ცოტა რამ ჩემს შესახებ:
სახელი: ნათია ჩიქოვანი
ასაკი: 26
პროფესია და მისწრაფებები: მარკეტერი/მოდელი/ფემინისტი
ჰობი: ცეკვა (ჩემი აუხდენელი პროფესია), სიმღერა, თხილამურები, ცურვა, სამაგიდო თამაშები, LOL (League of Legends), კითხვა, ნებისმიერი სახის აქტივობა, რომელიც საჭიროებს სოციალიზაციას 🙂
ხასიათი: ემოციური, ფიცხი, ჯიუტი, სხარტი, მხიარული, ენერგიული, ერთგული, მეგობრული,
სიმაღლე და წონა: 173 სმ. 51.5 კგ. (ამჟამად)
საყვარელი საკვები: ფაქტობრივად ყველაფერი
საყვარელი სასუსნავი: აქაც სამწუხაროდ იგივე სიტუაციაა
მეტაბოლიზმი: ძალიან სწრაფი 🙂
ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა: ძალიან კარგი
სპეტაკი მიზნები
ჩემი ბლოგი ალბათ იმის აღიარებით უნდა დავიწყო, რომ აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება ამ მიმართულებით არ გამაჩნია. ვგულისხმობ როგორც ბლოგის წერას, ასევე იმ თემებს, რომელთა შესახებაც ვაპირებ, რომ ვწერო :). სამაგიეროდ, მაქვს ძალიან დიდი მოტივაცია და სურვილი იმისა, რომ ჩემი პირადი გამოცდილება გავუზიარო რაც შეიძლება მეტ ადამიანს. მიზეზი მარტივია – მინდა ჩემს გარშემო როგორც ჩემი ახლობლები, ასევე სხვა ადამიანები, ცხოვრობდნენ მაქსიმალურად ჯანსაღად და ჰქონდეთ ინფორმაცია ყველა იმ სარგებლის შესახებ, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას მოაქვს.
21-ე საუკუნეში (როდესაც ამდენი „საცდურია“ 🙂 ) და ქვეყანაში, რომელიც არ შედის განვითარებული ქვეყნების სიაში, ძალიან რთულია იყო მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც საქმე ჯანსაღ ცხოვრებას ეხება. ამ მიზნის მისაღწევად მთავარია ორი რამ: 1. მოტივაცია, მონდომება, ნამდვილი სურვილი, იცხოვრო ჯანსაღად და 2. ფინასური რესურსი. ამ ბლოგის საშუალებით ვეცდები დაგეხმაროთ ორივე პრობლემის გადაჭრაში. მოტივაციის ასამაღლებლად ავსახავ ყველა იმ დადებით მხარეს, რომელიც ჯანსაღ კვებას ახლავს თან, ხოლო ფინანსურ რესურსს რაც შეეხება, ვეცდები გასწავლოთ ადგილები, სადაც უფრო ნაკლები დანახარჯებით შეძლებთ შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი, გასწავლით მარტივ რეცეპტებს, გაგიზიარებთ გამოცდილებას, როგორ ივარჯიშოთ სახლის პირობებში და სხვ.
აქვე მინდა დავამატო, რომ ჩემს ბლოგში ვერ ნახავთ მოწოდებებს „იდეალური სხეულის ფორმების“, კონკრეტული წონისა თუ რაიმე სახის ვიზუალური სტანდარტების მიღწევების შესახებ. მე ყველა ადამიანის თანასწორობის მომხრე ვარ და არ ვაღიარებ გარეგნობის არანაირ სტანდარტს. ადამიანები, რომლებიც თავს გრძნობენ ჯანმრთელად, ძლიერად, ენერგიულად და მხნედ არიან იდეალურ ფორმაში.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ მე არ ვარ პროფესიონალი დიეტოლოგი, ან პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორი, ან პროფესიონალი ფსიქოლიგი :), მე გიზიარებთ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებასა და იმ ინფორმაციას, რომელიც მოპოვებული მაქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ვფიქრობ, მე და თქვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის მოტივატორები 🙂 მე სტიმულს მომცემს ჩემი გამომწერების/მკითხველების რაოდენობა და შესაბამისად ვეცდები ეტაპობრივად უფრო და უფრო საინტერესო სიახლეებით მოგამარაგოთ და ჩემი პირადი “მიღწევებიც” გაგიზიაროთ.
პირველი დღისთვის ალბათ სულ ეს იყო. შემდეგ ბლოგს იმ ისტორიით დავიწყებ, თუ როგორ მივედი სადილად 60 პილმენის მირთმევიდან ჯანსაღ ცხოვრების წესამდე 🙂
P.S. ნებისმიერი კომენტარი, შენიშვნა თუ რჩევა პირველივე პოსტიდან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარების ველში, მეილზე, ან სოციალურ გვერდებზე. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და ვუპასუხებ თქვენს თითოეულ გამოხმაურებას <3
xoxo, N
საინტერესოა, წავიკითხავ ხოლმე
დიდი მადლობა
bevrj datere ✍?✍?✍?Bevri ikneb mec meshvelos?♀️Tarmatebebi?
:)))) ნუცა, ვეცდები ნელ-ნელა ყველანაირი ინფორმაცია მოგაწოდოთ ჯანსაღი ცხოვრების, სწორი კვებისა და ვარჯიშის შესახებ. ადევნეთ თვალი განახლებულ სტატიებს <3 და ნებისმიერი კონკრეტული კითხვაც შეგიძლიათ დამისვათ ნებისმიერ დროს, რომელზეც ვეცდები მაქსიმალურად ამომწურავად გიპასუხოთ. მადლობა, რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს <3