პიცა ჩემი ტკივილია

რამდენიმე დღეში რომში მივდივაააარ… დავიწყოთ იქიდან, რომ 5 წელია ევროპა თვალით არ მინახავს და რაც უფრო ახლოვდება ნანატრი წამები, მით უფრო მეტად მიპყრობს ბედნიერების ცქმუტვა, მაგრამ ამ ბედნიერების კვალ და კვალ არ მშორდება ჩემი და  იტალიური სამზარეულოს ღვთაებრივ სიყვარულსა და მასთან დაკავშირებულ ცდუნებებზე მწარე ფიქრები…

იტალიური კულინარიის გემრიელობებისა და ამასთანავე კალორიულობის ამბავი ყველასთვის ცნობილია. თუმცა, კალორიულობას თავი რომ დავანებოთ, პიცის, პასტის, ლაზანიას, რიზოტოს, ტირამისუს და სხვა კერძების ინგრედიენტების ნაწილი საკმაოდ არაჯანსაღია. არადა როგორ გინდა ცდუნებას გაუძლო? :((((( სამწუხაროდ ღმერთმა ცომისა და  ტკბილეულის სიყვარულით უხვად დამაჯილდოვა, შესაბამისად წინ დიდი გამოწვევები მელის…

Related image

არ მინდა იფიქროთ, რომ სრული შეშლილი ვარ და მთელი მოგზაურობის განმავლობაში ჯანსაღად კვებას ვაპირებ, მაგრამ 10 დღის მანძილზე,  საუზმის ლანჩისა და ვახშმის მირთმევა იტალიური შემართებით ნამდვილად არ „წაადგება“ ჩემს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს :)))

შესაბამისად, მჭირდება წინასწარ დასახული მოქმედების გეგმა, რომელსაც „მკაცრად“ დავიცავ და არ ამოვვარდები იმ სიმწრით მიღწეული გრაფიკიდან, რომლის მიხედვითაც უკვე 6 თვეა ვცხოვრობ.

გიზიარებთ ჩემს იდეებს, თუ როგორ ვაპირებ გავუმკლავდე  გრძელვადიან პერიოდში იძულებით არაჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესს და იქნებ თქვენც გამოგადგეთ ჩემი რჩევები მსგავს სიტუაციებში.

Image result for water with lime or lemon in rome cafesმაშ ასე, პირველ რიგში დავიწყოთ სითხით – ძალიან ხშირად, მაგალითად შაქარს,  ჩვენი ორგანიზმი ღებულობს ისეთი პროდუქტებისგან, რომლებზეც საერთოდ არ ვფიქრობთ, რომ მავნებელია. შესაბამისად, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მოგზაურობაშიც, უარს ვამბობ როგორც „რედ ბულზე“ და სხვა ნებისმიერ გაზიან სასმელზე,  ასევე სხვადასხვა „ფრეშ“ თუ ქარხნულ წვენებზე  და მათ ვანაცვლებ ყინულიანი და ლიმნიანი წყლით გაზის გარეშე! ეს იქნება პირველი და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, მოგზაურობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად.

დროთა განმავლობაში ჩამომიყალიბდა „იმუნიტეტი“ წვენებისა თუ სხვა სასმელებისგან თავის შეკავებაზე, შესაბამისად დღის განმავლობაში მხოლოდ წყლის მიღება ჩემთვის დიდი პრობლემა არ იქნება, მით უმეტეს, რომ ლიმნიანი წყალი საკმაოდ გემრიელი და მატონიზირებელია <3 წყლის მიღებას ვაპირებ, მუდმივად, რადგან ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სიარული დამატებით გაუწყლოვნებას გამოიწვევს, წყალი კი ჩვენს ორგანიზმს ფაქტობრივად მუდმივად სჭირდება!

Related imageწესი მეორე: იტალიური საუზმე საკმაოდ არაჯანსაღია და მოიცავს ტკბილ ფუნთუშებს,  რძიან ყავასა და მსგავს სასუსნავებს. მიუეხედავად იმისა, რომ  საუზმე უფასოდ გვეკუთვნის, ვაპირებ მათგან თავის შეკავებას და იმავე კაფეში (სადაც საუზმე გვეკუთვნის), კვერცხით, შვრიის ფაფით, ან რაიმე მსგავსით მათ ჩანაცვლებას.

საუზმე მთავარია იყოს ნოყიერი და ცილებით მდიდარი, რომ დანაყრების შეგრძნებამ დიდ ხანს გასტანოს. დილით ზედმეტი შაქარი არაფერში მჭირდება მაშინ, როდესაც წინ ჩემი საყვარელი  იტალიური ნაყინები მელოდება :((

Image result for pasta with seafoodწესი მესამე: ლანჩი – მთავარი „დამრტყმელი ძალა“ :)) ეს იქნება დღის განმავლობაში ის ნანატრი პერიოდი, როდესაც გემრიელობებზე უარს ნაკლებად ვიტყვი. სასურველია ლანჩი მივირთვა დღის „ძალიან პირველ“ ნახევარში და არავითარ შემთხვევაში 4 საათის შემდეგ (როდესაც მეტაბოლიზმი იწყებს შენელებას). თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც არაჯანსაღი პიცა შემიძლია  შედარებით „ჯანსაღი“ გავხადო: მაგალითად გადამუშავებული ხორცის მაგივრად ზღვის პროდუქტების პიცას მივირთმევ, იმავე პრინციპით შეიძლება პასტასთანაც ურთიერთობა :))) დანარჩენზე ჯერ არ მიფიქრია, ადგილზე შევისწავლი მენიუს და მათგან ყველაზე ოპტიმალურს ავირჩევ.

ამ შემთხვევაში მთავარია სინდისის ქენჯნამ ძალიან არ გამიტაცოს, რადგან ბევრჯერ წამიკითხავს, ფსიქოლოგიურად დასტრესილ ორგანიზმს საკვების გადამუშავება უფრო უჭირს. ამიტომ, როდესაც გადავწყვეტ გემრიელი ცომეულის მირთმევას, უკან სინანულით აღარ მოვიხედავ და ვაცდი ჩემს სხეულსა და გონებას დატკბეს გემრიელი წუთებით :))))))))

Related imageწესი მეოთხე: როდესაც ლანჩზე „აკრძალული ხილ-ებით“ გულს ვიჯერებ, ვახშამი შედარებით მსუბუქად უნდა გადავიტანო. დღის მეორე ნახევარში ორგანიზმს ისედაც უჭირს შემართებით მუშაობა, ამიტომ ვეცდები ჯანსაღი და გემრიელი სალათებით შემოვიფარგლო და არავითარ შემთხვევაში არ მივირთვა დესერტი საღამოს! რაც შეეხება ალკოჰოლს, საბედნიეროდ დიდად არ მიყვარს, უფრო სწორედ ალკოჰოლის უმეტესობას ჩემი ორგანიზმი საერთოდ ვერ იღებს :))) შესაბამისად ცოტა ღვინით ან მსუბუქი (ნაკლებად ტკბილი და გაზის გარეშე) კოქტეილით შევიქცევ თავს. ისიც, რა თქმა უნდა არა ყოველ დღე.

Image result for nuts and fruits to go for a walkწესი მეხუთე: იმისათვის, რომ დღის განმავლობაში სიარულითა და ემოციებით დაღლილ ორგანიზმს შიმშილის შეგრძნება გამგელებულად არ მოაწვეს და პიცის, ლაზანიის და 250 გრამი ნაყინის ჭამა ერთდროულად არ მოუნდეს,  დღის განმავლობაში ჯიბეში თუ ზურგჩანთაში აუცილებლად ვიქონიებ სასუსნავს: თხილეულსა და ხილს, რომელიც დანაყრების შეგრძნებას გამიხანგრძლივებს.

ერთადერთი პრობლემა, რომლის მოგვარების გზაც ჯერ ვერ აღმოვაჩინე რომის შემდეგ ბერლინის „უძილო ღამეებია“.  ჩემი ბიოლოგიური საათი საკმაოდ უკომპრომისოა: მეღვიძება ადრე და შესაბამისად მეძინება ადრე. ღამის გათენება ჩემთვის  პრობლემაა, გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ არ გამომდის :(( არადა ნამდვილად სევდიანი ისტორია იქნება ბერლინში ღამის 1 საათზე დაძინება. გარდა ამისა, ღამის გათენება სერიოზული დარტყმაა ორგანიზმისთვის, ხოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გადაბმულად ამის გამეორება კიდევ უარესი..

Image result for matcha tea and spirulina smoothiesერთადერთი რაც თავში აზრად მომდის ენერგეტიკული სმუზებია. ვფიქრობ, კარგი იქნება სუპერფუდების თან წაღება, იმისათვის, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს და არ გადაიწვას. მაგალითად მატჩას ჩაი, დილაობით ენერგიის მისაღებად ( ყავაზე 7 ჯერ მეტი კოფეინით, თუმცა მისი ორგანიზმში შეწოვა ხდება განსხვავებული პრინციპით, ამიტომ არ არის საშიში, პირიქით ძალიან სასარგებლოა) და სპირულინას ფხვნილი (1 კოვზი სპირულინა 1 კილო ბოსტნეულის ნივთიერებების ტოლფასია და არის ცილების წყარო).

Image result for morning yoga for coupleმოკლედ, ჩემი ძალიან ნანატრი და საოცნებო მოგზაურობის კვების გრაფიკი მეტ-ნაკლებად გაწერილია. რა თქმა უნდა ვერაფერს ვუხერხებ ვარჯიშს, რადგან ფსიქოლოგიურად როგორც არ უნდა მოვემზადო და თავს დავაჯერო, რომ რომში ან ბერლინში ვივარჯიშებ, წინასწარ ვიცი, რომ მაინც ტყუილი იქნება ჩემი დაპირება :))) თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ლუკა ჩვეულებრივი გიჟივით ყოველ დღე ვარჯიშობს, შეიძლება დილის გამომაფხიზლებელ 10 წუთიან იოგის ვარჯიშზე დავითანხმო კიდეც :)) დაიმახსოვრეთ, მინიმუმ 1 თანამოაზრეც კი საკმარისია მოტივაციის გასაორმაგებლად! :))

მოგზაურობამდე კი “ჩემპიონს აკადემიაში” გაორმაგებული შემართებით ვვარჯიშობ :))))) Image may contain: one or more people

ყველას ბედნიერ შვებულებას, დასვენებას და მოგზაურობას გისურვეეეეებთ <3 <3 <3

images.jpg

შემდეგ პოსტამდე

XOXO, N

 

0 0

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleppy
Sleppy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *