ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი – ვარჯიში და ყველაფერი ჩემი საყვარელი ვარჯიშის შესახებ!

0 0

წინ დიდი შესავალი მქონდა, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის როგორი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია  ვარჯიში და თუ როგორ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ისედაც კარგად იცით და პირდაპირ  მთავარზე გადავალ:  საკუთარ თავთან უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ჩვენი ცხოვრების ზუსტად ისეთი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს, როგორიც ჭამა, ან ძილია.  როგორც კი ამ აზრს გაითავისებთ და შეეგუებით, მოქმედებაზე გადასვლა ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ.

ვარჯიშის უამრავი სახეობა არსებობს: იოგა, პილატესი, კარდიო ვარჯიშები, სხეულის წონის ვარჯიშები, ძალისმიერი ვარჯიშები, სპინინგი, ბოქსი და ა.შ. თითოეულ მათგანს თავის დანიშნულება და ბენეფიტები აქვს.  თუმცა, დღეს მინდა ჩემს საყვარელ ვარჯიშზე, Staystrong კლასზე ვისაუბრო, რომელმაც ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება მთლიანად შეცვალა.

უკვე დაახლოებით 1 წელია, რაც Champions Academy-ში დავიწყე სიარული, მათი გახსნის დღიდანვე. ძალიან კარგად მახსოვს პირველი დღეები, რადგან იმ პერიოდში ვიწყებდი იმის გაცნობიერებას, რომ დრო იყო ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გამხდარიყო. როდესაც პირველივე შედეგი ძალიან სწრაფად მივიღე, სწორედ მაშინ გადავწყვიტე ბლოგის წერაც და სხვა ადამიანებისათვის მოტივაციისა და ინფორმაციის გაზიარებაც.

IMG_4970

ჩემი ვარჯიშის გრაფიკი მარტივია: კვირაში 4-5 ჯერ, საღამოს 19:00 საათიდან, Staystrong კლასი, (ბარვისის მეთოდის ვარჯიშები )+ გაწელვა + 10-15 წუთი გვერდების, პრესის, საჯდომის ან ფეხის ვარჯიშების დამატება. ჯამში დაახლოებით 1 საათი. ძალიან მინდა MMA კლასიც დავამატო (ბოქსი და საბრძოლო ხელოვნება, აქტიური კარდიო ვარჯიშებია + ჩხუბსაც სწავლობ 🙂 ), მაგრამ რატომღაც ვერც ერთ დღეს ვერ ველევი ჩემს საყვარელ Staystrong-ს.

აღნშულ ვარჯიშის ტიპში ერთმანეთთან შეთავსებულია:

  • IMG_0775

      აქ არ ჩანს, მაგრამ წელზე რეზინა მიკეთია, რომელიც უკან მიმათრევს 🙁

 

 

კარდიო ვარჯიშები, 

 

 

 

 

 

IMG_4857
მშვიდი სახე მხოლოდ ფოტოსთვის მაქვს, გულში ცეცხლი მიკიდია :))

 

 

სხეულის წონის (body weight) ვარჯიშები 

 

 

IMG_4132
სახეზეც მეტყობა, რომ ამ წონის გირებისთვის ჯერ მზად არ ვარ, მაგრამ არ ვნებდები!

 

 

 

 

 

ძალისმიერი ვარჯიშები

 

 

 

 

 

კლასი დაყოფილია 3 „წრედ”.თითოეულ სეტში თავმოყრილია რამდენიმე  20, 25, 30 ან 40 წამიანი ხანგრძლივობის ვარჯიში, სეტებს შორის დასვენება კი  1, 1,5 ან 2 წუთია.

ვარჯიში ეტაპები:

  • აქტიური გახურება
  • ძირითადი 3 წრე (რომლის ვარჯიშებიც მუდმივად იცვლება და ძალიან მრავალფეროვანია)
  • გაწელვა (გაწელვა გარდა იმისა, რომ დაჭიმული კუნთის ტკივილს ასუსტებს,  სხეულს ლამაზი, გრძელი კუნთის ფორმირებაშიც ეხმარება).

მთელი პროცესის განმავლობაში:

  • ბალანსირებულად იტვირთება თითოეული კუნთი,
  • გულის ცემა მუდმივად აჩქარებულია, ანუ  იდეალური კარდიო ვარჯიშია
  • ცხიმის წვას ძალისმიერი ვარჯიშებიც უწყობს ხელს.

შედეგად, ვიღებთ :

  • წონაში კლებას ან წონის შენარჩუნებას (გააჩნია კვებას)
  • სხეულის გამძლეობის გაუმჯობესებას (მათ შორის სუნთქვის გამძლეობის ე.წ. дыхание-ს გაუმჯობესებას),
  • კუნთის განვითარებას
  • სხეულის საერთო სიჯანსაღეს.

აღნიშნულ ვარჯიშს მე + ვუმატებ, რომელიმე კონკრეტულ სხეულის ნაწილზე ორიენტირებული ვარჯიშების მინი სეტს. მაგალითად, გვერდების (ე.წ. love handles) ვარჯიშებს, ან პრესებს, ან საჯდომის ვარჯიშებს და ა.შ. 10-15 წუთი დამატებითი რამდენიმე ვარჯიში უკვე საკმარისი დღიური ნორმაა ჩემთვის. შედეგი კი საოცარია.

IMG_1576
“ჩავარდნა” სახეზეა!

 

ზოგადად, ძალიან რთულია სტაბილურად მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა, ჩემი ჩავარდნები მეც ხშირად მაქვს, ხანდახან მეზარება დამატებითი ვარჯიშების გაკეთება, ხან საერთოდ ვარჯიშამდე მიღწევა, მაგრამ გადაბმულად  1 თვე სწორი კვებისა და ვარჯიშის სინთეზი უკვე საოცარ შედეგს დებს.

 

 

IMG_4475.jpeg

 

AE8036E5-5573-4E75-B95E-43AB0555BDD4.jpegყველაზე მეტად რაც ბარვისის მეთოდის ვარჯიშში მსიამოვნებს არის გუნდურობა და სოციალიზაცია. რამდენიმე ადამიანი ერთად გავდივართ „დაბრკოლებებს“ და ტრენერის გამუდმებულ „მოუმატეეეეეეეეეეეეთ“ -სთან ერთად ვამხნევებთ ერთმანეთს, ვუზიარებთ გამოცდილებას, საკუთარ შედეგებს, ვურთიერთობთ და ვმეგობრობთ. ძალიან პათეტიკურად კი ჟღერს, მაგრამ ჩემპიონს აკადემიაში მართლა სახლივით ვგრძნობ თავს.

 

 

 

 

IMG_3040
მე ნატალის შარვალში 😀

 

 

ამ განწყობის შექმნაში ხელს კი ყველა გიწყობს. მახსოვს ერთხელ მივედი და აღმოვაჩინე, რომ სავარჯიშო შარვალი დამრჩა, ჩემს თვალებზე ცრემლი რომ დაინახა ნატალიმ (ჩვენმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა და ულამაზესმა ტრენერმა) თავის შარვალი მათხოვა <3

 

 

IMG_3732
breaking stuff – best antidepressant ever <3

ვარჯიშის კიდევ ერთი ბენეფიტი, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად ფსიქოლოგიური ფაქტორია. ცნობილი ფაქტია, რომ ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმი ენდორფინებს – ე.წ. ბედნიერების ჰორმონებს გამოჰყობს და დეპრესიის დაძლევაში ეხმარება. ეს რეალურად ასეა. Staystrong კლასის შემდეგ, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო მანამდე, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ.

 

Image result for smokingაუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მწეველებისთვის ეს ვარჯიშები არ არის რეკომენდებული, რადგან მათი სისხლძარღვები შევიწროვებულია და გულს საკმარისი ჟანგბადი, ასეთი ძლიერი დატვირთვის დროს,  არ მიეწოდება! ამიტომ აგერ, კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ, რომ დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი! აღნიშნული ვარჯიშიები ლიმიტირებულად უნდა გამოიყენონ ასევე გულის დაავადებების მქონე ადამიანებმაც, იმავე მიზეზის გამო.

ზოგადად, ჩემპიონს აკადემიის დარბაზი 4 დიიდ სართულს მოიცავს:

16112909_361468227565412_9151638299044309319_o.jpg

 

პირველ სართულზე განლაგებულია წონები და ძალისმიერი ვარჯიშებისთვის იდეალური ადგილია,

 

16179843_361468247565410_1880784782943361647_o

 

მეორე სართულზე მწვანე მოლია დაგებული და ჩემი საყვარელი staystrong კლასი ტარდება,

 

16107417_361468250898743_4177193496151954162_o.jpg

 

მესამე სართულზე სატრენაჟორი დარბაზია,

 

 

16143756_361468357565399_1701584847871881181_o.jpg

 

მეოთხე კი MMA -ის სამფლობელოა.

 

 

მოკლედ, მთავარია სურვილი, რადგან არჩევანი ნამდვილად დიდია 🙂 მაგალითად, მე პირადად ტრენაჟორები მძულს. შეიძლება რომელიმე ტრენაჟორი, ან მისი დანიშნულების მქონე რაიმე სავარჯიშო ინსტრუმენტი,  კონკრეტული ვარჯიშისთვის გამოვიყენო, თუმცა, ზოგადად ტრენაჟორებით ვარჯიში ჩემთვის წამებაა. ძალიან მალე მბეზრდება და მოსაწყენს კი ვერაფერს ვეგუები. როგორც ზემოთ აღვნიშნე, Staystrong კლასი + MMA და შეიძლება ხანდახან პილატესი ჩემთვის იდეალური სინთეზია. ერთი რამ კი უკვე ზუსტად ვიცი, ვარჯიშს თავს ცხოვრებაში აღარასდროს დავანებებ!

ჩემპიონს აკადემიაში იდეალური აღჭურვილობისა და განსაკუთრებული პროგრამების  გამო,  უამრავი სხვადასხვა სახის სპორტსმენიც ვარჯიშობს. მათთან ერთად ვარჯიში კი დამიჯერეთ, დამატებითი მოტივაციაა. გოგოებისთვის (და პრინციპში ბიჭებისთვისაც) დავამატებ, რომ სიმპათიური მორაგბეები გვყავს ბლომად :))))

და ბოლოს,  როგორი პერფეცქიონიზმიც ბლოგის წერისას მჩვევია, რომ არ გამომრჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი , იმასაც დავამატებ, რომ ჩემპიონს აკადემიაში, არსებობს სპეციალური საბავშვო პროგრამებიც, ბავშვების სწორ განვითარებასა და ვარჯიშზე მორგებული.

დღეისათვის სულ ეს იყო, ნებისმიერი დამატებითი კითხვით შეგიძლიათ მომმართოთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში.

P.S. პოსტის წერის პროცესში, რეკომენდაციები გავიარე ჩემს ტრენერთან, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი არ გამომრჩენოდა, მან კი მოითხოვა, რომ დეტალურად დამეხასიათებია მისი ფერსონალითი:

IMG_1016.jpeg

გიორგი შარიქაძე – შრომისმოყვარე,  პასუხისმგებლიანი, პროფესიონალი, აქტიური,  შესაშური აღნაგობის (გენეტიკა + ვარჯიში) და რაც მთავარია თავის საქმეზე ძლიიიიერ შეყვარებული ახალგაზრდაა, სრული პასუხისმგებლობით ვუწევ რეკომენდაციას და ყველას გისურვებთ ასეთ მწვრთნელთან ვარჯიშს <3

 

 

XO XO, N

 

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *