ებრძოლეთ აკნეს!

6 0

რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი მეწვია სტუმრად, საუბარში ახსენა, რომ ამ ბოლო დროს აკნეს პრობლემები დაეწყო და როგორ უშლის ეს ყველაფერი ნერვებს, გულში გავიფიქრე, ჩავუჯდები ერთი აკნეს + კვების თემას კარგად და მივწერ მერეთქო, ცოტა ხანში კიდევ ერთი მეგობარი გამახსენდა იმავე პრობლემებზე წუწუნით, მერე კიდევ ერთი.. და ვიფიქრე, ასე ცალ-ცალე წერას, კიდევ რამდენ ადამიანს აწუხებს ეს საკითხი, სჯობს ალბათ პოსტის სახე მივცე და სხვებსაც გავუზიარომეთქი, ხოდა, გიზიარებთ 🙂

Related image

დღევანდელ პოსტში თავმოყრილია სხვადასხვა პროდუქტები, რეცეპტები და რჩევები, თუ როგორ უნდა მოვუაროთ კანს და ვებრძოლოთ აკნეს ?

დავიწყოთ იქიდან, რომ დაწყებული ჰორმონული დარღვევებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დამთავრებული, აკნეს გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს და პირველ რიგში ამ მიზეზის დადგენა და სწორი მკურნალობაა მთავარი და მნიშნველოვანი.

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ საკუთარი კვების რაციონს გადახედოთ, რათა მაქსიმალურად დაეხმაროთ საკუთარ სხეულს სწრაფად აღდგენასა და აკნეს განკურნებაში. უამრავი ცნობადი სახე საუბრობს იმაზე, თუ როგორ ეხმარება  ჯანსაღი კვება თმას, ფრჩხილებსა და კანს იყოს გლუვი, მბზინავი და ჯანმრთელი, რაც პრინციპში, ლოგიკურია, როდესაც იკვებები ჯანსაღად, იღებ ყველა სასარგებლო ვიტამინსა და მინერალს, ეს პროცესი მთლიანად ორგანიზმზე, მათ შორის გარეგნულ მხარეზეც აისახება.

skin-types-clear-essence-skin-careთქვენი კანი, ისევე როგორც ორგანიზმის სხვა ნაწილები, ცოცხალია:

  • სუნთქავს,
  • იცვლება,
  • აქვს რეგენერაციის უნარი,
  • რეაგირებს სხვადასხვა პროცესებზე.

თქვენს კანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:

  • იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისგან,
  • არეგულირებს სხეულის ტემპერატურას,
  • აწვდის ტვინს სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ტკივილისა და შეხების მეშვეობით,
  • გამოყოფს შხამებს ოფლის მეშვეობით,
  • იწოვს საკვებ ნივთიერებებს და სხვ.

თქვენს კანზე აისახება ყველაფერი:

  • ძილის რეჟიმი,
  • კვების რეჟიმი ,
  • სტრესი,
  • არაჯანსაღი ცხოვრების სტილი და სხვ.

 

პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ აკნეს წარმოქმნასა და განვითარებას:

გარკვეული პროდუქტები  სისხლში შაქრის დონეს მაღლა სწევენ, ეს პროცესი ხელს უწყობს ორგანიზმს გამოყოს ჰორმონი ინსულინი, ჭარბი ინსულინი იწვევს ორგანიზმში მეტი ცხიმის გამოყოფას, რაც ზრდის აკნეს წარმოქმნის რისკს.

პროდუქტები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ზრდიან:

  • vector-icon-penne-pasta-food-symbol-italian-cuisine-menu-tricolor-cartoon-macaroni-red-green-yellow-illustration-81033573.jpg    მაკარონი
  • Image result for white rice iconთეთრი ბრინჯი
  • Related imageთეთრი პური (ხორბლისგან დამზადებული პური)
  • Image result for sugar icon შაქარი (და ყველანაირი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ბევრ შაქარს: საკონდიტრო  , სხვადასხვა ტკბილეული, ტკბილი რძის პროდუქტის დესერტები, მზა სოუსები და სხვ.)

კონკრეტულ ადამიანებში Related imageშოკოლადმაც შეიძლება გამოიწვიოს აკნეს პროცესის გაუარესება,  თუმცა შოკოლადის დადებითი თვისებების გათვალისწინებით, მისი რაციონიდან მთლიანად ამოღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული. დარწმუნდით, რომ შოკოლადი არ აუარესებს თქვენს აკნეს და მიიღეთ ის მშვიდად (მოერიდეთ კაკაოს ცხიმის წასმას სხეულზე, რადგან ხურავს ფორებს). (შოკოლადის დადებითი თვისებების შესახებ წაიკითხეთ 23 იანვარს გამოქვეყნებულ ჩემს ბლოგში).

არსებობს სხვა სახის პროდუქტებიც, რომლებიც ასტიმულირებს ისეთი ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც თავის მხრივ ცხიმის გამოყოფას უწყობს ხელს და ასევე იწვევს გარკვეულ ანთებით პროცესებს, რომლებიც წარმოქმნის აკნეს პრობლემებს. შესაბამისად, განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ:

Image result for sugar icon 

  • მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე, გადამუშავებულ ნახშირწყლებს (პური, ბეიგლები, ჩიფსები, ნაყინი, ტკბილი გაზიანი სასმელები, მზა სოუსები, გლიკემიურ ინდექსზე შეგიძლიათ გაიგოთ მეტი 17 ივნისს გამოქვეყნებულ ჩემს ბლოგში)

 

Image result for meat icon

  • ნაჯერ ცხიმებს ( ცხიმიანი ძროხის ხორცი, ცხვრის და ღორის ხორცი, ფრინველის კანიანი ხორცი, ძროხის მყარი ცხიმი (რომლისგანაც მზადდება სხვადასხვა ტკბილეული და საპნები), რძის პროდუქტი, ასევე პალმის და ქოქოსის ზეთი (ქოქოსის ზეთი ხურავს ფორებს, ისევე როგორც კაკაოს ცხიმი, შესაბამისად აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის მის  წარმოქმნას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად კვებავს კანსა და თმას, ამიტომ სახეზე მოერიდეთ)

 

Related image

 

რძის პროდუქტებსა და რძის შრატის ცილას (თუ რძის პროდუქტის გარეშე გიჭირთ ცხოვრება, გამოიყენეთ დაბალი ცხიმის შემცველი, ულაქტოზო რძის პროდუქტი, ულაქტოზო ხაჭო, იოგურტი, რძე და ყველი იყიდება „ევროპროდუქტში“)

 

Related imageტრანს ცხიმებს ( ნახევარ ფაბრიკატები, გადამუშავებული ხორცეული – ძეხვები, სოსისები და სხვ, სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული, ნაყინი ჩიფსები, მზა სოუსები და სხვ.)

 

პროდუქტები, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს და ე.წ. „სუფთა კანის“ დიეტად  (კვების სტილად)  მიიჩნევა:

  • Related imageთუთიის შემცველი პროდუქტები ( ბევრ თუთიას ხორცი შეიცავს, მაგრამ ნაჯერი ცხიმების გამო ისინი ნაკლებად გამოგვადგება, ამიტომ მიიღეთ: გოგრის თესლი, ნიორი, სეზამის მარცვლები, მუხუდო, ხამანწკები, კიბორჩხალა, ისპანახი, თხილეული – ქეშიუ, ნუში, სოკო, შავი შოკოლადი/კაკაოს ფხვნილი, ქათამი, თირკმელა ლობიო, ხორბლის ჩანასახი).
  • Related image

E ვიტამინის შემცველი პროდუქტები ( ყველაზე მეტი E ვიტამინის მქონე პროდუქტი: ნუში, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ავოკადო, ხორბლის ჩანასახი, მზესუმზირა, წითელი ფხლის ფოთლები, თალგამის ფოთლები)

 

  • Image result for A vitamin food on wooden table

A ვიტამინის შემცველი პროდუქტები (ყველაზე მეტი A ვიტამინის მქონე პროდუქტი:  ძროხის ღვიძლი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ბროკოლი, კვერცხი, გოგრა, მუქი მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული, გარგარი)

 

 

  • stock-photo-preparation-of-antioxidant-and-refreshing-smoothie-well-being-and-weight-loos-concept-on-wooden-379858843-e1518115625106.jpgანტიოქსიდანტების შემცველი პროდუქტები ( ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტების მქონე პროდუქტი: გოჯის მარცვლები, მწვანე ჩაი, მოცვი, შავი შოკოლადი, მოხარშული არტიშოკი (კონსერვირებულს მოერიდეთ), თირკმელა ლობიო, შტოში, მაყვალი, ჟოლო, მარწყვი, წითელი და შავი ქლიავი, ფორთოხალი, ქინძი, ვაშლი, ალუბალი, მუქი ყურძნის ქიშმიში, ბროკოლი, პომიდორი, ნიგოზი, ორეგანო, ჯინჯერი, ოხრახუში, ბაზილიკი, თაიმი, დარიჩინი, წითელი ყურძენი და მისი თესლი)

 

  • Image result for omega 3  food on wooden tableომეგა 3 ცხიმმჟავების შემცველი პროდუქტები (ყველაზე მეტ ომეგა 3-ს შეიცავენ: ატლანტიკის სკუმბრია, ორაგული, ვირთევზას ღვიძლი, სელის თესლი, ნიგოზი და მათი ზეთები, ხიზილალა, ხამანწკები, ველური (შავი) ბრინჯი, კვერცხი, მდოგვის ზეთი, ჩიას მარცვლები, მუმქი მწვანე მწვანილეული (ისპანახი და კალე)

 

  • Related imageმაღალი პრობიოტიკის შემცველი პროდუქტები (ყველაზე მეტ პრობიოტიკს შეიცავს: იოგურტი (საუბარია ნამდვილ იოგურტზე ყველანაირი დანამატის გარეშე, ჩვენთან ყველაზე კარგი იოგურტი, ულაქტოზო, იყიდება ევროპდორუქტში – თურქული იოგურტი), მჟავე კომბოსტო, მჟავე კიტრი (არა ძმარზე დამზადებული), ზეთისხილი მარილწყალში, ვაშლის ძმარი, კეფირი (სამწუხაროდ ულაქტოზო კეფირი ჯერ არ შემხვედრია თბილისში)

.წ. „Skin-friendly”  საკვები პროდუქტები:

  • Related image

ყვითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, მაგალითად: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გარგარი (რომლებიც უკვე ვახსენეთ)

 

 

 

  • Related image

სპირულინა (ცნობილი წყალმცენარე – სუპერფუდი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ პროდუქტსაც უწოდებენ (იყიდება ფხვნილის სახით ჯორჯიტაში, აგროჰაბში და ონლაინ „organika.ge”)

 

  • Related image

ისპანახი და მუქი მწვანე მწვანილეული (ვახსენეთ)

 

  • Image result for tomatoes on the wooden table

პომიდორი (ვახსენეთ)

 

 

  • Image result for blueberries on the wooden table

 

მოცვი (ვახსენეთ)

 

  • Image result for whole grain bread on the wooden table

მთლიანი მარცვლეულით დამზადებული პური (ვახსენეთ)

 

 

  • Image result for brown rice on the wooden table

 

ყავისფერი ბრინჯი (ვახსენე)

 

  •   Related image

 

ქინოა

 

 

 

  • Related image

 ინდაური (გაითვალისწინეთ, ინდაური ძალიან ცხიმიანი ფრინველია, მიირთვით მისი მხოლოდ კანგაცლილი თეთრი ხორცი)

 

  • Image result for pumpkin seeds on the wooden table

 

გოგრის მარცვლები (ვახსენეთ)

 

  • Image result for legumes on the wooden table

თირკმელა და სხვა ლობიო, ბარდა, ოსპი, მუხუდო

 

 

  • Image result for salmon on the wooden table

 

ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, რომლებიც ვახსენეთ…)

 

  • Image result for almonds and cashews on the wooden table

 

თხილეული (ვახსენეთ, განსაკუთრებით ნუში, ქეშიუ, თუ ალერგიული არ ხართ რა თქმა უნდა)

 

  • Image result for alfalfa sprouts on the wooden table

იონჯის ღივები (პატარა მიკრო მწვანილივით არის, შეიძლება იყოს გუდვილში, მიკრო მწვანილის ფორმაში )

 

 

  • Image result for garlic on the wooden table

ნიორი (ალიცინის საშუალებით ბაქტერიებს ებრძვის, წაიკითხეთ მეტი ნიორის სარგებლის შესახებ ჩემს 23 იანვარს გამოქვეყნებულ  ბლოგში)

 

 

  • Image result for fennel on the wooden table

 

ცერეცო

 

 

 

აქვე ჩამოგითვლით  სხვა ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ამა თუ იმ სახით დაკავშირებულია აკნეს პოტენციური გამომწვევი მიზეზების ბრძოლასთან და ზემოთ ჯერ არ გვიხსენებია:

  • Image result for apple iconვაშლი – აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს (ვაშლის შესახებ მეტი სარგებლის შესახებ იხილეთ ჩემი წინა ბლოგი)
  • Image result for peach iconვაშლატამა – ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ეხმარება კოლაგენს გამომუშავებაში (კოლაგენის შესახებ წაიკითხეთ მეტი ჩემს 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბლოგში), აახალგაზრდავებს კანს
  • Image result for pear iconმსხალი – ანტიალერგიული პროდუქტი
  • Image result for plum iconქლიავი – აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს
  • Related imageკივი – ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს – კანის სიგლუვეს
  • Image result for berries iconფაქტობრივად ყველა კენკრა (განსაკუთრებით, გოჯი, მოცვი, მაყვალი) – ანტიოქსიდანტი
  • Image result for citrus iconციტრუსი – ორგანიზმის გამწმენდი
  • Image result for cabbage iconსხვადასხვა სახის კომბოსტო – აკნეს და ეგზემას სამკურნალო (გოგირდის შემცველი) თავისუფალი რადიკალებისგან იცავს კანს
  • Related imageწიწაკა – ორგანიზმის გამწმენდი
  • Image result for watercress iconწიწმატი – კანის დეტოქსიკანტი
  • Related imageბაბუაწვერა – ხელს უწყობს კოლაგენის ფორმირებას (ბაბუაწვერას ჩაი იყიდება ევროპროდუქტში)
  • Image result for green beans iconმწვანე ლობიო – უზრუნველყობს სხეულს სილიკონით (კანი თმა ფრჩხილები)
  • Image result for asparagus iconსატაცური – ანთების საწინააღმდეგო
  • Image result for celery icon ნიახური – სილიკონის წყარო (კანი, თმა ფრჩხილები)
  • Image result for radish iconბოლოკი – ორგანიზმის გამწმენდი
  • Image result for sesame seeds iconსეზამის თესლი – E ვიტამინის წყარო
  • Image result for sunflower seeds iconმზესუმზირის თესლი – E ვიტამინის წყარო
  • Image result for rosmarine iconროზმარინი – ძლიერი ანტისეპტიკი
  • Image result for dill iconკამა – ანტიანთებითი
  • Related imageქერი – ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
  • pile-heap-of-dried-caraway-cumin-seeds-eps-vectors_csp52764039კვლიავი (ძირა) – ძლიერი ანტისეპტიკი
  • Image result for saffron iconზაფრანა – ძლიერი ანტისპეტიკი
  • Image result for Hemp seed oil iconკანაფის თესლის ზეთი – ანტიანთებითი
  • Related imageზღვის წყალმცენარეები – დეტოქსიკანტი
  • Image result for aloe iconალოე – ანტიანთებითი
  • Image result for honey iconთაფლი – ანტისეპტიკი
  • Image result for rose iconვარდი – ანტიბაქტერიული

ეს იყო ფაქტობრივად სრული ინფორმაცია იმაზე, თუ რა უნდა მიირთვათ საკვებისა თუ სასმელის სახით, ჯანსაღი კანისათვის და რისგან უნდა შეიკავოთ თავი აკნეს პრევენციისა და მკურნალობისათვის. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი სხეულის ინდივიდუალური თვისებები, მაგალითად ალერგიები, თუ მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ პროდუქტზე და ზოგადად, დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს, რომელი საკვები უფრო უხდება თქვენს კანს და რომელი ნაკლებად. გააკეთეთ ექსპერიმენტები თქვენს დიეტაში. ზოგადი საუკეთესო რჩევა აკნესთან საბრძლოლველად  ჯანსაღი, დაბალანსებული კვებაა მდიდარი ცოცხალი ხილით, ბოსტნეულით, ჯანსაღი პროტეინის წყაროთი და მთლიანი მარცვლეულით.

შემდეგი ნაბიჯი:  თუ როგორ შეიძლება მოუაროთ კანს გარეგნულად (უშუალოდ აკნესთან დაკავშირებული რჩევები):

ძირითადად აკნესადმი მიდრეკილი კანი ცხიმიანია (მაგრამ არა ყოველთვის), ამიტომ ასეთი ტიპის კანისთვის და აკნეს პრევენციისთვის საჭიროა:

  • აუცილებლად დღეში ორჯერ სახის გაწმენდა
  • ტონიკის გამოყენება (განსაკუთრებით ოფლიანობის დროს, მაგალითად ვარჯიშის შემდეგ)
  • გამოიყენეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ფორების დამხშობ კომპონენტებს.
  • გამოიყენეთ ჯანსაღი, წყალზე დამზადებული კოსმეტიკა.
  • მძიმე კრემის მაგივრად გამოიყენეთ მსუბუქი ლოსიონი, რომელიც ზეთებს არ შეიცავს.
  • ცივ დღეებში მსუბუქი, ხოლო ცხელ დღეებში ღრმა გამწმენდები გამოიყენეთ.
  • არ გამოიყენოთ ძლიერი გამწენდები
  • არ „დაამუშავოთ“ სახლის პირობებში არსებული გამონაყარი, რადგან გაიმწვავებთ ანთებას
  • არ გამოიყენოთ ელექტროჯაგრისები ან სახეხები, სახე გამოგიშრებათ და გაორმაგდება ორგანიზმიდან ცხიმის გამოყოფა.

ასეთი კანისათვის კარგია შემდეგ მცენარეებზე დაზადებული ნაწარმი:

  • მცენარეები: დიდგულა, თხილი, ფარსმანდუკი, ლიმონის ბალახი;
  • ეთერზეთები: კედარი, კვიპაროსი, ვეტივერია, პაჩული, ფორთოხალი და ლიმონი;
  • დამატენიანებელი ზეთები: თხილი, ჟოჟობა, არგანი და ყურძნის წიპწა

აქვე რამდენიმე რჩევა ზოგადი ცხოვრების სტილის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ აკნეს პრევენციასა და მკურნალობაში:

  • დაარეგულირეთ ძილი (უძილობა იწვევს სტრესს, სტრესი იწვევს აკნეს – უფრო მშვიდი ძილისათვის დაიძინეთ სიბნელეში და 18-22 გრადუს სითბოში)
  • ივარჯიშეთ ( ვარჯიში ამცირებს სტრესს და ასევე აწვდის მეტ ჟანგბადს ორგანიზმსა და კანს, თუმცა არ დაგავიწყდეთ გაოფლიანების შემდეგ სახის ტონიკით გაწმენდა)
  • მიიღეთ მეტი წყალი (გამოდევნეთ ტოქსინები და აღადგინეთ  კანისა და ორგანიზმის წყლის ბალანსი)
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (მიუხედავად იმისა, რომ მზის სხივები ამცირებს აკნეს, მზის დამწვრობისგან მიღებული ანთება აუარესებს აკნეს + დაიცავთ თავს კანის კიბოსგან + დააკვირდით მზის დამცავის შემცველობებს, გამოიყენეთ უფრო ჯანსაღი)
  • გაიკეთეთ კანის ნაზი ამქერცლავი სკრაბები (გაისუფთავეთ კანი და ფორები რეგულარულად)
  • ხშირად გაუკეთეთ დეზინფექცია თქვენს მობილურ ტელეფონს ( ტელეფონზე უამრავი ბაქტერია გროვდება, რომელიც დღის განმავლობაში კანზე გადადის და იწვევს აკნეს)
  • ყურადღება მიაქციეთ შამპუნების, ბალზამებისა და თმის მოვლის სხვა საშუალებებს (მათი შემადგენელი ნაწილები გადადის თქვენი სახის კანის საზღვრებზეც).
  • გამოიყენეთ ნატურალური საპნები (რომლებიც არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, პარაბენებსა და პარფუიუმებს, “ჯორჯიტას” მაღაზიაში არის ნატურალური საპნების საოცარი არჩევანი)

და ბოლოს ერთი მარტივი რეცეპტიც: თუ გსურთ სწრაფად და ეფექტურად სახის გაწმენდა გამოიყენეთ თიხის ნიღბები, მაგრამ არა ხშირად, მაქსიმუმ თვეში ერთხელ.

Image result for green clay on the wooden table

  • 1 სუფრის კოვზი მწვანე თიხის ფხვნილი (იყიდება აფთიაქებში)
  • 1 სუფის კოვზი გლიცერინი (იყიდება აფთიაქებში)
  • 1 ჩაის კოვზი ლავანდის მცენარეული წყალი (ლავანდის გამხმარი ფოთლები იყიდება სამკურნალო მცენარეების აფთიაქებში, მისგან თავად შეგიძლიათ წყალი დაამზადოთ)

Related image

არსებული ინგრედიენტები ჩანგლის მეშვეობით კარგად აურიეთ, რომ პასტისებრი მასა მიიღოთ. სისქე აკონტროლეთ, რომ სახეზე მარტივად და თანაბრად წაისვათ (თუ ნიღაბი თხელია თიხა დაუმატეთ). წაისვით მომზადებისთანავე, თორემ გახმება.

წაისვით ახლად გაწმენდილ სახეზე, მოერიდეთ თვალის მიდამოებს, გაიჩერეთ 10 წუთით, მაგრამ არ გაიშროთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და პირსახოცით ნაზად შეიშრეთ.

სუფთა და ჯანსაღ კანს გისურვებთ 🙂

Image result for blueberry spirulina smoothie

 

P.S. თუ გსურთ კონკრეტულად კანის სიჯანსაღისთვის საუკეთესო სმუზის რეცეპტი, შეამოწმეთ ჩემი წინა ბლოგი სმუზების შესახებ და მოსინჯეთ Candice Swanepoel -ის “სილამაზის სმუზის” მომზადება <3

 

 

 

მგონი სულ ეს იყო 🙂 თუ გექნებათ დამატებითი კითხვები,  თუ გსურთ სმუზების/ნიღბების მეტი რეცეპტი, ან სხვა რაიმე გაინტერესებთ,  მომმართეთ ნებისმიერ დროს.

XO XO, N <3

 

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
33 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
67 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *