ჩემი, შენი, ჩვენი ცელულიტი (მოკლე ვერსია )

მოკლე მიმოხილვა ცელულიტის შესახებ, “ბლოგ-ექსპრესი” მათთვის, ვისაც სურს ამ თემას შეჯამების სახით გაეცნოს:

  • ცელულიტი   85% დან 90% ქალების  პრობლემაა განურჩევლად წონისა, აგებულებისა და ასაკისა (ცელულიტი შეიძლება ჰქონდეს თინეიჯერსაც)
  • კაცების 10%-ს ასევე უჩნდებათ ცელულიტი
  • ცელულიტი დაავადება არ არის
  • ცელულიტის გაჩენა შეიძლება განაპირობოს სხვადასხვა მიზეზებმა, მათ შორის :
  1.    ჰორმონალური დარღვევებმა
  2. ასაკმა
  3. ორგანიზმის დეჰიდრაციამ
  4. ზედმეტმა, არაჯანსაღმა წონამ
  5. არასწორი კვების რეჟიმმა და ცხოვრების წესმა
  6. თამბაქოს მოხმარებამ
  7.  არააქტიური ცხოვრების წესმა
  8. შენელებულმა მეტაბოლიზმმა
  9. შენელბულმა სისხლის მიმოქცევამ
  10. გენეტიკამ და მემკვიდრეობამ
  • ცელულიტის “განკურნება” გრძელვადიან პერსპექტივაში, დღევენდელი მონაცემებით, შეუძლებელია (საინტერესო ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ცელულიტის გაჩენის მიზეზებსა და მისი მკურნალობის გზებს არ იკვლევდნენ, რადგან ეს მოვლენა ქალის ორგანიზმის დამახასიათებელ თვისებად მიაჩნდათ)!
  • ცელულიტის ხილვადობის შემცირება შესაძლებელია  სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის:
  1. სტაბილური ვარჯიში კანის გასამკვრივებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად
  2. ბევრი წყლისა და წყლის შემცველი პროდუქტის მიღება + ჯანსაღი კვება
  3. მშრალი მასაჟი უხეში ჯაგრისით ყოველი შხაპის წინ + ცხელი და ცივი კოტრასტული შხაპი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად
  4. ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული სკრაბები კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და ჟანგბადის მისაწოდებლად

Image result for water and workout

  • ცელულიტთან საბრძოლველ  უამრავ პროცედურას შორის გამოვყობ რამდენიმეს, რომელიც შედარებით საიმედოდ გამოიყურება, თუმცა მათი ეფექტურობის შესახებ კვლევები ჯერ არ დასრულებულა და თითოეულის ფასი საკმაოდ მაღალია. ასევე არ მაქვს ინფორმაცია რამდენად აკეთებენ ამ პროცედურებს საქართველოში.
  1. Subcision -მინიმალური ქირურგიული ჩარევის პროცედურა, რომლის დროსაც გაუტკივარების შემდეგ, ექიმს კან ქვეშ შეჰყავს პატარა დანები, რომლებიც ჭრიან სეპტას, იმისათვის, რომ მოხსნან ის „დაძაბულობა“, რომლის გამოც კანი ხდება არათანაბარი ღრმულოვანი და ტალღოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცედურა ექიმის „ხელით“ ტარდებოდა, იყო სახიფათო. ხელის აპარატმა სახელად „ Cellifina” 2015 წელს მიიღო ლიცენზია ამ პროცედურის  გასამარტივებლად (Subcision-ის პროცედურა გახდა ავტომატიზირებული). თუ ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციას ვენდობით, შედეგი  2 წლამდე გრძელდება.  ეს პროცედურა გამხდარ, მაგრამ ცელულიტის პრობლემის მქონე ქალებისთვის უფრო შესაფერისია.

cellfina-graphic.jpg

2. Collagenasse – ეს არის ბუნებრივად წარმოქმნილი ფერმენტი ჩვენს სხეულში, რომელიც არღვევს კოლაგენს, რომელიც თავის მხრივ შემაერთებელ ქსოვილში გვხვდება. გარკვეული კვლევები მიიჩნევენ, რომ ამ ფერმენტის ინექციებმა შეიძლება შეამციროს ცელულიტის ხილვადობა, თუმცა გრძელვადიანი ეფექტი  ჯერ-ჯერობით უცნობია.  Xiaflex  არის ინექციური მეთოდი, რომელიც იყენებს collagenase-ს.  ბოლო პერიოდში Xiaflex ცელულიტის სამკურნალოდაც იტესტება და კარგ შედეგებს აჩვენებს.

3. ლაზერული პროცედურის ერთ-ერთი ეფექტური ვერსია Cellulaze – ძალიან პატარა ლაზერული ზონდის კანის ქვეშ განთავსება. ამის შემდეგ ლაზერი ამოქმედდება და ისვრის სითბოს სამი მიმართულებით, რომელიც არღვევს შემაერთებელ ქსოვილს (და წარმოიქმნება ახალი ქსოვილი, ახალი კოლაგენით). შედეგად  75%-ით უმჯობესდება კანის მდგომარეობა დაახლოებით 1 წლით.

  • დღეს ბაზარზე არსებობს უამრავი პროცედურა ცელულიტის საწინააღმდეგოდ, რომლებსაც რეალურად შედეგი არ აქვთ (ზოგიერთი მათგანი კი აუარესებს კიდეც მდგომარეობას) უშედეგო პროცედურებს შორის არიან:
  1. კანის გამამკვირებელი კრემები
  2. შეფუთვები
  3. მასაჟები (ხელის და ვაკუუმ-აპარატებით)
  4. ლიპოსაქცია
  5. მეზოთერაპია

Related image

ცელულიტის შესახებ მოკლე მიმოხილვა ამით ამოწურულია.  ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია (მათ შორის ინფორმაცია იმის შესახებ თუ “რა არის ცელულიტი” ) ბევრად ვრცლად და დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ჩემს წინა ბლოგში, ნებისმიერი დამატებითი კითხვით კი მომწერეთ აქ ან სოციალურ გვერდებზე <3

მორიგ პოსტამდე <3 <3

XO XO, N

 

0 0

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleppy
Sleppy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *