ყველაფერი სმუზების შესახებ + 7 სუპერ რეცეპტი

9 1

სმუზებზე მინდა დღეს მოგიყვეთ. ბოლო დროს აღმოვაჩინე ისინი და ძალიან მომეწონა მათი „კონცეფცია“. სმუზების მთავარ „ღირსებას“ მე ასე აღვიქვამ: დღის განმავლობაში მიიღო ისეთი პროდუქტები (და შესაბამისად სასარგებლო ნივთიერებები), რომლებსაც სხვა შემთხვევაში არ მიირთმევ და რომლებიც გარდა ზოგადი სიჯანსაღისა მოგანიჭებთ მბზინავ თმას, გლუვ სახის კანს, ძლიერ კუნთებს, ტვინის  გაუმჯობესებულ  ფუნქციონირებას და აამაღლებს თქვენს ზოგად განწყობას. ამ პოსტში ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ და კონკრეტულად გაგაცნოთ თუ რა არის სმუზი, როგორ შეგვიძლია ისინი მივირთვათ და რამდენიმე ტოპ რეცეპტსაც გაგიზიარებთ.

Here we go:

Image result for smoothies with superfoods

 

რა არის სმუზი – ეს არის წყალთან, რძესთან, იოგურტთან ერთად, გაყინული ან ნედლი ხილისა და ბოსტნეულის  დაბლენდერებული მასა, რომელსაც ე.წ. „frosty”-ს სახის მისაცემად  ყინულის კუბიკებსაც უმატებენ. სმუზებში ასევე ხშირად ამატებენ სხვადასხვა „სუპერფუდებს“, პროტეინს და/ან თხილეულს, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად.

რისთვის ვიყენებთ სმუზებსროგორც დასაწყისში აღვნიშნე, სმუზის მთავარი დანიშნულება სასარგებლო ნივთიერებების სწრაფად და  მარტივად ათვისება და ორგანიზმის ენერგიითა და „სიცოცხლისუნარიანობით“ ავსებაა. გარდა ამისა:

  • სმუზი იოლად გადამუშავებადი პროდუქტია, რადგან საკვები დაბლენდერებულია. ანუ სმუზებთ შეგიძლიათ თქვენი მომნელებელი სისტემის „განტვირთვაც“ მოახდინოთ.
  • მათი საშუალებით იღებთ ისეთი ბოსტნეულის მინერალებსა და ვიტამინებს, რომლებსაც დღის განმავლობაში სხვა შემთხვევაში ალბათ არ მიირთმევთ.
  • სმუზი შეიძლება იყოს ენერგიის წყარო. გააჩნია მას როგორ მოამზადებთ.

რი სახის სმუზები არსებბს :

  • ხილის სმუზები

Image result for fruit smoothies on the wooden table

  • დესერტი სმუზები

Related image

  • ჯანსაღი საუზმის ნაწილი -ყველაზე ჯანსაღად ე. წ. მწვანე სმუზები მიიჩნევა, როლებიც მწვანე ბოსტნეულისა და ხილისგან მზადდება.

Image result for healthiest green smoothies

  • წონაში დასაკლები სმუზები – ჯანსაღი ცხიმებისგან (თხილეული და სხვ.) და მეტაბოლიზმის ასაჩქარებელი პროდუქტებისგან (კაიენის პილპილი და სხვ.) დამზადებული სმუზები

smoothie-comida-verde-y-nueces-sanos-comida-vegetariana-de-la-avena-83399604

რა განსხვავებაა სმუზებსა და შეიკებს შრის – შეიკები ძირითადად ხილისგან, ცხიმიანი რძის პროდუქტებისა და სხვადასხვა დამატკბობელი ტოპინგებისგან შედგება, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიები ხშირად გემოს გამაძლიერებლებსაც და სხვა ქიმიურ დანამატებსაც უმატებენ, ხოლო კლასიკური სმუზი, ამ ყველაფრისგან თავისუფალი, არა გადამუშავებული ინგრედიენტებისგან შემდგარი, ჯანსაღი სასმელი უნდა იყოს.

Smoothie-vs-Shake-Featured-Image.jpg

რა განსხვავებაა სმუზებსა და წვენებს შორის – ტრადიცულად, სმუზი მთლიანი ხილისა და ბოსტნეულის დაბლენდერებული მასაა, რომელიც შეიცავს როგორც  პროდუქტის შიგთავსს, ასევე მის კანს, თესლს და სხვა ნაწილებს, რომლებიც წვენის გამოწურვის შემთხვევაში იყრება. პროდუქტის ეს ნაწილები რეალურად უამრავ ბოჭკოვანს  შეიცავს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის (მაგალითად ვაშლის კანი, ვაშლში შემავალი C ვიტამინისა და რკინის ნახევარს შეიცავს). წვენის შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ მხოლოდ სითხეს, რომელშიც ძირითადად მხოლოდ ფრუქტოზაა (შაქარი) დარჩენილი და პირდაპირ ზრდის შაქრის დონეს ორგანიზმში. გარდა ამისა წვენისგან განსხვავებით, სმუზებს შეგვიძლია დავუმატოთ ჯანსაღი ცხიმები და პროტეინი და ამით შევქმნათ მაკრო ელენემენტებით უფრო დაბალანსებული საკვები, რომელიც ორგანიზმის დანაყრებასაც შეუწყობს ხელს.

დღის რა მნაკვეთში მივიღთ სმუზი  – სმუზის მირთმევის ძირითადი მონაკვეთი ჩემი აზრით, მაინც დილა, საუზმის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, გააჩნია რა დანიშნულებით სვამთ მას. ზოგი ვარჯიშის წინ ღებულობს ენერგიებისათვის, შესაძლებელია სმუზით „განტვირთვის დღე“ და ორგანიზმის დეტოქსი გააკეთოთ, ან სულაც სტუმრებს შესთავაზოთ დესერტის სახით (დესერტის შედარებით ჯანსაღი ალტერნატივა).

მნიშვნელვანი გაფრთხილებებები 

 Image result for warning ძალიან ხშირად, არასწორად არჩეული ინგრედიენტებისა და მათი რაოდენობის შედეგად, სმუზი ხდება სუპერ კალორიული  პროდუქტი, რომელიც რეალურად ორგანიზმს გადამეტებული რაოდენობით შაქარს მიაწვდის და მთელ მის ჯანსაღ „კონცფციას“ დაარღვევს. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ზუსტად შერჩეული ინგრედიენტები ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სმუზის მირთმევის დროს. გარდა ამისა, გახსოვდეთ, არ იყიდოთ სხვადასხვა ბრენდების მიერ შეთავაზებული „მზა“ სმუზები. ისინი როგორც წესი გაჯერებულია დამატკბობლებით და შეიცავს უაზრო რაოდენობით შაქარს ან მის არაჯანსაღ შემცვლელებს. თუ ნამდვილად გსურთ მიიღოთ სმუზისგან ჯანმრთელობის ბენეფიტები, მოამზადეთ ის თავად.

გარდა ამისა, აუცილებელია ცვალოთ ინგრედიენტები, გამოიყენეთ მაქსიმალურად მრავალფეროვანი პროდუქტი, არ მიაჩვიოთ ორგანიზმი კვირების განმავლობაში მაგალითად მხოლოდ ისპანახსა და კალეს, რადგან შეიძლება დაიგროვოთ ორგანიზმში ტოქსინები და/ან გამოიწვიოთ ალერგია.

როგორ მოვამზადოთ სმუზი :

Image result for blender iconდაგჭირდებათ კარგი ხარისხის, სასურველია შუშის,  ბლენდერი. ჩაყარეთ ბლენდერში:

  • Image result for broccoli iconსასურველი ბოსტნეული
  • 415733.png სასურველი ხილი
  • 0aae060b5146565b8746f426d0cc2cb3_icon.pngსასურველი თხილეული (არჩევითი)
  • Superfood fruit. Kelp, grass and powder, seaweed. Vector illustration cartoon flat icon isolated on white.სასურველი „სუპერფუდი“ (არჩევითი)
  • Image result for cinnamon iconსასურველი არომატი ( არჩევითი – დარიჩინი, ვანილი, ქოქოსის ფანტელები და სხვ.)
  • Image result for water icon სასურველი სითხე (წყალი, რძე, იოგურტი..)
  • Image result for ice cube icon ყინულის კუბიკები ( არჩევითი)

არსებული მასა კარგად დააბლენდერეთ, გადმოიტანეთ დიდ ჭიქაში და მიირთვით drink-me-mason-jar-with-green-smoothie-vector-clip-art_csp27857314.jpg

რამდენიმე მნიშვნელვანი დეტალი:

  • იმისათვის, რომ სმუზი იყოს მაქსიმალურად სასარგებლო და ჯანსაღი, მოამზადეთ ის 60% ბოსტნეულითა და 40% ხილით.
  • გაითვალისწინეთ ხილში არსებული ფრუქტოზა და გააკონტროლეთ მათი რაოდენობა. (მაგალითად „1 ულუფა ხილი“ არის დაახლოებით ნახევარი ბანანი, დღის განმავლობაში 4 ულუფაზე მეტი ხილი არ არის საჭირო.)
  • თუ დღის განმავლობაში სასუსნავის სახით გიყვართ თხილეულის მირთმევა, ნუ დაუმატებთ მას სმუზებს, რომ არ მიიღოთ ზედმეტი კალორიები.
  • ეცადეთ სმუზები შეიცავდნენ „სუპერფუდებს“ მეტი სარგებლისათვის.
  • სითხედ გამოიყენეთ მხოლოდ წყალი, მოერიდეთ რძის პროდუქტებს, რომლებიც შეიცავენ არასასურველ ცხოველურ ცხიმსა და ლაქტოზას. ნაყინი საერთოდ დაივიწყეთ, თუ ჯანსაღ სმუზის აკეთებთ. ჯანსაღი ალტერნატივაა ნუშის რძე, თუმცა მისი შეძენა რთულია თბილისში + კალორიულობაც გაითვალისწინეთ.
  • დაუმატეთ პროტეინი, მეტი ენერგიისათვის.
  • სუპერმარკეტებსა თუ ბაზარში იყიდეთ მაქსიმალურად „მახინჯი“, ჭიანი ხილი, რომ ისინი შეიცავდნენ ნაკლებ პესტიციდებს, კაარგად გარეცხეთ და დააბლენდერეთ კანიანად!
  • გახსოვდეთ, სმუზი მარტივად ათვისებადი პროდუქტია, განსაკუთებით, თუ პროტეინის გარეშე სვამთ მას, სავარაუდოდ მალე მოგშივდებათ. ამიტომ, მიირთვით ის, უზმოზე  ცხელი ლიმნიანი წყლის დალევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და შემდეგ უკვე შეგიძლიათ გააგრძელოთ საუზმე პურის ნაჭრით (არ მიირთვათ ხორბლის თეთრი პური), თხლად წასმული ავოკადოთი და კვერცხით, ან რაიმე მსგავსი ჯანსაღი საუზმით.

მას შემდეგ, რაც გავერკვიეთ სმუზის ძირითად დეტალებში, მინდა ჩემი საყვარელი რამდენიმე სმუზის რეცეპტიც გაგიზიაროთ, დავიწყებ უფრო რთულებით და მარტივებზე გადავალ 🙂

  1. Miranda Kerr-ის ენერგიის მმცემი, მჟავა – ტუტვანი ბალანსის აღმდგენი, საკვები ღირებულებებით, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი სმუზების სმუზი :))Image result for Miranda kerr with her smoothies(სხვათაშორის მირანდაც დილას, უზმოზე ცხელი ლიმნიანი წყლით იწყებს)
  • ნახევარი ჭიქა ქსის ახლად დაწურული წყალი და ნახევარი ჭიქა ცივი გამწურვის მეთდით მიღებული ქსის რძე (  ნუ შეშინდებით J ამ ყველაფრის მაგივრად ყოველდღიურად შეგიძლიათ იხმაროთ უბრალოდ ჩვეულებრივი წყალი და  მხოლოდ თვეში რამდენჯერმე დაიტანჯოთ თავი დილით ქოქოსის გატეხვისა და მისგან წყლის გადმოსხმით. ქოქოსის რძე იყიდება დიდ სუპერმარკეტებში, ოღონდ მისი დაწურვის მეთოდზე ყურადღება არ მიმიქცევია)
  • ნახევარი სუფრის კვზი ასაის ფხვნილი (ასაის კენკრა ერთ-ერთი ცნობილი სუპერფუდი, რომელიც არის ცილების წყარო და ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ჯორჯიტაში, ან აგროჰაბში, ან „ორგანიკას“ონლაინ მაღაზიიდან).
  • ნახევარი სუფრის კვზი ჯის მარცვლები (ასევე ცნობილი სუპერფუდი, შეგიძლიათ შეიძინოთ ბაზარში, თხილეულის დახლებთან, ასევე სავჭრო ცენტრ „პასაჟის“ #108 მაღაზიაში, ჯორჯიტაში, ან „ორგანიკას“ონლაინ მაღაზიიდან.)
  • ნახევარი სუფრის კვზი სპირულინას ფხვნილი (წყალმცენარე, ცნობილი სუპერფუდი, რომლესაც უწოდებენ მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ საკვებ წყაროს, იყიდება ჯორჯიტაში, აგროჰაბში, ან „ორგანიკას“ონლაინ მაღაზიაში. )
  • ნახევარი სუფრის კვზი ნედლი კაკას ფხვნილი ( ნამდვილი ფხვნილი, რომელიც არ შეიცავს არანაირ დანამატებს, მე პირადად გირჩევთ „პასაჟის“ #108 მაღაზიაში შეიძინოთ კაკაოს მარცვლები და თავად დაფქვათ ის ყავის საფქვავით, ან იმავე მაღაზიაში შეიძინოთ მაღალი ხარისხის იტალიური კაკაოს ფხვნილი. წინა ბლოგში ვისაუბრე კაკაოს შესახებ, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად ითვლება),
  • ნახევარი სუფრის კვზი მაკას ფხვნილი (რამდენიმე დღის წინ შევიძინე აგროჰაბში, იქნება ჯორჯიტაში და „ორგანიკას“ონლაინ მაღაზიაში, არის სუპერფუდი, ენერგიების მომცემი და გამაცოცხლებელი, ასევე აფროდიზიაკი J)
  • ნახევარი სუფრის კვზი ჩიას მარცვლები (მორიგი სუპერფუდი, ჯანსაღი მაგნიუმის წყარო, შეიცავს უამრავ რკინას და ასევე უჯრედისის ძალიან მაღალი შემცველობა აქვს).
  • 1 სუფრის კვზი პრტეინის ფხვნილი (მირანდა ხმარობს ვეგანურ, ბრინჯის პროტეინის ფხვნილს, თქვენ შეგიძლიათ სასურველი ალტერნატივით ჩაანაცვლოთ, ცილები დაგეხმარებათ კუნთის მასის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვარჯიშობთ, ასევე დღის განმავლობაში ენერგიის მაღალ დონესა და სისხლში შაქრის დონეს შეგინარჩუნებთ.)

შეგიძლიათ ერთ ჯერზე გამოყოთ ფინანსური რესურსი და შეიძინოთ ზემოთ აღნიშნული ყველა სუპერფუდი, შემდეგ კი აირჩიოთ კვირის 2-3 დღე და მოამზადოთ დილაობით ეს არაჩვეულებრივი სმუზი საკუთარი ჯანსაღი ორგანიზმისათვის. აღნიშნული ინგრედიენტები დიდ ხანს გეყოფათ და ისინი არ არის მალფუჭებადი.

2: Miranda – ს მერე საცრება სმუზი.

  • ნუშის რძე (ალტერნატივა, უბრალოდ წყალი, რადგან ნამდვილ ნუშის რძეს უბრალოდ ვერსად მივაგენი თბილისში)
  • ნახევარი ჭიქა ახლად დაჭრილი პაპაია (პაპაიაც ხანდახან თუ გამოჩნდება ხოლმე კარფურსა და სხვა სუპერმარკეტებში, ამიტომ შეგიძლიათ ის მანგთი ჩაანაცვლოთ, რომელიც თითქმის ყველგან და უკვე ბაზარშიც იყიდება)
  • 1 ან ნახევარი ჭიქა ისპანახი
  • ნახევარი ჭიქა მცვი (წინა ბლოგში აღვნიშნე, რომ მოცვი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც თუ სეზონზე არ გაყინეთ, მერე მისი შეძენა რთულია, თუ გაყინულს ვერც ერთ სუპერმარკეტში ვერ მიაგენით, რომელიმე სხვა კენკრით ჩაანაცვლეთ იგი, მაგალითად იყიდება ჟოლო და მაყვალი)
  • ნახევარი ჭიქა ჟ (იგივე სიტუაცია აქაც, საბედნიეროდ გაყინული ჟოლო იყიდება ევროპროდუქში, გუდვილსა და კარფურში)
  • 1 სუფრის კვზი ნუშის კარაქი (თუ ვერ მიაგენით, არაქისის კარაქით ჩაანაცვლეთ. ბიო, უშაქრო არაქისის კარაქი იყიდება პერიოდულად ევროპროდუქტში, ან თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ სახლში, ძალიან მარტივია, დაგუგლეთ რეცეპტი, დაგჭირდებათ ჩოპერი, ან უბრალოდ რამდენიმე ცოცხალი ნუში დაამატეთ ბლენდერში )
  • სუპერფუდის ფხვნილების ნაზავი (ასაის კენკრა, ნონი, მატჩას ჩაი, ეს სუპერფუდები იყიდება ჯორჯიტაში, აგროჰაბში ან „ორგანიკას“ონლაინ მაღაზიაში )

აქაც იგივეს გირჩევდით, ყველა პროდუქტი, რომლის გაყინვაც ან შენახვაც შეგიძლიათ, შეიძინეთ ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით  და გამოიზოგეთ.

  1. ანის მვლასა და სილამაზის ბლგებზე გაგიჟებული Candice Swanepoel ის ანტიანთებითი, ენერგიის მმცემი  „სილამაზის სმუზი“ Related image
  • 1 გაყინული ბანანი (ან ნუ ფრეშიც „წავა“ სავარაუდოდ“ 🙂 )
  • 1 ჩაის კოვზი პროტეინის ფხვნილი
  • 1 ჭიქა მოცვი (თუ ვერ იშოვით ჩაანჩვლეთ ჟოლოთი, ან ალუბლით)
  • 1 სუფრის კოვზი ჩიას მარცვლები
  • 2 სუფრის კოვზი ნუშის კარაქი (შეგიძლიათ არაქისის კარაქით ჩაანაცვლოთ)
  • 1 ნახევარი ჭიქა ქოქოსის წყალი (ჩაანაცვლეთ უბრალო წყლით, ან იყიდეთ ქოქოსი და იხმარეთ მისი ბუნებრივი წყალი)
  • 1 სუფრის კოვზი სპირულინა
  • 1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი სელის თესლის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი კოლაგენის ფხვნილი (ეს სხვათაშორის ძალიან საინტერესო მიგნებაა და არასდროს მიხმარია ჯერ, კოლაგენის დარღვევა არის კანის მოდუნებისა და ცელულიტის ტალღების გაჩენის მთავარი მიზეზი)
  • ცოტა პრიმიზონის ზეთი (primrose oil, масло примулы, ზუსტი რაოდენობა არ არის მითითებული და წარმოდგენაც არ მაქვს რა არის, ჯერ არ მომიძებნია, სავარაუდოდ იქნება სამკურნალო მცენარეების აფთიაქში )

4:  ჯიმისა და იოგის მანიაკი მოდელის Rosie Huntington – ის საყვარელი სმუზი:

Related image

  • 4 ცალი რომან სალათის ფურცელი (ან ისპანახი)
  • 2 ცალი ნიახურის ძირი (ჯოხები)
  • 1 ცალი ვაშლი
  • 1 ცალი მსხალი
  • ნახევარი ბანანი
  • ნახევარი ლიმნის წვენი
  • 1 სუფრის კოვზი სელის თესლის ან ქოქოსის ზეთი
  • 1,5 ჭიქა წყალი

ამ სმუზის მე ასეთ მოდიფიკაციას გირჩევთ: 1 ცალი ვალშის მაგივრად ნახევარი ვაშლი და მსხალი საერთოდ არ არის საჭირო, რომ დღის განმავლობაში მისაღებ შაქრის რაოდენობას არ გადააჭარბოთ. სრული ინგრედიენტებით ეს სმუზი შეგიძლიათ მიიღოთ იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში მეტ ხილს და შაქარს არ მიიღებთ, ან თუ აპირებთ ვარჯიშს და შესაბამისად კალორიების დაწვას.

5: Alessandra Ambrosio -ს  საყვარელი დეტქს სმუზი (ენერგიის მომცემი, ტვინის მკვებავი, იმუნური სისტემისა და კანის გამაუმჯობესებელი და  არაჯანსაღი სასუსნავების ჭამის სურვილის დამთრგუნველი :)) )Alessandra-Ambrosio-Redone-Hanes-T-Shirt-Campaign-01.jpg

  • ნახევარი მწიფე ბანანი
  • ნახევარი მწვანე ვაშლი
  • ნახევარი ჭიქა ისპანახი
  • ნახევარი ჭიქა რომან სალათის ფურცლები ( პერიოდულად იყიდება გუდვილში და აგროჰაბში) ან კალე (კალე ჯერ არ გვაღირსეს თბილისში)
  • 1 ლიმონი
  • ნახევარი ჭიქა ნიახურის ძირები (იყიდება დიდ სუპერმარკეტებში)
  • ნახევარი ჭიქა ცივი წყალი

აღნიშნულ რეცეპტს ასევე დამატებული აქვს დასატკბობად ბიო თაფლი, რომლესაც მე არ გირჩევთ, ბანანი და ვაშლი ისედაც საკმარის ფრუქტოზას შეიცავს, ხოლო ალესანდრა ჩვენზე ბევრად მეტს ვარჯიშობს ამ შაქრის დასაწვავად 🙂 აღნიშნული რეცეპტი შეგიძლიათ გააორმაგოთ და გაუყოთ საყვარელ ადამიანს, ან შეინახოთ შუშის ქილაში და თან წაიღოთ, ან 1 დღით მაცივარშიც გაძლებს.

6: Blake Lively – ის საყვარელი სმუზი, რომელზეც ირწმუნება, რომ მისი ცხოვრება შეცვალა 🙂Related image

  • 1 ჭიქა კალე (ნუ რას ვიზამთ კალეს ამ უბედურ ქვეყანაში ვერ იშოვით, ამიტომ ჩაანაცვლეთ ის მსგავსი კომბოსტოთი, ან ჩინურით, ან რაიმე უფრო მსგავს თუ იპოვით)
  • 2 წითელი ფხლის ფოთოლი (swiss chard leaves, ვიზუალით თუ ვიმსჯელებთ წითელ ფხალზეა საუბარი, თუმცა დიდ ფოთლებზე სავარაუდოდ, თქვენ შეგიძლიათ მეტი პატარა ფოთოლი გამოიყენოთ)
  • ნახევარი პატრა ჭარხალი
  • ნახევარი ჭიქა ანანასი
  • მწვანე ვაშლი
  • ცოცხალი პიტნა
  • ნახევარი ლიმონი
  • მიუხედავად იმისა, რომ ბლეიქს გამორჩა 🙂 აუცილებლად დაგჭირდებათ წყალიც, სხვაგვარად ბლენდერი ამ ყველაფერს ვერ დააბლენდერებს.

7: Victoria’s Secret –ის მოდელების წონაში დასაკლები, დეტოქს მწვანე სმუზი:

img-victorias-secret-angels_125834128404

  • 1 ჭიქა რომეინის სალათის ფურცლები
  • 1 ჭიქა ისპანახი
  • 1 ბანანი
  • 1 ნიახურის ძირი (ჯოხები)
  • 1 მსხალი
  • 1 ლიმნის წვენი
  • თაფლი ( არჩევითი, გემოსთვის და ჯობს არ დაამატოთ)
  • 1 ჭიქა წყალი

რა თქმა უნდა ყველაფერი დაბლენდერებული.

და ბოლოს!  რამდენიმე რჩევა სმუზების შესახებ ჩემი ერთ – ერთი საყვარელი სუპერმოდელის Gisele Bündchen – სგან, რომელიც განსაკუთრებით მკაცრი დიეტით (კვების სტილით) ცხოვრობს და რომელსაც პერსონალური შეფი უმზადებს ყველა საკვებს, საუზმესაც კი:Related image

  • პირველ რიგში Gisele – ც ისევე, როგორც, უამრავი სხვა მოდელი და ჯანსაღ კვებაზე გადარეული ჰოლივუდის ვარსკვლავი თუ ტრენერი, დილას ცხელი ლიმნიანი წყლით იწყებს. მას თუ დავუჯერებთ და ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია, ლიმნიანი წყალი ყავის ფუნქციას ასრულებს და გამოფხიზლებაში, ენერგიების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს, შემდეგ უკვე აღადგენს მჟავა -ტუტოვან ბალანსს და მეტაბოლიზმის გამოფხიზლებას ეხმარება.
  • ლიმნიანი წყლის შემდეგ Gisele-ს დილა მწვანე სმუზით გრძელდება:
  1. მწვანე სმუზი შეიცავს უჯრედის და უამრავ საკვებ ნივთიერებას, რომელიც დაგანაყრებთ
  2. თუ სმუზი ზედმეტად გემრიელია, ესე იგი მასში ბევრი ფრუქტოზაა, ამიტომ აკონტროლეთ ხილის რაოდენობა
  3. ეცადეთ სმუზი იყოს მაქსიმალურად მწვანე, რაც უფრო მუქი მით უკეთესი
  4. დაამატეთ სალათის ფურცლები, კიტრი, ნიახური, სტაფილო, ლიმონი და ვაშლი. ეს ინგრედიენტები დაგეხმარებათ ორგანიზმის სითხის აღდგენასა და დანაყრებაში.
  5. ცვალეთ ინგრედიენტები, არ მიაჩვიოთ ორგანიზმი ერთსა და იმავე მწვანე ბოსტნეულს, რადგან შეიძლება დაიგროვოთ ორგანიზმში ტოქსინები და/ან გამოიწვიოთ ალერგია

იმედი მაქვს არსებული ინფორმაცია და რეცეპტები მაქსიმალურად სასარგებლო იქნება თქვენთვის. თუ გაქვთ კითხვები, გაინტერესებთ კონკრეტული სმუზები კონკრეტული დანიშნულებისათვის, მომწერეთ ნებისმიერ ფორმატში.

მანამდე კი, შემდეგ პოსტამდე

XOXO N

 

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
20 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
80 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *