მუდმივად გლუვი, ელასტიური და მკვრივი კანისთვის.. მოკლედ, ებრძოლეთ სიბერეს!

თქვენი ამბავი არ ვიცი, მაგრამ მე სიბერესთან დაკავშირებით პანიკური შიშები მაწუხებს.  ზუსტად 15 წლიდან დეპრესიაში მაგდებს თითოეული მომატებული წელი. ვიცი, არარეალური და სასაცილოა ეს ციფრი, მაგრამ რა დამავიწყებს,  „ზბორებიდან“ ახალი ჩამოსული ვიყავი და ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი მეგობრებთან ერთად, როცა ქუჩაში შემთხვევით შეგვხვდა ჩვენი „ტრენერი“. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, რომ გაიგო  დაბადების დღე მქონდა, რამდენი წლის გახდიო – მკითხა, 15-ს მეთქი  ვუპასუხე და  ეუფ დაბერდიო? – გამეხუმრა, მე კიდე ავდექი და  ტირილი დავიწყე :)))))) მაშინ მთელი არსებით მჯეროდა, რომ 15 წელი უკვე „ზედმეტად ბევრი“ იყო და „სიბერისკენ“ მივდიოდი :)))))))))) ახლა ალბათ ხვდებით, დღეს როგორი პანიკა მაქვს უკვე :)))))

მოკლედ, ლირიული დასაწყისიდან საქმეზე გადავალ. რეალურად ჯერ ჩემი ასაკისათვის ასე „სიბერე“ შორს არის, თუმცა ვფიქრობ, აქედანვე (და უკვე დაგვიანებულია მგონი) თუ არ დავიწყე საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვა, სიბერეს და მის გამომხატველ გარეგნულ ნიშნებს ფიზიკურად და შემდეგ უკვე ფსიქოლოგოიურადაც ძაალიან მოუმზადებელი შევხვდები და წინასწარ მეშინია ამ „შეხვედრის“. ამიტომ ვამზადებ ამ პოსტს, თქვენთვისაც და ჩემთვისაც, რომ მაქსიმალურად დიდ ხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და გავიხანგრძლივოთ ეს ბედნიერება. აქვე დავამატებ, რომ ამჯერად ამ პოსტში ძირითადად სიბერის გარეგნულ ნიშნებზე გავაკეთებ აქცენტს, ხოლო ტვინის საკვებ და სხვა პროდუქტებზე ცალკე პოსტს დავწერ, რომ ძაან არ ავიჭრათ.

სიბერის პირველი ნიშნები ჩვენს კანზე აისახება, ამიტომ ჩემს წინა პოსტთან ხშირად გადავიკვეთები, თუმცა, ამ თემას ამ პოსტში კიდევ უფრო გავშლი.

Image result for collagen

კოლაგენი არის მთავარი პროტეინი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი დიდი რაოდენობით შეიცავს და  კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უნარჩუნებს. ამიტომ არამც და არამც არ გვაწყობს  კოლაგენის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმში, კოლაგენი სხეულზე ცელულიტის გაჩენის მთავარი მიზეზიც არის (გაიგეთ მეტი კოლაგენისა და ცელულიტის კავშირზე ჩემს 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბლოგში) და ასაკთან ერთად მისი ფორმირება ჩვენს სხეულში იკლებს.  კოლაგენის დარღვევას ულტრაიისფერი სხივებისგან მიღებული დაზიანება, არაჯანსაღი საკვები, სასმელი და ჰაერიც იწვევს.

კოლაგენის ტიპმა I და III შესაძლებელია:

  • შეამციროს ნაოჭები და ხაზები კანზე
  • გააუმჯობესოს კანის ელასტიურობა
  • გააძლიეროს ძვლოვანი მატრიცა
  • გააუმჯობესოს დაზიანებული და სუსტი ფრჩხილების მდგომარეობა
  • გაასქელოს თმა და შეანელოს თმის ცვენის პროცესი
  • გააუმჯობესოს ცირკულაცია
  • ხელი შეუწყოს გლიცინის წარმოებას, რომელიც ქმნის კუნთს და ეხმარება ორგანიზმს ცხიმის დაწვაში ძილის დროს.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ პირველ რიგში თავი მოვუყაროთ იმ პროდუქტებს, რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობენ ხელს.

კოლაგენის გამოსამუშავებლად, აღსაღდგენად და შესანარჩუნებლად საჭირო ნივთიერებები: თუთია, გოგირდი, სპილენძი, ლისინი, პროლაინი, C ვიტამინი, A ვიტამინი და ბეტა-კაროტინი, E ვიტამინი, ომეგა 3 ცხიმმჟავები, რეტინოლი, ლიკოპენი, მანგანუმი (მარგანეცი), გლუტოათონი

gelatin-1-521x400.jpgჟელატინი –  რატომღაც ქართველები არ ვაფასებთ ამ პროდუქტს. მე პირადად ახლა გავიგე, რომ ჟელატინს ცხოველების შემაერთებელი ქსოვილების ადუღების შედეგად ამზადებენ და ის კოლაგენის პირდაპირი წყაროა. თუმცა, ჟელატინის არჩევა ძალიან რთულია.

 

პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ:

  • რომელი ცხოვრელის ნაწილებისგან დამზადებული ჟელატინი გვჭირდება,
  • რომ აუცილებლად ბალახ ნაჭამი ცხოველების ნაწილებისგან მზადდება
  • გასათვალისწინებელია პროდუქტის სისუფთავე, რომ არ შეიცავდეს არანაირ ქიმიურ ნივთიერებებსა და გენმოდიფიცირებულ დანამატებს.

Image result for Great Lakes Kosher (Bovine) Gelatin Image result for Vital Proteins Beef Gelatinგამომდიარე იქიდან, რომ ამ პროდუქტში კარგად ვერ ვერკვევი, არც ის ვიცი რომელი ბრენდების ჟელატინი იყიდება ჩვენთან. თუმცა მცირე კვლევის შედეგად დავადგინე, რომ Great Lakes Kosher (Bovine) Gelatin და Vital Proteins Beef Gelatinის ბრენდებს აქვთ ყველაზე სუფთა და ჯანსაღი ჟელატინი. თუ სადმე გადააწყდებით ამ ბრენდებს, მეც მომწერეთ <3 როგორც მინიმუმ ამაზონიდან შეიძლება მათი გამოწერა. ორგანიზმისათვის ჟელატინის გადამუშავება და ათვისება საკმაოდ მარტივია და უამრავი ადამიანი საუბრობს ამ პროდუქტის დადებით შედეგებზე, რომლებიც მათ კანზე  და ზოგადად ორგანიზმზე აისახება.  მოკლედ სწორად შერჩეული ჟელატინი ძალიან კარგია ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

health-benefits-bone-broth-primallyinspired-com_1-e1385761220433.jpgძვლების ნახარშიეს ერთადერთი პროდუქტია, რომელიც პირდაპირ შეიცავს კოლაგენს იმ ფორმით, რა ფორმითაც ორგანიზმი მას პირდაპირ გამოიყენებს. მყესები, იოგები, სახსრები და ძვლები, სწორად  ცხოველების ამ ნაწილების ნახარშში არის კოლაგენის ყველაზე დიდი წყარო. უნდა ხარშოთ რაც შეიძლება დიდ ხანს და დაბალ ცეცხლზე, მანამ, სანამ ჟელეს სახეს არ მიიღებს თქვენი ნახარში, ანუ ფაქტობრივად შექმნით ჟელატინს :)))  ძროხის ძვლები შეიცავს კოლაგენის ტიპს I და III – ს რომელიც საუკეთესოა კანისთვის, ხოლო ქათმისა და ინდაურის ძვლები შეიცავენ კოლაგენის ტიპ II -ს რომელიც კაჭიროა სახსრებისათვის.

აქ საქმე ასე მარტივადაც არ არის. ზოგადად არაფრის ნახარში სასარგებლო არ არის, გემრიელია, მაგრამ სასარგებლო არ არის, თუმცა კონკრეტულად ძვლების ნახარში შეიცავს კალციუმს, მაგნეზიუმს, ფოსფორს, სილიკონს და სხვა ნივთიერებებს ძვლების გამაგრებისათვის, ასევე გლუკოზამინსა და ხონდროიტინის სულფატს (ძვირიან დანამატებს) რომელიც გამოიყენება, ანთების, ართრიტისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ძვლები უნდა იყოს ბალახ-ნაჭამი ცხოველის, საქართველოში ხორცის შეძენისას ასეთ ინფორმაციაზე ხელმისწავდომობა შეზღუდულია, ამიტომ ზოგადად სიფრთხილით შეიძინეთ ნებისმიერი თევზი და ხორცი. ხშირად ადარებენ ბოტოქსს, ჟელარინსა და ძვლების ნახარშს ერთმანეთს. ბოტოქსის მაგივრად, უბრალოდ იკვებეთ ჯანსაღად! (გაითვალისწინეთ, თუ გაქვთ გლუტამატისადმი მგრძნობელობა, თქვენ უნდა მიირთვათ უფრო ნაკლები დროით მოხარშული ძვლების ნახარში, თუ ამ თემზე გაინტერესებთ მეტი, მომწერეთ და გიპასუხებთ).

Related image

ქლორელაზღვის წყალმცენარე, რომელიც სპირულინაზე მეტად ძლიერი სუპერფუდია. ცნობილია რომ ნივთიერება რეტინოლი, წარმოიქმნება ვიტამინი A -დან, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის ფორმირებას, თუმცა რეტინოლის პირდაპირი ბუნებრივი წყარო ქლორელაა.  კიდევ ერთი ნივთიერება რომელსაც ქლორელა შეიცავს არის Chlorella Growth Factor ანუ CGF, ეს ნივთიერება აღადგენს უჯრედებს და ეხმარება კოლაგენს ფორმირებაში. ეს სუპერფუდი იყიდება საქართველოშიც. Organika.ge – ონლაინ საიტზე და სავარაუდოდ ჯორჯიტასა და აგროჰაბში. ნივთიერება რეტინოლის შემცველ კრემებსა და ლოსიონებს უწევენ რეკომენდაციას სახის კანისათვის.

Image result for spirulina

 

სპირულინა –  კიდევ ერთი პოპულარული წყალმცენარე, რომელიც, გარდა უამრავი სხვა ბენეფიტისა,  უფრო მეტ ლისინსა და პროლაინს შეიცავს, ვიდრე კვერცხი,  ეს ნივთიერებები, კი კოლაგენის საშენი მასალის ნაწილია.

 

Image result for cheese and nuts on the wooden table

 

ლისინის შემცველი პროდუქტები – ამინო მჟავა, რომელსაც ორგანიზმი კოლაგენის გამოსამუშავებლად იყენებს და რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივად არ აწარმოებს, მიტომ ეს ნივთიერება საკვების სახით უნდა მივაწოდოთ მას.  წითელი ხორცი, ყველი და თხილეული შეიცავს ლიზინს.  მაღალი და არასასურველი, ცხოველური ცხიმიანობის გამო გამოიყენეთ მჭლე ხორცი და ნაკლებ ცხიმიანი, ყველი.

Image result for egg on wooden table

კვერცხი – კვერცხი შეიცავს პროლაინს, ასევე მისი ნაჭუჭიც, ამიტომაც კვერცხის ნაჭუჭის დამუშავებული ფხვნილი, როგორც საკვები დანამატი ამ ბოლო დროს ძალიან ტრენდულია. კვერცხი შეიცავს ასევე გოგირდსაც, კოლაგენის  წარმოების მნიშვნელოვან ნაწილს.

Image result for avocado on wooden table

 

ავოკადოგარდა იმისა, რომ ავოკადო შეიცავს თქვენი კანისთვის  ჯანსაღ ცხიმებს, მასში შედის ასევე ნივთიერება –  ანტიოქსიდანტი გლუტოათონი, რომელიც ბუნებრივად არის ჩვენი სხეულის ყველა უჯრედში, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და ახდენს უჯრედული დაზიანების პრევენციას.  გახსოვდეთ, რომ გლუტოთონის მოქმედება მცირდება ბოსტნეულის მოხარშვა-შეწვისას 30-60% -ით, ხოლო დაკონსერვებულ პროდუქტში ეს ნივთიერება საერთოდ აღარ გვხვდება. გლუტოათონის დაბერების საწინააღმდეგო ნივთიერებების ტოპ სიაშია, ამცირებს აკნესა და ნაოჭებს. ანელებს გარკვეული კიბოს განვითარებასაც. ავოკადო შეიცავს ვიტამინ E -საც, რომელიც კოლაგენის დაშლას უშლის ხელს. ავოკადოს ხელშეწყობა კოლაგენის გამომუშავებაში მეცნიერულად დატკიცებულია. მას ძალიან ხშირად ხმარობენ სახის ნიღბებსა და კრემებშიც (შეგიძლიათ თავად მოამზადოთ სახლშიც).

Image result for sweet potatoტკბილი კარტოფილიბეტა კაროტინითა და A ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ისეთი, როგორიც არის მაგალითად ტკბილი კარტოფილი, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ კანს და ეხმარება დაზიანებულ კოლაგენს აღდგენაში, შესაბამისად ებრძვის დაბერების ნიშნებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება Image result for carrotსტაფილო, 251646011_0_640x640.jpgკანტალუპი და Image result for mangoმანგოც.  ეს პროდუქტები კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებითაც გამოირჩევიან.

Image result for tomato on the wooden tableპომიდორი  – ვიტამინი C  ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას,  პომიდორი კი მდიდარია ამ ვიტამინით. გარდა ამისა, პომიდორი შეიცავს ლიკოპენს, რომელიც იცავს თქვენს კანს ულტრაიისფერი სხივების დაზიანებისაგან, რასაც საბოლოოდ კოლაგენის დარღვევისკენ მივყავართ. ლიკოპენის შეწოვა ორგანიზმის მიერ უფრო მარტივად ხდება მაშინ, თუ პომიდორი მომზადებულია, ამიტომ თავისუფლად გამოიყენეთ ეს ბოსტნეული ცხელი სოუსების მოსამზადებლად. ლიკოპენს შეიცავს ასევე: Related imageსაზამთრო,  img1551_1411025859535.jpgგრეიფრუტი, Image result for guavaგუავა,asparagus_1024x1024.jpg სატაცური და Image result for red cabbageწითელი კომბოსტო.  

Related imageლიმნისა და ლაიმის წვენი – C ვიტამინის წყარო, (კოლაგენის გამომუშავების ხელშემწყობი) რომელიც  კანის ახალგაზრდული და ნათელი ვიზუალისთვის აუცილებელი ვიტამინია, ქალებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ ამ ვიტამინის დღიურ ნორმას, აქვთ უფრო ნაკლები ნაოჭი და უკეთესი კანის სტრუქტურა, მიიღეთ 1 ლიმნის წვენი ყოველ დღე. მე პირადად როგორც მგონი ყველა ბლოგში ვახსენებ, დილას, უზმოზე, ცხელი ლიმნიანი წყლით ვიწყებ.

Image result for grapefruit and oranges on wooden table

 

გრეიფრუტი და ფორთოხალი ისევ და ისევ C ვიტამინი და კოლაგენი!

 

 

 

Image result for kiwi on wooden table

 

 

კივიC ვიტამინის წყარო!

 

 

 

Image result for red pepper on wooden table

 

წითელი ბულგარული წიწაკა – სხვა ბენეფიტებთან ერთად ვიტამინი C-ს დიდი წყაროა (უმ მდგომარეობაში), რომელიც მნიშვნელოვანი ვიტამინია კოლაგენის გამომუშავებისათვის.

 

 

Image result for rose hips on wooden table

 

 

Rose hips ( ხილი ვარდის მცენარისგან) – ვიტამინი C –მდიდარი შემცველობით გამოირჩევა და კოლაგენის ფორმირებისათვის კარგი წყაროა.

 

 

Image result for cabbage on wooden table

 

კომბოსტოშეიცავს ვიტამინებს A,B, C, და  E, შესაბამისად ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას.  ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და ლუტენინს, რომლებიც ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს. კომბოსტო ასევე შეიცავს გოგირდს, რომელიც კოლაგენის  გამომუშავებისათვის მნიშვნელოვანი ნივთიერებაა, გოგირდით მდიდარია imagesბრუსელის კომბოსტო და Image result for broccoliბროკოლიც.

Image result for pineapple on wooden table

ანანასი – გარდა იმისა, რომ ანანასი ცნობილია, როგორც ცხიმების მწველი ხილი, იგი შეიცავს ნივთიერება მანგანუმს (მარგანეცს), რომელიც წარმოქმნის ფერმენტს- პროლიდაზს, რომელიც თავის მხრივ კოლაგენის ფორმირებას უწყობს ხელს. მანგანუმს შეიცავს ასევე მთლიანი მარცვლეული და მწვანე ფოთლოვანები.

 

Image result for pomegranate on blue wooden table

 

 

ბროწეული – მასში შემავალი ნივთიერებები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ამაღლებენ სხეულში კოლაგენის შენარჩუნების უნარს.

 

Image result for Garlic on blue wooden table

ნიორიშეიცავს ლიპოურ და ტაურინის მჟავას, ორივე მათგანი ეხმარება უკვე დაზიანებულ კოლაგენს აღდგენაში. გარდა ამისა ნიორი შეიცავს გოგირდსაც, კოლაგენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.  ნიორთან ერთად გოგირდის მდიდარი წყაროა Image result for red onionხახვი, Related imageკიტრი და Image result for celeryნიახურის ძირებიც.

Image result for leafy greens on wooden table

 

მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული – მათში შემავალი ქლოროფილი  მაღლა წევს კოლაგენის წინამდებარე ნივთიერების, პროკოლაგენის დონეს. ასევე იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების დაზიანებისგან.

 

 

Image result for pumpkin seeds on wooden table

 

გოგრის თესლი – ეს პროდუქტი ძალიან მდიდარია თუთიით, რომელიც კოლაგენის სინთეზისათვის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს.  თუთიას  ასევე შეუძლია კოლაგენის დაშლის პროცესიც შეანელოს. ზოგადად თუთია კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ელემენტია, რადგან ჭრილობების მოშუშებასაც უწყობს ხელს (თუთიისა და კანის სიჯანსაღეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ჩემს წინა ბლოგში აკნეს შესახებ). თუთიით ასევე მდიდარია Image result for red meatწითელი ხორცი და Image result for oystersხამანწკები.

Image result for nuts, seeds and whole grains

 

სპილენძის შემცველი პროდუქტები – სპილენძი, მანგანუმის მსგავსად კოლაგენის გამომუშავებისათვის საჭირო მინერალია, სპილენძი გვხვდება მჭლე ხორცში, მთლიან მარცვლეულში, თხილეულსა და თესლებში.

 

Image result for white tea on wooden table

 

 

თეთრი ჩაი – თეთრმა ჩაიმ შესაძლებელია დაიცვას კანის პროტეინის სტრუქტურა, კერძოდ კი კოლაგენი. მას შეუძლია  შეაჩეროს ფერმენტის აქტივობა, რომელიც არღვევს კოლაგენს და აჩენს ხაზებსა და ნაოჭებს.

Related image

თავად კოლაგენის ფხვნილი (პროტეინი) – აძლიერებს ანტიოქსიდანტების მუშაობას, აძლიერებს ძვლებს, იყენებენ თავის მოვლის საშუალებებშიც, დაბინძურებული გარემოს ზიანის პრევენციისა და დაბერების საწინააღმდეგოდ. კოლაგენის ფხვნილი იყიდება მაგალითად პეესპეს აფთიაქებში, ღირს როგორც მახსოვს 40 ლარამდე. შეგიძლიათ მიიღოთ 1 დან 2 სუფრის კოვზამდე დღეში, არ აქვს არაფრის გემო, ამიტომ მარტივია მისი საკვებში დამატება.  მაგრამ მიღებამდე აუცილებლად დარწმუნდით მწარმობელის სანდოობაზე პროდუქტის ბიოლოგიურ ნატურალუობაზე.  ასევე გაითვალისწინეთ რომელი ტიპის კოლაგენს ყიდულობთ. ტიპი I  და III კანის საშენი მასალაა, ხოლო ტიპი II სახსრებისა და ძვლების გასამაგრებლად.

მოერიდეთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესებს (გადამუშავებული ნახშირწყლები, ტრანს ცხიმები სხვ.) დაბერება ფაქტობრივად  ქრონიკული ანთებითი პროცესია. არ არის აუცილებელი ანთებას რაიმე აქტიური სახე ჰქონდეს და თქვენ ამას გრძნობდეთ ფიზიკურად,  სტრესი, ძილის ნაკლებობა, არაჯანსაღი კვება, ქიმიკატები საკვებში, სასმელსა და ჰაერში  სწორედ ამ ყველაფერს მივყავართ  დაბალი დონის ქრონიკულ ანთებით მდგომარეობამდე და მას თქვენ მუდმივად უნდა ებრძოლოთ.

ეცადეთ მიირთავათ პროდუქტები მაქსიმალურად ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ისინი არიან ბუნებრივად – მაგალითად ვაშლის სოუსის მაგივრად მიირთვით მთლიანი ვაშლი.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეანელოთ სიბერე, ანტიანთებით და ანტიოქსიდანტ პროდუქტებზე უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს, მანამ სანამ ისინი ზიანს მიაყენებენ ორგანიზმს. ამ პროდუქტების მიღება მნიშნველოვანია ჯანსაღი და სუფთა კანისათვის, კიბოს საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა ბენეფიტისთვის. უკვე მერამდენე პოსტია ანტიანთებით და ანტიოქსიდანტ პროდუქტებს ვახსენებ, ამიტომ შევთანხმდეთ, რომ ისინი მუდმივად უნდა იყოს ჩვენი კვების რაციონში!

ხმელთაშუა სტილის დიეტა საუკეთესო ვარიანტია დაბერების საწინააღმდეგოდ:  ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლეული  და მჭლე პროტეინი დაგეხმარებათ ებრძოლოთ ანთებით პროცესებს და გამოიყურებოდეთ მაქსიმალურად ახალგაზრდულად:

Image result for turkey white lean meatინდაური – ინდაური შეიცავს კანის სიჯანსაღისათვის მნიშვნელოვან პროტეინს – ქარნოზინს, რომელიც ამცირებს პროცესს, რომელსაც ეწოდება კანის cross linking (ვერ ვთარმგნი ქართულად ვერაფრით).  ეს პროცესი აფერხებს კანის ფორმების აღდგენას ღიმილის, სიცილის ან შეჭმუხვნის შემდეგ და შესაბამისად ჩნდება მიმიკური ნაოჭები და ხაზები  თქვენს სახეზე. მიირთვით ინდაურის თეთრი ხორცი კვირაში 3-ჯერ

Related image

ველური ორაგულიდიადი ომეგა 3 ცხიმ მჟავები,ანის მკვებავი და კოლაგენის წარმოებისათვის იდეალური გარემოს შემქმნელი. კანის უჯრედები გარშემორტყმულია ომეგა 3- სა და სხვა ცხიმების ფენით, რაც უფრო მეტ ომეგა 3-ს ვიღებთ, მით უფრო სქელია ფენა და მით უფრო გლუვი და ელასტიურია კანი. ასევე ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტის, ასტაქსანტინის წყარო, რომელიც დაბერების საწინააღმდეგოდ საუკეთესო ნივთიერებაა. ასევე ორაგული შეიცავს ვიტამინ D-ს, ანთების საწინააღმეგო ვიტამინს.  ომეგა 3 -ის კარგი წყაროა ასევე ტუნა, სარდინები და ატლანტიკის სკუმბრია. ეცადეთ იყიდოთ ისეთი თევზი,რომელიც არ არის გაზრდილი ხელოვნურად საწარმოებში და ფესტიციდებით. ასევე აზიური სიბასი, რომელიც კალორიულობით ორაგულზე ორჯერ ნაკლებია, მაგრამ იგივე რაოდენობით ომეგა 3 მჟავებს შეიცავს. გლისინისა და პროლაინის (კოლაგენის საშენი მასალის ნაწილის) კარგი წყაროა ასევე ვირთევზაც.  მოერიდეთ მეურნეობის თევზებს, რომლებიც შეიცავს საშიშ ნივთიერებას – მერკურის  და ეცადეთ შეიძინოთ ველურ პირობებში დაჭერილი თევზი!

Image result for cannabis oil on  wooden table

 

კანაფიომეგა 3 ცხიმმჟავებისიდევ ერთი წყარო – ატენიანებს თქვენს კანს და ებრძვის დაბერების ნიშნებს, მიიღეთ მისი თესლი ან გამოიყენეთ ზეთი საყვარელ სალათებსა და სმუზებში.

Image result for chia seeds on blue wooden table

 

ჩიას მარცვლებიკიდევ ერთი ომეგა 3 ცხიმმჟავების წყარო, სუპერფუდი, რომელიც „აშენებს“ ჯანსაღ კანს

 

 

Image result for flax seeds on blue wooden table

სელის მარცვლებიომეგა 3  ცხიმმჟავებისა და ბოჭკოს მცენარეული წყარო.  სელის მარცვლების თვისებების საუკეთესოდ ათვისება ხდება მაშინ, როდესაც ის ახლად დაფქვილ მდგომარეობაშია. შეიძინეთ ყავის საფქვავი და დაფქვით 1 სუფრის კოვზი დღეში, დაუმატეთ სალათებს, სოუსებსა  და სმუმზებს.

 

Image result for sunflower seeds on blue wooden table

 

ზესუმზირის მარცვლებიE ვიტამინისა და სპილენძის წყარო – კოლაგენის გამომუშავებისათვის საჭირო მინერალები.

 

 

Image result for cilantro on wooden tableქინძიძალიან საინტერესოა, რომ ქინძს შეუძლია გამოდევნოს ორგანიზმიდან ისეთი ქიმიკატები, როგორიც არის მაგალითად მერკური, მერკური ყველაზე მეტად გხვდება თევზში, რომელიც არ არის მოპოვებული ბიოლოგიურად სუფთა პირობებში და საკმაოდ საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ მიირთვით ქინძი თევზთან ერთად, რომელიც დაეხმარება თქვენს ორგანიზმს დეტოქსიკაციაში

Related image

კენკრა – მგონი რაც ბლოგის წერა დავიწყე ჯერ პოსტი არ ყოფილა კენკრა რომ არ მეხსენებინოს :)) ამიტომ მიირთვით ისინი მუდმივად, როგორც უკვე ბევრჯერ აღვნიშნე კენკრას (მოცვი, ჟოლო, მაყვალი,მარწყვი, მოცხარი და ალუბალიც) მე გაყინულ მდგომარეობაში პატარა ჭიქებში ვინახავ მაცივარში, რადგან მქონდეს ზამთრის მარაგი. თუ ეს ამბავი გეზარებათ, შეგიძლიათ გაყინული სხვადასხვა დიდ სუპერმარკეტებში შეიძინოთ.  კენკრა თავისუფალ რადიკალებს „დასდევს“, მდიდარია ანტიოქსიდანტებით (ფლავონოიდებითა და პოლიფენოლებით), ვიტამინებითა და პრობიოტიკით. კენკრას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს უჯრედების რეგენერაციას ახალი კანისათვის და დაგვიცვას მზის დაზიანებისგან გამოწვეული ნაოჭებისგან.

Related image

 

შავი ქლიავიანტიოქსიდნტების  ყველაზე მაღალი შემცველობის მქონე ხილი (უსწრობს მოცვსაც კი), რა თქმა უნდა სუპერფუდების გარდა. შეგიძლიათ მიირთვათ ქლიავის დაუშაქრავი ჩირიც.

 

Image result for figs on blue wooden table

 

ლეღვიმდიდარინტიოქსიდანტებით (ფლავონოიდებით და პოლიფენოლებით).

 

 

 

Image result for watermelon on blue wooden table

 

საზამთროისევე როგორც პომიდორი, საზამთროც შეიცავს ლიკოპენს, რომელიც მზისგან გამოწვეული დაზიანებისგან, ლაქებისგან და ა.შ. იცავს კანს, გარდა ამისა ატენიანებს კიდეც მას.

 

 

Related imageწვანე ჩაი –  იმისათვის, რომ კანი გამოიყურებოდეს მაქსიმალურად ახალგაზრდულად, უჯრედები უნდა რეგენერირდეს რაც შეიძლება „სწორად“ ( უჯრედებმა, რომლებიც განიცდიან მუტაციას, შეიძლება გამოიწვიონ არათაბარი პიგმენტაცია და კიბოც კი).  მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით (ფლავონოიდებით) და ქიმიური ნივთიერებით – EGCG, რომელიც ეხმარება უჯრედებს განვითარდნენ სწორად და ხელს უწყობს მათ  ჯანსაღ საციცოცხლო ციკლს. ფლავონოიდები სიგარეტისგან გამოწვეულ დეენემის დაზიანებისგანაც იცავს ორგანიზმს. გარდა ამისა მწვანე ჩაი ანტისტრესული, დამაწყნარებელი პროდუქტია (სტრესი დაბერების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია).

Related image

 

კურკუმა –  მას დაბერების საწინააღმდეგო და კანის გამათეთრებელი ფუნქცია გააჩნია, ებრძვის უჯრედების დაზიანებას, იყენებენ კოსმეტიკაში საუკუნეების მანძილზე.

 

Related image

 

ზაფრანა ანტიოქსიდანტი, პრემენსტრუალური სინდრომის, სმუსნაობის ლტოლვისა და  დეპრესიის მებრძოლი სუნელი, ყველა ზემოთ ხსნებული აბერებს დეენემს.  ზაფრანა შეგიძლიათ დაუმატოთ მაგალითად ბრინჯს.

 

Related image

მაკაჰორმონული დისბალანსი დაბარების ერთ-ერთი პირობაა, მაკა აბალანსებს სტეროიდულ ჰორმონებს – ესტროგენს, პროჯესტერონსა და ტესტოსტერონს.  მაკას ფესვებს ასევე იყენებენ სექსუალური დისფუნქციის, ოსტეოფოროზის თავიდან ასაცილებლად, ნაყოფიერების გასაძიერებლად  და მენოპაუზის  სიმპტომების შესამსუბუქებლად. მაკას ფხვნილი მე ვიყიდე აგროჰაბში, თუმცა არის ჯორჯიტაშიც და organika.ge -ს ონლაინ საიტზეც.

Image result for yogurt on blue wooden table

იოგურტიგარდა იმისა, რომ პრობიოტიკის წყაროა, მისი შემცველობა საუკეთესოა თქვენი უჯრედების ახალგაზრდულად შენარჩუნებისათვის, კალციუმის წყარო მშვენიერია ძილის წინ,  თქვენს უჯრედებს ღამით საშუალებას მისცემთ აღდგნენ  და შეივსონ.

 

Related imageთაფლი მიუხედავად იმისა, რომ თაფლი ფაქტობრივად შაქარია, სუფთა შაქრისგან განსხვვებით არ იწვევს ანთებით პროცესებს,  არის ანტივირუსული და ანტიოქსიდანტი. თაფლი იდეალურია სახის ნიღბებისთვის, ამიტომ მე პირადად გირჩევთ მისი ჭამის მაგივრად ეს პროდუქტი თავის მოვლის საშუალებებში გამოიყენოთ აქტიურად! კოლაგენისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა „მანუკა თაფლი“ ახალი ზელანდიიდან, არ ვიცი თბილისში თუ იყიდება, თუმცა გამოწერა შესაძლებელია.

Image result for dark chocolate on blue  wooden table

შავი შოკოლადიმასში შემავალი ფლავანოიდები  სისხლის წნევას აუმჯობესებენ და გარდა ამისა, გვიცავენ ულტრაიისფერი სხივების დაზიანებისგან. გაითვალისწინეთ მისი კალორიულობა და დღეში 30 გრამი მაქსიმალურად მაღალი კაკაოს შემცველობის შოკოლადი მიირთვით, ან მოამზადეთ კაკაოს ფხვნილისგან ესპრესო (წყალზე). რძე ანეიტრალებს შოკოლადის სასარგებლო თვისებებს.

Related imageთხილეულიჯანსაღი კანის გარდა, კიბოს საწინააღმდეგო, ტვინის საკვები და ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გარანტია. თხილული შეიცავს ლიზინს (ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია კოლაგენის წარმოსაქმნელად).

 

 

Image result for romaine lettuce on wooden table

 

რომან სალათის ფურცლები ( იყიდება პერიოდულად გუდვილში) – აქრობს ანთებით პროცესებს + მუქი მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, ისპანახი და სხვადასხვანაირი სალათის ფურცელი.

 

Image result for chaga mushroom on wooden table

ჩაგა სოკოწარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება მისი ყიდვა, თუმცა მდიდარია ანტიოქსიდანტებით (პოლიფენოლებით) ანტივირუსული და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებითაც გამოირჩევა და მდიდარია ვიტამინი Dთი, რომელიც ანტიანთებით პროცესებს უწყობს ხელს

 

 

Image result for kidney beans on wooden table

 

ლობიოლობიო ორგანიზმს ეხმარება  აწარმოოს სიბერის საწინააღმდეგო ნივთიერება  ჰიალურონის მჟავა. ლობიო ცილების მცენარეული წყაროა და ძალიან სასარგებლო პროდუქტი.

 

Image result for olives on wooden table

ზეთის ხილიშეიცავს  პოლიფენოლებს და სხვა ფიტონოვან ნივთიერებებს, რომლებიც იცავენ ჩვენს დეენემს რასაც საბოლოოდ დაბერების შენელებამდე მივყავართ. ეს პროდუქტი გოგირდის მდიდარი წყაროც არის, რომელიც კოლაგენისათვის აუცილებელი ნივთიერებაა გაითვალისწინეთ ზეთის ხილი შეიძინეთ აუცილებლად კურკიანი მეტი სარგებლის მისაღებად.

Image result for red grapes on  wooden table

წითელი ყურძენიმის კანში დიდი რაოდენობით არის ანტიოქსიდანტი – რესვერატროლი, რომელიც ებრძვის დაბერების ნიშნებს და გვიცავს ულტრაიისფერი სხივებისგან. გაითვალისწინეთ ყურძნის კალორიულობა და მიირთვით ის ნომრის ფარგლებში და დღის 4 საათამდე.

 

Image result for red wine on  wooden table

 

წითელი ღვინოანტიოქსიდანტების წყარო (რესვერატროლი), მისი დაბალანსებული მიღება უჯრედული დაბერების წინააღმდეგ მოქმედებს, ნუ გადააჭარბებთ რაოდენობას :)) 1 ჭიქა სრულიად საკმარისია.

 

Image result for water on wooden table

 

წყალიკანის მუდმივი დატენიანება მისი სიჯანსაღისათვის უმნიშვნელოვანესია!

 

 

 

პროდუქტები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ, თუ გსურთ მაქსიმალურად დიდ ხანს გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად, ანუ პროდუქტები, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნიან, ისინი კი ყველაზე მეტად აზიანებენ კანის სტრუქტურას და   აჩქარებენ დაბერების პროცესს.

Image result for chips and fries on wooden table

 

ჩიფსები და კარტოფილი „ფრი“ტრანს ცხიმები + LDL (ცუდი) ქოლესტერინი

 

 

Image result for pasta and bread  on wooden table

 

პასტა,  პირველი და უმაღლესი ხარისხის ფქვილზე დამზადებული პური, გამომცხვარი ნაწარმი –  აზიანებს კოლაგენს რასაც საბოლოოდ მივყავართ ნაოჭებამდე და მოშვებულ კანამდე.

 

Image result for cruasanes donates cookies and other sweets on wooden table

 

ყველაფერი რაც შეიცავს ბევრ შაქარს (დონატები, საკონდიტრო ნაწარმი სხვ.) – შაქარი ავითარებს ნაოჭებს და სხვათაშორის კვებავს კიბოს უჯრედებს.

 

Related image

გადამუშავებული ხორცი (ძეხვეული, ლორი, სოსისი, ბეკონი) – ბეევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე, გადამუშავებული ხორცი კარცეროგენების 1 ჯგუფს განეკუთვნება (იგივე ჯგუფშია სიგარეტი),  ნაჯერი ცხიმები და ნიტრატები იწვევს ანთებით პროცესებს და კიბოს რისკსაც ზრდის

 

Image result for very fatty meat on wooden table

 

ცხიმიანი ხორციასევე ნაჯერი ცხიმები, მიირთვით მჭლე ხორცი, წითელი ხორცი მაინც იშვიათად.

 

 

 

Related image

 

ალკოჰოლიქალისათვის 150 გრამამდე ღვინო და 350 გრამამდე ლუდი, კაცისთვის 2-ჯერ მეტი – ეს არის ალკოჰოლის ნორმა, ამაზე მეტი იწვევეს დაბერების პროცესს ორგანიზმში.

 

 

Image result for cigarette on wooden table

 

 

სიგარეტი – ეს ხომ ისედაც იცით :)))

 

 

შევაჯამოთ: მაქსიმალურად ახალგაზრდა, გლუვი, ელასტიური და მკვრივი კანისათვის საჭიროა კოლაგენის სტაბილური გამომუშავება. კოლაგენის გამომუშავებისათვის საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებით ორგანიზმის მუდმივი შევსება, ულტრაიისფერი სხივებისგან მაქსიმალური დაცვა, ორგანიზმში ანთებითი პროცესების ჩაქრობა + ამ ყველაფერს სტაბილურ ვარჯიშს თუ დაუმატებთ პირობას გაძლევთ სიბერე არ მოვა :)))))))))

გაითვალისწინეთ ყველა ეს რჩევა და იქნებით მუდამ დორიან გრეი <3 :)))

ნებისმიერი დამატებითი კითხვით მომმართეთ

XO XO, N

 

 

5 0

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleppy
Sleppy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *