ჩემი, შენი, ჩვენი ცელულიტი <3

1 0

ცელულიტი –  ეს სიტყვა ჩემთვის უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია. უკვე რამდენიმე წელია ვებრძვი მის გამომწვევ მიზეზებს და უკვე არსებულთან გამკლავებასაც ვცდილობ. მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ სტაბილურად და ჯეროვნად, მაგრამ მაინც ვცდილობ.

ცელულიტი ჩემს გარდა  სხვა, უამრავი ქალის პრობლემაა განურჩევლად წონისა, აგებულებისა და ასაკისა. არსებობს მითი, რომ  კაცებს ცელულიტის პრობლემა არ აქვთ, თუმცა სხვადასხვა წყარო ამტკიცებს, რომ კაცების საერთო რაოდენობის დაახლოებით 10% -ს ცელულიტი უჩნდება. ეს ყველაფერი  დამოკიდებულია ცხიმის მასის ინდექსზე (ქალებს უფრო მეტი ცხიმი აქვთ ორგანიზმში), შემაერთებელი ქსოვილის მდგომარეობასა (ქალებს ნაკლებად „მყარი“ შემაერთებელი ქსოვილი აქვთ და სხვაგვარად განლაგებული) და სხვა პარამეტრებზე. თქვენგანაც მაინტერესებს: გინახავთ თუ არა რომელიმე კაცზე ცელულიტი? (პასუხი შეგიძლიათ მომწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სახით).

მოკლედ, თუ რას ეხება დღევანდელი ჩემი ბლოგი:

  1. რა არის ცელულიტი და არის თუ არა ის დაავადება.
  2. რა იწვევს ცელულიტს
  3. შეიძლება თუ არა მისი „მკურნალობა“ და პრევენცია.

ცელულიტის გაჩენის ზუსტი მიზეზები ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. რაც არ უნდა სექსისტურად ჟღერდეს წლების განმავლობაში ცელულიტის განკურნების გზებს არავინ იკვლევდა, რადგან ეს მდგომარეობა განიხილებოდა როგორც ქალის ორგანიზმის უპირობო დამახასიათებელი მოვლენა (როგორც ვთქვათ, მენსტრუაცია ან ბავშვის გაჩენა) და როგორც მაგალითად მენსტრუალურ ტკივილებს ან პოსტ მშობიარობის დეპრესიას დღემდე სერიოზულად არავინ იკვლევს, და  ამ საკითხებს „ეს ასეც უნდა იყოს“ პრინციპით უდგებიან, ასევე უმნიშვნელო, „ქალურ“ პრობლემად მიიჩნეოდა ცელულიტიც.

ცელულიტი დაკავშირებულია შემაერთებელი ქსოვილის, ბოჭკოვანი ქსოვილისა (სეპტას) და ცხიმოვანი შრის ურთიერთქმედებასთან. შემაერთებელი ქსოვილი კანის ზედაპირს ქვეშ მდებარეობს (მის ქვეშ კი ცხიმოვანი შრეა განთავსებული). თუ ცხიმოვან შრეში დაგროვილი ცხიმის მასა შეაღწევს შემაერთებელ ქსოვილში, მისი გავლით ის ხვდება კანქვეშ  (პირდაპირ ჩვენი კანის ქვეშ არის არეა, რომელიც აგროვებს კანქვეშა ცხიმს).  ეს ცხიმი ნაწილდება  ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილებს შორის (ვერტიკალურად), ამ ქსოვილებს ეძახიან სეპტას,  რომელიც აერთებს ჩვენი კანის ზედაპირს ქვემოთ, კანის  უფრო ღრმა  ქსოვილებთან და კუნთის მასასთან.  სეპტა შექმნილია კოლაგენით (კოლაგენი- მთავარი სტრუქტურული ცილა, რომელსაც შეიცავს სეპტა და ზოგადად კანი), დროთა განმავლობაში კოლაგენი სუსტდება და თუ ერთი სეპტა იჭიმება და სხვა სეპტა ან სეპტები, რომლებთანაც ის გადაბმულია, იგივეს არ აკეთებენ და თუ  კანის ზედაპირი სუპერ ელასტიური არ არის, წარმოიქმნება ტალღები, ღრმულები,   „ფორთოხლის კანის“ ან „ხაჭოს“ მსგავსი ეფექტი, რასაც ჩვენ ცელულიტს ვეძახით.

სხვათაშორის, ძალიან ბევრი ვიკითხე რომ საბოლოოდ გამეგო :)) ვეცდებ უფრო მარტივად ავხსნა: ვერტიკალურად განლაგებულ „სეპტას“ პატარა ბოჭკოვნებს, „უჭირავთ“კანის ზედაპირი, რომლის ელასტიურობასა და სიძლიერეს განაპირობებს კოლაგენი, თუ სეპტა ან სეპტები მოეშვა და დაბლა ჩამოიწია, ვეღარ ინარჩუნებს კანის სიმყარეს და კანის ქვეშ განლაგებულ ცხიმები, რომლებიც თავის მხრივ შემაერთებელი ქსოვილის გარღვევით ზემოთ ამოვიდნენ, კანქვეშ არათანაბარ ტალღებს ქმნიან. დააკვირდით სურათებს და მგონი თქვენც მიხვდებით რის ახსნას ვცდილობ აგერ უკვე 2 აბზაცია :))))

(სხვათაშორის, ფოტოს ავტორს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს :))))    ფოტოზე აღნიშნულ მინიშნებებში: septae სეპტებია, connective tissue ანუ შემაერთებელი ქსოვილები, რომლიდანაც “ამოდიან” და კანქვეშ სეპტებს შორის ლაგდებიან ჩვენი ცხიმები <3 დანარჩენი მგონი გასაგებია.

cellulite illustration

septa diagram

გეტყვით იმასაც, რომ  თუ  Shira Ein-Dor-ს დავუჯერებთ ( ნიუ იორკში მდებარე „ამერიკის ცელულიტის შემცირების ცენტრის“ მფლობელი, აი  რისი კლინიკა აღარ აქვთ ამ „ევროპებში“ და ჩვენ სად ვატარებთ ჩვენს ახალგაზრდობას :)) )  Victoria’s Secret-ის მოდელებიც კი ყოფილან მისი ცენტრის პაციენტები, მიუხედავად იმისა, რომ  ვარჯიშობენ, ჯანსაღად იკვებებიან და აქვთ მცირე წონა (ეს ამბავი სრულებითაც არ მამშვიდებს მე პირადად 🙁

Related image

ცელულიტი ძირითადად გვხვდება დუნდულების, თეძოებისა და ბარძაყების მიდამოებში, თუმცა შეიძლება გაჩნდეს სხეულის სხვა ადგილებშიც. მაგალითად: მუცელსა და მკლავებზე.

სტადიები:

  • 0 სტადია – კანი თანაბარია, როდესაც ადამიანი წევს ან დგას და ხელის მოჭერისას ჩნდება ნაკეცები, მაგრამ არ ჩანს “ფორთოხლის კანი”
  • 1 სტადია  – კანი თანაბარია, როდესაც ადამიანი წევს ან დგას და ხელის მოჭერისას ჩნდება მსუბუქი ღრმულები.
  • 2 სტადია – კანი მსუბუქად არათანაბარია, როდესაც ადამიანი დგას, მაგრამ დაწოლის შემთხვევაში თანაბრდება,
  • 3 სტადია – კანი არათანაბარია დგომის და წოლის შემთხვევაშიც.

ცელულიტი თავის მხრივ დაავადება არ არის და ადამიანს ცალსახად არაფერს ვნებს. თუმცა, მისი არსებობა ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია გქონდეთ  ორგანიზმში გარკვეული სახის დარღვევები (მაგრამ არც აუცილებლად ასეა, საბოლოოდ ცელულიტის გაჩენის მიზეზები უცნობია):

  • ჰორმონული დარღვევები და ასაკი- ესტროგენი, ინსულინი, ნორადრენალინი, ფარისებლი ჯირკვლის ჰორმონები და პროლაქტინი ეს ის ჰორმონებია, რომლებიც ცელულიტის გაჩენაზე ახდენენ გავლენას.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ქალის ორგანიზმში, მონოპაუზისას ესტროგენი დაბლა იწევს, ნელდება სისხლის მიმოქცევა შემაერთებელ ქსოვილში , დაბალი ცირკულაცია ნიშნავს ნაკლებ ჟანგბადს და შესაბამისად კოლაგენის გამომუშავების შენელებას, რომელიც საბოლოოდ ცელულიტის გაჩენის წინაპირობაა. ესტროგენის დონის დაწევა იწვევს ასევე  ცხიმის შრის ზრდას და ცელულიტის ხილვადობას უფრო ნათელს ხდის.

ასაკის მატებასთან ერთად კანი ანელებს კოლაგენის გამომუშავებას, კარგავს ელასტიურობას, სისქეს და ხდება „მოშვებისკენ“ მიდრეკილი. ეს ფაქტორებიც ზრდის ცელულიტის გაჩენის რისკებს.

  • ორგანიზმის დეჰიდრაცია

 

  • ჯანმრთელობისთვის არასასურველი, ზედმეტი წონა, თქვენს ორგანიზმში ცხიმის საერთო რაოდენობის ნორმაზე მაღალი კოეფიციენტი

 

  • არასწორი კვების რეჟიმი/ კვების რაციონში არასაკმარისი საკვები ნივთიერებები/ორგანიზმისთვის არასასურველი გასახდომი „დიეტები“/არაჯანსაღი პროდუქტის მუდმივი მოხმარება –მიუხედავად იმისა, რომ ცელულიტი „ტოქსინებისგან“ არ ჩნდება, ჯანსაღი ცხოვრების სტილს მაინც შეუძლია მისი შემცირება ან/და პრევენცია. ადამინები, რომლებიც იღებენ ბევრ ცხიმს, გადამუშავებულ ნახშირწყლებს, მარილსა და ცოტა ბოჭკოვან პროდუქტს, უფრო მიდრეკილნი არიან ცელულიტისადმი.

ასევე საგულისხმოა, რომ მწეველებს (სიგარეტი იწვევს სისხლის მიმოქცევის შემცირებას         და  კოლაგენის გამომუშავების შემცირებას), ასევე ადამიანებს რომლებიც არ ვარჯიშობენ       და ადამიანებს, რომლებსაც დღის განმავლობაში დიდ ხანს უწევთ წოლა ან დგომა ერთ           პოზიციაში უფრო სავარაუდოა, რომ გაუჩნდეთ ცელულიტი.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ტანზე ძალიან მჭიდროთ მოჭერილი სამოსი,                               განსაკუთრებით საცვლები და ის ტანსაცმელი, რომელიც ფარავს დუნდულების,                       თეძოებისა და ბარძაყების არეს, ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად ეხმარება      ცელულიტს გაჩენასა და გაღვივებაში. ამიტომ არასდროს შეიძინოთ გაურკვეველი „წონის      კორექციისა და დაწვრილების“ ზღაპრული კორსეტები თუ სხვა სამოსი, მათ უარესი                ეფექტი აქვთ და ცუდია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

  • შენელებული მეტაბოლიზმი

 

  • შენელებული სისხლის მიმოქცევა
  • გენეტიკა – ადამიანის გენეტიკა განაპირობებს მისი მეტაბოლიზმის სისწრაფეს, კან ქვეშ ცხიმის გავრცელებას, სისხლის ცირკულაციის დონეს, მის ეთნიკურ მიკუთვნებულობას. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს ცელულიტის გაჩენაზე. თუ თქვენს ოჯახის წევრებს აქვთ ცელულიტი, დიდი შანსია, რომ თქვენც გექნებათ.

საინტერესო ფაქტია, რომ ცელულიტის ხილვადობა დამოკიდებულია კანის ფერზე. რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო შეუმჩნეველია ცელულიტი (მაგრამ ეს არ ეხება მზით გარუჯულ კანს).  სავარაუდოდ ამიტომაც ვეძებ ცელულიტს უშედეგოდ უკვე დიდი ხანია ჩემი ფერადკანიანი მეგობრის, მარიამ სანოგოს სხეულზე :((  ყველაფერს ბედი უნდა ცხოვრებაში!

გამომწვევი მიზეზები განვიხილეთ, ისიც გავიგეთ, რომ სულ რომ სუპერმოდელი იყო ცელულიტს მაინც ვერსად გაექცევი და დეპრესიის ბოლო ფაზაში რომ არ ჩაგაგდოთ, ახლა ცელულიტის განკურნების / შემცირების / ხილვადობის შემცირების / პრევენციის ნაწილზე გადავიდეთ :)) (თუმცა გაითვალისწინეთ, არც ერთი მათგანი მეცნიერული კვლევების შედეგად დამტკიცებული არ არის!).

  • Related imageსტაბილური ვარჯიში სხეულის გასამკვირებლად და ცელულიტის ხილვადობის შესამცირებლად- ვარჯიში ცელულიტს ვერ გააქრობს, რადგან ის ვერ შეცვლის შემაერთებელი ქსოვილს, მაგრამ მას შეუძლია ცელულიტის ხილვადობა შეამციროს ან მინიმუმამდე დაიყვანოს. მას შეუძლია „გაამაგროს“ შემაერთებელი ბოჭკოვანი ქსოვილი, გახადოს უფრო ელასტიური და დამეტებით დაწვას ზედმეტი ცხიმი. ის კანქვეშა ცხიმი, რომელსაც ადამიანები ენერგიისთვის ვიყენებთ და რომელიც ვარჯიშის მიმართ ბევრად მგრძნობიარეა ვიდრე ნებისმიერი დიეტის მიმართ. დუნდულებსა და თეძოებზე ორიენტირებული ვარჯიშები, წონითი და კარდიო ვარჯიშების სინთეზი ამ ყველაფრის მიღწევაში დაგეხმარებათ. მხოლოდ კარდიო ვარჯიში ვერაფერს „დააკლებს“ ცელულიტს, თუ წონას არ დაახმარებთ მინიმუმ კვირაში ორჯერ!
  • Related imageგარკვეული პროდუქტები დაგეხმარებათ ცელულიტის ხილვადობის შემცირებაში – ზოგადად ჯანსაღი კვება ვერ განსაზღვრავს გაგიჩნდებათ თუ არა ცელულიტი,  და ვერც კონკრეტული პროდუქტები გააქრობენ ცელულიტს, მაგრამ კარგად დაბალანსებული, ბევრი მცენარეული საკვებით მდიდარი კვება შეამცირებს ანთებით პროცესებს თქვენს ორგანიზმში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ორგანიზმის მუდმივად წყლით მომარაგება (წყლის სმა და წლის შემცველი პროდუქტების მიღება) თქვენს შემაერთებელ ქსოვილს გააძლიერებს და გახდის მას უფრო ელასტიურს. შეეცადეთ მიიღოთ მეტი კიტრი, ბოლოკი, პომიდორი, ბულგარული წიწაკები, რომლებიც (ბევრ სხვა ხილთან და ბოსტნეულთან ერთად) შეიცავენ 90% წყალს.

 

  • Related imageკანის ფილერებმა შეიძლება გაათანაბროს კანის ზედაპირი და გაასწოროს „ღრმულები“ –ფილერები, (მაგალითად: Radiesse და Restyline), რომლებსაც იყენებენ სახის მიმიკური ნაოჭების და სხვა სახის „პრობლემების“ შესავსებად, შეიძლება ეფექტური იყოს ცელულიტისგან გამოწვეული არათანაბარი კანის „ამოსავსებად“, განსაკუთრებით გამხდარი გოგოებისთვის, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე ადგილას აქვს კანი არათანაბარი. თუმცა, ეს პროცედურები დაკავშირებულია ასობით და ხშირად ათასობით ლართან ერთი ფეხისთავის და ეფექტი გრძელდება მხოლოდ რამდენიმე თვე, ამიტომ თუ მილიონერი არ ხართ, ალბათ ფილერის პროცედურა არ გამოგადგებათ :))

 

  • 1457728756.jpgარაინვაზიური (უსისხლო, არატრამვული) პროცედურები ცელულიტის საწინააღმდეგოდ ეფექტურია :

1: ლაზერული პროცედურა –  მას შეუძლია ცხიმის დადნობა, შემაერთებელი ქსოვილის გარღვევა, რომ შეამციროს კანის შეჭმუხვნა, ეხმარება კოლაგენის გამომუშავებს და კანის გასქელებას, ზრდის სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სითხის შეკავებას. შედეგი დაახლოებით 6 თვისდან 1 წლის მანძილზე ნარჩუნდება (შეიძლება ცოტა დიდი ხნითაც).

ლაზერული პროცედურის ერთ-ერთი ეფექტური ვერსიაა Cellulaze – ძალიან პატარა ლაზერული ზონდის კანის ქვეშ განთავსებას. ამის შემდეგ ლაზერი ამოქმედდება და ისვრის სითბოს სამი მიმართულებით, რომელიც არღვევს შემაერთებელ ქსოვილს (და წარმოიქმნება ახალი ქსოვილი, ახალი კოლაგენით). შედეგად  75% ით უმჯობესდება კანის მდგომარეობა დაახლოებით 1 წლით (თუმცა ეს არ არის არაინვაზიური პროცედურა და უნდა ჩაატაროს პროფესიონალმა დერმატოლოგმა ან კოსმეტიკურმა ქირურგმა).

2: მასაჟი – მასაჟის ეფექტურობის იდეა დაფუძნებულია იმაზე, რომ პრობლემურ ადგილებში მას შეუძლია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და დაგროვებული სითხის შემცირება. Endermologie – მექანიკური მასაჟის სპეციფიური ფორმაა, რომლის დროსაც მცირე წნევის საშუალებით „მორბენალი გორგოლაჭები“ ამასაჟებს თქვენს კანს და ასევე იმავე აპარატის მეორე ნაწილი ვაკუუმის საშუალებით „ტუმბავს“ თქევნს კანს. ამ მასაჟის ეფექტურობის თეორიის მიხედვით, ღრმა მასაჟი გამოიწვევს შემაერთებელი ქსოვილის გარღვევას, რაც იწვევს ღრმულების გაჩენას. თუმცა სხვადასხვა კვლევების მიხედვით მსგავსი მასაჟი ეფექტს მოკლე პერიოდში იძლევა. ამერიკის შეერთებული შტატების კვებისა და სასმელების ადმინსიტრაციამ (FDA) ეს პროცედურა უსაფრთხოდ ცნო, მაგრამ  ზოგიერთი ექსპერტი  გარკვეული პერიოდის შემდეგ კანის მდგომარეობის გაუარესებაზეც საუბრობს, რომელიც გამოწვეულია ამ მასაჟის დროს კანის „შეწოვის“, „ამოტუმბვის“ შედეგად, რაც თავის მხრივ კანის ნაადრევ მოშვებულობას იწვევს.

მინდა პირადი გამოცდილებაც გაგიზიაროთ და გითხრათ, რომ ამ მექანიკური მასაჟის 10 პროცედურა თავად ჩავიტარე, შედეგი – 0! ასევე ჩამიტარებია ხელის მასაჟის 15 პროცედურა ქალაქში ცნობილ და გამოცდილ მასაჟისტთან. საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა, რომელიც მასაჟის პერიოდში იწვევს სისხლჩაქცევებს, შედეგი – 0!

3: კარბოქსითერაპია – მოიცავს ნახშირორჟანგის გაზის კანის ქვეშ შეყვანას, გვერდითი ეფექტებია სისხლჩაქცევები და დისკომფორტი პროცედურის შემდეგ, თუმცა ცელულიტის გარკვეული ნაწილი შესაძლებელია დაიშალოს.

4: აკუსტიკური ტალღის თერაპია – გამოიყენება ხელის აპარატი, რომელიც ხმის ტალღებს გადასცემს, ამ მეთოდმა შეიძლება იმუშაოს, თუმცა რამდენიმე პროცედურის ჩატარება აუცილებელი იქნება.

5: რადიო თერაპია – მიზნად ისახავს ცელულიტის შემცირებას მისი გაცხელებით, თუმცა შედეგი მოკლევადიანია.

  • Image result for cellfinaSubcision -მინიმალური ქირურგიული ჩარევის პროცედურა, რომლის დროსაც გაუტკივარების შემდეგ, ექიმს კან ქვეშ შეყავს პატარა დანები, რომლებიც ჭრიან სეპტას (სეპტა ავხსენი ზემოთ რა არის), იმისათვის, რომ მოხსნას ის „დაძაბულობა“, რომლის გამოც კანი ხდება არათანაბარი ღრმულოვანი და ტალღოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცედურა ექიმის „ხელით“ ტარდებოდა იყო სახიფათო.

cellfina-graphic.jpgხელის აპარატმა სახელად „ Cellifina” 2015 წელს მიიღო ლიცენზია ამ პროცედურის ჩასატარებალდ და გასამარტივებლად (Subcision-ის პროცედურა გახდა ავტომატიზირებული ამ აპარატის დახმარებით. 1 საათის განმავლობაში ცელულიტის ღრმულის დაახლოებით 20-30 არეალი მუშავდება (ხდება ჯერ მარკერით „ღრმულების“ მონიშნა, შემდეგ ამ არეალზე ლიდოკაინის შეყვანა, ბოლოს კი პატარა, 6 მილიმეტრიანი დანების საშუალებით კან ქვეშ შესვლა და სეპტას გაჭრა). შედეგი კი 2 წლამდე გრძელდება თუ ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციას დავუჯერებთ (ტარდება თუ არა ეს პროცედურა საქართველოში ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ თქვენ გაქვთ რაიმე ინფორმაცია გთხოვთ, გამიზიაროთ).  ეს პროცედურა არ აქრობს იმ ცხიმს, რომელიც ცელულიტს იწვევს, ამიტომ გამხდარ, მაგრამ ცელულიტის პრობლემის მქონე ქალებისთვის უფრო შესაფერისია. ფასი საზღვარგარეთ $2500 დან $5000 მდე მერყეობს 🙁

 

  • Collagenasse – ეს არის ბუნებრივად წარმოქმნილი ფერმენტი ჩვენს სხეულში, რომელიც არღვევს კოლაგენს, რომელიც თავის მხრივ შემაერთებელ ქსოვილში გვხვდება. გარკვეული კვლევები მიიჩნევენ, რომ ამ ფერმენტის ინექციებმა შეიძლება შეამციროს ცელულიტის ხილვადობა, თუმცა გრძელვადიანი ეფექტი ამ ინექციებისა ჯერ-ჯერობით უცნობია.

Related imageXiaflex არის ინექციური მეთოდი, რომელიც იყენებს collagenase-ს და  რომელიც დამტკიცებულია ხელის დაავადების სამკურნალოდ (როდესაც თითები რჩება ერთ პოზიციაში და ადამიანი ვეღარ ხრის მათ )  და ასევე პაირონის დაავადების სამკურნალოდ, რომელიც გულისხმობს პენისის „გამრუდებას“ 30 ან მეტ გრადუსის დროს (ძალიან ბევრი ვიხალისე ამ „დაავადების“ აღმოჩენის შემდეგ J))) )  ბოლო პერიოდში Xiaflex კანის გათანაბრებისთვისაც იტესტება. 2015 წლის კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს მეთოდი გარკვეულ შედეგებს იძლევა, 2016 წლის ნოემბერშიც ჯერ კიდევ კვლევები მიმდინარეობდა, რომლებიც კარგ შედეგებს დებდა,  თუმცა ამ  მონაცემების გარდა სამწუხაროდ ამ პროცედურაზე მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე,  (თუ იცით ამ პროცედურის შესახებ ან რაიმეს წაიკითხავთ, გთხოვთ მეც გამიზიაროთ).

ცელულიტის გაქრობისა თუ შემცირების შესახებ უამრავი არასწორი და არაზუსტი ინფორმაციაც არსებობს და მინდა მათ შესახებაც მოგაწოდოთ ინფორმაცია:

  • Related imageკანის გამამკვრივებელი კრემები ვერ დაგეხმარებათ ცელულიტის შემცირებაში – არც ერთი კრემი (მიუხედავად მათი ცნობადობისა, ანოტაციებისა ბუნებრივობისა და ა.შ.) არ იძლევა გრძელვადიან შედეგს. ხშირად ასეთი კრემები შეიცავენ რეტინოიდებს (რეთინოლი)  -ნებისმიერი სახის ნატურალური ან სინთეზური პროდუქტები – მიღებული ა ვიტამინიდან, რომელიც იძლევა მოკლევადიან შედეგს კანის გასქელებით, რომელიც დროებით კამუფლაჟის ეფექტს იძლევა, ამასთანავე ასეთი კრემები  უნდა გამოიყენოთ დღეში 2 ჯერ და 6 თვის განმავლობაში. სამწუხაროდ ძალიან მცირე დადასტურებული ფაქტია იმის თაობეზეც რომ ისეთი სტიმულატორი ინგრედიენტები, როგორებიც არის კოფეინი, ჯინჯერი, მწვანე ან შავი ჩაი, ეხმარება სისხლის მიმოქცევას და არღვევს ცხიმის უჯრედებს. კრემები, რომლებიც რაიმე შედეგს იძლევა, ძირითადად კვეთს სხეულის კონტურებს, რაც ცელულიტის შემცირებასთან კავშირი ნამდვილად არ არის.

 

  • 996cd31ba53f348c66e0b9731f8c6748.jpgშეფუთვები – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარკვეულმა შეფუთვებმა (თუნდაც ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულმა), შეამცირონ ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავება, გააუმჯობესოს კანის ზოგადი მდგომარეობა და წონის კორექციაში დაგეხმაროთ, შეფუთვები ვერ გააქრობს ცელულიტს და მის შედეგებსაც აქვს მოკლევადიანი შედეგი, ასევე შეუძლებელია ორგანიზმის „დეტოქსიკაცია“ მსგავსი შეფუთვებით.

 

  • ლიპოსაქცია – თუ თქვენი პრობლემა არის ცელულიტი, ლიპოსაქცია (კანქვეშა ცხიმის ვაკუუმით გამოღება) ვერ დაგეხმარებათ. პირიქით, ეს პროცედურა თქვენს კანს გახდის უფრო არათანაბარს და ცელულიტის ხილვადობას უფრო ნათელს,

ლაზერული ლიპოსაქცია – იღებს ცხიმის გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ ამ პროცედურამ შეიძლება „ღრმულების“ მდგომარეობა გააუარესოს!

ულტრაბგერითი ლიპოსაქცია – მიზნად ისახავს ცხიმის განადგურებას, თუმცა ძირითადად არ მუშაობს.

  • პროცედურა Cryolophisis – არაინვაზიური პროცედურა, რომელიც ყინავს და კლავს ცხიმის უჯრედებს. როდესაც ისინი კვდება, თქვენი ორგანიზმი ბუნებრივად გამოდევნის მას. ამ პროცედურას იყენებენ სხეულის ფორმების შემცირებისათვის და ასევე ცელულიტთან საბრძოლველად, თუმცა ამერიკის დერმატოლოგიურმა ასოციაციამ ამ მეთოდის უსაფრთხოება არ დაადასტურა.

 

  • მეზოთერაპია – პროცედურა, რომლის დროსაც დერმატოლოგს კანქვეშა ცხიმის ქვეშ ნემსით შეჰყავს გარკვეული პრეპარატების კოქტეილი. პრეპარატები შეიცავს ფოსფატიდლილქოლინს (აზრზე არ ვარ რა არის), ამინოფილინს (არც ეს), გარკვეულ ჰორმონებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, ვიტამინებსა და მინერალებს. ძალიან მცირე დამადასტურებელი ფაქტები არსებობს იმისა, რომ მეზოთერაპია ცელულიტს შველის. ექიმები გვირჩევენ არ ჩავიტაროთ ეს პროცედურა ინფექციის, შეშუპების, გამონაყარისა და კანის „ხორკლოვნობის“ წარმოქმნის რისკის გამო. მეზოთერაპია ცელულიტის სამკურნალოდ არც ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცის მიერაა დამტკიცებული.

 

საბოლოოდ მინდა გამცნოთ სამწუხარო ფაქტი, რომ არ არსებობს ცელულიტის გაქრობის გზა, რომელიც მუდმივად ხელს შეუშლის მის ხელახლა ფორმირებას.  ქალების 85% დან 90% მდე უძლურია მის წინააღმდეგ.

დღესდღეობით  ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად ქირურგიულ-ლაზერული პროცედურა  Cellulaze წარმოადგენს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. როგორც ამბობენ,  მისი მუშაობა ეფექტურია, რადგან ის ებრძვის სეპტასაც, რომელიც ვეღარ იკავებს კანის ზედაპირს და იმ ცხიმის გროვებსაც, რომლებიც ქვედა შრეებიდან კანის ზედაპირზე ამოდიან.

თუმცა ამ პროცედურის ფასი საკმაოდ მაღალია და არ ვარ დარწმუნებული აკეთებენ თუ არა მსგავს ოპერაციას საქართველოში. ასევე უცნობია დასრულებულია თუ არა ამ პროცედურის კვლევები. ეფექტურობა კი  წელიწადზე დიდ ხანს გრძელდება.

ასევე  იმედის იძლევა Cellfina და Xiaflex პროცედურები, რომლებიც ასევე საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა, არ არის ბოლომდე გამოკვლეული და ასევე უცნობია მათი არსებობა საქართველოს ბაზარზე.

Image result for healthy life styleგამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდოდ ამ პროცედურების საფასურის გადახდა მე პირადად დამენანება და თან ცოტა მეშინია კიდეც, ნებისმიერ შემთხვევაში,  ცელულიტთან საბრძოლველად ე.წ. The Bottom Line არის ჯანსაღი ცხოვრების წესი (ამაზე საუბრობს თითქმის ყველა წყარო):

 

 

  • ahlo19mudycjhkcyozzh.jpg

კანის მშრლი მასაჟი უხეში ჯაგრისით ყოველი შხაპის მიღების წინ  და ცივი და ცხელი წყლის კონტრასტული შხაპი  (ეხმარება სისხლის მიმოქცევის აჩქრებაში),

 

Related imageბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული სკრაბები, მაგალითად ზღვის მარილით, პიტნით, ქოქოსითა და სხვა სტიმულატორი ინგრედიენტებით (რომლებიც ეხმარება კანს მკვდარი უჯრედების მოშორებასა და სუნთქვაში),

 

Image result for water and vegetableბევრი წყალი (რომლის ეფექტურობაზე ცელულიტის ხილვადობის შესამცირებალად, მუდმივად საუბრობენ)  და ბოსტნეული

 

 

 

Related imageდა სტაბილური ვარჯიში

 

 

 

რაც მთავარია, ჯანსაღი კვება და სტაბილური ვარჯიში ცელულიტის ახალი შრეების წარმოქმნას ნაწილობრივ მაინც შეუშლის ხელს. მთავარია არსებული ცხოვრების წესი იყოს მუდმივი და სტაბილური. ამიტომ  დღესვე გაეშურეთ ჯერ “ჩემპიონს აკადემიაში” და შემდეგ რომელიმე დიდ სუპერმარკეტში, ჯანსაღი პროდუქტების შესაძენად :)))

დღეისათვის სულ ეს იყო, ვფიქრობ ყველა მიმართულება კარგად განვიხილეთ. თუ რაიმე გაუგებარი დარჩა ან გაქვთ რჩევა, თუ შენიშვნა, ველოდები თქვენს კომენტარებს <3

მორიგ პოსტამდე <3

XO XO, N

 

 

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *