ნემსის ჩხვლეტის მეც მეშინია :(

1 0

იმისათვის, რომ „ახალი ცხოვრება“ დაიწყოთ, პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ ცნობების შეგროვება. ფინანსური რესურსი ვახსენე პირველ ბლოგში და ეს ის ნაწილია, სადაც ფული არ უნდა დაიშუროთ. თუ დაზღვევით სარგებლობთ, მაშინ გაგიმართლათ და დროა თქვენი დაზღვევა გამოიყენოთ 🙂

ჯანსაღი კუჭ-ნაწლავის სისტემა, ფარისებრი ჯირკვლის გამართული მუშაობა, ნივთერებათა ცვლა, ძილის რეჟიმი – ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი წესრიგში უნდა გქონდეთ. არ მიუდგეთ ამ საკითხს არასერიოზულად. პირველ რიგში იმიტომ, რომ მაგალითად, თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ და ჰორმონები დარღვეულია, ეს გამოიწვევს არა მხოლოდ ზოგად სისუსტეს, დაღლილობის შეგრძნებასა და ენერგიის ნაკლებობას (გაგიჭირდებათ ვარჯიში, გახდებით ცუდად, ვერ გაუძლებს ორგანიზმი ზედმეტ დატვირთვას და შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიხვიდეთ), არამედ შესაძლოა წონაში მატების მიზეზიც იყოს და არც ვარჯიშმა და არც სწორმა კვებამ არ გიშველოთ.  კუჭ-ნაწლავის პრობლემების შემთხვევაში, სწორ კვებას უბრალოდ ვერ შეძლებთ ამ ორგანოების გამართული მუშაობის გარეშე. ხოლო შესაბამისი ძილის რეჟიმი დახარჯული ენერგიების აღდგენასა და ორგანიზმის დასვენებისათვის აუცილებელია. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება პირველ რიგში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებით, (კარგ შემთხვევაში უბრალოდ  პროფილაკტიკის მიზნით მისი შემოწმებით) იწყება.

გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი, ჰორმონების ანალიზი და დარწმუნდით, რომ ამ მხრივ არაფერი გაწუხებთ (რა თქმა უნდა შესაბამისი სფეროს  ექიმების რეკომენდაციით უნდა მოხდეს ყველა გამოკვლევის ჩატარება). განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კარგი, პროფესიონალი ენდოკრინოლიგი თუ სხვა დარგის ექიმი აირჩიოთ, რადგან საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რამდენი პრობლემა შეიძლება შეგექმნათ არასწორი ექიმის არჩევის შემთხვევაში.

რაც შეეხება ძილის პრობლემების მკურნალობას, სამწუხაროდ ამ მიმართულებით მწირი ინფორმაცია მაქვს, რადგან მე თვითონ ყოველ ღამით ნამდვილი ვარსკვლავივით მძინავს 🙂 თუმცა დაწყებული მარტივი ვალერიანის აბებით, დამთავრებული ფსიქოლოგიური განწყობით ყველაფერი უნდა სცადოთ. რა თქმა უნდა ყველაზე სწორი გამოსავალი მაინც პროფესიონალი ექიმის რეკომენდაციებია.

გაითვალისწინეთ ასევე ის ფაქტორიც, რომ კონკრეტული პროდუქტები,  კონკრეტული დაავადების, თუ პრობლემის მქონე ადამიანებისთვის არ არის სასურველი. მაგალითად თუ დაბალი წნევა გაწუხებთ,  კოჭას (ჯინჯერის) მიღებას უნდა მოერიდოთ და პირიქით, კონკრეტული პროდუქტები კონკრეტული დაავადების თუ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ხელს შეგიწყობთ: მაგალითად  ალუბალი, აწესრიგებს ძილის ჯანსაღ რეჟიმს. ამიტომ აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისა და ამა თუ იმ ორგანოს მუშაობის შესახებ  სრულ ინფორმაციას ფლობდეთ და იცოდეთ რომელ პროდუქტებზე გააკეთოთ არჩევანი და რომლებს მოერიდოთ.

მას მერე, რაც დარწმუნდებით, რომ თქვენი ორგანიზმი გამართულად ფუნქციონირებს, (თუ რაიმე პროლემა გაქვთ, ჯერ იმკურნალეთ ), შეგიძლიათ გულდამშვიდებულმა დაიწყოთ თქვენი ორგანიზმისა და ფსიქიკის შემზადება მომავალი ცვლილებებისათვის 🙂

დღევანდელი პოსტი საკმაოდ ოფიციალური და სამედიცინო საკითხებით დატვირთული გამომივიდა, თუმცა, ეს ინფორმაცია აუცილებელი და განსაკუთრებით  საჭიროა. როგორც ადრე აღვნიშნე, ვეცდები საკუთარი გამოცდილებები დღიურის ფორმატში მაქსიმალურად დეტალურად აღვწერო, რა თქმა უნდა ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული 🙂 დღეისათვის ალბათ სულ ეს იყო.  აქვე მინდა დავამატო, რომ ნებისმიერი კითხვა, რაც კი შეიძლება ბლოგის კითხვისას გაგიჩნდეთ, შეგიძლიათ მომწეროთ აქვე, Facebook-ზე, ან მეილზე. დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია მოგცეთ რჩევები როგორ გამოყენოთ საკუთარი დაზღევევა ისე, რომ ყველაფერი ზუსტად აგინაზღაურდეთ (არსებობის შემთხვევაში), გირჩიოთ კარგი ენდოკრინოლოგები, კლინიკები, სადაც ანალიზები უნდა აიღოთ და სხვ. ეს ყველაფერი მხოლოდ საკუთარი გამოცდილების შედეგად. არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილს რეკლამას არ ვუკეთებ. ყოველთვის ვეცდები მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად გიპასუხოთ 🙂

შეხვედრამდე <3

xoxo, N.

პოსტის ავტორის შესახებ

Natia Chikovani

Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Average Rating

5 Star
0%
4 Star
0%
3 Star
0%
2 Star
0%
1 Star
0%

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *