wooden table

 

ნეკერჩხლის სიროფი – მასში შემავალი ანტიოქსიდანტი პოლიფენოლები ბევრად ეფექტურად ანელებს პროსტატისა და ფილტვის კიბოს უჯრედების ზრდას, ვიდრე ბროკოლი, მოცვი, სტაფილო და პომიდორი.

კანის კიბო

Image result for mango fruit on blue  wooden tableმანგო – მასში არსებული ტრიტერპენული შენაერთი ლუპეოლი (მცენარეული ჰორმონი) ეფექტურია როგორც პროსტატის ჯირკვლის, ისე კანის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. იყიდება გუდვილსა და კარფურში.

 

 

 

ზოგადი ან/და  რამდენიმე სხვადასვა სიმსივნის საწინააღმდეგო:

Image result for garlic on the blue table

ნიორი – აღიარებულია, რომ ნიორი და მისი უნიკალური ანტიოქსიდანტი ალიცინი ორგანიზმს სხვადასხვა სახის კიბოსგან იცავს, მათ შორის: სწორი და მსხვილი ნაწლავის,  ძუძუსა და ფილტვის კიბოსგან. ასევე კურნავს პროსტატისა და შარდის ბუშტის კიბოს.

 

Image result for carrot on the blue tableსტაფილო – დღეში ერთი უმი სტაფილოს მიღება აგარიდებთ საყლაპავი მილის, კუჭის ნაწლავებისა და პროსტატის ჯირკვლის კიბოს. მეცნიერების აზრით ფალკარინნოლისა და ფალკირინდოლის – ბუნებრივი პესტიციდების წყალობით არის სტაფილო ასეთი ეფექტური კიბოსთან ბრძოლაში. ის ასევე მდიდარია ბეტა-კაროტინით. არ იყიდოთ ცელოფანში შეფუთული სტაფილო.

Image result for red wine on  wooden tableყურძენი (განსაკუთრებით შავი) და მისგან დამზადებული ნატურალური, წითელი ღვინო, ასევე მისი წიბწა   – ანტიოქსიდანტ რეზვერატროლს ძუძუს, მსხვილი ნაწლავის,  პროსტატის  კიბოსა და დაბერების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

 

Image result for cucumber on the wooden table

კიტრი – სასარგებლო ფოტოესტროგენები (მცენარეული ჰორმონები) ამცირებს ძუძუს, საშნილოსნოს, საკვერცხეებისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს. სასარგებლო ელემენტების შესანარჩუნებლად არ გათალოთ  კიტრი.

 

Image result for red pepper on wooden tableწითელი ბულგარული წიწაკა – მასში შემავალი უხვი ლიკოპენი პროსტატის ჯირკვალს, ფილტვის, საშოს ყელს, შარდის ბუშტსა და პანკრეასის ჯირკვალს იცავს კიბოსგან.

 

 

Image result for apricot stone  and oil on the blue wooden tableგარგრის კურკა ან/და მისგან დამზადებული ზეთი – ვიტამინი B17 (ლაეტრილი) ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს. აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას დაავადებისადმი. გაგრის კურკის მიღება აუცილებელია სპეციალური დოზირებით. Organika.ge -შეგიძლიათ შეიძინოთ გარგრის კურკები და წაიკითხოთ ფრთხილი მიღების  ინსტრუქცია.

Image result for green and black tea on the blue wooden tableმწვანე და შავი ჩაი – მწვანე და შავი ჩაი ხელს უწყობს ძვლის, ფილტვის, კუჭის, პროსტატისა და ძუძუს კიბოს უჯრედების განადგურებას.  (გამოიყენეთ წყალი, რომელსაც 10 წამზე დიდხანს არ უდუღია, იყიდეთ ეკოლოგიურად სუფთა ჩაი).

 

 

Image result for milk on the blue wooden table

ბალახით ნაკვები ძროხის რძე – ასეთი რძე მდიდარია ორმაგი ბმის ლინოლეინის მჟავით და კლავს კანის, მსხვილი და სწორი ნაწლავისა და ძუძუს კიბოს უჯრედებს.

 

 

Related imageისპანახი – მასში შემავალი კემფეროლი იცავს ორგანიზმს პროსტატისა და საკვერცხის სიმსივნის რისკისგან. სასარგებლოა უმიც და მომზადებულიც. სასარეგებლო თვისებების  შესაწოვად მიირთვით ციტრუსთან ერთად.

 

imagesწიწმატი – მისი რეგულარულად მიღება ამცირებს მსხვილი და სწორი ნაწლავისა და საშარდე ბუშტის სიმსივნის რისკს.

 

 

Image result for dark cherry berries on blue wooden tableმუქი წითელი ბალი – შეიცავს პერილილის სპირტს, რომელსაც შეუძლია შეანელოს ან შეაჩეროს კიბოს გარკვეული სახეობების განვითარება

 

 

Image result for blackberry on blue wooden table

მაყვალი – შეიცავს ელაგიურ მჟავას, რომელიც აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას, ეცადეთ მიირთვათ ცოცხლად და მოკრეფვიდან/ყიდვიდან რაც შეიძლება მალე. სუფთა. წლის განმავლობაში მისაღებად მე ვყინავ.

 

Image result for Mulberry on blue wooden tableთუთა – ისევე, როგორც ყურძნის წიბწა, შეიცავს რეზვერატროლს, რომელიც კიბოს უჯრედებს ებრძვის. შეგიძლიათ თუთა დააჩიროთ.

 

 

Image result for strawberries on blue wooden table

მარწყვი – შეიცავს ალეგიურ მჟავას, რომელიც ანეიტრალებს კიბოს გამომწვევ ქიმიურ ნივთიერებებს ორგანიზმში. მირთვით ახალ დაკრეფილი და ეკოლოგიურად სუფთა. წლის განმავლობაში მისაღებად მე ვყინავ.

 

Image result for Mustard leaves on wooden table

მდოგვის ფოთლები – მდიდარია გოგირდოვანი ნივთიერება გლუკოზინოტალატებით, რომლებიც კიბოს საწინააღმდეგო იზოთიოციანატებად იშლება.  გოგირდის ფოთლები თბილისში იყიდება „მიკრო მწვანილის“ სახით, გუდვილში, ნიკორაში, აგროჰაბში და Soplidan.ge მიირთვით უმად, დაუმატეთ სალათებს.

 

Image result for bruxelle cabbage on blue wooden tableბრიუსელის კომბოსტო – შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო გლუკოზინოლატების უფრო მეტ რაოდენობას, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობები. იყიდება პერიოდულად კარფურში, აგროჰაბსა და გუდვილში.

 

 

Image result for peas on blue wooden tableბარდა (იგივე გოროხი) – ბარდის ყლორტები შეიცავს ანტიოქსიდანტ ფიტოალექსინს, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს პილორუსის ბაქტერია, რომელიც იწვევს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს ან კუჭის კიბოს. არ ჭამოთ კონსერვის ბარდა. შეიძინეთ გამომშრალი ან გაყინული. ყლორტების შეძენა ალბათ სეზონზე, ბაზარში…

Image result for asparagus  blue wooden tableსატაცური – შეიცავს B ვიტამინსა და ფოლატს, რაც ხელს უწყობს კიბოს გამომწვევი ნივთიერებების კონტროლს. შეიძინეთ სეზონზე (თებერვალი-ივნისი) იყიდება აგროჰაბში, შეძენიდან მალე მიირთვით, მხოლოდ ოდნავ მოთუშეთ. არ იყიდოთ კონსერვის.

 

81338585-onion-parts-close-up-on-old-blue-grange-wood-table-vertical-photo-with-side-lightხახვი – შეიცავს ფრუქტო-ოლიგოსაქარიდებს, რომლებიც კვებავენ ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებს და დაგიცავთ ნაწლავის კიბოსგან. (ცეცხლზე მომზადებული ხახვი კარგავს თვისებებს, მიირთვით უმი ან ოდნავ მოშუშული).

 

Image result for sweet potatoტკბილი კარტოფილი – მისი რეგულარული მიღება აძლიერებს იმუნიტეტს და აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებებიც.

 

Image result for Turmeric on blue wooden tableკურკუმა (ნედლი და დაფქვილი სახით) – კვლევების მიხედვით კურკუმინს (ანტიოქსიდანტი) შეუძლია სიმსივნის უჯრედების ზრდისა და გავრცელების შეჩერება.

 

 

Image result for shiitake on  blue wooden tableსოკო შიიტაკე  – ლენთინანი ხელს უწყობს სისხლში თეთრი უჯრედების წარმოქმნას და ამით იმუნურ სისტემას აძლიერებს.

 

 

Image result for pistachio nuts on  blue wooden tableკედრის კაკალი და ფსტა (ე.წ. ფისტაშკა) – ფიტოსტეროლები (მცენარეული ჰორმონები) ამცირებს ზოგიერთი სახის კიბოს განვითარების რისკს.

 

 

Image result for walnutts on blue wooden table

 

ნიგოზი – ტოკოფეროლები კიბოს დაავადების რისკს ამცირებს.

 

 

Image result for amaranthus  on  blue wooden tableჯიჯლაყა (ამარანტი) – ლუნაზინის შემცველობა აჩერებს სიმსივნის უჯრედების ზრდას.

 

 

 

Image result for sunflower oil on  blue wooden tableმზესუმზირის ზეთი – შეიცავს ომეგა – 9 ცხიმოვან მჯავას, რომელიც იცავს ორგანიზმს კიბოსგან. შეიძინეთ ოლეინის ნივთიერების მაღალი შემცველობის და არა ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი.

 

 

Image result for cannabis oil on blue wooden tableკანაფის ზეთი – ასევე უხვად შეიცავს ომეგა 9 ცხიმოვან მჟავას.

 

 

 

Image result for kimchi on  blue wooden tableკომბოსტოს მწნილი და კიმჩი (კომბოსტო კორეულად) – კომბოსტოს მწნილში არსებული ანტიოქსიდანტური ქიმიური ნივთიერებები აჩერებს კიბოს უჯრედების ზრდას. დაამწნილეთ სახლში ან იყიდეთ ნატურალური და არა ქარხნული მწნილი. არ შეიძინოთ დაკონკსერვებული მწნილი.

Image result for tempeტემპე – მასში შემავალი ფიტოესტროგენი ორგანიზმს იცავს კიბოს დაავადებებისგან. თუმცა წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება მისი შეძენა.

 

 

Kylie080117_0018_1024x1024_d3cf18d0-db45-4774-a802-bc8efd78a401_1024x1024ძროხის თირკმელები -მასში შემავალი ნივთიერება სელენი იცავს ორგანიზმს კიბოსგან. ჩაალბეთ თირკმელები ლიმნის წვენში 1-2 საათით, რომ გამოდევნოთ მასში არსებული ამიაკი.

 

Related imageთევზი ქორჭილა – სასარგებლოა კიბოსა და სხვა დეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

 

 

 

Image result for Сocoa espresso

 

კაკაოს მარცვლები – ანტიოქსიდანტ კატეხინს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

 

Image result for egg on blue wooden tableკვერცხი –  ანტიოქსიდანტი ტრიფტოფანი და ტიროზინი ამინომჟავები ორგანიზმს კიბოს დაავადებისგან იცავს.

 

 

 

კიბოს რისკის შემცირების ძირითადი ხელშემწყობი ფატორებია:

  •  წონის კონტროლი (მაღალი ინსულინის შემცველობა ზრდის კიბოს რისკს, ასევე ზედმეტი ცხიმი იწვევს ანთებით პროცესებს ორგანიზმში, რაც ასევე ზრდის კიბოს რისკს,
  • სტაბილური ვარჯიში (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუდმივად რეჟიმში)
  • ჯანსაღი დიეტა – განსაკუთრებით ხმელთაშუაზღვის დიეტა (კვების სტილი).

ჯანსაღი დიეტის ფარგლებში მიიღეთ: 

  • დღეში ხუთი სახეობის ხილი და ბოსტნეული
  • მთლიანი მარცვლეული
  • პარკოსნები
  • თხილეული
  • მწვანილეული
  • ჯანსაღი სუნელები
  • ჯანსაღი ცხიმები (ზეითუნი, კანაფი, ავოკადო, სელი და სხვ.)
  • ჯანსაღი სოუსები (ვაშლის ძმრით, ლიმნის წვენით, მდოგვით და სხვ.)
  • ცხიმიანი თევზი
  • კალციუმით მდიდარი საკვები
  • ბოჭკოთი მდიდარი საკვები
  • საკმარისი D ვიტამინი
  • ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები

მნიშვნელოვანი ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება ჯანსაღ ხილში, ბოსტნეულში, მთლიან მარცვლეულსა და პარკოსნებში გამოუმუშავებენ და აღადგენენ დეენემს და აკონტროლებენ უჯრედების ზრდას.

Related imageმნიშვნელოვანია, რომ ამერიკის კვების ასოციაციის მიხედვით წითელი ხორცი მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის, თუმცა მჭლე ხორცი კარგი ნუტრიენტია. ამიტომ ისინი გვირჩევენ კვირაში 500 გრამ წითელ ხორცს არ გადავაჭარბოთ.  ხოლო ნებისმიერი სახის გადამუშავებული ხორცი (ძეხვი, სოსისი, ლორი და სხვ.) კარცეროგენების (კიბოს რისკის) პირველ ჯგუფშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საერთოდ არ უნდა მივიღოთ.

Image result for sodium icon

კუჭის კიბოს რისკს ზრდის ასევე დიდი რაოდენობით ნატრიუმი  (დღეში  2400 მილიგრამზე მეტი )

 

 

 

Image result for alcohol iconალკოჰოლიც კიბოს რისკის გამომწვევ პროდუქტთა სიაშია. ქალებისათვის დღეში 1 ჭიქა და კაცებისათვის დღეში 2 ჭიქაზე მეტი ალკოჰოლი არ არის რეკომენდებული. თუ გვსურს ალკოჰოლისგან რეალური ბენეფიტის მიღება იგი 1 ჭიქა  ნატურალური, წითელი ღვინის სახით შეგვიძლია მივიღოთ.

 

Image result for soy iconის პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ანტიესტროგენულ მედიკამენტებს, უნდა მორეიდონ სოიოს, რადგან ეს მცენარე შეიცავს მცენარეულ ესტროგენს. ზოგადად, სოიოს უმეტესი ნაწილი ამჟამად გენმოდიფიცირებულია (ისევე როგორც სიმინდი) და რადგან გენმოდიფიცირებული პროდუქტების უსაფრთხოება ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დადასტურებული, ამიტომ მე მის ყველანაირ ფორმას ვერიდები, მით უმეტეს, რომ სოიოს სოუსების უმეტესობა არის ზედმეტად მარილიანი. თუმცა, მაგალითად იაპონური კერძი მისო, რომელიც სოიოსგან მზადდება შეიცავს ანტიოქსიდანტ იზოფლავონებს, რომლებიც ძუძუს კიბოს ებრძვიან.

მსგავსი ცხოვრების სტილი კიბოს სახეობების 1/3-ს აგაცილებთ თავიდან.

მნიშვნელოვანია, რომ არ მიუდგეთ ამ საკითხს, როგორც  all or nothing. მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა რთულია., დრო და დრო გემრიელი ნამცხვრის ნაჭრისა თუ ცხელი პიცის მირთმევა ყველასთვის აუცილებელია, მთავარია ბალანსი. მთავარი რჩევაა, არ გქონდეთ სახლში ტკბილეული და არაჯანსაღი საკვები, რადგან ისინი ასე ბევრად უფრო “ხელმისაწვდომია”. სჯობს კაფეში წახვიდეთ და იქ შეუკვეთოთ ნამცხვარი, ვიდრე გქონდეთ სახლში. ასევე, არ დაგავიწყდეთ, ფიზიკური აქტივობის სტაბილურობა, რადგან არასტაბილური აქტივობა უარეს შედეგებს იძლევა.

აქვე იხილეთ ძლიერი ანტიოქსიდანტი საკვები პროდუქტების სია. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული პროდუქტები სხვა ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს, ვიდრე აქ ჩამოთვლილია, ამ ანტიოქსიდანტებს ისინი შეიცავენ უფრო უხვად.

  • გარგარი (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი, C, ფლავონოიდები)
  • ატამი და ვაშლატამა -(ანტიოქსიდანტიები ბეტა-კაროტინი, ლიკოპენი, ლუტეინი)
  • ქლიავი (ანიტოქსიდანტი ბეტა -კაროტინი)
  • კომში ( A, C და E ანტიოქსიდანტები (ვიტამინები))
  • წითელ-ყვითელი ბალი (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი და C)
  • ყურძენი  და მისგან დამზადებული ნატურალური, წითელი ღვინო, ასევე მისი წიბწა (ოლიგომერული პროანთოციანიდების კომპლექსი, ანტიოქსიდანტი რეზვერატროლი)
  • მაყვალი (ანტიოქსიდანტი ანთოციანინები, ელაგიური მჟავა)
  • ჟოლო (ანტიოქსიდანტი ელაგიური მჟავა, ბეტა-კაროტინი და C)
  • შავი მოცხარი (ანტიოქსიდანტი ანთოციანინები)
  • მოცვი – ( ნებისმიერ სხვა ხილთან შედარებით, მოცვი აქტიური ანტიოქსიდანტების ყველაზე მაღალი შემცველობით გამოირჩევა , თუმცა სუპერფუდებს ვერ სჯობნის)
  • გოჯი, იგივე თეთრეკალა, ე.წ. „სუპერფუდი“ (ანტიოქსიდანტ კაროტენოიდების მრავალფეროვნება, 10-ჯერ აღემატება მოცვის ანტიოქსიდანტურ თვისებს.)
  • შტოში
  • თუთა (ანტიოქსიდანტი ანთოციანინი, რეზვერატროლი და C ვიტამინი)
  • მარწყვი (ანტიოქსიდანტი ალაგიური მჟავა, C ვიტამინი)
  • ლიმონის ქერქი (ანტიოქსიდანტები და ლიმონოიდები)
  • მანგო  (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი და C)
  • ნესვი (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი და C)
  • პაპაია (ანტიოქსიდანტი კაროტენოიდები, C და E)
  • ბროკოლი ( ანტიოქსიდანტი კაროტენოიდები, ლუტეინი, სულფორაფანი და C)
  • წითელი კომბოსტო  (ანტიოქსიდანტი ანთოციანინი და C)
  • ჩინური კომბოსტო (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი, C და B6)
  • ბრიუსელის კობმოსტო (ანტიოქსიდანტი გლუკოზინოლატები)
  • ხუჭუჭა კომბოსტო (ანტიოქსიდანტი კემფეროლი და კვერცეტინი)
  • წითელი ბულგარული წიწაკა (ანტიოქსიდანტები ბეტა-კაროტინი, C, ლუტეინი, ზექსანტინი)
  • მწარე (მექსიკური) წიწაკა , განსაკუთრებით გამხმარი თესლი (ანტიოქსიდანტი კაფსაიცინი)
  • გოგრა (ანტიოქსიდანტი კარტენოიდები, პექტინი)
  • ცუკინი და ყაბაყი (ბეტა-კაროტინი და C)
  • არტიშოკი (ანტიოქსიდანტებით ერთ-ერთი ყველაზე  მდიდარი საკვები)
  • ბადრიჯანი (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი, პოლიფენოლი)
  • პომიდორი (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი, C, E, ლიკოპენი, ლუტეინი )
  • მუქი მწვანე სალათის ფოთლები (ანტიოქსიდანტები ბეტა-კაროტინი, C და ანთოციანინი) ყოველთვის მოერიდეთ წინასწარ გარეცხილ და შეფუთულ ნებისმიერი ტუპის სალათას და მწვანილეულს.
  • ისპანახი (ანტიოქსიდანტი ფლავონოიდები, კემფეროლი, კაროტენოიდები)
  • წიწმატი (ბეტა-კაროტინი, C)
  • მდოგვი (მთავარი ანტიოქსიდანტები: ჰიდროქსიდარიჩინის მჟავა, კვერცეტინი, იზორამნეტინი, კემფეროლი)
  • ინდაუ, სალათის ფურცლების ჯიში (ბეტა-კაროტინი, C, ლუტეინი, ზექსანტინი) მიირთვით მხოლოდ უმი და ქორფა. მოერიდეთ შეფუთულს და გარეცხილს. პერიოდულად იყიდება გუდვილში.
  • ბაბუაწვერას ფოთლები (ანტიოქსიდანტები C და  E )
  • ბაბუაწვერას ყვავილი (ბეტა-კაროტინი, C, ფლავონოიდი) (ჯერ-ჯერობით თბილისში შესაძლებელია მხოლოდ ბაბუაწვერას ჩაის შეძენა, რომელიც ევროპროდუქტში “Clipper” ბრენდის ორგანული ჩაის სახით იყიდება.
  • მწვანე ლობიო (ანტიოქსიდანტი ფლავონოიდები, კაროტენოიდები, ფოლატი, C)
  • სატაცური (ანტიოქსიდანტი ანტოციანინი, ბეტა-კაროტინი)
  • დიდი კამის ძირი და ფოთლები (ანტიოქსიდანტები რუტინი, კვერცენტინი, კემფეროლი, ანეთოლი)
  • ხახვი (ანთოციანინი,კვერცეტინი)
  • ნიორი (ალიცინი, დიალილ-სულფიდები).
  • ჭარხალი (ანტიოქსიდანტი ბეტაციანინები)
  • სტაფილო (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი, ლუტეინი, ლიკოპენი)
  • ტკბილი კარტოფილი (ანტიოქსიდანტი ბეტა- კაროტინი და C)
  • კურკუმა (ანტიოქსიდანტი კურკუმინი)
  • სოკო (ანტიოქსიდანტი ერგოთიონინი და გერმანიუმი)
  • სოკო შიიტაკე (ანტიოქსიდანტი ლენთინანი)
  • კანიანი ნუში (ანტიოქსიდანტი E და ფლავონოიდები)
  • თხილი (ანტიოქსიდანტი პროანთოციანიდი)
  • ფსტა (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი, ოლეანოლის მჟავა და ფიტოსტეროლები.
  • ნიგოზი  (ანტიოქსიდანტი ელაგიური მჟავა, ალფა, დელტა და გამა ტოკოფეროლები).
  • სეზამის თესლი (ანტიოქსიდანტი    E ვიტამინი)
  • მზესუმზირის თესლი (ანტიოქსიდანტი E ვიტამინი)
  • კანაფის თესლი (ანტიოქსიდანტი ფიტოსტეროლები)
  • ქინძი (ანტიოქსიდანტები)
  • ოხრახუში, როზმარინი, ბეგქონდარა, პიტნა, კვლიავი, ულბო, ორეგანო, დარიჩინი, ( სხვადასხვა ძლიერი, კიბოს საწინააღმდეგო ანტიქოსიდანტებით მდიდარი მწვანილეული და სუნელები)
  • ჯიჯლაყა ( იგივე ამარანტი) – (ანტიოქსიდანტი სკვალენი, ლიზინი, ფიტოსტეროლები)
  • ქინოა (ანტიოქსიდანტი ოლეინის მჟავა, ალფა-ნილონის მჟავა, E- ს სპექტრი, ლიზინი, ქვერცეტინი, კემპფეროლი)
  • ბრინჯის ქერქის ზეთი – (ანტიოქსიდანტები ორიზანოლი, ტოკოფეროლი, ფიტოსტეროლი)
  • ბულგური (მთლიანი მარცვლეულის სახეობა ) –(ანტიოქსიდანტი ბეთაინი)
  • წიწიბურა -(ანტიოქსიდანტი კვარცეტინი, რუტინი).
  • ქლორელა (ზღვის წყალმცენარე)- (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი, ზექსანტინი, სელენიუმი, C, E, უნიკალური მცენარე, რომელიც ბუნებრივად შეიცავს რეტინოლს)
  • ალოე ვერა (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი, C, E)
  • თაფლი (მაქსიმალურად მუქი, საუკეთესოა მანუკას ხის თაფლი) – (ანტიოქსიდანტი ბეტა-კაროტინი,C )
  • ნეკერჩხლის სიროფი (ანტიოსქიდანტი პოლიფენოლები).
  • შოკოლადი (კაკაოს მარცვლები) – (ანტიოქსიდანტი პოლიფენოლები, კატეხინი).
  • კვერცხის ცილა (ანტიოქსიდანტი ლუტეინი და ზექსანტინი, ტრიფტოფანი, ტიროზინი).
  • შავი, ჩაი (ანტიოქსიდანტი თეაფლავინები, თეარუბიგინები)
  • მწვანე ჩაი (ანტიოქსიდანტი პოლიფენოლები, კატეხინები)
  • ულუნის ჩაი (ანტიოქსიდანტი პოლიფენოლები და თეაფლავინები)
  • თეთრი ჩაი (ანტიოქსიდანტი კატეხინები)
  • ვარდის ნაყოფი (ანტიოქსიდანტი ანტოციანინი, კვარცეტინი, C)

დღეისათვის სულ ეს იყო. ჯანმრთელობას გისურვებთ. ნებისმიერი დამატებითი კითხვით მომმართეთ ნებისმიერ ფორმატში <3

XO, XO N

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
100 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *